საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შრომით ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები
შრომით ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

შრო­მის ბა­ზარ­ზე ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ და მო­თხოვ­ნად პრო­ფე­სი­ად ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა და მე­ნე­ჯე­რო­ბა მი­იჩ­ნე­ვა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, ხში­რად შრო­მის ბაზ­რი­სა და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის მო­თხოვ­ნა ერ­თმა­ნეთს არ ემ­თხვე­ვა, ამი­ტომ უკვე უნი­ვერ­სი­ტეტ­დამ­თავ­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი სხვა პრო­ფე­სი­ა­ში საქმდე­ბი­ან.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მარ­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტი არ­ჩილ გამ­ზარ­დია "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ შრო­მით ბა­ზარ­ზე ყვე­ლა­ზე დიდი მო­თხოვ­ნა ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­ზე და მე­ნე­ჯმენტზეა: "ბიზ­ნე­სი­სა და მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბა ჯერ კი­დევ გან­ვი­თა­რე­ბის რე­ჟიმ­შია, შე­სა­ბა­მი­სად მო­თხოვ­ნაც ამ სფე­რო­ში გაზ­რდი­ლია. ერთი წლის წინ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით შრო­მით ბა­ზარ­ზე სწო­რედ ეს პრო­ფე­სი­ე­ბი ლი­დე­რობ­დნენ. ვფიქ­რობ, სა­ინ­ფორ­მა­ციო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­თხოვ­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ი­მა­ტებს და ეს ტენ­დენ­ცია უკვე შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა ფარ­თო სპექტრია და სა­ვა­რა­უ­დოდ მო­თხოვ­ნა კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა. ამის გარ­და, არ­სე­ბობს სა­მომ­სა­ხუ­რე­ბო სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა: მე­მან­ქა­ნე, გზის დამ­გე­ბი, პრო­ექ­ტი­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, მშე­ნე­ბე­ლი. ეს ის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია, რო­მელ­ზეც რე­ა­ლუ­რად მო­თხოვ­ნა გაზ­რდი­ლია. ვვა­რა­უ­დობ, რომ გარ­კვე­უ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბი უფრო წინ წა­მო­ვა, მაგ­რამ არა უმაღ­ლეს­ში შე­სა­თა­ვა­ზე­ბე­ლი პრო­ფე­სი­ე­ბი, არა­მედ შემ­დგომ და­სა­შე­ნე­ბე­ლი ვიწ­რო სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­პის შრო­მის ბაზ­რის ტენ­დენ­ცი­ე­ბი ერ­თმა­ნეთს რომ შე­ვა­და­როთ, გან­სხვა­ვე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას მი­ვი­ღებთ. სა­ქარ­თვე­ლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში უფრო მე­ტად ვიწ­რო სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზეა მო­თხოვ­ნა, ახალ­გაზ­რდე­ბი ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბებს ირ­ჩე­ვენ. თუმ­ცა ევ­რო­პა­ში პა­ტა­რა ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც და­ქი­რა­ვე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით ჩვენ­თან მსხვი­ლი ბიზ­ნე­სის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას უდ­რის. ამი­ტომ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში იმის ფუ­ფუ­ნე­ბა არ­სე­ბობს, რომ უფრო ვიწ­რო სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი ეძე­ბონ. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი მი­უ­ხე­და­ვად სა­ჭი­რო­ე­ბი­სა, ყვე­ლა საქ­მეს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი აკე­თებს.

დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­თხოვ­ნა ისეთ პრო­ფე­სი­ებ­ზე გა­ი­ზარ­და, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლო­ბის სა­ხით ჯერ არ არ­სე­ბობს და ამას ჯერ არა­ვინ არ­სად არ ას­წავ­ლის, მა­გა­ლი­თად, დრო­ის მარ­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტი, მე­ო­რე - კრე­ა­ტი­ვის მე­ნე­ჯე­რი, რომ­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­საც არ­სად არ ამ­ზა­დე­ბენ. თუმ­ცა, ეს ორი­ვე პრო­ფე­სია შრო­მით ბა­ზარ­ზე მო­თხოვ­ნა­დია. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ დამ­ქი­რა­ვებ­ლე­ბი იმ დას­კვნამ­დე მივ­ლენ, რომ გარ­კვე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი არ­სე­ბობს, რო­მელ­ზეც მო­თხოვ­ნა კი­დევ უნდა გა­ი­ზარ­დოს, რო­მე­ლიც ასე­ვე უმაღ­ლეს­ში სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის მო­თხოვ­ნის კუ­თხი­თაც იმოქ­მე­დებს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

შრომით ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

შრომით ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

შრომის ბაზარზე ყველაზე წარმატებულ და მოთხოვნად პროფესიად ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯერობა მიიჩნევა. სპეციალისტების თქმით, ხშირად შრომის ბაზრისა და უმაღლესი სასწავლებლის მოთხოვნა ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ უკვე უნივერსიტეტდამთავრებული სტუდენტები სხვა პროფესიაში საქმდებიან.

საზოგადოებრივი კომუნიკაციის მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ შრომით ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა ბიზნესის ადმინისტრირებაზე და მენეჯმენტზეა: "ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულება ჯერ კიდევ განვითარების რეჟიმშია, შესაბამისად მოთხოვნაც ამ სფეროში გაზრდილია. ერთი წლის წინ ჩატარებული კვლევის მიხედვით შრომით ბაზარზე სწორედ ეს პროფესიები ლიდერობდნენ. ვფიქრობ, საინფორმაციო კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით მოთხოვნა განსაკუთრებით მოიმატებს და ეს ტენდენცია უკვე შეინიშნება. ეს მიმართულება ფართო სპექტრია და სავარაუდოდ მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. ამის გარდა, არსებობს სამომსახურებო სპეციალობები, როგორიცაა: მემანქანე, გზის დამგები, პროექტირების სპეციალისტი, მშენებელი. ეს ის მიმართულებებია, რომელზეც რეალურად მოთხოვნა გაზრდილია. ვვარაუდობ, რომ გარკვეული პროფესიები უფრო წინ წამოვა, მაგრამ არა უმაღლესში შესათავაზებელი პროფესიები, არამედ შემდგომ დასაშენებელი ვიწრო სპეციალობები.

საქართველოსა და ევროპის შრომის ბაზრის ტენდენციები ერთმანეთს რომ შევადაროთ, განსხვავებულ სიტუაციას მივიღებთ. საქართველოსგან განსხვავებით ევროპის ქვეყნებში უფრო მეტად ვიწრო სპეციალობებზეა მოთხოვნა, ახალგაზრდები ძალიან კონკრეტული მიმართულებების სპეციალობებს ირჩევენ. თუმცა ევროპაში პატარა ორგანიზაციაც დაქირავებულების რაოდენობით ჩვენთან მსხვილი ბიზნესის დაქირავებულების რაოდენობას უდრის. ამიტომ ევროპის ქვეყნებში იმის ფუფუნება არსებობს, რომ უფრო ვიწრო სპეციალობების ადამიანები ეძებონ. საქართველოში კი მიუხედავად საჭიროებისა, ყველა საქმეს რამდენიმე ადამიანი აკეთებს.

დღეს საქართველოში მოთხოვნა ისეთ პროფესიებზე გაიზარდა, რომლებიც სპეციალობის სახით ჯერ არ არსებობს და ამას ჯერ არავინ არსად არ ასწავლის, მაგალითად, დროის მართვის სპეციალისტი, მეორე - კრეატივის მენეჯერი, რომლის სპეციალისტებსაც არსად არ ამზადებენ. თუმცა, ეს ორივე პროფესია შრომით ბაზარზე მოთხოვნადია. გარკვეული დროის შემდეგ დამქირავებლები იმ დასკვნამდე მივლენ, რომ გარკვეული სპეციალობები არსებობს, რომელზეც მოთხოვნა კიდევ უნდა გაიზარდოს, რომელიც ასევე უმაღლესში სპეციალობების მოთხოვნის კუთხითაც იმოქმედებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"