მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერი კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
პრემიერი კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კაპ­რალ რა­მაზ და­ვი­თა­ი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს. პრე­მი­ე­რი რა­მაზ და­ვი­თა­ი­ას ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს სამ­ძი­მარს უცხა­დებს.

"დიდ მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამ კაპ­რალ რა­მაზ და­ვი­თა­ი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ის იცავ­და მშვი­დო­ბას მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტილ­ში - ავ­ღა­ნეთ­ში, სა­დაც 2012 წელს მძი­მედ და­იჭ­რა. ჩვე­ნი ექი­მე­ბი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იბ­რძოდ­ნენ მისი სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. უდი­დე­სი ძა­ლის­ხმე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ მო­ხერ­ხდა ნამ­დვი­ლი ჯა­რის­კა­ცი­სა და მა­მუ­ლიშ­ვი­ლის გა­დარ­ჩე­ნა. რა­მაზ და­ვი­თა­ი­ამ ჩვენს სამ­შობ­ლო­სა და მთელ მსოფ­ლი­ო­ში მშვი­დო­ბი­სათ­ვის გა­წი­რა თავი. მე ქედს ვიხ­რი მისი ხსოვ­ნის წი­ნა­შე. გულ­წრფელ სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ რა­მაზ და­ვი­თა­ი­ას ოჯახს, ახ­ლობ­ლებს. მი­გუ­ლეთ თქვენ გვერ­დით ამ გან­საც­დე­ლის ჟამს", - ნათ­ქვა­მია პრე­მი­ე­რის სამ­ძი­მარ­ში, რო­მე­ლიც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გავ­რცელ­და.

IშAF-ის მი­სი­ა­ში დაჭ­რი­ლი კაპ­რა­ლი რა­მაზ და­ვი­თა­ია გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში დღეს გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­მაზ და­ვი­თა­ია მე-2 ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 23-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, ავ­ღა­ნეთ­ში, ჰელ­მან­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში ას­რუ­ლებ­და მი­სი­ას. 2012 წლის 20 ივ­ნისს ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე პატ­რუ­ლი­რე­ბის დროს მძი­მედ და­იჭ­რა. რა­მაზ და­ვი­თა­ია თავ­და­პირ­ვე­ლად გერ­მა­ნი­ა­ში ჰა­ი­დელ­ბერ­გის ამე­რი­კულ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და, შემ­დგომ­ში კი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას "ნიუ ჰოს­პი­ტალ­ში" და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში გა­დი­ო­და. მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მუ­შა­ო­ბა აშშ-ის მთავ­რო­ბას­თან და სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ელ­ჩოს­თან ერ­თად კაპ­რალ და­ვი­თა­ი­ას ამე­რი­კა­ში სამ­კურ­ნა­ლოდ შე­საძ­ლო გა­დაყ­ვა­ნა­ზე.

რა­მაზ და­ვი­თა­ია შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში 2007 წლის 26 ივ­ნი­სი­დან ირი­ცხე­ბო­და. და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ვახ­ტანგ გორ­გას­ლის III ხა­რის­ხის ორ­დე­ნით, მედ­ლით "სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის" და უწყებ­რი­ვი მედ­ლით "საბ­რძო­ლო ია­რი­სათ­ვის".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პრემიერი კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პრემიერი კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრემიერი რამაზ დავითაიას ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო. ის იცავდა მშვიდობას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში - ავღანეთში, სადაც 2012 წელს მძიმედ დაიჭრა. ჩვენი ექიმები დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ნამდვილი ჯარისკაცისა და მამულიშვილის გადარჩენა. რამაზ დავითაიამ ჩვენს სამშობლოსა და მთელ მსოფლიოში მშვიდობისათვის გაწირა თავი. მე ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ რამაზ დავითაიას ოჯახს, ახლობლებს. მიგულეთ თქვენ გვერდით ამ განსაცდელის ჟამს", - ნათქვამია პრემიერის სამძიმარში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

IშAF-ის მისიაში დაჭრილი კაპრალი რამაზ დავითაია გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს გარდაიცვალა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რამაზ დავითაია მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდა მისიას. 2012 წლის 20 ივნისს ქართველი სამხედრო მოსამსახურე პატრულირების დროს მძიმედ დაიჭრა. რამაზ დავითაია თავდაპირველად გერმანიაში ჰაიდელბერგის ამერიკულ კლინიკაში მკურნალობდა, შემდგომში კი რეაბილიტაციას "ნიუ ჰოსპიტალში" და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა. მიმდინარეობდა მუშაობა აშშ-ის მთავრობასთან და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად კაპრალ დავითაიას ამერიკაში სამკურნალოდ შესაძლო გადაყვანაზე.

რამაზ დავითაია შეიარაღებულ ძალებში 2007 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის" და უწყებრივი მედლით "საბრძოლო იარისათვის".

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."