საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკა ეკონომიკურ მხარდაჭერას არ გვპირდება
ამერიკა ეკონომიკურ მხარდაჭერას არ გვპირდება

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კას ამე­რი­კის­გან ყვე­ლა­ზე მე­ტად თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, ისე­თი­ვე რო­გორც ჩი­ნეთ­თან აქვს. თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ინ­ვეს­ტო­რე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბას გაზ­რდი­და, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი კი სა­მუ­შაო ად­გი­ლებს. თუმ­ცა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ამ დათ­მო­ბა­ზე წას­ვლა ამე­რი­კის­გან ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად მო­სა­ლოდ­ნე­ლია. "მრეწ­ვე­ლე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის ზუ­რაბ ტყე­მა­ლა­ძის აზ­რით, ამე­რი­კას ჩი­ნე­თის სა­ხით ამ­გვა­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის საკ­მა­ოდ ცუდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

პარ­ლა­მენ­ტა­რის ვახ­ტანგ ბა­ლა­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამე­რი­კას­თან სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ინ­ვეს­ტო­რე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბას გაზ­რდის. "ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, ამე­რი­კას­თან სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­მარ­ტივ­დეს. ამ ეტაპ­ზე, ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით ეს სა­კი­თხი ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია", - ამ­ბობს ბა­ლა­ვა­ძე.

ქრის­ტი­ან დე­მოკ­რა­ტე­ბის წევ­რის ლე­ვან ვე­ფხვა­ძის თქმით, ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ვაჭ­რო პრე­ფე­რენ­ცი­ე­ბი, ისე რო­გორც თა­ვის დრო­ზე ჩი­ნეთ­მა მი­ი­ღო ამე­რი­კის­გან.

"ამე­რი­კას­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის წინსვლას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყობს ხელს. ამე­რი­კის ბა­ზარ­ზე შეს­ვლა არც ისე მარ­ტი­ვია. თუ სა­ქარ­თვე­ლომ ამ ურ­თი­ერ­თო­ბებს მი­აღ­წია, ქვე­ყა­ნა ბევ­რი ინ­ვეს­ტო­რის­თვის გახ­დე­ბა მიმ­ზიდ­ვე­ლი, ვი­ნა­ი­დან მათ გა­სა­ღე­ბის ბა­ზა­რი ექ­ნე­ბათ", - ამ­ბობს ლე­ვან ვე­ფხვა­ძე.

"მრეწ­ვე­ლე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის ზუ­რაბ ტყე­მა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კას­თან ნე­ბის­მი­ე­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ხელ­საყ­რე­ლია, მთა­ვა­რია, მე­მო­რან­დუ­მებ­ში ორი­ვე ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი თა­ნაბ­რად ჩა­ი­დოს. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვი­სუ­ფალ სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებს, მისი აზ­რით, ეს მარ­ტი­ვად მი­საღ­წე­ვი არ იქ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან ჩი­ნეთ­თან არ­სე­ბულ­მა ამ­გვარ­მა ურ­თი­ერ­თო­ბებ­მა ამე­რი­კას ბევ­რი პრობ­ლე­მა შე­უქ­მნა.

"ამე­რი­კას­თან ნე­ბის­მი­ე­რი ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ქვეყ­ნის­თვის ხელ­საყ­რე­ლია. ამე­რი­კუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­სურ­ვე­ლია მშე­ნებ­ლო­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში", - ამ­ბობს ზუ­რაბ ტყე­მა­ლა­ძე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას კი­დევ ერთხელ შე­პირ­და. კონ­კრე­ტუ­ლად რამ­დე­ნი იქ­ნე­ბა და რო­დის გა­მო­ი­ყო­ფა თან­ხა ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის ფარ­გლებ­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით, ეს უც­ნო­ბია.

სა­ქარ­თვე­ლომ 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ამე­რი­კუ­ლი გრან­ტი უკვე სრუ­ლი­ად მი­ი­ღო. ეს ინ­ფორ­მა­ცია, ზამ­თარ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტად მყოფ­მა ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლემ ჯე­იმს სტე­ინ­ბერ­გმა და­ა­დას­ტუ­რა. კერ­ძოდ, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლემ 5 თე­ბერ­ვალს თბი­ლი­სი­დან გამ­გზავ­რე­ბის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კუ­ლი დახ­მა­რე­ბის უკა­ნას­კნე­ლი ტრან­ში ირი­ცხე­ბო­და.

სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ელ­ჩოს მო­ნა­ცე­მე­ბით კი, 1 მლრდ დო­ლა­რის დახ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც ამე­რი­კის ვიცე-პრე­ზი­დენ­მა ჯო ბა­ი­დენ­მა ომის დღე­ებ­ში აღუთ­ქვა სა­ქარ­თვე­ლოს, ოთხი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ნა­წილ­და.

კერ­ძოდ, 48 600 000 დო­ლა­რი აქ­ტი­უ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის სა­მარ­თლი­ა­ნი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის კუ­თხით გა­მო­ი­ყო.

436 933 000 დო­ლა­რი ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მიზ­ნებ­ზე გა­ნა­წილ­და. ამ 436,9 მი­ლი­ო­ნი­დან 250 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი სა­ქარ­თვე­ლომ 2008 წლის ნო­ემ­ბერ­ში მი­ი­ღო, რო­მე­ლიც ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ სა­ბი­უ­ჯე­ტო ხარ­ჯე­ბის და­სა­ფა­რად გა­მო­ი­ყე­ნა, მათ შო­რის პენ­სი­ე­ბის­თვის, კომ­პენ­სა­ცი­ე­ბი­სათ­ვის და სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში (თავ­დაც­ვი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის გარ­და) თა­ნამ­შრო­მელ­თა ხელ­ფა­სე­ბის გა­სა­ცე­მად.

469 890 000 აშშ დო­ლა­რი - ყვე­ლა­ზე მეტი თან­ხა ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად გა­მო­ი­ყო, მათ შო­რის ელექტრო და გა­ზის სატ­რან­ზი­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, მთა­ვა­რი გზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის, 48 077 000 დო­ლა­რი მშვი­დო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე გა­მო­ი­ყო, კერ­ძოდ, გა­ნაღმვით სა­მუ­შა­ო­ებ­ზე; პო­ლი­ცი­ის, სა­ნა­პი­რო დაც­ვი­სა და სა­სა­ზღვრო უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი­სათ­ვის მზად­ყოფ­ნი­სა და რე­ა­გი­რე­ბის უნა­რის გამ­ტკი­ცე­ბი­სათ­ვის; ასე­ვე ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლურ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლი­სათ­ვის.

ამ­ჯე­რად, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კი­დევ უფრო გაღ­რმა­ვე­ბას და­პირ­და. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა და ამ ფაქტს ამე­რი­კის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე ქვე­ყა­ნა მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში იყო. მას შემ­დეგ დიდი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა. ჩვენ ვი­ცით, რომ სა­ქარ­თვე­ლო დღეს დიდი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შეა, მოხ­და ქვეყ­ნის ოკუ­პა­ცია. მო­მა­ვალ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვით უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს" - გა­ნა­ცხა­და ჰი­ლა­რი კლინ­ტონ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ამე­რი­კა სა­ქარ­თვე­ლოს გვერ­დით დგას და დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის მხარ­და­ჭე­რას გა­აგ­რძე­ლებს. "შე­დე­გე­ბი კარ­გია, თუმ­ცა არის ბევ­რი პრობ­ლე­მაც, რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, ადა­მი­ა­ნუ­რი სი­სუს­ტე­ე­ბის ბრა­ლია. თქვენ ამის შეც­ვლა­საც უნდა მი­აღ­წი­ოთ", - აღ­ნიშ­ნა სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა.

კლინ­ტონ­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ აფხა­ზე­თის და სამ­ხრეთ ოსე­თის­თვის სა­ქარ­თვე­ლო უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დე­ბა თუ ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტია და ეკო­ნო­მი­კა აყ­ვავ­დე­ბა.

მაკა ხა­რა­ზიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

ამერიკა ეკონომიკურ მხარდაჭერას არ გვპირდება

ამერიკა ეკონომიკურ მხარდაჭერას არ გვპირდება

საქართველოს ეკონომიკას ამერიკისგან ყველაზე მეტად თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარება სჭირდება, ისეთივე როგორც ჩინეთთან აქვს. თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ინვესტორების დაინტერესებას გაზრდიდა, ინვესტიციები კი სამუშაო ადგილებს. თუმცა, საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ დათმობაზე წასვლა ამერიკისგან ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია. "მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის აზრით, ამერიკას ჩინეთის სახით ამგვარი ურთიერთობების საკმაოდ ცუდი გამოცდილება აქვს.

პარლამენტარის ვახტანგ ბალავაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რაც საქართველოს მიმართ ინვესტორების დაინტერესებას გაზრდის. "ჩვენი სურვილია, ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობები გამარტივდეს. ამ ეტაპზე, ეკონომიკური თვალსაზრისით ეს საკითხი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს ბალავაძე.

ქრისტიან დემოკრატების წევრის ლევან ვეფხვაძის თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სავაჭრო პრეფერენციები, ისე როგორც თავის დროზე ჩინეთმა მიიღო ამერიკისგან.

"ამერიკასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარება ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ამერიკის ბაზარზე შესვლა არც ისე მარტივია. თუ საქართველომ ამ ურთიერთობებს მიაღწია, ქვეყანა ბევრი ინვესტორისთვის გახდება მიმზიდველი, ვინაიდან მათ გასაღების ბაზარი ექნებათ", - ამბობს ლევან ვეფხვაძე.

"მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ამერიკასთან ნებისმიერი ეკონომიკური თანამშრომლობა ხელსაყრელია, მთავარია, მემორანდუმებში ორივე ქვეყნის ინტერესები თანაბრად ჩაიდოს. რაც შეეხება თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს, მისი აზრით, ეს მარტივად მისაღწევი არ იქნება, ვინაიდან ჩინეთთან არსებულმა ამგვარმა ურთიერთობებმა ამერიკას ბევრი პრობლემა შეუქმნა.

"ამერიკასთან ნებისმიერი ნორმალური ურთიერთობა ქვეყნისთვის ხელსაყრელია. ამერიკული ინვესტიციების განხორციელება სასურველია მშენებლობაში, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში", - ამბობს ზურაბ ტყემალაძე.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჰილარი კლინტონი საქართველოს ხელისუფლებას ფინანსურ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ შეპირდა. კონკრეტულად რამდენი იქნება და როდის გამოიყოფა თანხა ფინანსური დახმარების ფარგლებში, ჯერჯერობით, ეს უცნობია.

საქართველომ 1 მილიარდი დოლარის ამერიკული გრანტი უკვე სრულიად მიიღო. ეს ინფორმაცია, ზამთარში საქართველოში ვიზიტად მყოფმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯეიმს სტეინბერგმა დაადასტურა. კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ 5 თებერვალს თბილისიდან გამგზავრების წინ განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკული დახმარების უკანასკნელი ტრანში ირიცხებოდა.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მონაცემებით კი, 1 მლრდ დოლარის დახმარება, რომელიც ამერიკის ვიცე-პრეზიდენმა ჯო ბაიდენმა ომის დღეებში აღუთქვა საქართველოს, ოთხი მიმართულებით გადანაწილდა.

კერძოდ, 48 600 000 დოლარი აქტიური სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობისთვის სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობის კუთხით გამოიყო.

436 933 000 დოლარი ჰუმანიტარულ მიზნებზე განაწილდა. ამ 436,9 მილიონიდან 250 მილიონი დოლარი საქართველომ 2008 წლის ნოემბერში მიიღო, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ საბიუჯეტო ხარჯების დასაფარად გამოიყენა, მათ შორის პენსიებისთვის, კომპენსაციებისათვის და სამინისტროებში (თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების გარდა) თანამშრომელთა ხელფასების გასაცემად.

469 890 000 აშშ დოლარი - ყველაზე მეტი თანხა ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად გამოიყო, მათ შორის ელექტრო და გაზის სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, მთავარი გზების მშენებლობისთვის, 48 077 000 დოლარი მშვიდობისა და უსაფრთხოების საჭიროებებზე გამოიყო, კერძოდ, განაღმვით სამუშაოებზე; პოლიციის, სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, საქართველოს საგანგებო მდგომარეობებისათვის მზადყოფნისა და რეაგირების უნარის გამტკიცებისათვის; ასევე ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლისათვის.

ამჯერად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰილარი კლინტონი საქართველოს მთავრობას ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას დაპირდა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა სწრაფად ვითარდება და ამ ფაქტს ამერიკის მთავრობა დიდად აფასებს. "ვარდების რევოლუციამდე ქვეყანა მძიმე ვითარებაში იყო. მას შემდეგ დიდი ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო დღეს დიდი პრობლემების წინაშეა, მოხდა ქვეყნის ოკუპაცია. მომავალში ცვლილებები ერთიანი ძალისხმევით უნდა განხორციელდეს" - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

მისივე თქმით, ამერიკა საქართველოს გვერდით დგას და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერას გააგრძელებს. "შედეგები კარგია, თუმცა არის ბევრი პრობლემაც, რომელიც, ძირითადად, ადამიანური სისუსტეების ბრალია. თქვენ ამის შეცვლასაც უნდა მიაღწიოთ", - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

კლინტონმა ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთისთვის საქართველო უფრო მიმზიდველი გახდება თუ ქვეყანაში დემოკრატია და ეკონომიკა აყვავდება.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