მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქსტატი: ავტომობილების ექსპორტი შემცირდა
საქსტატი: ავტომობილების ექსპორტი შემცირდა

ბოლო წლებ­ში პირ­ვე­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ექ­სპორ­ტო კა­ლა­თის ლი­დე­რი შე­იც­ვა­ლა

მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ექ­სპორ­ტი პო­ზი­ცი­ას თმობს. სა­ექ­სპორ­ტო თვალ­საზ­რი­სით ამ ჯგუფ­მა პირ­ვე­ლი­დან მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა. დი­დია ალ­ბა­თო­ბა, რომ წლის მე­ო­რე კვარ­ტალ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი სა­ექ­სპორ­ტო სა­მე­უ­ლი­და­ნაც კი ამო­ვარ­დეს.

ბოლო წლებ­ში პირ­ვე­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ექ­სპორ­ტო კა­ლა­თის ლი­დე­რი შე­იც­ვა­ლა. საქსტა­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2015 წლის იან­ვარ-აპ­რილ­ში, სა­სა­ქონ­ლო ჯგუ­ფე­ბი­დან, სა­ექ­სპორ­ტო ათე­ულ­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი სპი­ლენ­ძის მა­დან­მა და კონ­ცენ­ტრა­ტებ­მა და­ი­კა­ვა. 4 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, ექ­სპოტ­ზე 86 მლნ აშშ დო­ლა­რის სპი­ლენ­ძის მა­და­ნი გა­ვი­და და ამ მაჩ­ვე­ნე­ბე­ლით პირ­ველ ად­გილ­ზეა. სპი­ლენძს მთელ ექ­სპორ­ტში 12% უჭი­რავს. ბოლო წლე­ბის რე­ი­ტინ­გით მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ექ­სპორ­ტი მე­ო­რე პო­ზი­ცი­ა­ზე ჩა­მოქ­ვე­ით­და. 4 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, ექ­სპორტზე 73 ლნ აშშ დო­ლა­რის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­ვი­და, ანუ 2,6-ჯერ ნაკ­ლე­ბი, ვიდ­რე 2014 წლის ამა­ვე პე­რი­ოდ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის წილი ექ­სპორ­ტში 21%-დან 11%-მდეა შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

მე­სა­მე ად­გილ­ზეა ფე­რო­შე­ნად­ნო­ბე­ბი, 73 მი­ლი­ო­ნით და მთლი­ა­ნი ექ­სპორ­ტის 105%-ით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მკვეთ­რად, თით­ქმის 2,5-ჯერ გა­ი­ზარ­და თხი­ლი­სა და კაკ­ლის ექ­სპორ­ტი. იან­ვარ-აპ­რილ­ში უცხო­ე­თის ბაზ­რებ­ზე 62 მლნ აშშ დო­ლა­რის პრო­დუქ­ცია გა­ვი­და. სა­ექ­სპორ­ტო კა­ლა­თის ხუ­თე­ულ­ში შე­დის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა ექ­სპორ­ტი 22,4 მი­ლი­ო­ნი­დან 39 მი­ლი­ო­ნამ­დეა მო­მა­ტე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მთლი­ან ექ­სპორ­ტს, აქ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით მკვეთ­რი შემ­ცი­რე­ბაა. წლის პირ­ველ ოთხ თვე­ში მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში 89 მლნ 620 ათა­სი დო­ლა­რის პრო­დუქ­ცია გა­ვი­და, რო­დე­საც შარ­შან­დელ ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­ში 188 მლნ 450 ათა­სი დო­ლა­რი იყო. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­თან ექ­სპორ­ტი ყვე­ლა­ზე მე­ტად მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­მო­ი­სო­ბით შემ­ცირ­და. ამის მი­ზე­ზი გახ­და "ევრო 4"-ის სტან­დარტზე და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვა, რო­მე­ლიც 2014 წლის 15 აგ­ვის­ტო­დან ამოქ­მედ­და.

გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­ში აზერ­ბა­ი­ჯან­ში 97 694 დო­ლა­რის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ექ­სპორ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და, მიმ­დი­ნა­რე წელს კი - 32 804-ის. ამ ყვე­ლა­ფერს და­ე­მა­ტა ისიც, რომ იან­ვარ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პარ­ლა­მენ­ტმა და­ამ­ტკი­ცა სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სის ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში იმ­პორ­ტი­რე­ბულ მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე, იახ­ტებ­სა და სხვა მცუ­რავ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თის გაზ­რდას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თი ძრა­ვის მო­ცუ­ლო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. 2000 კბ/სმ-მდე მო­ცუ­ლო­ბის ძრა­ვის მქო­ნე მან­ქა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ესაა 0,2 მა­ნა­თი თი­თო­ე­ულ კბ/სმ-ზე. უფრო მეტი მო­ცუ­ლო­ბის ძრა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი გა­და­სა­ხა­დი სხვაგ­ვა­რად და­ი­ან­გა­რი­შე­ბა. ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ექ­სპორტზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებს პო­ზი­ცი­ის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად "თა­მა­შის წე­სე­ბის" შეც­ვლა უწევთ. ისი­ნი იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან, მთლი­ა­ნად შიდა ბა­ზარს ჩა­მო­ე­კი­დონ. ამ დროს სა­ქარ­თვე­ლო­შიც გა­ჭირ­და მან­ქა­ნე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა. ეს პრო­ცე­სი გან­სა­კუთ­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა მცი­რე ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­თა ნა­წი­ლი საქ­მი­ა­ნო­ბას ჩა­მო­შორ­და კი­დეც.

საქსტატი: ავტომობილების ექსპორტი შემცირდა

საქსტატი: ავტომობილების ექსპორტი შემცირდა

ბოლო წლებში პირველად, საქართველოს საექსპორტო კალათის ლიდერი შეიცვალა

მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი პოზიციას თმობს. საექსპორტო თვალსაზრისით ამ ჯგუფმა პირველიდან მეორე ადგილზე გადაინაცვლა. დიდია ალბათობა, რომ წლის მეორე კვარტალში ავტომობილები საექსპორტო სამეულიდანაც კი ამოვარდეს.

ბოლო წლებში პირველად, საქართველოს საექსპორტო კალათის ლიდერი შეიცვალა. საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-აპრილში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადანმა და კონცენტრატებმა დაიკავა. 4 თვის მონაცემებით, ექსპოტზე 86 მლნ აშშ დოლარის სპილენძის მადანი გავიდა და ამ მაჩვენებელით პირველ ადგილზეა. სპილენძს მთელ ექსპორტში 12% უჭირავს. ბოლო წლების რეიტინგით მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი მეორე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. 4 თვის მონაცემებით, ექსპორტზე 73 ლნ აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები გავიდა, ანუ 2,6-ჯერ ნაკლები, ვიდრე 2014 წლის ამავე პერიოდში. შესაბამისად, მსუბუქი ავტომობილების წილი ექსპორტში 21%-დან 11%-მდეა შემცირებული.

მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, 73 მილიონით და მთლიანი ექსპორტის 105%-ით. აღსანიშნავია, რომ მკვეთრად, თითქმის 2,5-ჯერ გაიზარდა თხილისა და კაკლის ექსპორტი. იანვარ-აპრილში უცხოეთის ბაზრებზე 62 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა. საექსპორტო კალათის ხუთეულში შედის სამკურნალო საშუალებები, რომელთა ექსპორტი 22,4 მილიონიდან 39 მილიონამდეა მომატებული.

რაც შეეხება მთლიან ექსპორტს, აქ აზერბაიჯანის მიმართულებით მკვეთრი შემცირებაა. წლის პირველ ოთხ თვეში მეზობელ ქვეყანაში 89 მლნ 620 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა, როდესაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდში 188 მლნ 450 ათასი დოლარი იყო. საგულისხმოა, რომ აზერბაიჯანთან ექსპორტი ყველაზე მეტად მსუბუქი ავტომობილების გამოისობით შემცირდა. ამის მიზეზი გახდა "ევრო 4"-ის სტანდარტზე დაწესებული შეზღუდვა, რომელიც 2014 წლის 15 აგვისტოდან ამოქმედდა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აზერბაიჯანში 97 694 დოლარის ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა, მიმდინარე წელს კი - 32 804-ის. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ იანვარში აზერბაიჯანის პარლამენტმა დაამტკიცა საგადასახადო კოდექსის ცვლილება, რომელიც ქვეყანაში იმპორტირებულ მსუბუქ ავტომობილებზე, იახტებსა და სხვა მცურავ საშუალებებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს.

ცვლილების თანახმად, მსუბუქი ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი ძრავის მოცულობაზეა დამოკიდებული. 2000 კბ/სმ-მდე მოცულობის ძრავის მქონე მანქანების შემთხვევაში, ესაა 0,2 მანათი თითოეულ კბ/სმ-ზე. უფრო მეტი მოცულობის ძრავების შემთხვევაში კი გადასახადი სხვაგვარად დაიანგარიშება. ავტომობილების ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს პოზიციის შესანარჩუნებლად "თამაშის წესების" შეცვლა უწევთ. ისინი იძულებულნი არიან, მთლიანად შიდა ბაზარს ჩამოეკიდონ. ამ დროს საქართველოშიც გაჭირდა მანქანების ყიდვა-გაყიდვა. ეს პროცესი განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა მცირე ბიზნესმენებისათვის, რომელთა ნაწილი საქმიანობას ჩამოშორდა კიდეც.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია