მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წელს ოჯახის ხარჯი 300 ლარით გაიზრდება
წელს ოჯახის ხარჯი 300 ლარით გაიზრდება

ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სა­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა უკვე მო­ახ­დი­ნა. საკ­ვე­ბი და პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ცი­ის, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის თუ სხვა გა­და­სა­ხა­დე­ბის გაძ­ვი­რე­ბის შე­დე­გად ოჯა­ხე­ბის ხარ­ჯი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მო­ი­მა­ტებს დე­ნის ტა­რი­ფიც, რა­საც სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე ფა­სე­ბის ავ­ტო­მა­ტუ­რი ზრდა მოჰ­ყვე­ბა. საბ­ლოო ჯამ­ში კი, ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის გამო, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი რი­გი­თი ოჯა­ხის ხარ­ჯი მი­ნი­მუმ 300 ლა­რით გა­იზ­რდე­ბა.

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, 2015 წლის იან­ვრი­დან დღემ­დე ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა 20%-ით გა­უ­ფა­სურ­და. თუ იან­ვარ­ში ერთი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი 1,8821 ლარი ღირ­და, დღეს მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2,2558 ლა­რია. ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად აი­სა­ხა ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე. ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ ოჯახს 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი გა­უძ­ვირ­და: საკ­ვე­ბი, პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის საგ­ნე­ბი, ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, საწ­ვა­ვი, ალ­კოჰო­ლუ­რი თუ არა­ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი, ინ­ტერ­ნე­ტის გა­და­სა­ხა­დი. უახ­ლო­ე­სი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 70%-ის­თვის მო­ი­მა­ტებს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფიც, შე­დე­გად კი სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარს გაძ­ვი­რე­ბის ახა­ლი ტალ­ღა გა­და­უვ­ლის, მე­წარ­მე­ე­ბი კი პრო­დუქ­ტის გაძ­ვი­რე­ბის­თვის უკვე ემ­ზა­დე­ბი­ან. სა­ფა­სო ცვლი­ლე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლია სა­ცხო­ბებ­ში, სა­სა­წყო­ბო მე­ურ­ნე­ო­ბებ­სა და გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხნებ­ში. დიდი ალ­ბა­თო­ბით, გაძ­ვირ­დე­ბა ისე­თი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც გარ­კვე­უ­ლი დრო­ით შე­ნახ­ვა სჭირ­დე­ბა.

ფა­სე­ბის ზრდის წელი

ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა მარ­თა­ლია, ინფლა­ცი­ას აფიქ­სი­რებს, მაგ­რამ ძა­ლი­ან მცი­რე მას­შტაბ­ში. "საქსტა­ტის" მო­ნა­ცე­მე­ბით, ივ­ნის­ში წლი­ურ­მა ინფლა­ცი­ამ 4,5% შე­ად­გი­ნა. ინფლა­ცი­ის ფორ­მი­რე­ბა­ზე ძი­რი­თა­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბამ სურ­სათ­ზე, უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლებ­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვა­ზე. რე­ა­ლუ­რად სა­ვაჭ­რო ქსელ­ში ფასი უფრო მე­ტა­დაა გაზ­რდი­ლი, რად­გან თით­ქმის ყვე­ლა სა­ხის ნა­წარ­მი გაძ­ვი­რე­ბუ­ლია. მა­გა­ლი­თად, ზეთ­ზე ფას­მა ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 50 თეთ­რით მო­ი­მა­ტა, 20-30 თეთ­რით არის გაძ­ვი­რე­ბუ­ლი შა­ქა­რი, წი­წი­ბუ­რა, ბურ­ღუ­ლე­უ­ლი, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდი­ლია ტკბი­ლე­უ­ლის, ყა­ვის, ჰი­გი­ე­ნუ­რი და სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ფასი. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში კი მომ­სა­ხუ­რე­ბის ტა­რი­ფი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, 50-60%-თაა მო­მა­ტე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, თუ ერთი წლის წი­ნათ ოფ­თალ­მო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი 30 ლარი ღირ­და, დღეს თვა­ლის ექი­მის კონ­სულ­ტა­ცია, სა­შუ­ა­ლოდ, 50 ლა­რია, ანუ ზრდა არის თით­ქმის 67%. გარ­და ამი­სა, მარ­ტი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი გაძ­ვირ­და ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბიც, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­ჯერ მო­ი­მა­ტა თამ­ბა­ქოს ფას­მა, რაც აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დის ზრდას უკავ­შირ­დე­ბა. სულ ცოტა 20%-ით არის გაზ­რდი­ლი არ­ყი­სა და ლუ­დის ფასი. 10-20 თეთ­რი­თაა გაძ­ვი­რე­ბუ­ლი "კოკა-კო­ლას" ყვე­ლა სა­ხის პრო­დუქ­ცია.

წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაძ­ვირ­და ინ­ტერ­ნე­ტი და ინ­ტერ­ნეტ-ტე­ლე­ვი­ზი­აც, რაც კომ­პა­ნი­ებ­მა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით და ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­ით ახ­სნეს. მარ­ტი­დან "სილ­ქნე­ტის" ახა­ლი სა­ტა­რი­ფო პო­ლი­ტი­კით მომ­ხმა­რე­ბელს ("სილკ ოპ­ტი­კი") სტარტ პა­კე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 20 ლა­რის ნაც­ვლად, 26 ლა­რის გა­დახ­და უწევს. იმა­ვე პე­რი­ო­დი­დან ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხო "სილქ ტვ"-საც, 15-ლა­რი­ა­ნი სტან­დარ­ტუ­ლი პა­კე­ტი 20 ლარი გახ­და, თე­მა­ტუ­რი პა­კე­ტე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 5 ლა­რით გა­ი­ზარ­და. ტა­რი­ფი გა­ზარ­და "კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­მაც".

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

წელს ოჯახის ხარჯი 300 ლარით გაიზრდება

წელს ოჯახის ხარჯი 300 ლარით გაიზრდება

ლარის დევალვაციამ საქართველოს მოსალეობის სოციალურ მდგომარეობაზე ნეგატიური გავლენა უკვე მოახდინა. საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქციის, მედიკამენტების თუ სხვა გადასახადების გაძვირების შედეგად ოჯახების ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზარდა. უახლოეს დღეებში მოიმატებს დენის ტარიფიც, რასაც სამომხმარებლო ბაზარზე ფასების ავტომატური ზრდა მოჰყვება. საბლოო ჯამში კი, ლარის გაუფასურების გამო, წლის განმავლობაში ერთი რიგითი ოჯახის ხარჯი მინიმუმ 300 ლარით გაიზრდება.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, 2015 წლის იანვრიდან დღემდე ეროვნული ვალუტა 20%-ით გაუფასურდა. თუ იანვარში ერთი ამერიკული დოლარი 1,8821 ლარი ღირდა, დღეს მისი ღირებულება 2,2558 ლარია. ლარის გაუფასურება ავტომატურად აისახა ინფლაციის მაჩვენებელზე. ერთ ჩვეულებრივ ოჯახს 7 თვის განმავლობაში თითქმის ყველაფერი გაუძვირდა: საკვები, პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები, საწვავი, ალკოჰოლური თუ არაალკოჰოლური სასმელი, ინტერნეტის გადასახადი. უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მოსახლეობის 70%-ისთვის მოიმატებს ელექტროენერგიის ტარიფიც, შედეგად კი სამომხმარებლო ბაზარს გაძვირების ახალი ტალღა გადაუვლის, მეწარმეები კი პროდუქტის გაძვირებისთვის უკვე ემზადებიან. საფასო ცვლილება მოსალოდნელია საცხობებში, სასაწყობო მეურნეობებსა და გადამამუშავებელ ქარხნებში. დიდი ალბათობით, გაძვირდება ისეთი იმპორტირებული პროდუქტი, რომელსაც გარკვეული დროით შენახვა სჭირდება.

ფასების ზრდის წელი

ოფიციალური სტატისტიკა მართალია, ინფლაციას აფიქსირებს, მაგრამ ძალიან მცირე მასშტაბში. "საქსტატის" მონაცემებით, ივნისში წლიურმა ინფლაციამ 4,5% შეადგინა. ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ჯანმრთელობის დაცვაზე. რეალურად სავაჭრო ქსელში ფასი უფრო მეტადაა გაზრდილი, რადგან თითქმის ყველა სახის ნაწარმი გაძვირებულია. მაგალითად, ზეთზე ფასმა ბოლო თვეების განმავლობაში, საშუალოდ, 50 თეთრით მოიმატა, 20-30 თეთრით არის გაძვირებული შაქარი, წიწიბურა, ბურღულეული, მნიშვნელოვნად გაზრდილია ტკბილეულის, ყავის, ჰიგიენური და სარეცხი საშუალებების ფასი. სამედიცინო დაწესებულებებში კი მომსახურების ტარიფი, ხშირ შემთხვევაში, 50-60%-თაა მომატებული. მაგალითად, თუ ერთი წლის წინათ ოფთალმოლოგთან ვიზიტი 30 ლარი ღირდა, დღეს თვალის ექიმის კონსულტაცია, საშუალოდ, 50 ლარია, ანუ ზრდა არის თითქმის 67%. გარდა ამისა, მარტიდან მოყოლებული გაძვირდა ალკოჰოლური სასმელებიც, წლის განმავლობაში ორჯერ მოიმატა თამბაქოს ფასმა, რაც აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირდება. სულ ცოტა 20%-ით არის გაზრდილი არყისა და ლუდის ფასი. 10-20 თეთრითაა გაძვირებული "კოკა-კოლას" ყველა სახის პროდუქცია.

წლის განმავლობაში გაძვირდა ინტერნეტი და ინტერნეტ-ტელევიზიაც, რაც კომპანიებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობით და ლარის დევალვაციით ახსნეს. მარტიდან "სილქნეტის"  ახალი სატარიფო პოლიტიკით მომხმარებელს ("სილკ ოპტიკი") სტარტ პაკეტის ღირებულების 20 ლარის ნაცვლად, 26 ლარის გადახდა უწევს. იმავე პერიოდიდან ცვლილება შეეხო "სილქ ტვ"-საც, 15-ლარიანი სტანდარტული პაკეტი 20 ლარი გახდა, თემატური პაკეტების ღირებულებაც 5 ლარით გაიზარდა. ტარიფი გაზარდა "კავკასუს ონლაინმაც".

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია