სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო თანამედროვე ლიტარატურის წლის ბესტსელერები ქართულად გამოიცემა
მსოფლიო თანამედროვე ლიტარატურის წლის ბესტსელერები ქართულად გამოიცემა

ბუ­კე­რის, ნო­ბე­ლის, პუ­ლი­ცე­რის, გონ­კუ­რე­ბის, IMPAC-ის, სერ­ვან­ტე­სის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი მწერ­ლე­ბის წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კრი­ტი­კო­სებ­მა გა­მორ­ჩე­უ­ლად შე­ა­ფა­სეს და წლის ბესტსე­ლე­რე­ბად აღი­ა­რეს, მალე ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის გა­მო­ი­ცე­მა.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" 27 ივ­ლი­სი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შებს ერთი ლო­გოს ქვეშ "წლის ბესტსე­ლე­რი", გა­მოს­ცემს.

ეს არის უახ­ლე­სი მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი. თი­თო­ე­უ­ლი წიგ­ნი და ავ­ტო­რი არა­ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლია.

"წლის ბესტსე­ლე­რის" პირ­ვე­ლი წიგ­ნი ამე­რი­კე­ლი მწერ­ლი­სა და დრა­მა­ტურ­გის, კორ­მაკ მა­კარ­ტის რო­მა­ნი "გზა" იქ­ნე­ბა, რო­მელ­მაც პუ­ლი­ცე­რის პრე­მია მი­ი­ღო. კორ­მაკ მა­კარ­ტი ლი­ტე­რა­ტუ­რის ცნო­ბი­ლი კრი­ტი­კო­სე­ბის აღი­ა­რე­ბით თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთი უდი­დე­სი მწე­რა­ლია, რო­მე­ლიც მყა­რად დგას მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ფუძ­ველ­ზე და ასე­ვე სა­ძირ­კველს უყ­რის მო­მავ­ლის ლი­ტე­რა­ტუ­რას. მისი პრო­ზა რე­ა­ლის­ტუ­რია - შემ­ზა­რა­ვი და ნამ­დვი­ლი.

რო­მა­ნი "გზა" "აპო­კა­ლიფ­სის" შე­სა­ხებ ბიბ­ლი­უ­რი ალუ­ზი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია. წიგ­ნი ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნის მკი­თხვე­ლე­ბის­თვის: მამა და შვი­ლი მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო მოგ­ზა­უ­რობს... რა არის წიგ­ნის მთა­ვა­რი იდეა და რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა ამ მოგ­ზა­უ­რო­ბას და­ერ­ქვას არ­სა­ი­დან - არ­სად, ამას მკი­თხვე­ლი წიგ­ნი­დან შე­ი­ტყობს.

კორ­მაკ მა­კარ­ტის რო­მა­ნი "გზა" 2010 წელს TIMES-მა ბოლო ათწლე­უ­ლის 100 სა­უ­კე­თე­სო რო­მა­ნის სა­თა­ვე­ში და­ა­სა­ხე­ლა, ერთი წლით ადრე კი, 2009 წელს მისი ეკ­რა­ნი­ზა­ცი­აც გან­ხორ­ცი­ელ­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ "გზა" მწერ­ლის პირ­ვე­ლი ფან­ტას­ტი­კუ­რი ჟან­რის ნა­წარ­მო­ე­ბია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მწერ­ლის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ას დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბი მო­აქვს. კორ­მაკ მა­კარ­ტის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მე­ბი არა­ერთ პრეს­ტი­ჟულ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფულ ჯილ­დოს იღე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მსოფლიო თანამედროვე ლიტარატურის წლის ბესტსელერები ქართულად გამოიცემა

მსოფლიო თანამედროვე ლიტარატურის წლის ბესტსელერები ქართულად გამოიცემა

ბუკერის, ნობელის, პულიცერის, გონკურების, IMPAC-ის, სერვანტესის პრემიის ლაურეატი მწერლების წიგნები, რომლებიც კრიტიკოსებმა გამორჩეულად შეაფასეს და წლის ბესტსელერებად აღიარეს, მალე ქართველი მკითხველისთვის გამოიცემა.

გამომცემლობა "პალიტრა L" 27 ივლისიდან თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს ერთი ლოგოს ქვეშ "წლის ბესტსელერი", გამოსცემს.

ეს არის უახლესი მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნაწარმოებები. თითოეული წიგნი და ავტორი არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია.

"წლის ბესტსელერის" პირველი წიგნი ამერიკელი მწერლისა და დრამატურგის, კორმაკ მაკარტის რომანი "გზა" იქნება, რომელმაც პულიცერის პრემია მიიღო. კორმაკ მაკარტი ლიტერატურის ცნობილი კრიტიკოსების აღიარებით თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მწერალია, რომელიც მყარად დგას მსოფლიო ლიტერატურის საფუძველზე და ასევე საძირკველს უყრის მომავლის ლიტერატურას. მისი პროზა რეალისტურია - შემზარავი და ნამდვილი.

რომანი "გზა" "აპოკალიფსის" შესახებ ბიბლიური ალუზიებით დატვირთული ნაწარმოებია. წიგნი ოცდამეერთე საუკუნის მკითხველებისთვის: მამა და შვილი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს... რა არის წიგნის მთავარი იდეა და რატომ შეიძლება ამ მოგზაურობას დაერქვას არსაიდან - არსად, ამას მკითხველი წიგნიდან შეიტყობს.

კორმაკ მაკარტის რომანი "გზა" 2010 წელს TIMES-მა ბოლო ათწლეულის 100 საუკეთესო რომანის სათავეში დაასახელა, ერთი წლით ადრე კი, 2009 წელს მისი ეკრანიზაციაც განხორციელდა. საინტერესოა, რომ "გზა" მწერლის პირველი ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებია.

აღსანიშნავია, რომ მწერლის ნაწარმოებების ეკრანიზაციას დიდი წარმატებები მოაქვს. კორმაკ მაკარტის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმები არაერთ პრესტიჟულ კინემატოგრაფულ ჯილდოს იღებენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია