პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„მაგიდა ორისთვის“ - მსახიობები ზღვისპირა ქალაქის სტუმრებს შუშხუნა ღვინით გაუმასპინძლდნენ
 „მაგიდა ორისთვის“ - მსახიობები ზღვისპირა ქალაქის სტუმრებს შუშხუნა ღვინით გაუმასპინძლდნენ

"ჰით ბა­თუ­მის 2015" გრძელ­დე­ბა. ამ­ჯე­რად, 10-16 აგ­ვის­ტოს ბა­თუმ­ში, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ქუ­ჩის თე­ატ­რის დღე­ე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა.

სპექ­ტაკ­ლე­ბი ღია ცის ქვეშ - ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქი 5 ქარ­თულ და 4 უცხო­ურ თე­ატ­რა­ლურ დასს უმას­პინ­ძლებს. ქარ­თველ მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად ბა­თუ­მის ქუ­ჩებ­ში თე­ატ­რა­ლურ წარ­მოდ­გე­ნებს ეს­პა­ნე­თის, უნ­გრე­თის, ბრი­ტა­ნე­თი­სა და ინ­დო­ე­თის და­სე­ბიც გა­მარ­თა­ვენ.

ბა­თუმ­ში თე­ატ­რა­ლუ­რი კვი­რე­უ­ლი და­ი­წყო, რო­მე­ლიც 16 აგ­ვის­ტოს კახა ბა­კუ­რა­ძის მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რით დას­რულ­დე­ბა. წარ­მოდ­გე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ბა­თუ­მის კო­ლო­ნა­დებ­ში, სა­ზა­ფხუ­ლო თე­ატ­რში, პი­ა­ცა­ზე, ბულ­ვარ­სა და ძვე­ლი ბა­თუ­მის ქუ­ჩებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა "ჰით ბა­თუ­მი 2015"-ის ფარ­გლებ­ში უფა­სო იქ­ნე­ბა.

დღეს სად ვი­ვახ­შმოთ?!- ტუ­რის­ტე­ბის მა­რა­დი­ულ შე­კი­თხვას მათ ეს­პა­ნე­ლებ­მა უკვე უპა­სუ­ხეს. "მა­გი­და ორის­თვის" - ამ სპექ­ტაკ­ლის­თვის თე­ატ­რის ყვე­ლა მოყ­ვა­რუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბო­და. თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნა ერას მო­ე­დან­ზე გა­ი­მარ­თა და მსა­ხი­ო­ბე­ბი იღ­ბლი­ა­ნებს შუშ­ხუ­ნა ღვი­ნი­თაც გა­უ­მას­პინ­ძლდნენ.

უა­მინ­დო­ბის მი­უ­ხე­და­ვად წარ­მოდ­გე­ნამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­რა - სა­ნა­ხა­ო­ბას წვი­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­უხ­და.

"ეს­პა­ნელ მსა­ხი­ო­ბე­ბეს წვი­მამ იმპრო­ვი­ზა­ცი­ის მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა. ეს მსა­ხი­ო­ბის­თვის ბა­რი­ე­რი არ არის. წარ­მოდ­გე­ნა შედ­გა..." - აღ­ნიშ­ნა კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­მა ეკა­ტე­რი­ნე მაზ­მიშ­ვილ­მა.

სა­ღა­მოს ეს­პა­ნე­ლე­ბი უნ­გრე­თის დას­მა ჩა­ა­ნაც­ვლა, ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქის მა­ცხოვ­რებ­ლებ­სა და დამ­სვე­ნებ­ლე­ბის გან­წყო­ბა­ზე სა­ფეს­ტი­ვა­ლო კლუბ Take Five-ში უნ­გრე­თი­დან მოწ­ვე­უ­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ვე­ბი ზრუ­ნავ­დნენ. გრა­ფი­ტი BANDART Productions -ის შოუმ გულ­გრი­ლი არც ბა­თუ­მე­ლე­ბი და ქა­ლა­ქის სტუმ­რე­ბი და­ტო­ვა. ეს იყო სა­ნა­ხა­ო­ბა, რო­მელ­მაც ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქის სტუმ­რე­ბი აღაფრ­თო­ვა­ნა. სა­ღა­მო კი ცნო­ბი­ლი ჰი­ტე­ბით Goofy Land-მა და­ხუ­რა.

ქუ­ჩის თე­ატ­რის დღე­ე­ბი წარ­მო­გიდ­გენთ:

13 აგ­ვის­ტო, 20:00, სა­ზა­ფხუ­ლო თე­ატ­რი - სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რი. სპექ­ტაკ­ლი "ტრო­ე­ლი ქა­ლე­ბი"

13 აგ­ვის­ტო, 19:00 - ქუჩა, ბულ­ვა­რი, 23:00 სა­ფეს­ტი­ვა­ლო კლუ­ბი TAKE FIVE – The New York Brass Band

13 აგ­ვის­ტო, 23:00, ბულ­ვა­რი - მო­ცეკ­ვა­ვე გრა­ფი­ტი BANDART Productions (უნ­გრე­თი)

14 აგ­ვის­ტო, 22:00, პი­ა­ცა - კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი. სპექ­ტაკ­ლი "რო­გორც გე­ნე­ბოთ"

14 აგ­ვის­ტო, 19:00; 21:00 - ქუჩა/ბულ­ვა­რი/პი­ა­ცა - The New York Brass

15 აგ­ვის­ტო, 21:00, ბულ­ვა­რი-კო­ლა­ნა­დე­ბი - მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რი. სპექ­ტაკ­ლი "გაყ­რა"

15 აგ­ვის­ტო - 17:00; 23:00 ქუჩა/ბულ­ვა­რი - The New York Brass Band

16 აგ­ვის­ტო, 20:00, ბულ­ვა­რი - კახა ბა­კუ­რა­ძის მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რი

პრო­ექ­ტი "ჰით ბა­თუ­მი" 11 კვი­რის­გან შედ­გე­ბა და თო­თო­ე­უ­ლი კვი­რა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის არტს მო­ი­ცავს. მრავლფე­რო­ვა­ნი პროგ­რა­მა გათ­ვლი­ლია ყვე­ლა თა­ო­ბი­სა და გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, დამ­სვე­ნებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­გეგ­მონ ბა­თუმ­ში დას­ვე­ნე­ბი­სა და გარ­თო­ბის დღე­ე­ბი.

"ჰით ბა­თუ­მის" ფარ­გლებ­ში, 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­გეგ­მი­ლია 200-ზე მეტი ღო­ნის­ძი­ე­ბა, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­თუმს 20-მდექ­ვეყ­ნი­დან 259 უცხო­ე­ლი არ­ტის­ტი სტუმ­რობს. ღო­ნის­ძე­ბა­ში ჩარ­თუ­ლია 50 ორ­გა­ნი­ზა­ცია და 2000-მდე მო­ნა­წი­ლე.

"ჰით ბა­თუ­მი 2015" წარ­მო­ად­გენს ბა­თუ­მის სა­ზა­ფხუ­ლო სე­ზო­ნის სპე­ცი­ა­ლურ პრო­ექტს, რო­მე­ლიც თა­ვის თავ­ში მო­ი­ცავს 2 თვი­ა­ნი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი­სა და გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას უწყვეტ რე­ჟიმ­ში. 6 ივ­ლი­სი­დან 15 სექ­ტემ­ბრამ­დე, ყო­ველ კვი­რას, ბა­თუმ­ში ჩა­ტარ­დე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის ივენ­თე­ბი, რომ­ლის კო­მუ­ნი­კა­ცი­აც მოხ­დე­ბა ერ­თი­ა­ნი ქოლ­გის ქვეშ, სა­ხელ­წო­დე­ბით "ჰით ბა­თუ­მი".

პრო­ექ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია ბა­თუ­მის მე­რია და საკ­რე­ბუ­ლო, ასე­ვე მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და მისი სსი­პი "კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დი", ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი. პრო­ექ­ტი "ჰით ბა­თუ­მი" სა­ხელ­მწი­ფო პრო­ექტს წარ­მო­ად­გენს, რომ­ლის მი­ზა­ნია ერ­თის მხრივ აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის, ხოლო მე­ო­რეს მხრივ მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის პრო­მო­უ­შე­ნი გარე და შიდა აუ­დი­ტო­რი­ა­ში.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

„მაგიდა ორისთვის“ - მსახიობები ზღვისპირა ქალაქის სტუმრებს შუშხუნა ღვინით გაუმასპინძლდნენ

 „მაგიდა ორისთვის“ - მსახიობები ზღვისპირა ქალაქის სტუმრებს შუშხუნა ღვინით გაუმასპინძლდნენ

”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება. ამჯერად, 10-16 აგვისტოს ბათუმში, პროექტის ფარგლებში ქუჩის თეატრის დღეები გაიმართება.

სპექტაკლები ღია ცის ქვეშ - ერთი კვირის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქი 5 ქართულ და 4 უცხოურ თეატრალურ დასს უმასპინძლებს. ქართველ მსახიობებთან ერთად ბათუმის ქუჩებში თეატრალურ წარმოდგენებს ესპანეთის, უნგრეთის, ბრიტანეთისა და ინდოეთის დასებიც გამართავენ.

ბათუმში თეატრალური კვირეული დაიწყო, რომელიც 16 აგვისტოს კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრით დასრულდება. წარმოდგენები, რომლებიც ბათუმის კოლონადებში, საზაფხულო თეატრში, პიაცაზე, ბულვარსა და ძველი ბათუმის ქუჩებში გაიმართება „ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში უფასო იქნება.

დღეს სად ვივახშმოთ?!- ტურისტების მარადიულ შეკითხვას მათ ესპანელებმა უკვე უპასუხეს. „მაგიდა ორისთვის“ - ამ სპექტაკლისთვის თეატრის ყველა მოყვარული განსაკუთრებულად ემზადებოდა. თეატრალური წარმოდგენა ერას მოედანზე გაიმართა და მსახიობები იღბლიანებს შუშხუნა ღვინითაც გაუმასპინძლდნენ.

უამინდობის მიუხედავად წარმოდგენამ წარმატებით ჩაირა - სანახაობას წვიმა განსაკუთრებულად მოუხდა.

„ესპანელ მსახიობებეს წვიმამ იმპროვიზაციის მეტი შესაძლებლობა მისცა. ეს მსახიობისთვის ბარიერი არ არის. წარმოდგენა შედგა...“ - აღნიშნა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორმა ეკატერინე მაზმიშვილმა.

საღამოს ესპანელები უნგრეთის დასმა ჩაანაცვლა, ზღვისპირა ქალაქის მაცხოვრებლებსა და დამსვენებლების განწყობაზე საფესტივალო კლუბ Take Five-ში უნგრეთიდან მოწვეული მოცეკვავევები ზრუნავდნენ. გრაფიტი BANDART Productions -ის შოუმ გულგრილი არც ბათუმელები და ქალაქის სტუმრები დატოვა. ეს იყო სანახაობა, რომელმაც ზღვისპირა ქალაქის სტუმრები აღაფრთოვანა. საღამო კი ცნობილი ჰიტებით Goofy Land-მა დახურა.

ქუჩის თეატრის დღეები წარმოგიდგენთ:

13 აგვისტო, 20:00, საზაფხულო თეატრი - სამეფო უბნის თეატრი. სპექტაკლი „ტროელი ქალები“

13 აგვისტო, 19:00 - ქუჩა, ბულვარი, 23:00 საფესტივალო კლუბი TAKE FIVE – The New York Brass Band

13 აგვისტო, 23:00, ბულვარი - მოცეკვავე გრაფიტი BANDART Productions (უნგრეთი)

14 აგვისტო, 22:00, პიაცა - კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო მარჯანიშვილის თეატრი. სპექტაკლი „როგორც გენებოთ“

14 აგვისტო, 19:00; 21:00 - ქუჩა/ბულვარი/პიაცა - The New York Brass

15 აგვისტო, 21:00, ბულვარი-კოლანადები - მუსიკისა და დრამის თეატრი. სპექტაკლი „გაყრა“

15 აგვისტო - 17:00; 23:00 ქუჩა/ბულვარი - The New York Brass Band

16 აგვისტო, 20:00, ბულვარი - კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი