მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
35 წლის შემდეგაც "სიყვარული ყველას უნდა"
35 წლის შემდეგაც "სიყვარული ყველას უნდა"

"სად ჰქონ­და ამ­დე­ნი ძალა ბერ­ტას, არ ვიცი. მარ­ტო ამ ტრი­უ­კის­თვის ეკუთ­ვნო­და ჰო­ნო­რა­რი"

"რა­ღა­ცე­ბი არ მოს­წონ­დათ კა­ხე­ლებს, ფი­რებს აგო­რებ­დნენ ქუ­ჩებ­ში, ლენ­ტებს წვავ­დნენ, მაგ­რამ დღეს ყვე­ლას უყ­ვარს ეს ფილ­მი"

მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლი­სა (უმ­ცრო­სი) და გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას ფილ­მი "სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა" 1980 წელს გა­მო­ვი­და ეკ­რა­ნებ­ზე. მას შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლი გა­ვი­და, თუმ­ცა, ამ­დე­ნი წლის მე­რეც ზე­პი­რად იცის მა­ყუ­რე­ბელ­მა მისი ფრა­ზე­ბი: "ბურ­ნუთ, რა­დი­ო­ზე და­ი­ყე­ნე თმე­ბი?", "უხე­ში, უზ­რდე­ლი, თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი", "გიყ­ვარს? ვინა, ბიჭო, ისა? მაშ, მტყუ­ანს!", "სი­ჩუ­მე­ზე გი­ცან", "მე ვიცი და ჩემ­მა გუ­მან­მა", "შენ არ იცი, რა ტკბი­ლია თბი­ლი კერა, თბი­ლი ლო­გი­ნი", "კაცი ნა­წუწნ კან­ფეტს და­ამ­სგავ­სა, თვი­თონ კი­დევ ქე­და­ნი­ვით გვი­ყუ­რებს", "ნეტა ვი­ცო­დე, რა შენი დიპ­ლი­პი­ტო თა­ვის საქ­მეა!", "იგრე ხართ, რო­გორც ყვე­ლი და პური", "რატო პატ­რო­ნი არ მო­ვუ­კალ, რატო მე­ო­თხე­დაც არ გავ­თხოვ­დი"... რო­მე­ლი ერთი ჩა­მოვ­თვა­ლოთ.

რე­ჟი­სო­რი მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლი იხ­სე­ნებს­ ამ ფილმზე მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდს. პა­რა­ლე­ლუ­რად კი შე­ვი­ტყობთ, რო­გორ გაგ­რძელ­და მისი პერ­სო­ნა­ჟე­ბის ცხოვ­რე­ბა.

მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლი: - ერთ დღეს რეზო ჩხე­ი­ძემ და­მი­ბა­რა და მი­თხრა, მი­ში­კო, შენ გიყ­ვარს კა­ხე­თიო და წა­სა­კი­თხად ლე­ი­ლა ბე­როშ­ვი­ლის სცე­ნა­რი გად­მომ­ცა. რომ წა­ვი­კი­თხე, არაფ­რის შეც­ვლა არ იყო სა­ჭი­რო. ისე­თი ხა­სი­ა­თე­ბი, ფრა­ზე­ბი, ეპი­ზო­დე­ბი­ და მთლი­ა­ნო­ბა­ში იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო იყო ეს სცე­ნა­რი, რომ მხო­ლოდ გა­და­ღე­ბა სჭირ­დე­ბო­და. ფილ­მს თა­ვი­დან ერ­ქვა "ჩემი კა­ხე­თი­ და ჩემი კა­ხე­ლე­ბი", მერე - "გო­გო­ნა სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნით", ბო­ლოს კი "სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა""და­ვარ­ქვით.

ამ ფილმში ისე­თი მსა­ხი­ო­ბე­ბი თა­მაშ­ობენ, რომ ძნე­ლია, სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო მათი და­ხა­სი­ა­თე­ბა. გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი მე რო­გორ და­ვა­ხა­სი­ა­თო, ან კახი, ან ბერ­ტა ხა­ფა­ვა, რო­მელ­მაც კო­ლას მე­უღ­ლე­ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ითა­მა­შა. არა­ნაკ­ლე­ბი ნი­ჭი­ე­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ მა­შინ ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რდე­ბი: ლა­უ­რა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი, და­რე­ჯან ხა­ჩი­ძე, ვახო ფან­ჩუ­ლი­ძე, ტრის­ტან სა­რა­ლი­ძე, ამი­რან ამი­რა­ნაშ­ვი­ლი...

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

35 წლის შემდეგაც "სიყვარული ყველას უნდა"

35 წლის შემდეგაც "სიყვარული ყველას უნდა"

"სად ჰქონდა ამდენი ძალა ბერტას, არ ვიცი. მარტო ამ ტრიუკისთვის ეკუთვნოდა ჰონორარი"

"რაღაცები არ მოსწონდათ კახელებს, ფირებს აგორებდნენ ქუჩებში, ლენტებს წვავდნენ, მაგრამ დღეს ყველას უყვარს ეს ფილმი"

მიხეილ ჭიაურელისა (უმცროსი) და გიორგი შენგელაიას ფილმი "სიყვარული ყველას უნდა" 1980 წელს გამოვიდა ეკრანებზე. მას შემდეგ რამდენიმე ათწლეული გავიდა, თუმცა, ამდენი წლის მერეც ზეპირად იცის მაყურებელმა მისი ფრაზები: "ბურნუთ, რადიოზე დაიყენე თმები?", "უხეში, უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი", "გიყვარს? ვინა, ბიჭო, ისა? მაშ, მტყუანს!", "სიჩუმეზე გიცან", "მე ვიცი და ჩემმა გუმანმა", "შენ არ იცი, რა ტკბილია თბილი კერა, თბილი ლოგინი", "კაცი ნაწუწნ კანფეტს დაამსგავსა, თვითონ კიდევ ქედანივით გვიყურებს", "ნეტა ვიცოდე, რა შენი დიპლიპიტო თავის საქმეა!", "იგრე ხართ, როგორც ყველი და პური", "რატო პატრონი არ მოვუკალ, რატო მეოთხედაც არ გავთხოვდი"... რომელი ერთი ჩამოვთვალოთ.

რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი იხსენებს­ ამ ფილმზე მუშაობის პერიოდს. პარალელურად კი შევიტყობთ, როგორ გაგრძელდა მისი პერსონაჟების ცხოვრება.

მიხეილ ჭიაურელი: - ერთ დღეს რეზო ჩხეიძემ დამიბარა და მითხრა, მიშიკო, შენ გიყვარს კახეთიო და წასაკითხად ლეილა ბეროშვილის სცენარი გადმომცა. რომ წავიკითხე, არაფრის შეცვლა არ იყო საჭირო. ისეთი ხასიათები, ფრაზები, ეპიზოდები­ და მთლიანობაში იმდენად საინტერესო იყო ეს სცენარი, რომ მხოლოდ გადაღება სჭირდებოდა. ფილმს თავიდან ერქვა "ჩემი კახეთი­ და ჩემი კახელები", მერე - "გოგონა საკერავი მანქანით", ბოლოს კი "სიყვარული ყველას უნდა""დავარქვით.

ამ ფილმში ისეთი მსახიობები თამაშ­ობენ, რომ ძნელია, საკუთარ თავზე აიღო მათი დახასიათება. გივი ბერიკაშვილი მე როგორ დავახასიათო, ან კახი, ან ბერტა ხაფავა, რომელმაც კოლას მეუღლე­ არაჩვეულებრივად ითამაშა. არანაკლები ნიჭიერებით გამოირჩეოდნენ მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდები: ლაურა რეხვიაშვილი, დარეჯან ხაჩიძე, ვახო ფანჩულიძე, ტრისტან სარალიძე, ამირან ამირანაშვილი...

იხილეთ გაგრძელება

"ფეისბუქზე" ჰყავთ გაცნობილი ბიჭები და მათთან შესახვედრად მოდიოდნენ" - კახეთში დაკარგული დების ბაბუა პოლიციას რეაგირებისთვის მადლობას უხდის

გოგონა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 1000 კაციან მუსიკალურ ივენთს ესწრებოდა - რას ამბობს კუს ტბაზე მდებარე ღია კლუბის მენეჯერი

ძლიერი წვიმა თბილისში - დატბორილია რამდენიმე ქუჩა (ფოტოები)