მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში პირველი სიამის ტყუპი გაჩნდა
საქართველოში პირველი სიამის ტყუპი გაჩნდა

ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნე­ბი სი­ა­მის ტყუ­პია. თებ­რო­ლე და თა­მარ ვა­შაყ­მა­ძე­ე­ბი სამი თვის წინ, 12 მარტს, თბი­ლის­ში, ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში და­ი­ბად­ნენ. გო­გო­ნე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან ღვიძ­ლის ნა­წი­ლით არი­ან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბას ოპე­რა­ცი­ის გა­რე­შე ვერ შეძ­ლე­ბენ. პა­ტა­რა დებს დრო­უ­ლად სჭირ­დე­ბათ დახ­მა­რე­ბა. მათი სხე­უ­ლე­ბი უნდა გა­ცალ­კევ­დეს, რათა დები სრულ­ფა­სოვ­ნად გან­ვი­თარ­დნენ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოპე­რა­ცია სა­შუ­რია, შე­საძ­ლოა, მისი ჩა­ტა­რე­ბა გა­ჭი­ა­ნურ­დეს, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი ტი­პის ოპე­რა­ცია არა­სო­დეს გა­კე­თე­ბუ­ლა, უცხო­ეთ­ში სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო თან­ხე­ბი კი ტყუ­პის ოჯახს არა აქვს.

პა­ტა­რე­ბი ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რო­ბენ. მათ ათი წლის და ჰყავთ, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი და­ი­ბა­და. გო­გო­ნე­ბის დე­დის, მა­რი­ამ ლეჟა­ვას თქმით, რომ არა სი­ა­მის ტყუ­პის­თვის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი პა­თო­ლო­გია, ჩვი­ლი ტყუ­პიც სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლია.

მა­რი­ამ ლეჟა­ვა: - რო­გორც მი­თხრეს, ჩემი გო­გო­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი სი­ა­მის ტყუ­პია. ბავ­შვე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვი­თარ­დე­ბი­ან.

ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არი­ან ღვიძ­ლის მარ­ცხე­ნა წი­ლე­ბით. და­ნარ­ჩე­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აქვთ. ორი­ვე სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლია, მაგ­რამ თუ ოპე­რა­ცია დრო­უ­ლად არ გა­კეთ­დე­ბა, და­ი­წყე­ბა გარ­თუ­ლე­ბე­ბი, რაც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს შექ­მნის.

- ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზი რა არის და სად და­ად­გი­ნეთ?

- ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზის და­სას­მე­ლად მაგ­ნი­ტო­რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია და­ი­ნიშ­ნა. რა დრო­საც კონ­ტრას­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით უნდა ენა­ხათ სრუ­ლი სუ­რა­თი. კონ­ტრას­ტი ჭი­პის ვე­ნი­დან უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ პა­ტა­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გამო ვერ მო­ხერ­ხდა; შე­სა­ბა­მი­სად, ტო­მოგ­რა­ფია, კონ­ტრას­ტის გა­რე­შე გა­და­ი­ღეს და გა­მოჩ­ნდა, რომ ორი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ღვიძ­ლი ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მარ­ცხე­ნა წი­ლე­ბით. სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ერ­თო აქვთ კა­რის ვენა, მაგ­რამ კონ­ტრას­ტის გა­რე­შე ამის მოკ­ვლე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ვი­მე­დოვ­ნებთ, ზუს­ტი სუ­რა­თი დად­გინ­დე­ბა იქ, სა­დაც ბავ­შვებს ოპე­რა­ცი­ას გა­უ­კე­თე­ბენ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

fofo
0

ეს ბავშვები გააცალკევეს, გერმანიაში ჩატარდა ოპერაცია და წარმატებით დასრულდა. გერმანულ მედიაშიც იყო ინფორმაცია. ქირურგი პროფესორი ძალიან კარგ პროგნოზებს იძლეოდა. ახლა უკვე დიდი გოგონები იქნებიან <3 

საქართველოში პირველი სიამის ტყუპი გაჩნდა

საქართველოში პირველი სიამის ტყუპი გაჩნდა

ფოტოზე გამოსახული ულამაზესი გოგონები სიამის ტყუპია. თებროლე და თამარ ვაშაყმაძეები სამი თვის წინ, 12 მარტს, თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დაიბადნენ. გოგონები ერთმანეთთან ღვიძლის ნაწილით არიან დაკავშირებული და დამოუკიდებლად ცხოვრებას ოპერაციის გარეშე ვერ შეძლებენ. პატარა დებს დროულად სჭირდებათ დახმარება. მათი სხეულები უნდა გაცალკევდეს, რათა დები სრულფასოვნად განვითარდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია საშურია, შესაძლოა, მისი ჩატარება გაჭიანურდეს, რადგან საქართველოში მსგავსი ტიპის ოპერაცია არასოდეს გაკეთებულა, უცხოეთში სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო თანხები კი ტყუპის ოჯახს არა აქვს.

პატარები ქუთაისში ცხოვრობენ. მათ ათი წლის და ჰყავთ, რომელიც სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. გოგონების დედის, მარიამ ლეჟავას თქმით, რომ არა სიამის ტყუპისთვის მახასიათებელი პათოლოგია, ჩვილი ტყუპიც სრულიად ჯანმრთელია.

მარიამ ლეჟავა: - როგორც მითხრეს, ჩემი გოგონები საქართველოში დაბადებული პირველი სიამის ტყუპია. ბავშვები ჩვეულებრივად ვითარდებიან.

ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ღვიძლის მარცხენა წილებით. დანარჩენი ორგანოები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი აქვთ. ორივე სრულიად ჯანმრთელია, მაგრამ თუ ოპერაცია დროულად არ გაკეთდება, დაიწყება გართულებები, რაც დროთა განმავლობაში სერიოზულ პრობლემებს შექმნის.

- ზუსტი დიაგნოზი რა არის და სად დაადგინეთ?

- ზუსტი დიაგნოზის დასასმელად მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია დაინიშნა. რა დროსაც კონტრასტის საშუალებით უნდა ენახათ სრული სურათი. კონტრასტი ჭიპის ვენიდან უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ პატარების უსაფრთხოების გამო ვერ მოხერხდა; შესაბამისად, ტომოგრაფია, კონტრასტის გარეშე გადაიღეს და გამოჩნდა, რომ ორი დამოუკიდებელი ღვიძლი ერთმანეთთან დაკავშირებულია მარცხენა წილებით. სავარაუდოდ, საერთო აქვთ კარის ვენა, მაგრამ კონტრასტის გარეშე ამის მოკვლევა შეუძლებელია. ვიმედოვნებთ, ზუსტი სურათი დადგინდება იქ, სადაც ბავშვებს ოპერაციას გაუკეთებენ.

იხილეთ გაგრძელება