პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიგარეტი კიდევ ერთხელ გაძვირდება
სიგარეტი კიდევ ერთხელ გაძვირდება

სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­გა­რე­ტი 5-20 თეთ­რის ფარ­გლებ­ში გაძ­ვირ­დე­ბა. სა­ფა­სო ცვლი­ლე­ბა ად­ვა­ლურ გა­და­სა­ხადს უკავ­შირ­დე­ბა, რაც შე­მო­სავ­ლის ან ღი­რე­ბუ­ლე­ბის მი­მართ პრო­ცენ­ტულ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ გა­და­სა­ხადს წარ­მო­ად­გენს. ამ შემ­თხვე­ვა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ერთ კო­ლოფ სი­გა­რეტ­ზე 5%-ის და­რი­ცხვა.

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, იმ­პორ­ტი­ორ კომ­პა­ნი­ებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ახა­ლი ტი­პის გა­და­სა­ხა­დი და სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ფა­სის და­ბეგ­ვრა თამ­ბა­ქოს ნა­წარმს გა­აძ­ვი­რებს. ამას­თან, კერ­ძო ბიზ­ნე­სის­თვის აქ­ცი­ზის ზრდა წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ მძი­მე ტვირ­თი იქ­ნე­ბა. თამ­ბა­ქოს ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რის "ჯეი თი აი კავ­კა­სუ­სის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ივა­ნე ხა­სია "ექ­სპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ პარ­ლა­მენ­ტში სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნებ­ზე გან­ხილ­ვი­სას კომ­პა­ნი­ე­ბის რე­კო­მენ­და­ცია იყო, რომ სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი 6 თვით გა­და­ვა­დე­ბუ­ლი­ყო და აქ­ცი­ზის ზრდა წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ არ მომ­ხდა­რი­ყო.

მისი თქმით, ახა­ლი მო­დე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი არაა და მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში არ არ­სე­ბობს. ივა­ნე ხა­სია აცხა­დებს, რომ თამ­ბა­ქო გაძ­ვირ­დე­ბა, თუმ­ცა რო­დი­დან და რამ­დე­ნით, იგი ამას ჯერ ვერ აკონ­კრე­ტებს. ხა­სია ამ­ბობს, რომ ტენ­დენ­ცი­ე­ბის გა­მოკ­ვე­თი­სა და შე­ფა­სე­ბე­ბის გა­კე­თე­ბის­თვის გა­და­სა­ხა­დის ამოქ­მე­დე­ბი­დან 3-თვი­ა­ნი ვადა მა­ინც არის სა­ჭი­რო. თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ცი­ა­ზე აქ­ცი­ზის გაძ­ვი­რე­ბით და ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბით, კომ­პა­ნი­ებ­ში კვლა­ვაც ში­შო­ბენ, რომ კონ­ტრა­ბან­და წა­ხა­ლის­დე­ბა. მით უფრო იმ ფონ­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხეთ­ში სი­გა­რე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბას შო­რის უკვე არის საკ­მა­ოდ მკვეთ­რი სხვა­ო­ბა.

"უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ის სუ­რა­თი, რაც რე­გი­ონ­შია. დღე­საც და გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­შიც საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სხვა­ო­ბა იყო სი­გა­რე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბას შო­რის, და­ახ­ლო­ე­ბით 30 ცენ­ტამ­დე და იან­ვარ­ში გაზ­რდი­ლი აქ­ცი­ზის შე­დე­გად ეს სხვა­ო­ბა კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და. 1 ივ­ლი­სი­დან ფას­თა სხვა­ო­ბა კი­დევ უფრო მეტი იქ­ნე­ბა და შე­საძ­ლოა 40 ცენ­ტიც იყოს. დი­დია იმის რის­კი, რომ უკვე არა­ლე­გა­ლუ­რი გზე­ბით მოხ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ცი­ის შე­მო­დი­ნე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

სიგარეტი კიდევ ერთხელ გაძვირდება

სიგარეტი კიდევ ერთხელ გაძვირდება

საქართველოში სიგარეტი 5-20 თეთრის ფარგლებში გაძვირდება. საფასო ცვლილება ადვალურ გადასახადს უკავშირდება, რაც შემოსავლის ან ღირებულების მიმართ პროცენტულ მაჩვენებელში დაფიქსირებულ გადასახადს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში იგულისხმება ერთ კოლოფ სიგარეტზე 5%-ის დარიცხვა.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, იმპორტიორ კომპანიებში აცხადებენ, რომ ახალი ტიპის გადასახადი და სარეალიზაციო ფასის დაბეგვრა თამბაქოს ნაწარმს გააძვირებს. ამასთან, კერძო ბიზნესისთვის აქციზის ზრდა წელიწადში ორჯერ მძიმე ტვირთი იქნება. თამბაქოს ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორის "ჯეი თი აი კავკასუსის" წარმომადგენელი ივანე ხასია "ექსპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებზე განხილვისას კომპანიების რეკომენდაცია იყო, რომ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები 6 თვით გადავადებულიყო და აქციზის ზრდა წელიწადში ორჯერ არ მომხდარიყო.

მისი თქმით, ახალი მოდელი საერთაშორისოდ აპრობირებული არაა და მსგავსი გამოცდილება ევროკავშირის ქვეყნებში არ არსებობს. ივანე ხასია აცხადებს, რომ თამბაქო გაძვირდება, თუმცა როდიდან და რამდენით, იგი ამას ჯერ ვერ აკონკრეტებს. ხასია ამბობს, რომ ტენდენციების გამოკვეთისა და შეფასებების გაკეთებისთვის გადასახადის ამოქმედებიდან 3-თვიანი ვადა მაინც არის საჭირო. თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის გაძვირებით და ახალი რეგულაციების შემოღებით, კომპანიებში კვლავაც შიშობენ, რომ კონტრაბანდა წახალისდება. მით უფრო იმ ფონზე, რომ საქართველოსა და სომხეთში სიგარეტის ღირებულებას შორის უკვე არის საკმაოდ მკვეთრი სხვაობა.

"უნდა გავითვალისწინოთ ის სურათი, რაც რეგიონშია. დღესაც და გასული წლის განმავლობაშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი სხვაობა იყო სიგარეტის ღირებულებას შორის, დაახლოებით 30 ცენტამდე და იანვარში გაზრდილი აქციზის შედეგად ეს სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა. 1 ივლისიდან ფასთა სხვაობა კიდევ უფრო მეტი იქნება და შესაძლოა 40 ცენტიც იყოს. დიდია იმის რისკი, რომ უკვე არალეგალური გზებით მოხდეს საქართველოს ბაზარზე თამბაქოს პროდუქციის შემოდინება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია