მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კონსტრუქცია აშენდება ვერეს ხეობაში
რა კონსტრუქცია აშენდება ვერეს ხეობაში

ვე­რეს ხე­ო­ბის შეს­წავ­ლის და ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში უწყე­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­სი­ის მო­რი­გი სხდო­მა გა­ი­მარ­თა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის მე­რი­ი­დან აც­ნო­ბეს, სხდო­მა­ზე ექ­სპერ­ტებ­მა თბი­ლი­სის მერს ვე­რეს ხე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ კონ­კრე­ტუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი წა­რუდ­გი­ნეს. კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი შე­ჯერ­დნენ, რომ ვე­რეს ხე­ო­ბა­ში გოფ­რი­რე­ბულ გვი­რაბს ხი­დის ტი­პის კონ­სტრუქ­ცია ჩა­ა­ნაც­ვლებს.

"ყვე­ლა­ნი ვთან­ხმდე­ბით იმა­ზე, რომ მდი­ნა­რე ვერე რაც შე­იძ­ლე­ბა უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს იმ გვი­რა­ბე­ბის­გან, სა­დაც ის მი­ე­დი­ნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ გვი­რაბს აღარ გა­ვა­კე­თებთ, ხი­დის კონ­სტრუქ­ცი­ა­ზე ვი­მუ­შა­ვებთ და ძი­რი­თა­დი სა­ინ­ჟინ­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

ამას­თან, თბი­ლი­სის მე­რის თქმით, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბას სა­წყი­სი წერ­ტი­ლი­დან შე­ის­წავ­ლი­ან და კვლე­ვას ჩა­ა­ტა­რე­ბენ. პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში აღ­დგე­ბა გზის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მო­ნაკ­ვე­თი.

"გზის აღ­დგე­ნა უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ სექ­ტემ­ბრის შუა რი­ცხვე­ბამ­დე, რათა მოძ­რა­ო­ბა იქ­ნას გახ­სნი­ლი და პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში უნდა ვი­მუ­შა­ოთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. გა­კეთ­დე­ბა ტრან­სპორ­ტი­სა და მარ­შრუ­ტე­ბის სქე­მა, რათა ამ კვლე­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. გარ­და ამი­სა, შეხ­ვედ­რა­ზე მსჯე­ლო­ბის ერთ-ერთი სა­კი­თხი მდი­ნა­რე ვე­რე­ზე დამ­ცა­ვი დამ­ბის გა­კე­თე­ბა და წყლის ნა­კა­დე­ბის და მო­ცუ­ლო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა იყო", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

თბი­ლი­სის მე­რის თქმით, დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე შე­ჯე­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია ხვა­ლი­დან და­ი­წყე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი და­ვა­ლე­ბებს მი­ი­ღე­ბენ.

მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბით, 2015 წლის 13-14 ივ­ნისს მომ­ხდა­რი სტი­ქი­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო და მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბი­სა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის მდგო­მა­რე­ო­ბის შეს­წავ­ლი­სა და შემ­დგო­მი აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის მიზ­ნით შექ­მნი­ლი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­სი­ის შემ­დე­გი სხდო­მა 27 ივ­ნისს გა­ი­მარ­თე­ბა.

რა კონსტრუქცია აშენდება ვერეს ხეობაში

რა კონსტრუქცია აშენდება ვერეს ხეობაში

ვერეს ხეობის შესწავლის და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის აღდგენასთან დაკავშირებით თბილისის მერიაში უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, სხდომაზე ექსპერტებმა თბილისის მერს ვერეს ხეობის განვითარების შესახებ კონკრეტული წინადადებები წარუდგინეს. კომისიის წევრები შეჯერდნენ, რომ ვერეს ხეობაში გოფრირებულ გვირაბს ხიდის ტიპის კონსტრუქცია ჩაანაცვლებს.

"ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მდინარე ვერე რაც შეიძლება უნდა გათავისუფლდეს იმ გვირაბებისგან, სადაც ის მიედინება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვირაბს აღარ გავაკეთებთ, ხიდის კონსტრუქციაზე ვიმუშავებთ და ძირითადი საინჟინრო გადაწყვეტილება ამაზე იქნება ორიენტირებული", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, სპეციალისტები მდინარე ვერეს ხეობას საწყისი წერტილიდან შეისწავლიან და კვლევას ჩაატარებენ. პარალელურ რეჟიმში აღდგება გზის დაზიანებული მონაკვეთი.

"გზის აღდგენა უნდა მოვახერხოთ სექტემბრის შუა რიცხვებამდე, რათა მოძრაობა იქნას გახსნილი და პარალელურ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე. გაკეთდება ტრანსპორტისა და მარშრუტების სქემა, რათა ამ კვლევაზე დაყრდნობით მივიღოთ გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, შეხვედრაზე მსჯელობის ერთ-ერთი საკითხი მდინარე ვერეზე დამცავი დამბის გაკეთება და წყლის ნაკადების და მოცულობის რეგულირება იყო", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, დღევანდელ სხდომაზე შეჯერებული გადაწყვეტილებების რეალიზაცია ხვალიდან დაიწყება და შესაბამისი სამსახურები დავალებებს მიიღებენ.

მერიის განცხადებით, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის შემდეგი სხდომა 27 ივნისს გაიმართება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია