საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სერგი შვილივით გავზარდე... მიშველეთ, მაპოვნინეთ, აღარ ვიცი, როგორ ვიტირო ჩემი დახატული ბიჭი"
"სერგი შვილივით გავზარდე... მიშველეთ, მაპოვნინეთ, აღარ ვიცი, როგორ ვიტირო ჩემი დახატული ბიჭი"

13 ივ­ნისს თბი­ლის­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი სტი­ქი­ი­სას და­კარ­გუ­ლებს ოჯა­ხის წევ­რე­ბი დღემ­დე ეძე­ბენ. ერთ-ერთი მათ­გა­ნი სერ­გი კა­პა­ნა­ძეა, რო­მე­ლიც იმ სა­ღა­მოს, დებ ზა­რან­დი­ებ­თან, ერ­თად სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და. გარ­დაც­ვლი­ლი დები სტი­ქი­ი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში იპო­ვეს მაგ­რამ, სერ­გის ძებ­ნა დღემ­დე გრძელ­დე­ბა. ოჯა­ხის წევ­რე­ბი იმედს არ კარ­გა­ვენ, ამ ცოტა ხნის გან­ცხა­დე­ბაც გა­ავ­რცე­ლეს: "ყვე­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი თბი­ლი­სი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნამ­დე მტკვრის ორი­ვე სა­ნა­პი­რო­ზე მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას, უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, და­აკ­ვირ­დეთ 13 ივ­ნისს თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი წყალ­დი­დო­ბის დროს და­კარ­გუ­ლი სერ­გი კა­პა­ნა­ძის ფო­ტო­ებს. თუ ვინ­მე შე­ნიშ­ნავთ ქუ­ჩა­ში მო­ხე­ტი­ა­ლე ასე­თი გა­რეგ­ნო­ბის ახალ­გაზ­რდას, რო­მელ­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ­ნე­ზია და­ე­მარ­თა და არ იცის, ვინ არის, გა­მო­მეხ­მა­უ­რეთ ამ ნომ­რებ­ზე 04 31 25 21 49 ან 595 37 21 49. ნუ და­ი­ზა­რებთ და ყვე­ლამ გა­ა­ზი­ა­რეთ ეს ფოტო, იქ­ნებ მი­ვაკ­ვლი­ოთ სად­მე ჩემს უგ­ზო­უკვლოდ და­კარ­გულ ბიჭს."

ნინო თევ­დო­რა­ძე სერ­გი კა­პა­ნა­ძის ბე­ბია:

- სერ­გი ობ­ლად გავ­ზარ­დე, წლი­ნა­ხევ­რის იყო დედა რომ გარ­და­ეც­ვა­ლა, დე­და­მი­სი - ანა ან­გე­ლო­ზი­ვით ლა­მა­ზი იყო, სერ­გის დე­დის ნაკ­ვთე­ბი გა­მოჰ­ყვა... ანა 24 წლის იყო რომ გარ­და­იც­ვა­ლა, შვილ­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბას გა­დაყ­ვა ანას დე­დაც, ანუ სერ­გის ბე­ბია, ის ჩემი და იყო და ბავ­შვი მე ჩა­მა­ბა­რა გა­საზ­რდე­ლად. მეც შვი­ლი­ვით გავ­ზარ­დე, ჩემს ბიჭს 17 წელი თვა­ლებ­ში შევ­ცი­ცი­ნებ­დი, და რას ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ეს პა­ტა­რა მდი­ნა­რე წა­მარ­თმევ­და. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი რომ კაცი გა­მო­სუ­ლი­ყო, გზა­ში რომ მომ­ყვე­ბო­და ყვე­ლა ეფე­რე­ბო­და ანას შვი­ლი­აო და ისე უხა­რო­და დე­და­ზე კარ­გს რომ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ. სკო­ლა­შიც კი ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი მიმ­ყავ­და და მომ­ყავ­და, ხელს არ ვუშ­ვებ­დი, ერთი შვი­ლი მყავს და ყვე­ლამ იცის რომ სერ­გი მა­ინც პირ­ვე­ლი იყო. გთხოვთ, მიშ­ვე­ლეთ, და­მეხ­მა­რეთ, მა­პოვ­ნი­ნეთ ჩემი და­ხა­ტუ­ლი ბიჭი! აღარ ვიცი რო­გორ ვი­ტი­რო ჩემი ბიჭი, ეკ­ლე­სი­ა­ში ლოც­ვებ­ში ვიხ­სე­ნი­ებ, რო­გორც გზა­აბ­ნე­ულს და ვე­ღარ ვხვდე­ბი რო­გორ ვი­ტი­რო, მკვდა­რია, თუ - ცო­ცხა­ლია..

