საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნახევარი მილიონი კუბომეტრი მასალაა ჩარჩენილი მეწყრის ადგილზე, ის მოძრაობაში დღეს ან ხვალ აუცილებლად მოვა"
  "ნახევარი მილიონი კუბომეტრი მასალაა ჩარჩენილი მეწყრის ადგილზე, ის მოძრაობაში დღეს ან ხვალ აუცილებლად მოვა"

მე­წყერ­სა­ში­ში მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, წყნე­თი-ახალ­და­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მი და­წეს­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გე­ო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, მე­რაბ გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და. გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის თქმით, მისი წი­ნა­და­დე­ბაა, ღა­მის სა­ა­თებ­ში და წვი­მი­ან პე­რი­ოდ­ში სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა შე­ი­ზღუ­დოს. გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, 13-14 ივ­ნისს ჩა­მო­წო­ლი­ლი მე­წყე­რის შემ­დეგ, გან­მე­ო­რე­ბი­თი მე­წყე­რე­ბის საფრ­თხე არ­სე­ბობს.

"ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი კუ­ბო­მეტ­რი მა­სა­ლაა ჩარ­ჩე­ნი­ლი 13-14 ივ­ნისს წარ­მო­შო­ბი­ლი მე­წყრის ად­გილ­ზე. ის მოძ­რა­ო­ბა­ში დღეს ან ხვალ აუ­ცი­ლებ­ლად მოვა და მე­წყე­რის გან­მე­ო­რე­ბის საფრ­თხე, რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს. იმ მას­შტა­ბებს, რაც იყო, გა­მოვ­რი­ცხავ, თუმ­ცა შე­და­რე­ბით და­ბა­ლი მას­შტა­ბე­ბის მე­წყე­რე­ბი იქ­ნე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბას ეს საფრ­თხეს არ შე­უქ­მნის, არც მდი­ნა­რე ვე­რეს და­აწ­ვე­ბა, თუმ­ცა საფრ­თხე არის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე. ამი­ტომ, შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს მი­ღე­ბუ­ლი აქვთ ზო­მე­ბი. ამ გზა­ზე და­წეს­დე­ბა მი­მოს­ვლის სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მი. ჩემი წი­ნა­და­დე­ბაა, ღა­მის სა­ა­თებ­ში და წვი­მი­ან პე­რი­ოდ­ში მოძ­რა­ო­ბა შევ­ზღუ­დოთ", - აღ­ნიშ­ნა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, სა­მო­მავ­ლოდ უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, თუ წყნე­თი-ახალ­და­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ვა­რი­ან­ტი შე­მუ­შავ­დე­ბა.

"აქ შე­საძ­ლებ­ლად მი­მაჩ­ნია ამ გზის პე­რი­ო­დუ­ლად გაწ­მენ­და, თუმ­ცა სა­მო­მავ­ლოდ ექ­სპლუ­ა­ტა­ცია მუდ­მი­ვად გარ­თუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მე არ გა­მოვ­რი­ცხავ გზის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ვა­რი­ან­ტის გან­ხილ­ვას და მო­ძი­ე­ბას. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს იგი­ვე ნა­ფეტვრე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან გზის ახალ­და­ბა­ში გაყ­ვა­ნა, თუმ­ცა ეს სა­ა­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის პრე­რო­გა­ტი­ვაა და თა­ვად გა­და­წყვე­ტენ. მე, რო­გორც გე­ო­ლო­გი ვთვლი, რომ მო­მა­ვალ­ში, გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­როა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ვა­რი­ან­ტის მო­ძი­ე­ბა", - აღ­ნიშ­ნა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა. რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ მე­წყერს, მისი თქმით, ამ წუ­თის­თვის, ყო­ველ­გვა­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, დრო­ე­ბით მი­მოს­ვლა შე­ზღუ­დუ­ლია.

"დღეს, გამ­თე­ნი­ი­სას, წყნე­თი-ახალ­და­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მო­ნაკ­ვეთ­ზე, კერ­ძოდ ე.წ. ახალ­და­ბის დიდი მე­წყრი­დან აღ­მო­სავ­ლე­თით 150-200 მეტ­რის მან­ძილ­ზე, ად­გი­ლი ჰქონ­და მიმ­დი­ნა­რე წლის 13-14 ივ­ნისს წარ­მო­შო­ბი­ლი მე­წყრუ­ლი სხე­უ­ლის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას. ამის შე­დე­გად მყა­რი მა­სე­ბი გად­მო­ვი­და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე და დრო­ე­ბით შე­ზღუ­და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა. ამას­თა­ნა­ვე, მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­და ახ­ლად აღ­დგე­ნი­ლი გაზ­სა­დე­ნის მილი და ამ წუ­თის­თვის სო­ფელ ახალ­და­ბას გაზი არ მი­ე­წო­დე­ბა. გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი სა­ნა­ხევ­როდ გაწ­მენ­დი­ლია. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია დი­ლის სა­ა­თებ­ში პე­რი­ო­დუ­ლად ატა­რებ­და ავ­ტო­მო­ბი­ლებს. ამ წუ­თის­თვის ყო­ველ­გვა­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, დრო­ე­ბით მი­მოს­ვლა შე­ზღუ­დუ­ლია. მოხ­დე­ბა კი­დევ ერთხელ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­და­ფა­სე­ბა და მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­თა­ნა­დო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ფერ­დო­ბე­ბი იმ­ყო­ფე­ბა და­ძა­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლია და უხვი ნა­ლე­ქის მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბა ცალ­კე­უ­ლი გა­აქ­ტი­უ­რე­ბე­ბი" , - აღ­ნიშ­ნა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"ნახევარი მილიონი კუბომეტრი მასალაა ჩარჩენილი მეწყრის ადგილზე, ის მოძრაობაში დღეს ან ხვალ აუცილებლად მოვა"

  "ნახევარი მილიონი კუბომეტრი მასალაა ჩარჩენილი მეწყრის ადგილზე, ის მოძრაობაში დღეს ან ხვალ აუცილებლად მოვა"

მეწყერსაშიში მდგომარეობის გამო, წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზაზე საავტომობილო მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ გაფრინდაშვილმა განუცხადა. გაფრინდაშვილის თქმით, მისი წინადადებაა, ღამის საათებში და წვიმიან პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდოს. გაფრინდაშვილის განმარტებით, 13-14 ივნისს ჩამოწოლილი მეწყერის შემდეგ, განმეორებითი მეწყერების საფრთხე არსებობს.

"ნახევარი მილიონი კუბომეტრი მასალაა ჩარჩენილი 13-14 ივნისს წარმოშობილი მეწყრის ადგილზე. ის მოძრაობაში დღეს ან ხვალ აუცილებლად მოვა და მეწყერის განმეორების საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს. იმ მასშტაბებს, რაც იყო, გამოვრიცხავ, თუმცა შედარებით დაბალი მასშტაბების მეწყერები იქნება. მოსახლეობას ეს საფრთხეს არ შეუქმნის, არც მდინარე ვერეს დააწვება, თუმცა საფრთხე არის საავტომობილო გზაზე. ამიტომ, შესაბამის უწყებებს მიღებული აქვთ ზომები. ამ გზაზე დაწესდება მიმოსვლის სპეციალური რეჟიმი. ჩემი წინადადებაა, ღამის საათებში და წვიმიან პერიოდში მოძრაობა შევზღუდოთ", - აღნიშნა გაფრინდაშვილმა. მისივე თქმით, სამომავლოდ უმჯობესი იქნება, თუ წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზის ალტერნატიული ვარიანტი შემუშავდება.

"აქ შესაძლებლად მიმაჩნია ამ გზის პერიოდულად გაწმენდა, თუმცა სამომავლოდ ექსპლუატაცია მუდმივად გართულებული იქნება. შესაბამისად, მე არ გამოვრიცხავ გზის ალტერნატიული ვარიანტის განხილვას და მოძიებას. ეს შეიძლება იყოს იგივე ნაფეტვრების მიმართულებიდან გზის ახალდაბაში გაყვანა, თუმცა ეს საატომობილო გზების დეპარტამენტის პრეროგატივაა და თავად გადაწყვეტენ. მე, როგორც გეოლოგი ვთვლი, რომ მომავალში, გართულებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ალტერნატიული ვარიანტის მოძიება", - აღნიშნა გაფრინდაშვილმა. რაც შეეხება დღევანდელ მეწყერს, მისი თქმით, ამ წუთისთვის, ყოველგვარი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, დროებით მიმოსვლა შეზღუდულია.

"დღეს, გამთენიისას, წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, კერძოდ ე.წ. ახალდაბის დიდი მეწყრიდან აღმოსავლეთით 150-200 მეტრის მანძილზე, ადგილი ჰქონდა მიმდინარე წლის 13-14 ივნისს წარმოშობილი მეწყრული სხეულის გააქტიურებას. ამის შედეგად მყარი მასები გადმოვიდა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე და დროებით შეზღუდა საავტომობილო მოძრაობა. ამასთანავე, მწყობრიდან გამოვიდა ახლად აღდგენილი გაზსადენის მილი და ამ წუთისთვის სოფელ ახალდაბას გაზი არ მიეწოდება. გზის სავალი ნაწილი სანახევროდ გაწმენდილია. საპატრულო პოლიცია დილის საათებში პერიოდულად ატარებდა ავტომობილებს. ამ წუთისთვის ყოველგვარი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, დროებით მიმოსვლა შეზღუდულია. მოხდება კიდევ ერთხელ სიტუაციის გადაფასება და მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება. ფერდობები იმყოფება დაძაბულ მდგომარეობაში, დეფორმირებულია და უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში მოხდება ცალკეული გააქტიურებები" , - აღნიშნა გაფრინდაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია