სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას
გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას

ჩვენ არ მი­ვი­ღებთ და არ შე­ვე­გუ­ე­ბით ოკუ­პა­ცი­ას, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა ქარ­თვე­ლის პო­ზი­ცია ერ­თია. "ეს არის თემა, რო­მე­ლიც ყვე­ლას გვტკი­ვა და გვე­ხე­ბა. თემა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი ქარ­თვე­ლის­თვის არის ფუნ­და­მენ­ტუ­რი და რა­ზეც ყვე­ლა ქარ­თვე­ლი შე­გუ­ე­ბუ­ლი ვართ – ჩვენ არ მი­ვი­ღებთ ოკუ­პა­ცი­ას, არ შე­ვე­გუ­ე­ბით ოკუ­პა­ცი­ას და გა­ვა­ერ­თი­ა­ნებთ ქვე­ყა­ნას, მაგ­რამ შევ­ხე­დოთ ვი­თა­რე­ბას: არ­სე­ბობს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცია კი ეს არის ის და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც ჩა­ი­დი­ნა ჩვენ­მა მე­ზო­ბელ­მა სა­ხელ­მწი­ფომ, და­ნა­შა­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის და ჰუ­მა­ნუ­რი პრინ­ცი­პე­ბის წი­ნა­შე და სა­სირ­ცხვი­ლო ფაქ­ტი, რომ­ლის ფონ­ზეც ჩვენ ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ ამის მერე არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა. ის, რა­საც ჩვენ ვხე­დავთ, გინ­დათ მავ­თულხლარ­თე­ბის გავ­ლე­ბით ან ბა­რე­ნე­ბის აღ­მარ­თვით, ეს კი­დევ და­მა­ტე­ბი­თი და­ნა­შა­უ­ლია. ეს არ არის ოკუ­პა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვი­თა­რე­ბა, თუმ­ცა ასე­ვე და­ნა­შა­უ­ლია, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბის აღ­მარ­თვა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზეც კი წარ­მო­ად­გენს ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვის წი­ნა­აღ­მდეგ გა­დად­გმულ ნა­ბიჯს და შე­სა­ბა­მი­სად ეს ცალ­კე ფე­ნო­მე­ნია, რო­მელ­თა­ნაც გვაქვს საქ­მე", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის თქმით, ჩვენ ამ თვალ­საზ­რი­სით სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა გვაქვს. "მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რებს, რომ­ლე­ბიც მყი­სი­ე­რად გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ ამ ფაქტს. ასე­ვე ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტი სწო­რედ სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მყა­რი მხარ­და­ჭე­რა არა­ღი­ა­რე­ბის სა­კი­თხებ­ში. რე­ა­ლუ­რად დი­ნა­მი­კაც, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს სა­ერ­თა­შო­რი­სო თვალ­საზ­რი­სით, არამც თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ბა­დებს, რომ ეს ის­ტო­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნას მიჩ­ქმა­ლუ­ლი, არა­მედ პი­რი­ქით, სულ უფრო მკა­ფიო და მკაცრ ტონს ვხე­დავთ, როცა საქ­მე ეხე­ბა ჩვენს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და­მა­ტე­ბი­თი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას, ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბას, ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­მო­ღობ­ვას. ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ მყი­სი­ე­რი და სწრა­ფი რე­აქ­ცია. ასე რომ, ეს არ არის ბოლო ამ პრო­ცე­სის. ამ პრო­ცესს ექ­ნე­ბა გაგ­რძე­ლე­ბა და მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს გაგ­რძე­ლე­ბა მიგ­ვიყ­ვანს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად აღ­დგე­ნამ­დე", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, პრე­ზი­დენ­ტის აზ­რით, სა­ჭი­როა სა­ზო­გა­დო­ე­ბის კი­დევ უფრო მეტი კონ­სო­ლი­და­ცია, რათა აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ერ­თი­ა­ნი ტექ­სტით სა­უბ­რობ­დეს.

"შარ­შან, წლის ბო­ლოს ჩვენ და­ვი­წყეთ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­სა და ჩვე­ნი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის აღ­დგე­ნის სა­კი­თხზე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სია. ეს გრძელ­დე­ბა, რათა ჩვენ მი­ვი­დეთ ერ­თი­ან ხედ­ვამ­დე. გრძელ­დე­ბა, რომ ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას, რო­მელ მხა­რე­საც არ უნდა იყუ­რე­ბო­დეს ის, ჰქონ­დეს ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია და ამ სა­კი­თხებ­ზე ერ­თი­ა­ნი ტექ­სტით სა­უბ­რობ­დეს. აქ კი­დევ არის გა­სავ­ლე­ლი გზა და ეს პრო­ცე­სი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით გრძელ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პირ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას

გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას

ჩვენ არ მივიღებთ და არ შევეგუებით ოკუპაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა ქართველის პოზიცია ერთია. "ეს არის თემა, რომელიც ყველას გვტკივა და გვეხება. თემა, რომელიც ნებისმიერი ქართველისთვის არის ფუნდამენტური და რაზეც ყველა ქართველი შეგუებული ვართ – ჩვენ არ მივიღებთ ოკუპაციას, არ შევეგუებით ოკუპაციას და გავაერთიანებთ ქვეყანას, მაგრამ შევხედოთ ვითარებას: არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია კი ეს არის ის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ჩვენმა მეზობელმა სახელმწიფომ, დანაშაული საქართველოს წინაშე, საერთაშორისო სამართლის და ჰუმანური პრინციპების წინაშე და სასირცხვილო ფაქტი, რომლის ფონზეც ჩვენ ვცხოვრობთ, მაგრამ ამის მერე არ გაჩერებულა დანაშაულის ჩადენა. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, გინდათ მავთულხლართების გავლებით ან ბარენების აღმართვით, ეს კიდევ დამატებითი დანაშაულია. ეს არ არის ოკუპაციიდან გამომდინარე ვითარება, თუმცა ასევე დანაშაულია, რადგან ადამიანებისთვის ხელოვნური ბარიერების აღმართვა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც კი წარმოადგენს ვითარების განმუხტვის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს და შესაბამისად ეს ცალკე ფენომენია, რომელთანაც გვაქვს საქმე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ჩვენ ამ თვალსაზრისით საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა გვაქვს. "მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც მყისიერად გამოეხმაურნენ ამ ფაქტს. ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი სწორედ საოკუპაციო ხაზთან ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მყარი მხარდაჭერა არაღიარების საკითხებში. რეალურად დინამიკაც, რომელიც არსებობს საერთაშორისო თვალსაზრისით, არამც თუ შესაძლებლობას ბადებს, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა იქნას მიჩქმალული, არამედ პირიქით, სულ უფრო მკაფიო და მკაცრ ტონს ვხედავთ, როცა საქმე ეხება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამატებითი დანაშაულის ჩადენას, ადამიანების გატაცებას, ტერიტორიების შემოღობვას. ჩვენ დავინახეთ მყისიერი და სწრაფი რეაქცია. ასე რომ, ეს არ არის ბოლო ამ პროცესის. ამ პროცესს ექნება გაგრძელება და მე დარწმუნებული ვარ, ეს გაგრძელება მიგვიყვანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენამდე", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ამის მიუხედავად, პრეზიდენტის აზრით, საჭიროა საზოგადოების კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია, რათა აღნიშნულ საკითხზე ერთიანი ტექსტით საუბრობდეს.

"შარშან, წლის ბოლოს ჩვენ დავიწყეთ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ჩვენი სუვერენიტეტის აღდგენის საკითხზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსია. ეს გრძელდება, რათა ჩვენ მივიდეთ ერთიან ხედვამდე. გრძელდება, რომ ასეთ ვითარებაში ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელ მხარესაც არ უნდა იყურებოდეს ის, ჰქონდეს ერთიანი პოზიცია და ამ საკითხებზე ერთიანი ტექსტით საუბრობდეს. აქ კიდევ არის გასავლელი გზა და ეს პროცესი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით გრძელდება", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."