ჩვენ არ ვკარ­გავთ იმედს და ვფიქ­რობთ, რომ იქ­ნებ სტრეს­ზე ან და­შა­ვე­ბის გამო ამ­ნე­ზია და­ე­მარ­თა... მე და სერ­გის ძმა იმა­საც კი ვფიქ­რობთ, რომ გავ­ყვეთ მტკვრის ნა­პირს და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრამ­დე მი­ვი­დეთ. იქ­ნებ, მოვ­ძებ­ნოთ, ან იქ­ნებ, ვინ­მემ რამე ახა­ლი ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ინ­ფორ­მა­ცია გაგ­ვა­გე­ბი­ნოს. ბავ­შვს შორს არ­სად ვუშ­ვებ­დი. სერ­გის დიდი გეგ­მე­ბი ჰქონ­და. მოს­კოვ­ში უნ­დო­და წას­ვლა, მაგ­რამ მე მე­ში­ნო­და იქ სკი­ნ­ჰე­დებ­თან არ შექ­მნო­და რა­ი­მე პრობ­ლე­მა. თბი­ლის­ში იმი­ტომ ჩა­მო­ვი­და, რომ მე­გო­ბარს აცი­ლებ­და გერ­მა­ნი­ა­ში.

არა­ვინ გვეხ­მა­რე­ბა სერ­გის მო­ძებ­ნა­ში, ვი­ღას მივ­მარ­თოთ არ ვიცი. მეს­მის, რომ სტი­ქი­ას ვე­რა­ვინ ვერ და­უდ­გე­ბა წინ და ვერ შე­ა­ჩე­რებ­დნენ, მაგ­რამ ხომ იცოდ­ნენ რომ ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო, გზე­ბი მა­ინც გა­და­ე­კე­ტათ...

- რა კავ­ში­რი ჰქონ­და სერ­გის დებ ზა­რან­დი­ებ­თან?

- რო­გორც ვიცი, ერთ-ერთი და ახა­ლი გაც­ნო­ბი­ლი ჰყავ­და, რო­მელ­მაც იმ დღეს გა­და­წყვი­ტა, რომ სერ­გი თა­ვი­სი დისა და მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის­თვის გა­ეც­ნო. რომ და­უ­რე­კეს, სერ­გი სახ­ლში იყო. თავ­სხმა წვი­მა­ში წა­ვი­და მათ­თან შე­სახ­ვედ­რად. გვპირ­დე­ბი­ან, რომ პო­ლი­ცი­ა­შიც გა­ავ­რცე­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­გორც და­კარ­გულ­ზე და დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან, მაგ­რამ პო­ლი­ცია კარ­და­კარ ხომ ვერ ივ­ლის, ამი­ტომ უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის იმე­დი მაქვს. ეს მთავ­რო­ბაც არა­ფერს აკე­თებს, კარ­გი იმ მთავ­რო­ბამ თუ უჭ­კუ­ო­ე­ბით გა­იყ­ვა­ნა გზა შუა მდი­ნა­რე­ში, ამათ მა­ინც გა­ე­კე­თე­ბი­ნათ რა­ი­მე. სერ­გის ძმამ ბევ­რი მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა მაგ­რამ უშე­დე­გოდ. ისევ მე­დი­ის და ხალ­ხის იმე­დი მაქვს, რომ დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან. მა­ინც არ ვკარ­გავთ იმედს, რომ სერ­გი ცო­ცხა­ლია და ვავ­რცე­ლებთ სუ­რათს, იქ­ნებ ვინ­მემ იც­ნოს გზა­აბ­ნე­უ­ლი და დაგ­ვირ­ე­კონ, უკვე აღარ ვიცი ჩემი ბიჭი რო­გორ ვი­ტი­რო...

გაგ­რძე­ლე­ბა

"სერგი შვილივით გავზარდე... მიშველეთ, მაპოვნინეთ, აღარ ვიცი, როგორ ვიტირო ჩემი დახატული ბიჭი"

"სერგი შვილივით გავზარდე... მიშველეთ, მაპოვნინეთ, აღარ ვიცი, როგორ ვიტირო ჩემი დახატული ბიჭი"

13 ივნისს თბილისში დატრიალებული სტიქიისას დაკარგულებს ოჯახის წევრები დღემდე ეძებენ. ერთ-ერთი მათგანი სერგი კაპანაძეა, რომელიც იმ საღამოს, დებ ზარანდიებთან, ერთად სახლში ბრუნდებოდა. გარდაცვლილი დები სტიქიიდან რამდენიმე დღეში იპოვეს მაგრამ, სერგის ძებნა დღემდე გრძელდება. ოჯახის წევრები იმედს არ კარგავენ, ამ ცოტა ხნის განცხადებაც გაავრცელეს: "ყველას, განსაკუთრებით კი თბილისიდან აზერბაიჯანამდე მტკვრის ორივე სანაპიროზე მცხოვრებ მოსახლეობას, უმორჩილესად გთხოვთ, დააკვირდეთ 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს დაკარგული სერგი კაპანაძის ფოტოებს. თუ ვინმე შენიშნავთ ქუჩაში მოხეტიალე ასეთი გარეგნობის ახალგაზრდას, რომელსაც, სავარაუდოდ, ამნეზია დაემართა და არ იცის, ვინ არის, გამომეხმაურეთ ამ ნომრებზე 04 31 25 21 49 ან 595 37 21 49. ნუ დაიზარებთ და ყველამ გააზიარეთ ეს ფოტო, იქნებ მივაკვლიოთ სადმე ჩემს უგზოუკვლოდ დაკარგულ ბიჭს."

ნინო თევდორაძე სერგი კაპანაძის ბებია:

- სერგი ობლად გავზარდე, წლინახევრის იყო დედა რომ გარდაეცვალა, დედამისი - ანა ანგელოზივით ლამაზი იყო, სერგის დედის ნაკვთები გამოჰყვა... ანა 24 წლის იყო რომ გარდაიცვალა, შვილზე ნერვიულობას გადაყვა ანას დედაც, ანუ სერგის ბებია, ის ჩემი და იყო და ბავშვი მე ჩამაბარა გასაზრდელად. მეც შვილივით გავზარდე, ჩემს ბიჭს 17 წელი თვალებში შევციცინებდი, და რას ვიფიქრებდი, რომ ეს პატარა მდინარე წამართმევდა. ყველაფერს ვაკეთებდი რომ კაცი გამოსულიყო, გზაში რომ მომყვებოდა ყველა ეფერებოდა ანას შვილიაო და ისე უხაროდა დედაზე კარგს რომ ეუბნებოდნენ. სკოლაშიც კი ხელჩაკიდებული მიმყავდა და მომყავდა, ხელს არ ვუშვებდი, ერთი შვილი მყავს და ყველამ იცის რომ სერგი მაინც პირველი იყო. გთხოვთ, მიშველეთ, დამეხმარეთ, მაპოვნინეთ ჩემი დახატული ბიჭი! აღარ ვიცი როგორ ვიტირო ჩემი ბიჭი, ეკლესიაში ლოცვებში ვიხსენიებ, როგორც გზააბნეულს და ვეღარ ვხვდები როგორ ვიტირო, მკვდარია, თუ - ცოცხალია..

ჩვენ არ ვკარგავთ იმედს და ვფიქრობთ, რომ იქნებ სტრესზე ან დაშავების გამო ამნეზია დაემართა... მე და სერგის ძმა იმასაც კი ვფიქრობთ, რომ გავყვეთ მტკვრის ნაპირს და აზერბაიჯანის საზღვრამდე მივიდეთ. იქნებ, მოვძებნოთ, ან იქნებ, ვინმემ რამე ახალი ხელჩასაჭიდი ინფორმაცია გაგვაგებინოს. ბავშვს შორს არსად ვუშვებდი. სერგის დიდი გეგმები ჰქონდა. მოსკოვში უნდოდა წასვლა, მაგრამ მე მეშინოდა იქ სკინჰედებთან არ შექმნოდა რაიმე პრობლემა. თბილისში იმიტომ ჩამოვიდა, რომ მეგობარს აცილებდა გერმანიაში.

არავინ გვეხმარება სერგის მოძებნაში, ვიღას მივმართოთ არ ვიცი. მესმის, რომ სტიქიას ვერავინ ვერ დაუდგება წინ და ვერ შეაჩერებდნენ, მაგრამ ხომ იცოდნენ რომ ასეთი მდგომარეობა იყო, გზები მაინც გადაეკეტათ...

- რა კავშირი ჰქონდა სერგის დებ ზარანდიებთან?

- როგორც ვიცი, ერთ-ერთი და ახალი გაცნობილი ჰყავდა, რომელმაც იმ დღეს გადაწყვიტა, რომ სერგი თავისი დისა და მისი შეყვარებულისთვის გაეცნო. რომ დაურეკეს, სერგი სახლში იყო. თავსხმა წვიმაში წავიდა მათთან შესახვედრად. გვპირდებიან, რომ პოლიციაშიც გაავრცელებენ ინფორმაციას, როგორც დაკარგულზე და დაგვეხმარებიან, მაგრამ პოლიცია კარდაკარ ხომ ვერ ივლის, ამიტომ უბრალო მოქალაქეების იმედი მაქვს. ეს მთავრობაც არაფერს აკეთებს, კარგი იმ მთავრობამ თუ უჭკუოებით გაიყვანა გზა შუა მდინარეში, ამათ მაინც გაეკეთებინათ რაიმე. სერგის ძმამ ბევრი მიმართვა გაავრცელა მაგრამ უშედეგოდ. ისევ მედიის და ხალხის იმედი მაქვს, რომ დაგვეხმარებიან. მაინც არ ვკარგავთ იმედს, რომ სერგი ცოცხალია და ვავრცელებთ სურათს, იქნებ ვინმემ იცნოს გზააბნეული და დაგვირეკონ, უკვე აღარ ვიცი ჩემი ბიჭი როგორ ვიტირო...

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია