პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოლიდარობის ფონდსა" და GEM fest-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა - თითო ბილეთიდან ლარი საქველმოქმედო მიზნებისთვის
"სოლიდარობის ფონდსა" და GEM fest-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა - თითო ბილეთიდან ლარი საქველმოქმედო მიზნებისთვის

30 ივ­ნისს "ლისი ლა­უნ­ჯმა" ანაკ­ლი­ის GEM fest-ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებს უმას­პინ­ძლა. ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნე­ბელ კომ­პა­ნი­ა­სა და "სო­ლი­და­რო­ბის" ფონდს შო­რის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს თი­თო­ე­უ­ლი გა­ყი­დუ­ლი ბი­ლე­თი­დან ერთი ლა­რის გა­და­რი­ცხვას ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად.

ფეს­ტი­ვა­ლის მხრი­დან მე­მო­რან­დუმს ხელი მო­ა­წე­რა ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, გი­ორ­გი სი­გუ­ამ, "სო­ლი­და­რო­ბის ფონ­დის" მხრი­დან კი ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, მა­რი­ამ ჯაშ­მა.

გი­ორ­გი სი­გუა:

- GEM fest კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის და­ფუძნ­და. ის არ შექ­მნი­ლა გა­სარ­თო­ბად, არა­მედ იმის­თვის, რომ ბევრ ნი­ჭი­ერ ადა­მი­ანს გა­უკ­ვა­ლოს გზა, ტა­ლან­ტის გა­მოვ­ლე­ნა­ში და­ეხ­მა­როს. თა­ვად GEM-ის კონ­ცეფ­ცია ით­ვა­ლის­წი­ნებს პირ­ველ რიგ­ში, კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბას. გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მი კი ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია ამ მხრივ. გვინ­და, რომ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი თან­ხით ერთი ბავ­შვი მა­ინც გა­და­ვარ­ჩი­ნოთ, თუმ­ცა ვფიქ­რობთ, ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვის ტემ­პებს თუ შევ­ხე­დავთ, საკ­მა­ოდ კარ­გი თან­ხა მოგ­როვ­დე­ბა და არა­ერ­თი ახალ­გაზ­რდის დახ­მა­რე­ბას შევ­ძლებთ "სო­ლი­და­რო­ბის ფონ­დის" მეშ­ვე­ო­ბით.

მა­რი­ამ ჯაში:

- დღეს ხელი მო­ე­წე­რა მე­მო­რან­დუმს "სო­ლი­და­რო­ბის ფონდსა" და "ეპი­კურ ქვას" შო­რის , რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, ანაკ­ლი­ა­ში, ქარ­თუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ყი­დუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ბი­ლე­თი­დან ერთი ლარი გა­და­ი­რი­ცხე­ბა "სო­ლი­და­რო­ბის ფონდში". ჩვენ­თვის ეს გახ­ლავთ 21-ე მე­მო­რან­დუ­მი, რო­მე­ლიც კერ­ძო სექ­ტორ­თან გა­ვა­ფორ­მეთ. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­მო­რან­დუ­მი კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯია, რათა გა­ვაგ­რძე­ლოთ 22 წლამ­დე ასა­კის ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა და ასე­ვე გა­ვა­ფარ­თო­ვოთ ჩვე­ნი პროგ­რა­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

დღე­ის­თვის ფონდში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია 3 260 000 ლარ­ზე მეტი. 119 ბავ­შვის მკურ­ნა­ლო­ბაა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი, მათ შო­რის 51 შემ­თხვე­ვა­ში - სა­ზღვარ­გა­რეთ.

GEM fest-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მხარ­დამ­ჭე­რია "ამ­ბე­ბი.გე".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"სოლიდარობის ფონდსა" და GEM fest-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა - თითო ბილეთიდან ლარი საქველმოქმედო მიზნებისთვის

"სოლიდარობის ფონდსა" და GEM fest-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა - თითო ბილეთიდან ლარი საქველმოქმედო მიზნებისთვის

30 ივნისს "ლისი ლაუნჯმა" ანაკლიის GEM fest-ის ორგანიზატორებსა და ჟურნალისტებს უმასპინძლა. ფესტივალის დამფუძნებელ კომპანიასა და "სოლიდარობის" ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს თითოეული გაყიდული ბილეთიდან ერთი ლარის გადარიცხვას ფონდის საქმიანობის განსავითარებლად.

ფესტივალის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა ფესტივალის დამფუძნებელმა, გიორგი სიგუამ, "სოლიდარობის ფონდის" მხრიდან კი ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ ჯაშმა.

გიორგი სიგუა:

- GEM fest კეთილი საქმეებისთვის დაფუძნდა. ის არ შექმნილა გასართობად, არამედ იმისთვის, რომ ბევრ ნიჭიერ ადამიანს გაუკვალოს გზა, ტალანტის გამოვლენაში დაეხმაროს. თავად GEM-ის კონცეფცია ითვალისწინებს პირველ რიგში, კეთილი საქმეების კეთებას. გაფორმებული მემორანდუმი კი ჩვენი პირველი ნაბიჯია ამ მხრივ. გვინდა, რომ შეგროვებული თანხით ერთი ბავშვი მაინც გადავარჩინოთ, თუმცა ვფიქრობთ, ბილეთების გაყიდვის ტემპებს თუ შევხედავთ, საკმაოდ კარგი თანხა მოგროვდება და არაერთი ახალგაზრდის დახმარებას შევძლებთ "სოლიდარობის ფონდის" მეშვეობით.

მარიამ ჯაში:

- დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს "სოლიდარობის ფონდსა" და "ეპიკურ ქვას" შორის , რომლის ფარგლებშიც, ანაკლიაში, ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე გაყიდული თითოეული ბილეთიდან ერთი ლარი გადაირიცხება "სოლიდარობის ფონდში". ჩვენთვის ეს გახლავთ 21-ე მემორანდუმი, რომელიც კერძო სექტორთან გავაფორმეთ. აღნიშნული მემორანდუმი კიდევ ერთი ნაბიჯია, რათა გავაგრძელოთ 22 წლამდე ასაკის ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება და ასევე გავაფართოვოთ ჩვენი პროგრამების შესაძლებლობები.

დღეისთვის ფონდში მობილიზებულია 3 260 000 ლარზე მეტი. 119 ბავშვის მკურნალობაა დამტკიცებული, მათ შორის 51 შემთხვევაში - საზღვარგარეთ.

GEM fest-ის ოფიციალური მხარდამჭერია "ამბები.გე".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია