ონლაინ მოლ kaymu.ge-ზე ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი ონლაინ შოპინგი რეგიონებშიც ხელმისაწვდომი გახდა.
დაბალი ფასებით, მრავალფეროვანი არჩევანით, საუკეთესო შეთავაზებებითა და ყიდვა-გაყიდვის სერვისით სარგებლობას, თბილისის მოსახლეობის შემდეგ, საქართველოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები და დამსვენებელი ადამიანი შეძლებს.
kaymu.ge-ს ქანთრი მენეჯერის ჯაბა დოლიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს მასშტაბით მიწოდების სერვისის დაჩქარება რეგიონებიდან დაფიქსირებულმა დიდმა ინტერესმა განაპირობა.
ყველაფერი ერთ საიტზე
Amazon.com-ის მოდელის საიტი, მსოფლიოში სამწლიანი გამოცდილებით, ქართულ ბაზარზე 2015 წლის მარტიდან ოპერირებს. სწორედ ამ დროიდან, მომხმარებლებს, ერთ საიტზე როგორც ტექნიკის ასევე საყოფაცხოვრებო, თავის მოვლის და სხვა დანიშნულების ნივთების, სახლიდან გაუსვლელად და თბილისის მასშტაბით უფასო მიწოდების სერვისით შეძენის საშუალება აქვთ.
kaymu.ge -ზე ამ დროისთვის 15 000-მდე პროდუქტია განთავსებული. საიტი მუდმივი შევსების სტადიაშია და მომხმარებლებს ყოველდღიურად განახლებული პროდუქციის კატალოგებს სთავაზობს. საიტზე წარმოდგენილ პროდუქციაზე, კონკრეტული მაღაზიების გარანტიის პირობები მოქმედებს.
ონლაინ მაღაზიაში შეძენილ პროდუქციას მომხმარებელი უკვე 24 საათის განმავლობაში იღებს. პროდუქტის მიღებისა და ნაღდი ანგარიშსწორების შემდეგ მომხმარებლებს მომსახურების შეფასება და გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება საიტზე შეუძლიათ.
კომპანიის ქანთრი მენეჯერის თქმით, ონლაინ მოლი მომხმარებლების სურვილებს მორგებულ სავაჭრო სივრცეს წარმოადგენს - "Kaymu-ს პლატფორმა მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში ფუნქციონირებს და ონლაინ ვაჭრობის მარტივ სივრცეს წარმოადგენს, როგორც გამყიდველებისთვის ასევე მყიდველებისთვის. საიტზე შესაძლებელია ნებისმიერი ნივთის შეძენა და გაყიდვაც."
Kaymu-ს Android და iOS აპლიკაცია - ატარე Kaymu თან!
"Kaymu-ს Android და iOS აპლიკაცია მარტივი ნავიგაციის, ყველგან და ყოველთვის შოპინგის საშუალებას იძლევა. აღარ გიწევს სასურველი ნივთის შესაძენად დროის ხარჯვა, ამის გაკეთება უკვე მობილურიდანაც შესაძლებელია", - ამბობს ჯაბა დოლიძე.
აპლიკაცია საიტზე ნებისმიერი პროდუქტის ყიდვა-გაყიდვის, საიტზე განთავსებული ფასდაკლებებისა და საუკეთესო შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა.
მათ, ვინც აქამდე არ იცოდით საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ მოლის შესახებ, ეწვიეთ ბმულს - www.kaymu.ge ან iOS და Android აპლიკაციას, დარეგისტრირდით საიტზე, აირჩიეთ სასურველი პროდუქტი, ისარგებლეთ ფასდაკლებებით, საქართველოს მასშტაბით მიწოდების სერვისით და იშოპინგეთ მაუსის ერთი მოძრაობით.
R