პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იყო პირველი ქართული რეკლამები
როგორი იყო პირველი ქართული რეკლამები

21-ე სა­უ­კუ­ნის ადა­მი­ანს რეკ­ლა­მა ყველ­გან თანს სდევს. ჩვენ გა­მუდ­მე­ბით რეკ­ლა­მის სამ­ყა­რო­ში ვიმ­ყო­ფე­ბით. რო­გორც მარ­კე­ტე­რე­ბი და პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, დღეს კარ­გი რეკ­ლა­მით შორს "გაფ­რინ­დე­ბი". ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ ნა­ხე­ვარ საქ­მეს კარ­გად შე­ფუ­თუ­ლი და მომ­ხა­რებ­ლამ­დე ეფექ­ტუ­რად მი­ტა­ნი­ლი რეკ­ლა­მა აკე­თებს.

რეკ­ლა­მას, ისე­ვე რო­გორც სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მოვ­ლე­ნებს, თა­ვი­სი და­ბა­დე­ბის და გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რია აქვს. თვი­თონ სი­ტყვა ლა­თი­ნუ­რი წარ­მო­შო­ბი­საა და "ყვი­რილს" ნიშ­ნავს (ლათ. reclamo – "წა­მო­ვიყ­ვი­რებ") . რაც შე­ე­ხე­ბა მის ში­ნა­არს, ის არის ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი მე­თო­დით, ფორ­მი­თა და ხერ­ხით.

რო­გო­რი იყო პირ­ვე­ლი რეკ­ლა­მე­ბი, სად და რო­დის და­ი­წყო მისი გან­ვი­თა­რე­ბა? - რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რეკ­ლა­მა არც XX და არც XXI სა­უ­კუ­ნის "მო­ნა­პო­ვა­რი" არ არის. ჯერ კი­დევ ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე უძ­ვე­ლეს ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ებ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ას სხვა­დას­ხვა ხერ­ხით ავ­რცე­ლებ­დნენ. II-III სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ძველ სა­ბერ­ძნეთ­სა და რომ­ში სა­ვაჭ­რო გან­ცხა­დე­ბებს ხის და­ფებ­ზე, სპი­ლენ­ძის ფირ­ფი­ტებ­სა და ძვლებ­ზე წერ­დნენ და თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლას აკ­რავ­დნენ. გარ­და ამი­სა, და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი შეკ­რე­ბის ად­გი­ლებ­ში ხმა­მაღ­ლა კი­თხუ­ლობ­დნენ სა­ვაჭ­რო თუ სხვა სა­ხის გან­ცხა­დე­ბებს.

ძველ რომ­ში, ქუ­ჩებ­სა და მო­ედ­ნებ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად აშე­ნებ­დნენ კი­რით შე­თეთ­რე­ბულ კედ­ლებს, რომ­ლე­ბიც და­ყო­ფი­ლი იყო კვად­რა­ტე­ბად. ამ კვად­რა­ტებ­ში ვაჭ­რე­ბი და მე­ვახ­შე­ე­ბი ნახ­ში­რი­თა და წი­თე­ლი სა­ღე­ბა­ვით ათავ­სებ­დნენ შე­სა­ბა­მის გან­ცხა­დე­ბებს. ასე­ვე არ­სე­ბობ­და მყვი­რა­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი ე.წ. "პრო­კო", რომ­ლე­ბიც ხმა­მაღ­ლა აც­ნობ­დნენ ხალ­ხს ამა თუ იმ სა­ქონ­ლის, მოვ­ლე­ნის ან სა­ნა­ხა­ო­ბის შე­სა­ხებ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ინ­გლის­სა და საფ­რან­გეთ­ში ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ქრებ­ში გა­ერ­თი­ან­დნენ.

ნამ­დვი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე რეკ­ლა­მის წარ­მო­შო­ბას XV-XVI სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ვე­ნე­ცი­ელ გა­მომ­ცე­მელს-მა­ნუ­ცის მი­ა­წე­რენ. ვე­ნე­ცი­ელ­მა წიგ­ნის გამ­ყიდ­ველ­მა ა. მა­ნუ­ციმ მომ­ხმა­რებ­ლის მი­ზიდ­ვის მიზ­ნით, წიგ­ნე­ბის სა­თა­უ­რე­ბის ქა­ღალ­დის ცალ­კე ფურ­ცლებ­ზე ბეჭდ­ვა და თა­ვი­სი მა­ღა­ზი­ის წინ ვიტ­რი­ნებ­ში გა­მო­ფე­ნა და­ი­წყო.

გაგ­რძე­ლე­ბა

როგორი იყო პირველი ქართული რეკლამები

როგორი იყო პირველი ქართული რეკლამები

21-ე საუკუნის ადამიანს რეკლამა ყველგან თანს სდევს. ჩვენ გამუდმებით რეკლამის სამყაროში ვიმყოფებით. როგორც მარკეტერები და პიარის სპეციალისტები ამბობენ, დღეს კარგი რეკლამით შორს "გაფრინდები". ისინი ფიქრობენ, რომ ნახევარ საქმეს კარგად შეფუთული და მომხარებლამდე ეფექტურად მიტანილი რეკლამა აკეთებს.

რეკლამას, ისევე როგორც სხვა საზოგადოებრივ მოვლენებს, თავისი დაბადების და განვითარების ისტორია აქვს. თვითონ სიტყვა ლათინური წარმოშობისაა და "ყვირილს" ნიშნავს (ლათ. reclamo – "წამოვიყვირებ") . რაც შეეხება მის შინაარს, ის არის ინფორმაცია გავრცელებული ნებისმიერი მეთოდით, ფორმითა და ხერხით.

როგორი იყო პირველი რეკლამები, სად და როდის დაიწყო მისი განვითარება? - როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რეკლამა არც XX და არც XXI საუკუნის "მონაპოვარი" არ არის. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე უძველეს ცივილიზაციებში ინფორმაციას სხვადასხვა ხერხით ავრცელებდნენ. II-III საუკუნეების ძველ საბერძნეთსა და რომში სავაჭრო განცხადებებს ხის დაფებზე, სპილენძის ფირფიტებსა და ძვლებზე წერდნენ და თვალსაჩინო ადგილას აკრავდნენ. გარდა ამისა, დაქირავებული ადამიანები საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში ხმამაღლა კითხულობდნენ სავაჭრო თუ სხვა სახის განცხადებებს.

ძველ რომში, ქუჩებსა და მოედნებზე სპეციალურად აშენებდნენ კირით შეთეთრებულ კედლებს, რომლებიც დაყოფილი იყო კვადრატებად. ამ კვადრატებში ვაჭრები და მევახშეები ნახშირითა და წითელი საღებავით ათავსებდნენ შესაბამის განცხადებებს. ასევე არსებობდა მყვირალების ინსტიტუტი ე.წ. "პროკო", რომლებიც ხმამაღლა აცნობდნენ ხალხს ამა თუ იმ საქონლის, მოვლენის ან სანახაობის შესახებ. მოგვიანებით ინგლისსა და საფრანგეთში ეს ადამიანები ამქრებში გაერთიანდნენ.

ნამდვილი თანამედროვე რეკლამის წარმოშობას XV-XVI საუკუნეებში ვენეციელ გამომცემელს-მანუცის მიაწერენ. ვენეციელმა წიგნის გამყიდველმა ა. მანუციმ მომხმარებლის მიზიდვის მიზნით, წიგნების სათაურების ქაღალდის ცალკე ფურცლებზე ბეჭდვა და თავისი მაღაზიის წინ ვიტრინებში გამოფენა დაიწყო.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია