სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ეძახიან ნანუკა გოგიჩაიშვილს ლელა კაკულიას
რატომ ეძახიან ნანუკა გოგიჩაიშვილს ლელა კაკულიას

ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი ისეთ სიყ­ვა­რულს ელო­დე­ბა, როცა ერთი და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე გო­ნე­ბა გა­უ­ნათ­დე­ბა და მიხ­ვდე­ბა, რომ ის "ის" არის. ამას­თა­ნა­ვე, მისი გო­ნე­ბა ძა­ლი­ან პრაქ­ტი­კუ­ლად არის მო­წყო­ბი­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბით მის ცხოვ­რე­ბა­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლა მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ამ გო­ნე­ბა­სა და გულს მთლი­ა­ნად "წა­არ­თმევს". თა­ნაც, ნა­ნუ­კა ამ ყვე­ლა­ფერს უბ­რძოლ­ვე­ლად არ დათ­მობს.

- ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი ხარ და გყავს სიყ­ვა­რუ­ლის ობი­ექ­ტი?

- ყვე­ლა ამ შე­კი­თხვას რა­ტომ მის­ვამს? ისე უფორ­მო და სქე­ლი ვი­ყა­ვი? მე­კი­თხე­ბი­ან, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარო? მგო­ნია, რომ თვა­ლე­ბი მიბრწყი­ნავს სხვა­ნა­ი­რად და კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი და მერე ვი­გებ, რომ გამ­ხდა­რი ვარ (იცი­ნის). მივ­ხვდი, რომ სიყ­ვა­რუ­ლი მარ­თლა ალა­მა­ზებს, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც ჩანს, ასეა, მაგ­რამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სიყ­ვა­რუ­ლი არ მო­სუ­ლა.

- ხალ­ხი ინ­ტე­რეს­დე­ბა, რა­ტომ არ გყავს არა­ვინ.

- (იღი­მის) იცი, მეც რო­გორ ვე­ლო­დე­ბი სიყ­ვა­რულს? ვიცი, რომ ვთქვათ, სექ­ტემ­ბრის 3 რი­ცხვში გა­ვიღ­ვი­ძებ და მზად ვიქ­ნე­ბი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, გა­ვალ გა­რეთ და შევ­ხვდე­ბი ვინ­მეს. დღეს კი ჩემ თავ­თან იმ­დე­ნად ჰარ­მო­ნი­უ­ლად ვარ, თით­ქოს ჩემ­ში ორი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და მათ სულ ჭი­დი­ლი აქვთ. ჯერ არ შემ­ხვედ­რია ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც უფრო ამავ­სებს.

- რა არის სიყ­ვა­რუ­ლი?

- ყვე­ლა­ფე­რი. დი­ლას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვიღ­ვი­ძებ და მგო­ნია, რომ არ არის სა­ჭი­რო, კონ­კრე­ტუ­ლი ვინ­მე გიყ­ვარ­დეს. შე­იძ­ლე­ბა, ბა­ლიშს გავ­ხე­დო და გა­ვი­ღი­მო, არა­და, ვინ­მეს ეგო­ნოს, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ. უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან მომ­წონს სიყ­ვა­რუ­ლი. მგო­ნია, რომ სიყ­ვა­რუ­ლამ­დე ადა­მი­ა­ნი გარ­კვე­ულ პე­რი­ოდს გა­დის, თით­ქოს რა­ღაც მზად­დე­ბა. ამ დროს ბევრ ადა­მი­ანს არ უნდა მიედ-მო­ე­დო. ჩა­დე­ბუ­ლი მაქვს, რომ ერ­თა­დერ­თი უნდა ვი­პო­ვო.

- მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბი გაქვს ალ­ბათ და წუ­ნია ხარ.

- მინ­და, ჩემ გვერ­დით სა­ინ­ტე­რე­სო მა­მა­კა­ცი იყოს. მარ­ტო რომ ვრჩე­ბი სა­კუ­თარ თავ­თან, ზუს­ტად ვიცი, მე­ო­რე ნა­ხევ­რის­თვის რისი მი­ცე­მა შე­მიძ­ლია, ამი­ტო­მაც მაქვს ალ­ბათ მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბი. ბავ­შვო­ბი­დან ყვე­ლას ეგო­ნა, რომ ჩემ გვერ­დით აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბო­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი, რად­გან ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ ნი­ჭ­სა და გო­ნებ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. როცა ადა­მი­ა­ნი თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ში მა­გა­რია, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ნი­ჭი­ე­რია, ამა­ზე ვგიჟ­დე­ბი, გა­რეგ­ნო­ბა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. ვაქ­ცევ ამა­საც ყუ­რა­დღე­ბას, მაგ­რამ თუ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნია, ვი­ზუ­ალს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აღარ ექ­ნე­ბა. სი­მაღ­ლე არ არის ის კრი­ტე­რი­უ­მი, რო­მე­ლიც ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ძი­რი­თა­დად, და­ბა­ლი ბი­ჭე­ბი მომ­წონს. კარ­ლა ბრუ­ნი და სარ­კო­ზი მომ­წონს, რად­გან სარ­კო­ზის ძა­ლას ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი და მის გვერ­დით ნე­ბის­მი­ე­რი ქალი იქ­ნე­ბო­და. ძლი­ე­რი მა­მა­კა­ცი თუ ხარ, გაქვს ხიბ­ლი, რომ შე­მო­დი­ხარ, იგ­რძნო­ბა, რა­ტომ გიდ­გას გვერ­დით ერთი თა­ვით მა­ღა­ლი ქალი.

- მყა­რი ოჯა­ხი რას ნიშ­ნავს, იცი. ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი რა არის?

- რა­ღაც დო­ნემ­დეა ვი­ზუ­ა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მერე უკვე აღარ. შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქალი ან კაცი და­მა­ხინჯდეს და პი­რი­ქით. ხა­სი­ა­თი კი არის ის, რაც არას­დროს იც­ვლე­ბა. სახ­ლში მყავს ორი წყვი­ლი, დედ-მამა, ორი­ვე ერ­თნა­ი­რი, რომ­ლე­ბიც ზღა­პარ­ში ცხოვ­რო­ბენ, ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად რომ გა­მოდ­გე­ბა, ბე­ბია-ბა­ბუა კი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, თუმ­ცა ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე ვერ ძლე­ბენ. მა­მა­კა­ცის ძლი­ე­რი ენერ­გე­ტი­კა არის გან­მსა­ზღვრე­ლი. თუკი ხა­სი­ა­თით ვერ შე­ე­წყვნენ, ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ურ­თი­ერ­თო­ბა ვერ შედ­გე­ბა.

- შენ გაქვს კა­ცის მო­ხიბ­ვლის ხერ­ხე­ბი?

- თა­ვად არ ვი­წყებ სა­უ­ბარს. შე­საძ­ლოა, ვი­ღა­ცამ იკი­თხოს, რა­ტომ არა­ფერს ამ­ბობ­სო. თუკი სა­ინ­ტე­რე­სო თემა წა­მო­იჭ­რე­ბა, მერე ვი­წყებ სრუ­ლი­ად გახ­სნი­ლად ლა­პა­რაკს. ამით გა­მომ­დის ხალ­ხის მო­ხიბ­ვლა. ალ­ბათ, მოს­წონთ, რო­გო­რიც სი­ნამ­დვი­ლე­ში ვარ და არას­დროს ვთა­მა­შობ.

- ქალი რომ პა­ე­მან­ზე არ ჭამს, ეს სტე­რე­ო­ტი­პიც უცხოა შენ­თვის?

- სრუ­ლი­ად. ეს მოს­წონთ ბი­ჭებს, რომ პა­ე­მან­ზე შე­მიძ­ლია მწვა­დი შე­ვუკ­ვე­თო და მი­ვირ­თვა. ამას სულ აღ­ნიშ­ნა­ვენ. თავ­ხე­დი არ ვარ, მაგ­რამ არაფ­რის მე­რი­დე­ბა. შე­მიძ­ლია, ყვე­ლა თე­მა­ზე და­ვე­ლა­პა­რა­კო ბიჭს. ისიც ხში­რად უთ­ქვამთ, რომ ვი­ზუ­ა­ლი უკან მხევს. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი არ მოვა და არ გა­გიც­ნობს, რად­გან ეგო­ნე­ბა, ლა­მა­ზი გო­გოა და ვე­რა­ფერ­ზე და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბიო. თავს არ ვი­ქებ, მაგ­რამ მომ­წონს სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რატომ ეძახიან ნანუკა გოგიჩაიშვილს ლელა კაკულიას

რატომ ეძახიან ნანუკა გოგიჩაიშვილს ლელა კაკულიას

ნანუკა გოგიჩაიშვილი ისეთ სიყვარულს ელოდება, როცა ერთი დანახვისთანავე გონება გაუნათდება და მიხვდება, რომ ის ''ის'' არის. ამასთანავე, მისი გონება ძალიან პრაქტიკულად არის მოწყობილი. ჯერჯერობით მის ცხოვრებაში არ გამოჩენილა მამაკაცი, რომელიც ამ გონებასა და გულს მთლიანად ''წაართმევს''. თანაც, ნანუკა ამ ყველაფერს უბრძოლველად არ დათმობს.

- ძალიან გამხდარი ხარ და გყავს სიყვარულის ობიექტი?

- ყველა ამ შეკითხვას რატომ მისვამს? ისე უფორმო და სქელი ვიყავი? მეკითხებიან, შეყვარებული ხარო? მგონია, რომ თვალები მიბრწყინავს სხვანაირად და კარგად გამოვიყურები და მერე ვიგებ, რომ გამხდარი ვარ (იცინის). მივხვდი, რომ სიყვარული მართლა ალამაზებს, ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ასეა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში სიყვარული არ მოსულა.

- ხალხი ინტერესდება, რატომ არ გყავს არავინ.

- (იღიმის) იცი, მეც როგორ ველოდები სიყვარულს? ვიცი, რომ ვთქვათ, სექტემბრის 3 რიცხვში გავიღვიძებ და მზად ვიქნები სიყვარულისთვის, გავალ გარეთ და შევხვდები ვინმეს. დღეს კი ჩემ თავთან იმდენად ჰარმონიულად ვარ, თითქოს ჩემში ორი ადამიანი ცხოვრობს და მათ სულ ჭიდილი აქვთ. ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც უფრო ამავსებს.

- რა არის სიყვარული?

- ყველაფერი. დილას შეყვარებული ვიღვიძებ და მგონია, რომ არ არის საჭირო, კონკრეტული ვინმე გიყვარდეს. შეიძლება, ბალიშს გავხედო და გავიღიმო, არადა, ვინმეს ეგონოს, რომ შეყვარებული ვარ. უბრალოდ, ძალიან მომწონს სიყვარული. მგონია, რომ სიყვარულამდე ადამიანი გარკვეულ პერიოდს გადის, თითქოს რაღაც მზადდება. ამ დროს ბევრ ადამიანს არ უნდა მიედ-მოედო. ჩადებული მაქვს, რომ ერთადერთი უნდა ვიპოვო.

- მაღალი სტანდარტები გაქვს ალბათ და წუნია ხარ.

- მინდა, ჩემ გვერდით საინტერესო მამაკაცი იყოს. მარტო რომ ვრჩები საკუთარ თავთან, ზუსტად ვიცი, მეორე ნახევრისთვის რისი მიცემა შემიძლია, ამიტომაც მაქვს ალბათ მაღალი სტანდარტები. ბავშვობიდან ყველას ეგონა, რომ ჩემ გვერდით აუცილებლად იქნებოდა განსაკუთრებული მამაკაცი, რადგან ძალიან ვაფასებ ნიჭსა და გონებრივ შესაძლებლობებს. როცა ადამიანი თავის პროფესიაში მაგარია, პროფესიონალია, ნიჭიერია, ამაზე ვგიჟდები, გარეგნობა მეორეხარისხოვანია. ვაქცევ ამასაც ყურადღებას, მაგრამ თუ ძალიან საინტერესო ადამიანია, ვიზუალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ექნება. სიმაღლე არ არის ის კრიტერიუმი, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ძირითადად, დაბალი ბიჭები მომწონს. კარლა ბრუნი და სარკოზი მომწონს, რადგან სარკოზის ძალას ყოველთვის ვგრძნობდი და მის გვერდით ნებისმიერი ქალი იქნებოდა. ძლიერი მამაკაცი თუ ხარ, გაქვს ხიბლი, რომ შემოდიხარ, იგრძნობა, რატომ გიდგას გვერდით ერთი თავით მაღალი ქალი.

- მყარი ოჯახი რას ნიშნავს, იცი. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის საფუძველი რა არის?

- რაღაც დონემდეა ვიზუალი მნიშვნელოვანი, მერე უკვე აღარ. შეიძლება, ძალიან ლამაზი ქალი ან კაცი დამახინჯდეს და პირიქით. ხასიათი კი არის ის, რაც არასდროს იცვლება. სახლში მყავს ორი წყვილი, დედ-მამა, ორივე ერთნაირი, რომლებიც ზღაპარში ცხოვრობენ, ფილმის გადასაღებად რომ გამოდგება, ბებია-ბაბუა კი სრულიად განსხვავებული ხასიათის ადამიანები არიან, თუმცა ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ. მამაკაცის ძლიერი ენერგეტიკა არის განმსაზღვრელი. თუკი ხასიათით ვერ შეეწყვნენ, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ვერ შედგება.

- შენ გაქვს კაცის მოხიბვლის ხერხები?

- თავად არ ვიწყებ საუბარს. შესაძლოა, ვიღაცამ იკითხოს, რატომ არაფერს ამბობსო. თუკი საინტერესო თემა წამოიჭრება, მერე ვიწყებ სრულიად გახსნილად ლაპარაკს. ამით გამომდის ხალხის მოხიბვლა. ალბათ, მოსწონთ, როგორიც სინამდვილეში ვარ და არასდროს ვთამაშობ.

- ქალი რომ პაემანზე არ ჭამს, ეს სტერეოტიპიც უცხოა შენთვის?

- სრულიად. ეს მოსწონთ ბიჭებს, რომ პაემანზე შემიძლია მწვადი შევუკვეთო და მივირთვა. ამას სულ აღნიშნავენ. თავხედი არ ვარ, მაგრამ არაფრის მერიდება. შემიძლია, ყველა თემაზე დაველაპარაკო ბიჭს. ისიც ხშირად უთქვამთ, რომ ვიზუალი უკან მხევს. ბევრი ადამიანი არ მოვა და არ გაგიცნობს, რადგან ეგონება, ლამაზი გოგოა და ვერაფერზე დაველაპარაკებიო. თავს არ ვიქებ, მაგრამ მომწონს საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება