პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნათლიის მოვალეობები - რა უნდა იცოდეს ყველა ქრისტიანმა ნათლობის შესახებ
ნათლიის მოვალეობები - რა უნდა იცოდეს ყველა ქრისტიანმა ნათლობის შესახებ

"მარ­თლმა­დი­დებ­ლურ კა­ტე­ხიზ­მო­ში" ნათ­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლო­ზე წე­რია: "ნათ­ლო­ბა - სა­ი­დუმ­ლო­ე­ბაა, რომ­ლის დრო­საც სამ­ჯერ წყალ­ში შთაფვ­ლით და წმინ­და სა­მე­ბის, მამა ღმერ­თის, ძის და სუ­ლიწ­მინ­დის მოწ­ვე­ვით მორ­წმუ­ნე კვდე­ბა ხორ­ცი­ე­ლი, ცოდ­ვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის­თვის და სუ­ლიწ­მინ­დის მიერ ხე­ლახ­ლა იშ­ვე­ბა სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში, რად­გან ნათ­ლო­ბა სუ­ლი­ე­რი შო­ბაა და ადა­მი­ა­ნი ერთხელ იბა­დე­ბა, ამი­ტომ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა არ მე­ორ­დე­ბა". რის გამო, არც ნათ­ლუ­ლის შეც­ვლა შე­იძ­ლე­ბა და არც ნათ­ლი­ი­სა.

ნათ­ლი­ას ნათ­ლუ­ლის წი­ნა­შე ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აკის­რია, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბა ყვე­ლა მორ­წმუ­ნე­სათ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლია. ხში­რად ისეც ხდე­ბა, რომ ნათ­ლუ­ლი ნათ­ლი­ას იშ­ვი­ა­თად ნა­ხუ­ლობს, ან სა­ერ­თოდ ვერ ნა­ხუ­ლობს და ნათ­ლუ­ლის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სრუ­ლი­ად იხ­სნის. AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს ნათ­ლი­ას ნათ­ლულ­ლის წი­ნა­შე და რამ­დე­ნად სა­ვალ­დე­ბუ­ლოა მისი შეს­რუ­ლე­ბა.

ნათ­ლი­ის უმ­თავ­რე­სი მო­ვა­ლე­ო­ბა ნათ­ლუ­ლის სუ­ლი­ე­რი აღ­ზრდა, მისი ქრის­ტი­ა­ნუ­ლად გან­სწავ­ლა, მარ­თლმა­დი­დებ­ლურ სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ში გან­მტკი­ცე­ბაა. მან უნდა ას­წავ­ლოს ნათ­ლულს ყვე­ლა­ფე­რი, რაც სუ­ლი­ერ, ქრის­ტი­ა­ნულ ცხოვ­რე­ბას ეხე­ბა: ლოც­ვა, მარ­ხვის დაც­ვა, წირ­ვა-ლოც­ვა­ზე დას­წრე­ბა. და­ეხ­მა­როს სუ­ლი­ე­რი მო­ძღვრის არ­ჩე­ვა­ში. სუ­ლი­ე­რი მო­ძღვრის ლოც­ვა-კურ­თხე­ვი­თა და მისი რჩე­ვა-მი­თი­თე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ესა­უბ­როს მათ მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე.

ე.ი. ნათ­ლია სუ­ლი­ე­რი მშო­ბე­ლი ხდე­ბა, რო­მელ­მაც თვალ­ყუ­რი უნდა ადევ­ნოს ნათ­ლუ­ლის სარ­წმუ­ნო­ებ­რივ სვლას და სა­ეხ­მა­როს სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის სწო­რად წარ­მარ­თვა­ში. მას ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა უფ­ლის­გან და პა­სუხს აგებს ღვთის წი­ნა­შე.

ნათ­ლია წი­ნამ­ძღო­ლობს ბავ­შვის ცხოვ­რე­ბას, ის ნათ­ლულს არ­სო­ბის პუ­რის პა­ტი­ოს­ნად მო­პო­ვე­ბა­ში უნდა და­ეხ­მა­როს, რათა მან არ და­ი­ვი­წყოს ღა­რი­ბე­ბი, სუს­ტე­ბი და უძ­ლუ­რე­ბი. თა­ვი­სი სათ­ნო ცხოვ­რე­ბით მა­გა­ლითს უნდა აძ­ლევ­დეს ნათ­ლულს, რო­გორ იცხოვ­როს და იშ­რო­მოს ქრის­ტი­ან­მა. ნათ­ლია უნდა ზრუ­ნავ­დეს, რომ ნათ­ლუ­ლი არ აც­დუ­ნონ ცუდ­მა მე­გობ­რებ­მა და მრუ­დე გზა­ზე არ და­ა­ყე­ნონ...

ხში­რად ნათ­ლი­ად მა­ტე­რი­ა­ლუ­რად შეძ­ლე­ბულ ადა­მი­ანს ეძე­ბენ, რაც ვერ­ცხლის­მოყ­ვა­რე­ო­ბის ცოდ­ვა­დაც კი გვეთ­ვლე­ბა. ნათ­ლია უნდა იყოს პირ­ველ რიგ­ში, სუ­ლით მდი­და­რი პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც სუ­ლის გა­დარ­ჩე­ნა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

ეკ­ლე­სი­ის­თვის ასე­ვე მი­უ­ღე­ბე­ლია სხვა ყო­ფი­თი უპი­რა­ტე­სო­ბი­თა თუ მი­წი­ე­რი მი­ზე­ზე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ნათ­ლი­ის შერ­ჩე­ვა, თუმ­ცა წლე­ბის მან­ძილ­ზე რე­ლი­გი­უ­რი რწმე­ნის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფამ ჩვენ­ში მრა­ვა­ლი არა­ეკ­ლე­სი­უ­რი წე­სი­სა და ტრა­დი­ცი­ის დამ­კვიდ­რე­ბას შე­უ­წყო ხელი. იმ პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ მხო­ლოდ გად­მო­ცე­მით იცო­და ნათ­ლო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, რის გა­მოც, ის ერ­თგვარ მო­ვა­ლე­ო­ბა­დაც კი მი­აჩ­ნდა და ცხა­დია, მხო­ლოდ მო­ვა­ლე­ო­ბის მოხ­დის მიზ­ნით ინათ­ლე­ბო­და, მის სუ­ლი­ერ მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე კი წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­და.

ამის კვა­ლო­ბა­ზე, არც ნათ­ლი­ას ირ­ჩევ­დნენ სუ­ლი­ე­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. მისი შერ­ჩე­ვი­სას ყუ­რა­დღე­ბას ადა­მი­ა­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას თუ სხვა მი­წი­ერ მი­ზე­ზებს აქ­ცევ­დნენ, რაც ერ­თგვარ ტრა­დი­ცი­ა­დაც კი იქცა.

აქვე ისიც უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ მხრივ დღეს­დღე­ო­ბით გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა, რად­გან მრევ­ლი ცდი­ლობს, სუ­ლი­ე­რი სა­კი­თხე­ბი ეკ­ლე­სი­უ­რი წე­სე­ბის დაც­ვით შე­ას­რუ­ლოს.

AMEBEBI.GE

ნათლიის მოვალეობები - რა უნდა იცოდეს ყველა ქრისტიანმა ნათლობის შესახებ

ნათლიის მოვალეობები - რა უნდა იცოდეს ყველა ქრისტიანმა ნათლობის შესახებ

"მართლმადიდებლურ კატეხიზმოში" ნათლობის საიდუმლოზე წერია: "ნათლობა - საიდუმლოებაა, რომლის დროსაც სამჯერ წყალში შთაფვლით და წმინდა სამების, მამა ღმერთის, ძის და სულიწმინდის მოწვევით მორწმუნე კვდება ხორციელი, ცოდვიანი ცხოვრებისთვის და სულიწმინდის მიერ ხელახლა იშვება სულიერ ცხოვრებაში, რადგან ნათლობა სულიერი შობაა და ადამიანი ერთხელ იბადება, ამიტომ საიდუმლოება არ მეორდება". რის გამო, არც ნათლულის შეცვლა შეიძლება და არც ნათლიისა.

ნათლიას ნათლულის წინაშე ვალდებულებები აკისრია, რომლის შესრულება ყველა მორწმუნესათვის სავალდებულია. ხშირად ისეც ხდება, რომ ნათლული ნათლიას იშვიათად ნახულობს, ან საერთოდ ვერ ნახულობს და ნათლულის წინაშე პასუხისმგებლობას სრულიად იხსნის. AMBEBI.GE დაინტერესდა, რა ვალდებულებები აქვს ნათლიას ნათლულლის წინაშე და რამდენად სავალდებულოა მისი შესრულება.

ნათლიის უმთავრესი მოვალეობა ნათლულის სულიერი აღზრდა, მისი ქრისტიანულად განსწავლა, მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში განმტკიცებაა. მან უნდა ასწავლოს ნათლულს ყველაფერი, რაც სულიერ, ქრისტიანულ ცხოვრებას ეხება: ლოცვა, მარხვის დაცვა, წირვა-ლოცვაზე დასწრება. დაეხმაროს სულიერი მოძღვრის არჩევაში. სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევითა და მისი რჩევა-მითითებების გათვალისწინებით ესაუბროს მათ მნიშვნელობაზე.

ე.ი. ნათლია სულიერი მშობელი ხდება, რომელმაც თვალყური უნდა ადევნოს ნათლულის სარწმუნოებრივ სვლას და საეხმაროს სარწმუნოებრივი ცხოვრების სწორად წარმართვაში. მას ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება უფლისგან და პასუხს აგებს ღვთის წინაშე.

ნათლია წინამძღოლობს ბავშვის ცხოვრებას, ის ნათლულს არსობის პურის პატიოსნად მოპოვებაში უნდა დაეხმაროს, რათა მან არ დაივიწყოს ღარიბები, სუსტები და უძლურები. თავისი სათნო ცხოვრებით მაგალითს უნდა აძლევდეს ნათლულს, როგორ იცხოვროს და იშრომოს ქრისტიანმა. ნათლია უნდა ზრუნავდეს, რომ ნათლული არ აცდუნონ ცუდმა მეგობრებმა და მრუდე გზაზე არ დააყენონ...

ხშირად ნათლიად მატერიალურად შეძლებულ ადამიანს ეძებენ, რაც ვერცხლისმოყვარეობის ცოდვადაც კი გვეთვლება. ნათლია უნდა იყოს პირველ რიგში, სულით მდიდარი პიროვნება, რომელიც სულის გადარჩენაში დაგვეხმარება.

ეკლესიისთვის ასევე მიუღებელია სხვა ყოფითი უპირატესობითა თუ მიწიერი მიზეზების გათვალისწინებით ნათლიის შერჩევა, თუმცა წლების მანძილზე რელიგიური რწმენის უგულებელყოფამ ჩვენში მრავალი არაეკლესიური წესისა და ტრადიციის დამკვიდრებას შეუწყო ხელი. იმ პერიოდში ადამიანთა უმრავლესობამ მხოლოდ გადმოცემით იცოდა ნათლობის აუცილებლობის შესახებ, რის გამოც, ის ერთგვარ მოვალეობადაც კი მიაჩნდა და ცხადია, მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ინათლებოდა, მის სულიერ მნიშვნელობაზე კი წარმოდგენაც არ ჰქონდა.

ამის კვალობაზე, არც ნათლიას ირჩევდნენ სულიერების გათვალისწინებით. მისი შერჩევისას ყურადღებას ადამიანის საზოგადოებრივ და მატერიალურ მდგომარეობას თუ სხვა მიწიერ მიზეზებს აქცევდნენ, რაც ერთგვარ ტრადიციადაც კი იქცა.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ დღესდღეობით გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, რადგან მრევლი ცდილობს, სულიერი საკითხები ეკლესიური წესების დაცვით შეასრულოს.

AMEBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია