მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბერძნულ "ცეცხლში" მოყოლილი ქართველები
ბერძნულ "ცეცხლში" მოყოლილი ქართველები

სა­ბერ­ძნეთ­ში 5 ივ­ლისს გა­მარ­თუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გე­ბი ცნო­ბი­ლია - ქვეყ­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, გუ­შინ­დელ რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­ნა­წი­ლე­თა 61,3 პრო­ცენ­ტი წი­ნა­აღ­მდე­გია სა­ბერ­ძნეთ­მა კრე­დი­ტო­რე­ბის მო­თხოვ­ნა შე­ას­რუ­ლოს, 38,7 პრო­ცენ­ტი კი, ამ მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მომ­ხრეა.

ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც 10 წლის წინ ევ­რო­პა­ში გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა­ზე სწრა­ფი ტემ­პე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, დე­ფოლ­ტის ზღვარ­ზე დგას. სა­ბერ­ძნეთ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონდს 1,6 მი­ლი­არ­დი ევ­როს ოდე­ნო­ბის ვალი დათ­ქმულ დრო­ში ვერ გა­და­უ­ხა­და, რაც ნიშ­ნავს,­ რომ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ქვე­ყა­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო კრე­დი­ტო­რე­ბის­გან ვერ მი­ი­ღებს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეკო­ნო­მი­კის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან 7,2 მი­ლი­არდ ევ­როს, რო­მე­ლიც გა­ყი­ნუ­ლია, სა­ნამ ბერ­ძნე­ბი მკაცრ ეკო­ნო­მი­კურ რე­ფორ­მებს არ და­თან­ხმდე­ბი­ან.

სა­ბერ­ძნეთ­ში კვლვა და­კე­ტი­ლი რჩე­ბა ბან­კე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ვა­რა­უ­დოდ ხვალ გა­იხ­სნე­ბა. ბან­კე­ბის და­ხურ­ვა მას შემ­დეგ გა­და­წყვი­ტეს, რაც მო­სახ­ლე­ო­ბამ შექ­მნი­ლი პა­ნი­კის გამო დიდი რა­ო­დე­ნო­ბით თან­ხა გა­ი­ტა­ნა. და­წეს­და შე­ზღუდ­ვე­ბი ბან­კო­მა­ტე­ბი­დან თან­ხის გა­ტა­ნა­ზეც - ლი­მი­ტი 60 ევ­როს ოდე­ნო­ბით. ამის გამო ბან­კებ­თან უზარ­მა­ზა­რი რი­გე­ბი დად­გა. ბოლო კვი­რა­ში სა­ბერ­ძნე­თის სას­ტუმ­რო­ებ­ში ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქმის 50 ათა­სით შემ­ცირ­და. ეს არც არის გა­საკ­ვი­რი, რად­გან ფი­ნან­სურ კრი­ზისს მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი და­ერ­თო. ხალ­ხის აზრი თით­ქმის თა­ნაბ­რად გა­ი­ყო - ნა­წი­ლი თა­ნახ­მაა, ქამ­რე­ბი შე­მო­ი­ჭი­როს და ევ­რო­პის პი­რო­ბებს და­თან­ხმდეს, ნა­წილს კი არ სურს ქვე­ყა­ნა­ში მკაც­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბი, თუნ­დაც ეს ევ­რო­კავ­ში­რის და­ტო­ვე­ბის ფა­სად და­უჯ­დეს.

სა­ბერ­ძნეთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 150 ათა­სი ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს, მუ­შა­ობს და იქ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ფუ­ლით სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ ოჯა­ხებს არ­ჩენს. ამას სა­ბერ­ძნე­თი­დან გად­მო­რი­ცხუ­ლი თან­ხე­ბიც ცხად­ყოფს, რო­მე­ლიც მო­ცუ­ლო­ბით რუ­სე­თის შემ­დეგ მე­ო­რე ად­გილ­ზეა. ქარ­თვე­ლე­ბის ნა­წი­ლი სა­ბერ­ძნეთ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად იმ­ყო­ფე­ბა, რაც კი­დევ უფრო ამ­ძი­მებს ამ ვი­თა­რე­ბა­ში მათი იქ ყოფ­ნის პი­რო­ბებს, თუნ­დაც შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ბერძნულ "ცეცხლში" მოყოლილი ქართველები

ბერძნულ "ცეცხლში" მოყოლილი ქართველები

საბერძნეთში 5 ივლისს გამართული რეფერენდუმის შედეგები ცნობილია - ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გუშინდელ რეფერენდუმში მონაწილეთა 61,3 პროცენტი წინააღმდეგია საბერძნეთმა კრედიტორების მოთხოვნა შეასრულოს, 38,7 პროცენტი კი, ამ მოთხოვნების შესრულების მომხრეა.

ქვეყანა, რომელიც 10 წლის წინ ევროპაში განვითარების ყველაზე სწრაფი ტემპებით გამოირჩეოდა, დეფოლტის ზღვარზე დგას. საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი დათქმულ დროში ვერ გადაუხადა, რაც ნიშნავს,­ რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა საერთაშორისო კრედიტორებისგან ვერ მიიღებს, ფაქტობრივად, ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან 7,2 მილიარდ ევროს, რომელიც გაყინულია, სანამ ბერძნები მკაცრ ეკონომიკურ რეფორმებს არ დათანხმდებიან.

საბერძნეთში კვლვა დაკეტილი რჩება ბანკები, რომლებიც სავარაუდოდ ხვალ გაიხსნება. ბანკების დახურვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მოსახლეობამ შექმნილი პანიკის გამო დიდი რაოდენობით თანხა გაიტანა. დაწესდა შეზღუდვები ბანკომატებიდან თანხის გატანაზეც - ლიმიტი 60 ევროს ოდენობით. ამის გამო ბანკებთან უზარმაზარი რიგები დადგა. ბოლო კვირაში საბერძნეთის სასტუმროებში ტურისტების რაოდენობა დღე-ღამის განმავლობაში თითქმის 50 ათასით შემცირდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ფინანსურ კრიზისს მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები დაერთო. ხალხის აზრი თითქმის თანაბრად გაიყო - ნაწილი თანახმაა, ქამრები შემოიჭიროს და ევროპის პირობებს დათანხმდეს, ნაწილს კი არ სურს ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმები, თუნდაც ეს ევროკავშირის დატოვების ფასად დაუჯდეს.

საბერძნეთში დაახლოებით 150 ათასი ქართველი ცხოვრობს, მუშაობს და იქ გამომუშავებული ფულით საქართველოში მყოფ ოჯახებს არჩენს. ამას საბერძნეთიდან გადმორიცხული თანხებიც ცხადყოფს, რომელიც მოცულობით რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. ქართველების ნაწილი საბერძნეთში არალეგალურად იმყოფება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ამ ვითარებაში მათი იქ ყოფნის პირობებს, თუნდაც შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია