პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურებიან "ნაციონალები" თანაპარტიელის სკანდალს
როგორ ეხმაურებიან "ნაციონალები" თანაპარტიელის სკანდალს

ბოლო გა­ნახ­ლე­ბა| "შენი დედა მოვ­ტყ...თქო, ვინც ეს და­გა­ვა­ლა" - შსს მთვრალ კარ­ბე­ლაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის კად­რებს ასა­ჯა­რო­ებს

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი გი­ორ­გი კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი და­კა­ვე­ბუ­ლი ჰყავ­დათ. ცნო­ბი­ლია, რომ ინ­ცი­დენ­ტი ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე სო­ფელ ქვიშ­ხეთ­ში მოხ­და. მან­ქა­ნით მყო­ფი დე­პუ­ტა­ტი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პაჟ­მა გა­ა­ჩე­რა, რის შემ­დე­გაც ის და­ა­კა­ვეს. ამ თე­მა­ზე შე­ფა­სე­ბებს AMBEBI.GE-სთან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი აკე­თე­ბენ.

სერ­გო რა­ტი­ა­ნი:

- ცალ­სა­ხაა, რომ ეს იყო და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცია, რად­გან რო­გორც კი ქვიშ­ხე­თი­დან გა­მო­ვი­და კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი, ძა­ლი­ან მალე იქ გაჩ­ნდა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია. მას მი­ა­ყე­ნეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ის არც მიყ­ვა­დათ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და მან­ქა­ნა­ში ჰყავ­დათ გა­ჩე­რე­ბუ­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და გმი­რუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლის სუ­ლის მო­სახ­სე­ნი­ე­ბელ სუფ­რა­ზე, მას­თან ერ­თად იყ­ვნენ გი­ორ­გის მე­გობ­რე­ბიც და ბი­ძაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, ადა­მი­ა­ნე­ბი ის­ჯე­ბი­ან იმის გამო, რომ არი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი.

- ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ გმი­რის სუ­ლის მო­სახ­სე­ნი­ე­ბელ სუფ­რა­ზე და­ლია სას­მე­ლი და შემ­დეგ დაჯ­და სა­ჭეს­თან, ამარ­თლებს მის მიერ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მან­ქა­ნის მარ­თვას?

- ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ვი­ღაც აჩე­რებს და ადა­მი­ა­ნის ნას­ვა­მო­ბას ამოწ­მებს, არაა იმის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა იყოს სა­ჭი­რო. რე­ა­ლუ­რად, იყო თუ არა გი­ორ­გი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ეს მე არ ვიცი, რად­გან ექ­სპერ­ტი­ზა ჯერ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. ნას­ვა­მო­ბაც არაა იმის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ადა­მი­ანს მი­ა­ყე­ნო ფი­ზი­კუ­რი შე­უ­არ­ცხყო­ფა. მე არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ პრო­ვო­კა­ცი­ის­თვი­საც კი გა­მო­ი­ყე­ნეს ეს ფაქ­ტი.

- ბა­ტო­ნო სერ­გო, რამ­დე­ნად სწო­რია ის, რომ დე­პუ­ტა­ტი ბა­რა­მი­ძე პო­ლი­ცი­ლებს "ძაღ­ლებს" უწო­დებს...

- მე ბა­რა­მი­ძის ეს კად­რე­ბი არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მო­წყო­ბი­ლია ძა­ლი­ან გა­მიზ­ნუ­ლი პრო­ვო­კა­ცია. სამ­წუ­ხა­როდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ პო­ლი­ცი­ის რე­პუ­ტა­ცია და­ე­ცეს. თქვენ გახ­სოვთ, რო­დე­საც პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი თავ­ში ურტყამ­დნენ პო­ლი­ცი­ე­ლებს. დღეს პო­ლი­ცია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია რეპ­რე­სი­ის მან­ქა­ნად და პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის­თვის, ასე­თი პო­ლი­ცია ნელ-ნელა კარ­გავს რე­პუ­ტა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

აკა­კი ბო­ბო­ხი­ძე:

- რო­გორც ჩანს, ხე­ლისფლე­ბა ხვდე­ბა რამ­დე­ნად მძი­მე დღე­შია და შეც­დო­მას შეც­დო­მა­ზე უშ­ვებს. უკა­ნას­კნელ ხა­ნებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი მა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აგო­ნი­ა­შია. მე არ ვიცი, იყო თუ არა გი­ორ­გი კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი ნას­ვა­მი, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ას აქვს მოქ­მე­დე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი ჩარ­ჩო­ე­ბი და სწო­რედ ამ ჩარ­ჩო­ებ­ში უნდა მოქ­მე­დებ­დეს. სამ­წუ­ხა­როდ, გუ­შინ­დე­ლი ფაქ­ტი ეს არაა ცალ­კე აღე­ბუ­ლი და გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტრა­ბა­ხი, რომ ნა­ხეთ, რა ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლად ვიქ­ცე­ვით, მხო­ლოდ ერთ წელს გაგ­რძელ­და, რად­გან მი­იჩ­ნი­ეს, რომ ამ პე­რი­ოდ­ში მათ არ სჭირ­დე­ბო­დათ ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ახლა კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხვდე­ბა, რომ მათი ერ­თა­დერ­თი შან­სი, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, არის ძა­ლა­დო­ბა სა­კუ­თარ ხალ­ხზე.

- კარ­ბე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სვამ­და ქარ­თვე­ლი გმი­რის მო­სახ­სე­ნი­ე­ბელ სუფ­რა­ზე...

- რა თქმა უნდა, ეს არაა გა­სა­მარ­თლე­ბე­ლი, რა­და­გან შე­იძ­ლე­ბა და­ლიო გმი­რის საფ­ლავ­ზე, თუმ­ცა სა­ჭეს­თან ჯდო­მა სხვაა. ყვე­ლა პო­ლი­ცი­ელს აქვს და­მაგ­რე­ბუ­ლი ვი­დეო კა­მე­რა, იქ­ნე­ბა ჩა­ნა­წე­რე­ბი და ამის მი­ხედ­ვით გა­ირ­კვე­ვა ყვე­ლა­ფე­რი. მე არც და­პა­ტიმ­რე­ბის ვი­დეო-კად­რე­ბი მი­ნა­ხავს და არც კარ­ბე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა მო­მის­მე­ნია. ზო­გა­დად, დარ­ღვე­ვა­ზე პო­ლი­ცია აუ­ცი­ლებ­ლად შე­სა­ბა­მის პა­სუხს უნდა იძ­ლე­ო­დეს, მთა­ვა­რია მათ იმოქ­მე­დონ კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ში, დე­პუ­ტა­ტი ბა­რა­მი­ძე პო­ლი­ცი­ე­ლებს მი­მარ­თავ­და სი­ტყვე­ბით "ძაღ­ლი"...

- რო­გორც გი­თხა­რით, მე ვი­დეო-კად­რე­ბი არ მი­ნა­ხავს, თუმ­ცა გა­მო­რი­ცხუ­ლი მგო­ნია, რომ გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძეს ეგ ეთ­ქვა. მე მგო­ნია, რომ ის იტყო­და, ისე იქ­ცე­ვით, რო­გორც შე­ვარ­დნა­ძის დრო­ინ­დე­ლი პო­ლი­ცია, რო­დე­საც მათ ხალ­ხი "ძაღ­ლებს" უწო­დებ­დაო, თო­რემ გი­ორ­გი უდი­დეს პა­ტივს სცემს პო­ლი­ცი­ას და მა­გას არ იტყო­და. სამ­წუ­ხა­როა, რომ პატ­რუ­ლი ხში­რად იქ­ცე­ვა ცუ­დად და ის კე­თილ­გან­წყო­ბა, რაც მის მი­მართ იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ნელ-ნელა იც­ვლე­ბა ცუ­დის­კენ.

გი­ორ­გი ვა­შა­ძე დე­პუ­ტატ კარ­ბე­ლაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას უკა­ნო­ნოდ მი­იჩ­ნევს და მომ­ხდარს პრო­ვო­კა­ცი­ად აფა­სებს.

- ეს ცალ­სა­ხა პრო­ვო­კა­ცი­აა. სამ­წუ­ხა­როა, რომ ასე იქ­ცე­ვა სა­მარ­თალ­და­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს ფაქ­ტობ­რი­ვად, ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. კარ­გად იცოდ­ნენ, რა მიზ­ნი­თაც იყო ჩა­სუ­ლი გი­ორ­გი კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი ქვიშ­ხეთ­ში. ყო­ველ წე­ლი­წადს სტუმ­რობს გი­ორ­გი კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი იმ ოჯახს, მათი ოჯა­ხის წევ­რი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლას შე­ე­წი­რა და ოჯახს აქვს პა­ტი­ვი, თა­ვად გი­ორ­გი კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი ჩა­ვი­დეს მათ­თან სტუმ­რად. შუა სო­ფელ­ში ბევ­რი პო­ლი­ცი­ე­ლი იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, ეს არის და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცია. ვწუხ­ვარ, რომ ამ მე­თო­დე­ბით მუ­შა­ობს პო­ლი­ცია.

- გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძეც მას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და სტუმ­რად?

- გია ბა­რა­მი­ძე შემ­დეგ ჩა­ვი­და. მა­ი­სუ­რი შე­მო­ა­ხი­ეს. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის და­კა­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

- და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს, პო­ლი­ცი­ას უფ­ლე­ბა აქვს და­ა­კა­ვოს დე­პუ­ტა­ტი, გი­ორ­გი კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი სა­ჭეს ნას­ვა­მი მარ­თავ­და და რო­გორც შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, მან პო­ლი­ცი­ას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია...

- რომც ყო­ფი­ლი­ყო ნას­ვა­მი, ამის გამო არ აკა­ვე­ბენ ადა­მი­ანს. გი­ორ­გი კარ­ბე­ლაშ­ვილს პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წე­ვია. პო­ლი­ცია იყო აგ­რე­სი­უ­ლი და გა­და­ვი­და თავ­დას­ხმა­ზე. სა­დღაც სო­ფელ­ში პატ­რუ­ლის რამ­დე­ნი­მე ეკი­პა­ჟი და კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ასე უცებ რო­გორ აღ­მოჩ­დნენ?! ეს არის ზღა­პა­რი. ეს პრო­ვო­კა­ცი­აა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­და­სუ­ლია თავ­დას­ხმა­ზე, სურთ ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რე­ბი და­ა­ში­ნონ. ეს არის მათი პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს უნდა და­ა­ში­ნოს ქვე­ყა­ნა, და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­დი­ას პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნას. ქვე­ყა­ნა არა­ფორ­მა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის­კენ მი­დის, ერთი პირი მარ­თავს ყვე­ლა­ფერს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

როგორ ეხმაურებიან "ნაციონალები" თანაპარტიელის სკანდალს

როგორ ეხმაურებიან "ნაციონალები" თანაპარტიელის სკანდალს

ბოლო განახლება| "შენი დედა მოვტყ...თქო, ვინც ეს დაგავალა" - შსს მთვრალ კარბელაშვილის დაკავების კადრებს ასაჯაროებს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათი დაკავებული ჰყავდათ. ცნობილია, რომ ინციდენტი ღამის პირველ საათზე სოფელ ქვიშხეთში მოხდა. მანქანით მყოფი დეპუტატი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა, რის შემდეგაც ის დააკავეს. ამ თემაზე შეფასებებს AMBEBI.GE-სთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აკეთებენ.

სერგო რატიანი:

- ცალსახაა, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რადგან როგორც კი ქვიშხეთიდან გამოვიდა კარბელაშვილი, ძალიან მალე იქ გაჩნდა საპატრულო პოლიცია. მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, დიდი ხნის განმავლობაში ის არც მიყვადათ განყოფილებაში და მანქანაში ჰყავდათ გაჩერებული. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ კარბელაშვილი იმყოფებოდა გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლის სულის მოსახსენიებელ სუფრაზე, მასთან ერთად იყვნენ გიორგის მეგობრებიც და ბიძაშვილი, რომელიც ასევე დაკავებულია. სამწუხაროდ, ადამიანები ისჯებიან იმის გამო, რომ არიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები.

- ის გარემოება, რომ გმირის სულის მოსახსენიებელ სუფრაზე დალია სასმელი და შემდეგ დაჯდა საჭესთან, ამართლებს მის მიერ ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვას?

- ის გარემოება, რომ ვიღაც აჩერებს და ადამიანის ნასვამობას ამოწმებს, არაა იმის საფუძველი, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა იყოს საჭირო. რეალურად, იყო თუ არა გიორგი ნასვამ მდგომარეობაში, ეს მე არ ვიცი, რადგან ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა. ნასვამობაც არაა იმის საფუძველი, რომ ადამიანს მიაყენო ფიზიკური შეუარცხყოფა. მე არ გამოვრიცხავ, რომ პროვოკაციისთვისაც კი გამოიყენეს ეს ფაქტი.

- ბატონო სერგო, რამდენად სწორია ის, რომ დეპუტატი ბარამიძე პოლიცილებს "ძაღლებს" უწოდებს...

- მე ბარამიძის ეს კადრები არ მინახავს, მაგრამ ფაქტია, რომ მოწყობილია ძალიან გამიზნული პროვოკაცია. სამწუხაროდ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ პოლიციის რეპუტაცია დაეცეს. თქვენ გახსოვთ, როდესაც პოლიტპატიმრები თავში ურტყამდნენ პოლიციელებს. დღეს პოლიცია გამოყენებულია რეპრესიის მანქანად და პოლიტიკური დევნისთვის, ასეთი პოლიცია ნელ-ნელა კარგავს რეპუტაციას საზოგადოებაში.

აკაკი ბობოხიძე:

- როგორც ჩანს, ხელისფლება ხვდება რამდენად მძიმე დღეშია და შეცდომას შეცდომაზე უშვებს. უკანასკნელ ხანებში მიმდინარე პროცესები მაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება აგონიაშია. მე არ ვიცი, იყო თუ არა გიორგი კარბელაშვილი ნასვამი, მაგრამ პოლიციას აქვს მოქმედების კანონიერი ჩარჩოები და სწორედ ამ ჩარჩოებში უნდა მოქმედებდეს. სამწუხაროდ, გუშინდელი ფაქტი ეს არაა ცალკე აღებული და გამონაკლისი შემთხვევა.  ხელისუფლების ტრაბახი, რომ ნახეთ, რა ცივილიზებულად ვიქცევით, მხოლოდ ერთ წელს გაგრძელდა, რადგან მიიჩნიეს, რომ ამ პერიოდში მათ არ სჭირდებოდათ ძალისმიერი მეთოდების გამოყენება. ახლა კი ხელისუფლება ხვდება, რომ მათი ერთადერთი შანსი, შეინარჩუნოს ხელისუფლება, არის ძალადობა საკუთარ ხალხზე.

- კარბელაშვილმა განაცხადა, რომ სვამდა ქართველი გმირის მოსახსენიებელ სუფრაზე...

- რა თქმა უნდა, ეს არაა გასამართლებელი, რადაგან შეიძლება დალიო გმირის საფლავზე, თუმცა საჭესთან ჯდომა სხვაა. ყველა პოლიციელს აქვს დამაგრებული ვიდეო კამერა, იქნება ჩანაწერები და ამის მიხედვით გაირკვევა ყველაფერი. მე არც დაპატიმრების ვიდეო-კადრები მინახავს და არც კარბელაშვილის განცხადება მომისმენია. ზოგადად, დარღვევაზე პოლიცია აუცილებლად შესაბამის პასუხს უნდა იძლეოდეს, მთავარია მათ იმოქმედონ კანონის ფარგლებში.

- გავრცელებული ვიდეოში, დეპუტატი ბარამიძე პოლიციელებს მიმართავდა სიტყვებით "ძაღლი"...

- როგორც გითხარით, მე ვიდეო-კადრები არ მინახავს, თუმცა გამორიცხული მგონია, რომ გიორგი ბარამიძეს ეგ ეთქვა. მე მგონია, რომ ის იტყოდა, ისე იქცევით, როგორც შევარდნაძის დროინდელი პოლიცია, როდესაც მათ ხალხი "ძაღლებს" უწოდებდაო, თორემ გიორგი უდიდეს პატივს სცემს პოლიციას და მაგას არ იტყოდა. სამწუხაროა, რომ პატრული ხშირად იქცევა ცუდად და ის კეთილგანწყობა, რაც მის მიმართ იყო საზოგადოებაში, ნელ-ნელა იცვლება ცუდისკენ.

გიორგი ვაშაძე დეპუტატ კარბელაშვილის დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს და მომხდარს პროვოკაციად აფასებს.

- ეს ცალსახა პროვოკაციაა. სამწუხაროა, რომ ასე იქცევა სამართალდაცავი ორგანოები და პარლამენტის წევრს ფაქტობრივად, ფიზიკურად გაუსწორდნენ. კარგად იცოდნენ, რა მიზნითაც იყო ჩასული გიორგი კარბელაშვილი ქვიშხეთში. ყოველ წელიწადს სტუმრობს გიორგი კარბელაშვილი იმ ოჯახს, მათი ოჯახის წევრი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა და ოჯახს აქვს პატივი, თავად გიორგი კარბელაშვილი ჩავიდეს მათთან სტუმრად. შუა სოფელში ბევრი პოლიციელი იყო მობილიზებული, ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია. ვწუხვარ, რომ ამ მეთოდებით მუშაობს პოლიცია.

- გიორგი ბარამიძეც მასთან ერთად იმყოფებოდა სტუმრად?

- გია ბარამიძე შემდეგ ჩავიდა. მაისური შემოახიეს. პარლამენტის წევრის დაკავება არ შეიძლება.

- დანაშაულის ჩადენის დროს, პოლიციას უფლება აქვს დააკავოს დეპუტატი, გიორგი კარბელაშვილი საჭეს ნასვამი მართავდა და როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია...

- რომც ყოფილიყო ნასვამი, ამის გამო არ აკავებენ ადამიანს. გიორგი კარბელაშვილს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. პოლიცია იყო აგრესიული და გადავიდა თავდასხმაზე. სადღაც სოფელში პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები ასე უცებ როგორ აღმოჩდნენ?! ეს არის ზღაპარი. ეს პროვოკაციაა. ხელისუფლება გადასულია თავდასხმაზე, სურთ ჩვენი მხარდაჭერები დააშინონ. ეს არის მათი პოლიტიკის ნაწილი, ბიძინა ივანიშვილს უნდა დააშინოს ქვეყანა, დამოუკიდებელ მედიას პრობლემები შეუქმნას. ქვეყანა არაფორმალური ავტორიტარიზმისკენ მიდის, ერთი პირი მართავს ყველაფერს.

თამარ ბოჭორიშვილი, ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."