ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე 22 წლის მამაკაცი დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა. დაჭრილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სასწრაფო დახმარების ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.