პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ენგურჰესის" კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
"ენგურჰესის" კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქვეყ­ნის ინ­დუსტრი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ "ენ­გურ­ჰე­სის" თა­ღო­ვან კაშ­ხალს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, "ენ­გურ­ჰე­სი" ქვეყ­ნის ის პირ­ვე­ლი ინ­დუსტრი­უ­ლი ძეგლი იქ­ნე­ბა, სა­დაც სა­მუ­ზე­უ­მო-სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე და ვი­ზი­ტორ­თათ­ვის ენ­გურ­ზე გა­და­სა­ხე­დი პლატ­ფორ­მე­ბი მო­ე­წყო­ბა. პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნიტ­რო­სა და შპს "ენ­გურ­ჰე­სის" ხელ­შე­წყო­ბი­თა და თა­ნად­გო­მით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ქა­ლაქ ჯვარ­ში, ენ­გურ­ჰე­სის თა­ღო­ვა­ნი კაშხლის­თვის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თე­ბა. ვიცე-პრე­მი­ე­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახი კა­ლა­ძე და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე ხელს მო­ა­წე­რენ ინ­დუსტრი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი ძეგლის ეროვ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბის გან­სა­ზღვრის შე­თან­ხმე­ბას. ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დის, ენერ­გო სექ­ტო­რის, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრე­ბი­ან.

"ენ­გუ­რის ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნი­კუ­რი და სა­ინ­ჟინ­რო ნა­გე­ბო­ბე­ბის ურ­თუ­ლე­სი კომ­პლექ­სი და უდი­დე­სი ჰე­სია სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, რო­მე­ლიც დაბა ჯვრი­დან შავ ზღვამ­დე, ათა­სამ­დე კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრზეა გა­და­ჭი­მუ­ლი. ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია კაშ­ხა­ლი, რომ­ლის სა­ერ­თო სი­მაღ­ლე 271.5 მეტ­რი, ხოლო გა­ნი­ვი სიგ­რძე 728 მეტ­რია; ცის თა­ღის ფორ­მის კაშ­ხა­ლი, მისი სი­მაღ­ლით, მსოფ­ლი­ოს თა­ღო­ვა­ნი კაშ­ხა­ლე­ბის ხუ­თე­ულ­ში შე­დის. ენ­გურ­ზე ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბას სა­ფუძ­ვლად ნიკო ნი­კო­ლა­ძის სურ­ვი­ლი და იდეა უდევს, რო­მელ­ზეც მსჯე­ლო­ბა 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უშე­დე­გოდ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ნა­ხევ­რსა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ფიქ­რი­სა და მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ, ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ტე­რი­ტო­რი­ის კველ­ვი­სა და დე­ტა­ლუ­რი დაზ­ვერ­ვის შე­დე­გად მი­ი­ღეს. სა­ბო­ლო­ოდ, ად­გილ­ზე სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი 1961 წელს და­ი­წყო და 1977 წელს დას­რულ­და", - აცხა­დე­ბენ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტო­ში.

სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­დუსტრი­უ­ლი და სა­ინ­ჟინ­რო მემ­კვიდ­რე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის გა­აზ­რე­ბი­სა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს­თან ერ­თად აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას იწყებს.

"ინ­დუსტრი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბის დას­ტუ­რია UNESCO-ს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის კო­მი­ტე­ტის წლე­ვან­დე­ლი, 39-ე სე­სია, სა­დაც ნორ­ვე­გი­ის რი­უ­კან-ნოტ­ტო­დე­ნის სამ­რეწ­ვე­ლო მემ­კვიდ­რე­ო­ბას - ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის, ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბის, ქარ­ხნე­ბის, სატრნას­პორ­ტო სის­ტე­მე­ბი­სა და ქა­ლა­ქე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბას - მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხა­შია ასე­ვე, ია­პო­ნი­ის მე­ი­ჯი პე­რი­ო­დის ინ­დუსტრი­უ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის სივ­რცე­ე­ბი (ქარ­ხნე­ბი, ქა­ლა­ქე­ბი), ჰამ­ბურ­გის სა­წყო­ბე­ბი, ფორტ ბრი­ჯი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, "ფრა­ი­ბენ­ტოს" ინ­დუსტრი­უ­ლი ლან­დშაფ­ტი ურუგ­ვა­ი­ში. 2015 წელს ევ­რო­საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით "ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დღე­ე­ბის" მთა­ვა­რი თემა სწო­რედ ინ­დუსტრი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა­ვენ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტო­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"ენგურჰესის" კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

"ენგურჰესის" კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ "ენგურჰესის" თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განუცხადეს, "ენგურჰესი" ქვეყნის ის პირველი ინდუსტრიული ძეგლი იქნება, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ენგურზე გადასახედი პლატფორმები მოეწყობა. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინიტროსა და შპს "ენგურჰესის" ხელშეწყობითა და თანადგომით განხორციელდება.

ამასთან დაკავშირებით, ქალაქ ჯვარში, ენგურჰესის თაღოვანი კაშხლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ცერემონია გაიმართება. ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ხელს მოაწერენ ინდუსტრიული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლის ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის განსაზღვრის შეთანხმებას. ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საინვესტიციო ფონდის, ენერგო სექტორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

"ენგურის ჰიდროელექტროსადგური უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების ურთულესი კომპლექსი და უდიდესი ჰესია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც დაბა ჯვრიდან შავ ზღვამდე, ათასამდე კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ჰიდროელექტროსადგურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კაშხალი, რომლის საერთო სიმაღლე 271.5 მეტრი, ხოლო განივი სიგრძე 728 მეტრია; ცის თაღის ფორმის კაშხალი, მისი სიმაღლით, მსოფლიოს თაღოვანი კაშხალების ხუთეულში შედის. ენგურზე ჰესის მშენებლობის დაწყებას საფუძვლად ნიკო ნიკოლაძის სურვილი და იდეა უდევს, რომელზეც მსჯელობა 20 წლის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა. ნახევრსაუკუნოვანი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ, ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილება, მოგვიანებით, ტერიტორიის კველვისა და დეტალური დაზვერვის შედეგად მიიღეს. საბოლოოდ, ადგილზე სამშენებლო სამუშაოები 1961 წელს დაიწყო და 1977 წელს დასრულდა", - აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციით, ინდუსტრიული და საინჟინრო მემკვიდრეობის მნიშვნელობის გააზრებისა და ამ მიმართულებით, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად აქტიურ მუშაობას იწყებს.

"ინდუსტრიული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის მნიშვნელობის დასტურია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის წლევანდელი, 39-ე სესია, სადაც ნორვეგიის რიუკან-ნოტტოდენის სამრეწველო მემკვიდრეობას - ჰიდროელექტროსადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების, ქარხნების, სატრნასპორტო სისტემებისა და ქალაქების ერთობლიობას - მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია ასევე, იაპონიის მეიჯი პერიოდის ინდუსტრიული რევოლუციის სივრცეები (ქარხნები, ქალაქები), ჰამბურგის საწყობები, ფორტ ბრიჯი დიდ ბრიტანეთში, "ფრაიბენტოს" ინდუსტრიული ლანდშაფტი ურუგვაიში. 2015 წელს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით "ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დღეების" მთავარი თემა სწორედ ინდუსტრიული მემკვიდრეობა იქნება", - აღნიშნავენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია