საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამულიჩასთვიიის!!! ("თავისუფლება ლომთა ხვედრია")
მამულიჩასთვიიის!!! ("თავისუფლება ლომთა ხვედრია")

ჩემს მე­გო­ბარს, დიტო გე­ლო­ვანს, იგი­ვე გიგი მეს­ვე­ტეს, უყ­ვარს ხოლ­მე თა­ვი­სი მი­მო­ხილ­ვის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­დან ამო­ნა­რი­დე­ბით და­წყე­ბა და დამ­თავ­რე­ბა. "ამას იმი­ტომ ვა­კე­თებ, რომ ხაზს ვუს­ვამ - არა­ფე­რი ხდე­ბა ისე­თი, რაც არ მომ­ხდა­რა და რაც არ მოხ­დე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი და­წე­რი­ლია და აღ­წე­რი­ლი. ის­ტო­რია იმ სიხ­ში­რით მე­ორ­დე­ბა, რა სიხ­ში­რი­თაც მე­ორ­დე­ბა ჩვე­ნი, ანუ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­სუ­ლე­ლე", - მი­თხრა მან და აგერ, მეც გა­დავ­წყვი­ტე, რომ ამ ერთხელ მივ­ბა­ძო.

საკ­მა­ოდ ვრცე­ლი ცი­ტა­ტა გა­მო­მი­ვი­და, მაგ­რამ განა სა­კა­მა­თოა, რომ ერ­თად აღე­ბულ ყვე­ლა პრო­ვო­კა­ტორს და, მას­თან ერ­თად - დიტო გე­ლო­ვანს და კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რს მარკ ტვე­ნის ერთი, თუნ­დაც ყვე­ლა­ზე სუს­ტი ნა­წარ­მო­ე­ბი ჯობს?! "ტომ სო­ი­ე­რის თავ­გა­და­სა­ვა­ლი" კი, სუს­ტი კი არაა, ამ ნა­წარ­მო­ებ­მა წიგ­ნის კი­თხვა შეგ­ვაყ­ვა­რა.

მოკ­ლედ, მარკ ტვე­ნის "ტომ სო­ი­ე­რის თავ­გა­და­სა­ვალს" მო­ვიშ­ვე­ლი­ებ:

"და­საფ­ლა­ვე­ბამ შე­ა­ჩე­რა ერთი საქ­მის მსვლე­ლო­ბა: ხალ­ხი აპი­რებ­და, შტა­ტის გუ­ბერ­ნა­ტო­რის­თვის ინ­დი­ე­ლი ჯოს შე­წყნა­რე­ბა ეთხო­ვა. თხოვ­ნას ბევ­რი აწერ­და ხელს. ვინ მოს­თვლის, ამის გამო რამ­დე­ნი მი­ტინ­გი ჩა­ტარ­და, რამ­დე­ნი მგზნე­ბა­რე სი­ტყვა წარ­მო­ით­ქვა და ცრემ­ლი და­იღ­ვა­რა! შე­იქ­მნა ტუტ­რუ­ცა­ნა ქა­ლე­ბის კო­მი­ტე­ტი. ისი­ნი ძა­ძით მო­სილ­ნი უნდა ხლე­ბოდ­ნენ გუ­ბერ­ნა­ტორს და ეთხო­ვათ, გულ­მო­წყა­ლე დიდ­ყუ­რად იქეც და ფეხ­ქვეშ გა­თე­ლე შენი მო­ვა­ლე­ო­ბაო. ინ­დი­ელ ჯოს ბრა­ლად ედე­ბო­და ქა­ლა­ქის ხუთი მცხოვ­რებ­ლის მკვლე­ლო­ბა. მე­რე­და, რაო? ინ­დი­ე­ლი ჯო თვით სა­ტა­ნაც რომ ყო­ფი­ლი­ყო, გა­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ უნე­ბის­ყო­ფო ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მზად იქ­ნე­ბოდ­ნენ, ხელი მო­ე­წე­რათ შე­წყნა­რე­ბის თხოვ­ნის­თვის და ზედ თითო კურ­ცხა­ლი ცრემ­ლი და­ეფრქვი­ათ თა­ვი­ან­თი უშ­რე­ტი ცრემლსა­დე­ნი­დან".

ძაან მა­გა­რია... მა­მუ­ლი­ჩაც მა­გა­რია, ვახ­ტანგ და მაია რჩუ­ლიშ­ვი­ლე­ბიც ძაან მაგ­რე­ბი არი­ან, ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილ­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ, ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძე­ზე ვამ­ბობ, რომ ისიც ძაან მა­გა­რია.

და­ი­ჭე­რენ ვი­ღა­ცას რა­ღა­ცა­ზე, რაც ყვე­ლამ იცო­და, და მერე იტყვი­ან ხოლ­მე, მე­ხი­ვით გას­კდა მოწ­მენ­დილ ცა­ზეო. არა­და, რომ ჰკი­თხო, ბო­ლოს რო­დის ნა­ხეს მოწ­მენ­დი­ლი ცა, და­ფიქ­რდე­ბი­ან და ვერ გა­იხ­სე­ნე­ბენ.

"მა­მუ­ლიჩ და ლელა, გვიყ­ვარ­ხართ! უფა­ლი გან­საც­დელს გვიგ­ზავ­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად, ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­დე­ბა და ცოტა ხან­ში ჩვე­ნი მო­უს­ვე­ნა­რი ცხოვ­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო ეპი­ზო­დად გაგ­ვახ­სენ­დე­ბა. მით უმე­ტეს, რომ შენ­ნა­ი­რი ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის მიმ­დე­ვა­რი კაცი ჩვენ ცოტა ვინ­მე თუ შეგ­ვხვედ­რია და ეს მთელ­მა თბი­ლის­მა იცის! ვახო და მაია", - და­წე­რა ვახო რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და, რაც ვერ გა­ვი­გე და რა­საც ვერ ვხვდე­ბი, აგერ, შენ უნდა ჩა­გე­კი­თხო, ძვირ­ფას­ზე ძვირ­ფა­სო მკი­თხვე­ლო: რა იცის მთელ­მა თბი­ლის­მა, სა­წამ­ლა­ვის შე­მომ­ტა­ნი კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლია ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის მიმ­დე­ვა­რი თუ, ვინც კი ცოლ-ქმარ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლებს ცხოვ­რე­ბა­ში შეხ­ვედ­რია, სა­წამ­ლა­ვის შე­მომ­ტა­ნია მათ შო­რის ყვე­ლა­ზე საღი და ჯან­სა­ღი?

"მა­მუ­ლიჩ, უნდა ვთქვა ის, რაც აქამ­დე შენ­თვი­საც კი არ მით­ქვამს - შენ ხარ სა­უ­კე­თე­სო მე­ნე­ჯე­რი, ვის­თა­ნაც კი მი­მუ­შა­ვია. შენ დაგ­ვა­ყე­ნე­ბი­ნე ფეხ­ზე ავი­ა­კომ­პა­ნია "ლი­დია" და რეს­ტო­რა­ნი "ევ­რო­პა" და ისეთ შე­მო­სა­ვალ­ზე აიყ­ვა­ნე, "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" ნე­ბის­მი­ერ ობი­ექტს რომ უცებ და­ამ­თავ­რებ­და: 120.000 ლარს (მა­შინ ეს 100.000 დო­ლა­რი იყო) თვე­ში მხო­ლოდ ერთ რეს­ტო­რანს აწე­რი­ნებ­დი. შენ­ნა­ი­რი ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი გან­საც­დე­ლი­დან კი­დევ უფრო გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლე­ბი გა­მო­დი­ან", - ქმარს მხა­რი აუბა მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა.

80-იან წლებ­ში ასე­თი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა არ­სე­ბობ­და - "კინო მოგ­ვი­თხრობს თა­ვის თავ­ზე". ჰოდა, რჩე­უ­ლიშ­ვი­ლე­ბიც მოგ­ვი­თხრო­ბენ თა­ვის თავ­ზე, თა­ვის ავი­ა­კომ­პა­ნი­ა­ზე, თა­ვის რეს­ტო­რან­ზე და თა­ვის დე­ვე­ლო­პე­რულ კომ­პა­ნი­ა­ზე. სწო­რედ ცოლ-ქმა­რი რჩე­უ­ლიშ­ვი­ლე­ბი ქმნი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ელი­ტის ის­ტო­რი­ას. მათ­თან ერ­თად, ამ ის­ტო­რი­ას ქმნის ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლიც, რო­მელ­საც, სა­ნამ მა­მუ­ლაშ­ვი­ლი და­ნა­შა­ულს "ჩის­ტა­სერ­ძეჩ­ნად" აღი­ა­რებ­და, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი აუკ­ლია, - რას ამ­ბობ­თო, მე და ლელა სი­გა­რეტს რომ ვე­წე­ვით ხოლ­მე, მა­მუ­ლი­ჩა გვიშ­ლის, სას­ტი­კად გვკი­ცხავ­სო!

ტუტ­რუ­ცა­ნა ქა­ლე­ბის კო­მი­ტე­ტი, ტუტ­რუ­ცა­ნა კა­ცე­ბის კო­მი­ტე­ტი, ერთი ბი­ლე­თი სო­ხუ­მამ­დე... მაგ­რამ მა­მუ­ლი­ჩა ვერ ქა­ჩავს ინ­დი­ელ ჯომ­დე, ეს ტუტ­რუ­ცა­ნა ქარ­თუ­ლი ელი­ტაა, ტუტ­რუ­ცა­ნო­ბა­ში ინ­დი­ე­ლი ჯოს დამ­ცვე­ლებს რომ სჯობ­ნის.

რამ გა­მამ­წა­რა?! რამ და, იმან, რომ ეს კონ­კრე­ტუ­ლი დამ­ცვე­ლე­ბი ად­რინ­დელ კონ­კრე­ტულ საქ­მე­ებ­ში ვერ გა­ვიხ­სე­ნე: ამ ქვე­ყა­ნა­ში იმ­დე­ნი იყო და­სა­ცა­ვი, იმ­დე­ნი, იმ­დე­ნი... დამ­ცვე­ლი იყო ცოტა და როცა უდა­ნა­შა­უ­ლო გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძე, ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე, ზურა ქურ­ცი­კი­ძე, ვახო მა­ი­სა­ია, გვან­ცა ყუ­ფა­რა­ძე და სხვე­ბი და სხვე­ბი სა­ა­კაშ­ვილ-ადე­იშ­ვილ-ახა­ლა­ი­ას ჯურღმუ­ლებ­ში იტან­ჯე­ბოდ­ნენ, მათ მცი­რე­რი­ცხო­ვან დამ­ცვე­ლებ­სა და თავ­მდე­ბებს შო­რის არ ყო­ფი­ლა ავ­ტო­რი ამ სი­ტყვე­ბი­სა: "შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს არ მო­ე­წო­ნოს, მაგ­რამ მე მზად ვარ, ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვუ­შუ­ამ­დგომ­ლო ამ კაცს კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით. ამას უპირ­ვე­ლე­სად იმი­ტომ გა­ვა­კე­თებ, რომ იგი აღი­ა­რებს და რად­გა­ნაც, ვიც­ნობ რა მას ძა­ლი­ან კარ­გად და ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია, მჯე­რა მისი და ვენ­დო­ბი, რომ სი­ტყვას შე­ას­რუ­ლებს. ვერ ნა­ხავთ ადა­მი­ანს, ვინც ახ­ლოს იც­ნობს მა­მუ­ლი­ჩას და არ უყ­ვარ­დეს იგი. და ვი­საც ჩემი პოს­ტი აღაშ­ფო­თებს, მათ ვთხოვ - ნუ მი­ვა­წე­ბებთ პო­ლი­ტი­კურ იარ­ლი­ყებს ნურც მა­მუ­ლი­ჩას და ნურც მის საქ­მეს. მა­მუ­ლი­ჩა პო­ლი­ტი­კის­გან ნამ­დვი­ლად შორს იყო ყო­ველ­თვის. თუ იგი ყვე­ლა დრო­ში ყვე­ლას უყ­ვარ­და და პა­ტივს სცემ­დნენ - ეს მას­ზე მხო­ლოდ და­დე­ბი­თად მე­ტყვე­ლებს".

კიიი... მა­მუ­ლი­ჩა პო­ლი­ტი­კის­გან ყო­ველ­თვის შორს იყო და, რო­გორც ჩანს, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძის­თვის, ეს მხო­ლოდ პლუ­სია.

ყო­ველ­თვის ახ­ლოს ვი­ყა­ვი პო­ლი­ტი­კას­თან.

ცუდი ბიჭი ვარ!

პრო­ვო­კა­ტო­რის ეს და სხვა ბლო­გე­ბი სრუ­ლად იხი­ლეთ ბმულ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მამულიჩასთვიიის!!! ("თავისუფლება ლომთა ხვედრია")

მამულიჩასთვიიის!!! ("თავისუფლება ლომთა ხვედრია")

ჩემს მეგობარს, დიტო გელოვანს, იგივე გიგი მესვეტეს, უყვარს ხოლმე თავისი მიმოხილვის ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ამონარიდებით დაწყება და დამთავრება. "ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ხაზს ვუსვამ - არაფერი ხდება ისეთი, რაც არ მომხდარა და რაც არ მოხდება. ყველაფერი დაწერილია და აღწერილი. ისტორია იმ სიხშირით მეორდება, რა სიხშირითაც მეორდება ჩვენი, ანუ ადამიანების სისულელე", - მითხრა მან და აგერ, მეც გადავწყვიტე, რომ ამ ერთხელ მივბაძო.

საკმაოდ ვრცელი ციტატა გამომივიდა, მაგრამ განა საკამათოა, რომ ერთად აღებულ ყველა პროვოკატორს და, მასთან ერთად - დიტო გელოვანს და კიდევ ძალიან ბევრს მარკ ტვენის ერთი, თუნდაც ყველაზე სუსტი ნაწარმოები ჯობს?! "ტომ სოიერის თავგადასავალი" კი, სუსტი კი არაა, ამ ნაწარმოებმა წიგნის კითხვა შეგვაყვარა.

მოკლედ, მარკ ტვენის "ტომ სოიერის თავგადასავალს" მოვიშველიებ:

"დასაფლავებამ შეაჩერა ერთი საქმის მსვლელობა: ხალხი აპირებდა, შტატის გუბერნატორისთვის ინდიელი ჯოს შეწყნარება ეთხოვა. თხოვნას ბევრი აწერდა ხელს. ვინ მოსთვლის, ამის გამო რამდენი მიტინგი ჩატარდა, რამდენი მგზნებარე სიტყვა წარმოითქვა და ცრემლი დაიღვარა! შეიქმნა ტუტრუცანა ქალების კომიტეტი. ისინი ძაძით მოსილნი უნდა ხლებოდნენ გუბერნატორს და ეთხოვათ, გულმოწყალე დიდყურად იქეც და ფეხქვეშ გათელე შენი მოვალეობაო. ინდიელ ჯოს ბრალად ედებოდა ქალაქის ხუთი მცხოვრებლის მკვლელობა. მერედა, რაო? ინდიელი ჯო თვით სატანაც რომ ყოფილიყო, გამოჩნდებოდნენ უნებისყოფო ადამიანები, რომლებიც მზად იქნებოდნენ, ხელი მოეწერათ შეწყნარების თხოვნისთვის და ზედ თითო კურცხალი ცრემლი დაეფრქვიათ თავიანთი უშრეტი ცრემლსადენიდან".

ძაან მაგარია... მამულიჩაც მაგარია, ვახტანგ და მაია რჩულიშვილებიც ძაან მაგრები არიან, ნინა წკრიალაშვილზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ სამაგიეროდ, ზვიად კვაჭანტირაძეზე ვამბობ, რომ ისიც ძაან მაგარია.

დაიჭერენ ვიღაცას რაღაცაზე, რაც ყველამ იცოდა, და მერე იტყვიან ხოლმე, მეხივით გასკდა მოწმენდილ ცაზეო. არადა, რომ ჰკითხო, ბოლოს როდის ნახეს მოწმენდილი ცა, დაფიქრდებიან და ვერ გაიხსენებენ.

"მამულიჩ და ლელა, გვიყვარხართ! უფალი განსაცდელს გვიგზავნის გადასარჩენად, ყველაფერი მოგვარდება და ცოტა ხანში ჩვენი მოუსვენარი ცხოვრების უმნიშვნელო ეპიზოდად გაგვახსენდება. მით უმეტეს, რომ შენნაირი ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი კაცი ჩვენ ცოტა ვინმე თუ შეგვხვედრია და ეს მთელმა თბილისმა იცის! ვახო და მაია", - დაწერა ვახო რჩეულიშვილმა სოციალურ ქსელში და, რაც ვერ გავიგე და რასაც ვერ ვხვდები, აგერ, შენ უნდა ჩაგეკითხო, ძვირფასზე ძვირფასო მკითხველო: რა იცის მთელმა თბილისმა, საწამლავის შემომტანი კახა მამულაშვილია ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი თუ, ვინც კი ცოლ-ქმარ რჩეულიშვილებს ცხოვრებაში შეხვედრია, საწამლავის შემომტანია მათ შორის ყველაზე საღი და ჯანსაღი?

"მამულიჩ, უნდა ვთქვა ის, რაც აქამდე შენთვისაც კი არ მითქვამს - შენ ხარ საუკეთესო მენეჯერი, ვისთანაც კი მიმუშავია. შენ დაგვაყენებინე ფეხზე ავიაკომპანია "ლიდია" და რესტორანი "ევროპა" და ისეთ შემოსავალზე აიყვანე, "ცენტრ-პოინტის" ნებისმიერ ობიექტს რომ უცებ დაამთავრებდა: 120.000 ლარს (მაშინ ეს 100.000 დოლარი იყო) თვეში მხოლოდ ერთ რესტორანს აწერინებდი. შენნაირი ძლიერი ადამიანები ნებისმიერი განსაცდელიდან კიდევ უფრო გაძლიერებულები გამოდიან", - ქმარს მხარი აუბა მაია რჩეულიშვილმა.

80-იან წლებში ასეთი სატელევიზიო გადაცემა არსებობდა - "კინო მოგვითხრობს თავის თავზე". ჰოდა, რჩეულიშვილებიც მოგვითხრობენ თავის თავზე, თავის ავიაკომპანიაზე, თავის რესტორანზე და თავის დეველოპერულ კომპანიაზე. სწორედ ცოლ-ქმარი რჩეულიშვილები ქმნიან თანამედროვე ქართული ელიტის ისტორიას. მათთან ერთად, ამ ისტორიას ქმნის ნინა წკრიალაშვილიც, რომელსაც, სანამ მამულაშვილი დანაშაულს "ჩისტასერძეჩნად" აღიარებდა, სოციალური ქსელი აუკლია, - რას ამბობთო, მე და ლელა სიგარეტს რომ ვეწევით ხოლმე, მამულიჩა გვიშლის, სასტიკად გვკიცხავსო!

ტუტრუცანა ქალების კომიტეტი, ტუტრუცანა კაცების კომიტეტი, ერთი ბილეთი სოხუმამდე... მაგრამ მამულიჩა ვერ ქაჩავს ინდიელ ჯომდე, ეს ტუტრუცანა ქართული ელიტაა, ტუტრუცანობაში ინდიელი ჯოს დამცველებს რომ სჯობნის.

რამ გამამწარა?! რამ და, იმან, რომ ეს კონკრეტული დამცველები ადრინდელ კონკრეტულ საქმეებში ვერ გავიხსენე: ამ ქვეყანაში იმდენი იყო დასაცავი, იმდენი, იმდენი... დამცველი იყო ცოტა და როცა უდანაშაულო გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე, ზურა ქურციკიძე, ვახო მაისაია, გვანცა ყუფარაძე და სხვები და სხვები სააკაშვილ-ადეიშვილ-ახალაიას ჯურღმულებში იტანჯებოდნენ, მათ მცირერიცხოვან დამცველებსა და თავმდებებს შორის არ ყოფილა ავტორი ამ სიტყვებისა: "შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს, მაგრამ მე მზად ვარ, ჩემს მეგობრებთან ერთად ვუშუამდგომლო ამ კაცს კანონის სრული დაცვით. ამას უპირველესად იმიტომ გავაკეთებ, რომ იგი აღიარებს და რადგანაც, ვიცნობ რა მას ძალიან კარგად და ძალიან დიდი ხანია, მჯერა მისი და ვენდობი, რომ სიტყვას შეასრულებს. ვერ ნახავთ ადამიანს, ვინც ახლოს იცნობს მამულიჩას და არ უყვარდეს იგი. და ვისაც ჩემი პოსტი აღაშფოთებს, მათ ვთხოვ - ნუ მივაწებებთ პოლიტიკურ იარლიყებს ნურც მამულიჩას და ნურც მის საქმეს. მამულიჩა პოლიტიკისგან ნამდვილად შორს იყო ყოველთვის. თუ იგი ყველა დროში ყველას უყვარდა და პატივს სცემდნენ - ეს მასზე მხოლოდ დადებითად მეტყველებს".

კიიი... მამულიჩა პოლიტიკისგან ყოველთვის შორს იყო და, როგორც ჩანს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზვიად კვაჭანტირაძისთვის, ეს მხოლოდ პლუსია.

ყოველთვის ახლოს ვიყავი პოლიტიკასთან.

ცუდი ბიჭი ვარ!

პროვოკატორის ეს და სხვა ბლოგები სრულად იხილეთ ბმულზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია