საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გთხოვთ, გამირკვიოთ ყველა ასეთი ადამიანი" - პრემიერი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეებს დააჯილდოვებს
"გთხოვთ, გამირკვიოთ ყველა ასეთი ადამიანი" - პრემიერი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეებს დააჯილდოვებს

პრე­მი­ერ მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვით, მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, მაშ­ვე­ლე­ბი, სპორ­ტსმე­ნე­ბი და ყვე­ლა ის პირი, ვინც სტი­ქი­ის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლის შე­დე­გე­ბის აღ­მო­ფხვრა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, და­ჯილ­დოვ­დე­ბი­ან. ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სა­გან­გე­ბიო შტა­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ერ­მა კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბიც და­ა­სა­ხე­ლა და მათი დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერს და­ვით ნარ­მა­ნი­ას მო­უ­წო­და.

"24 წლის ახალ­გაზ­რდა კაცი გი­ორ­გი ლო­მი­ძე, სრუ­ლი­ად უფა­სოდ ატა­რებს მგზავ­რებს. ეს ახალ­გაზ­რდა კაცი 2 წე­ლია ტაქ­სის მძღო­ლად მუ­შა­ობს. რო­გორც ჩანს, არც საწ­ვავს ითხოვს. საწ­ვა­ვი მა­ინც მი­ე­ცით. ჩვენ ასე­თი კაცი უნდა და­ვა­ფა­სოთ. ეს გა­მორ­ჩე­უ­ლი კა­ცია. მე ვფიქ­რობ, რომ ჩვენ უნდა გა­მო­ვარ­ჩი­ოთ ასე­თი კაცი და ბა­ტო­ნო და­ვით კარ­გი სამ­სა­ხუ­რი უნდა მო­ვუ­ძებ­ნოთ.

ასე­ვე ვნა­ხე ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც საკ­ვებს უმ­ზა­დებ­და. გთხოვთ, გა­მირ­კვი­ოთ ყვე­ლა ასე­თი ადა­მი­ა­ნი და მინ­და მთავ­რო­ბის და მთე­ლი ქვეყ­ნის სა­ხე­ლით მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. ინი­ცი­ა­ტი­ვა მაქვს, წარ­ვად­გი­ნოთ ეს პი­რე­ბი შე­სა­ბა­მის ჯილ­დო­ზე", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა. პრე­მი­ერ­მა უპ­რე­ცე­დენ­ტო სო­ლი­და­რო­ბის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ქა­ლა­ქის მე­რის­გან მო­ხა­ლი­სე­ე­ბის კვე­ბის სა­კი­თხი­თაც და­ინ­ტე­რეს­და. "თვა­ლი მოვ­კა­რი, თით­ქოს მო­ხა­ლი­სე­ებს არ აქვთ კვე­ბა, სა­ჭი­როა ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­ვუ­კე­თოთ, რომ არც ერთი მო­ხა­ლი­სე არ იყოს კვე­ბის გა­რე­შე", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

თბი­ლი­სის მე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საკ­ვე­ბის არა­საკ­მა­რის ოდე­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო გა­ურ­კვევ­ლო­ბა, რად­გა­ნაც მო­ხა­ლი­სე­ე­ბი იყ­ვნენ თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და ასეთ დროს ვერ ახერ­ხებ­დნენ კვე­ბას. "მე რო­დე­საც მი­ვი­ღე ინ­ფორ­მა­ცია, მათ 15 წუთ­ში წყა­ლი ჰქონ­დათ და თით­ქმის ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მოგ­ვარ­და კვე­ბის პრობ­ლე­მა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"გთხოვთ, გამირკვიოთ ყველა ასეთი ადამიანი" - პრემიერი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეებს დააჯილდოვებს

"გთხოვთ, გამირკვიოთ ყველა ასეთი ადამიანი" - პრემიერი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეებს დააჯილდოვებს

პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი ინიციატივით, მოხალისეები, მაშველები, სპორტსმენები და ყველა ის პირი, ვინც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შედეგების აღმოფხვრაში მონაწილეობს, დაჯილდოვდებიან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებიო შტაბის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა კონკრეტული პირებიც დაასახელა და მათი დახმარების შესახებ თბილისის მერს დავით ნარმანიას მოუწოდა.

"24 წლის ახალგაზრდა კაცი გიორგი ლომიძე, სრულიად უფასოდ ატარებს მგზავრებს. ეს ახალგაზრდა კაცი 2 წელია ტაქსის მძღოლად მუშაობს. როგორც ჩანს, არც საწვავს ითხოვს. საწვავი მაინც მიეცით. ჩვენ ასეთი კაცი უნდა დავაფასოთ. ეს გამორჩეული კაცია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გამოვარჩიოთ ასეთი კაცი და ბატონო დავით კარგი სამსახური უნდა მოვუძებნოთ.

ასევე ვნახე ახალგაზრდა, რომელიც საკვებს უმზადებდა. გთხოვთ, გამირკვიოთ ყველა ასეთი ადამიანი და მინდა მთავრობის და მთელი ქვეყნის სახელით მადლობა გადავუხადო. ინიციატივა მაქვს, წარვადგინოთ ეს პირები შესაბამის ჯილდოზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერმა უპრეცედენტო სოლიდარობის გამო საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი ქალაქის მერისგან მოხალისეების კვების საკითხითაც დაინტერესდა. "თვალი მოვკარი, თითქოს მოხალისეებს არ აქვთ კვება, საჭიროა ორგანიზება გავუკეთოთ, რომ არც ერთი მოხალისე არ იყოს კვების გარეშე", - განაცხადა პრემიერმა.

თბილისის მერის ინფორმაციით, საკვების არასაკმარის ოდენობასთან დაკავშირებით იყო გაურკვევლობა, რადგანაც მოხალისეები იყვნენ თვითორგანიზებული და ასეთ დროს ვერ ახერხებდნენ კვებას. "მე როდესაც მივიღე ინფორმაცია, მათ 15 წუთში წყალი ჰქონდათ და თითქმის ერთი საათის განმავლობაში მოგვარდა კვების პრობლემა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია