პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ენერგო-პრო ჯორჯიას" მომხმარებლისთვის ელექტროენერგია გაძვირდა
"ენერგო-პრო ჯორჯიას" მომხმარებლისთვის ელექტროენერგია გაძვირდა

"ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას" მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფი დღგ-ს გა­რე­შე, 3,348 თეთ­რით გა­ი­ზარ­და. შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მი­ი­ღო.

"ენერ­გო-პრო ჯორ­ჯია" ტა­რი­ფის ზრდას 4,8 თეთ­რით ითხოვ­და, თუმ­ცა კო­მი­სი­ამ ეს მო­თხოვ­ნა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

რო­გორც "ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ას" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ მი­ხე­ილ ბოც­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, კომ­პა­ნი­ი­სა და სე­მე­კის პროგ­ნო­ზე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა და "ენერ­გო პრო ჯორ­ჯია" იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე თვე­ში კვლავ შე­მო­ი­ტა­ნოს გა­ნა­ცხა­დი ტა­რი­ფე­ბის ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სე­მე­კის მიერ დღეს დად­გე­ნი­ლი ტა­რი­ფი კი მიმ­დი­ნა­რე წლის პირ­ვე­ლი აგ­ვის­ტო­დან 31 დე­კემ­ბრამ­დე ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­ში იმოქ­მე­დებს.

დღეს მოქ­მე­დი ტა­რი­ფე­ბი სა­ფე­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით გან­სხვა­ვე­ბუ­ლია: კერ­ძოდ, 0-100 კვტ/სთ-ზე და სა­ერ­თო მოხ­მა­რე­ბის მრი­ცხვე­ლის მქო­ნე აბო­ნენ­ტე­ბის­თვის - 7,630 თეთ­რი; 101-300 კვტ/სთ - 11,000 თეთ­რი; 301 კვტ/სთ და მეტი - 14,830. ახა­ლი ტა­რი­ფი, შე­სა­ბა­მი­სად, 10,978, 14,348 და 18,178 თეთ­რით გა­ნი­სა­ზღვრა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, "ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას" აბო­ნენ­ტე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბი, კა­ხე­თი­სა და თბი­ლი­სის გარ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

"ენერგო-პრო ჯორჯიას" მომხმარებლისთვის ელექტროენერგია გაძვირდა

"ენერგო-პრო ჯორჯიას" მომხმარებლისთვის ელექტროენერგია გაძვირდა

"ენერგო-პრო ჯორჯიას" მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს გარეშე, 3,348 თეთრით გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

"ენერგო-პრო ჯორჯია" ტარიფის ზრდას 4,8 თეთრით ითხოვდა, თუმცა კომისიამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

როგორც "ენერგო პრო ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილემ მიხეილ ბოცვაძემ განაცხადა, კომპანიისა და სემეკის პროგნოზები ერთმანეთისგან განსხვავდება და "ენერგო პრო ჯორჯია" იძულებული გახდება რამდენიმე თვეში კვლავ შემოიტანოს განაცხადი ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით.

სემეკის მიერ დღეს დადგენილი ტარიფი კი მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან 31 დეკემბრამდე ჩათვლით პერიოდში იმოქმედებს.

დღეს მოქმედი ტარიფები საფეხურების მიხედვით განსხვავებულია: კერძოდ, 0-100 კვტ/სთ-ზე და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის - 7,630 თეთრი; 101-300 კვტ/სთ - 11,000 თეთრი; 301 კვტ/სთ და მეტი - 14,830. ახალი ტარიფი, შესაბამისად, 10,978, 14,348 და 18,178 თეთრით განისაზღვრა.

როგორც ცნობილია, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტები არიან საქართველოს რეგიონები, კახეთისა და თბილისის გარდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"