სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტურისტებისთვის მიმზიდველი 5 ადგილი ბათუმში
ტურისტებისთვის მიმზიდველი 5 ადგილი ბათუმში

ძვე­ლი ბა­თუ­მის უბ­ნე­ბი, ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი, სა­ბა­გი­რო გზა, ბულ­ვა­რი და ევ­რო­პის მო­ე­და­ნი ბა­თუმ­ში მყო­ფი ტუ­რის­ტე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლი ად­გი­ლე­ბია. ბა­თუმ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ვი­ზი­ტო­რე­ბის ნა­კად­მაც იმა­ტა. შა­ვი­ზღვის­პი­რა კუ­რორ­ტს ტუ­რის­ტე­ბი ბე­ლო­რუ­სი­დან, ფი­ნე­თი­დან, ლიტ­ვი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან, თურ­ქე­თი­დან, რუ­სე­თი­დან და სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან სტუმ­რო­ბენ. სა­ზღვაო სე­ზო­ნი ბა­თუმ­ში ჯერ არ გახ­სნი­ლა, თუმ­ცა ბა­თუ­მის ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში ტუ­რის­ტე­ბის სიმ­რავ­ლე უკვე შე­ი­ნიშ­ნე­ბა. "ამ­ბე­ბი.გე" ქა­ლა­ქის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნავ ად­გი­ლებ­ში მყოფ ტუ­რის­ტებს გა­ე­სა­უბ­რა. ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ მო­ხიბ­ლუ­ლი არი­ან ბა­თუ­მის არ­ქი­ტექ­ტუ­რით, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბი­თა და ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბით:

იანა კამ­პა­რი და ესა კამ­პა­რი ფი­ნე­თი­დან:

ყვე­ლა­ფე­რი არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი. ჩვენ­თვის სი­ურპრი­ზი იყო ასე­თი სიმწვა­ნე ქა­ლაქ­ში. მე მომ­წონს არ­ქი­ტექ­ტუ­რა, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქა­ლა­ქია, ზღვის­პი­რა ზოლი მომ­წონს გან­სა­კუთ­რე­ბით.

რე­ა­ლო­ბამ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ბევ­რი რამ არ ვი­ცო­დით ბა­თუ­მის შე­სა­ხებ და გა­ო­ცე­ბუ­ლი ვართ, იმ­დე­ნად მოგ­ვე­წო­ნა აქა­უ­რო­ბა. ხალ­ხი არის გან­სა­კუთ­რე­ბით კე­თი­ლი და ჩვენ ვფიქ­რობთ, სა­მო­მავ­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის და­გეგ­მვას.

რედ­ვი­ლა სა­კა­ლავ­სკა­ია ლიტ­ვი­დან (ვილ­ნი­უ­სი­დან):

ბა­თუ­მი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ნამ­დვი­ლად, ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბის ქა­ლა­ქია. ძა­ლი­ან კარ­გი ხალ­ხია, არა მხო­ლოდ ბა­თუმ­ში არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა რე­გი­ო­ნებ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­მოგ­ზა­უ­რია და ძა­ლი­ან მომ­წონს ქარ­თუ­ლი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა.

ელე­ნა და სვეტ­ლა­ნა უკ­რა­ი­ნი­დან:

აქ პირ­ვე­ლად ვართ. იმ­დე­ნი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნია, ყვე­ლა­ფე­რი ისე­თი კომ­ფორ­ტუ­ლი და ლა­მა­ზია, სურ­ვი­ლი გიჩ­ნდე­ბა კი­დევ მრა­ვალ­ჯერ ჩა­მოხ­ვი­დე. კარ­გი სამ­ზა­რე­უ­ლო გაქვთ, გემ­რი­ე­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბით. ვი­ყა­ვით ბო­ტა­ნი­კურ­ში, სა­ბა­გი­რო­ზე, სა­ნა­პი­რო­ზე, ყვე­ლა­ფე­რი ვნა­ხეთ და მოგ­ვწონს.

ანას­ტა­ცია სავ­ჩენ­კო უკ­რა­ი­ნი­დან:

მი­ხა­რია, რომ მზი­ა­ნი დღეა, გა­სულ კვი­რას წვი­მე­ბი იყო. ვტკბე­ბი გა­რე­მო­თი, კარ­გი რეს­ტორ­ნე­ბი და გემ­რი­ე­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო გაქვთ. სა­ნა­პი­რო­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­სას­რუ­ლე­ბე­ლია, სა­ბავ­შვო ეტ­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბის დროს პრობ­ლე­მე­ბი გვექ­მნე­ბა, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზია და ზო­გა­დად კარ­გი ქა­ლა­ქია ბა­თუ­მი.

მუს­ტა­ფა ბერ­ქი თურ­ქე­თი­დან:

ძა­ლი­ან მომ­წონს ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი, ძა­ლი­ან მწვა­ნე, ლა­მა­ზი და სა­ინ­ტე­რე­სო გა­რე­მოა, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვართ ამ ტურ­ში მყო­ფი ტუ­რის­ტე­ბი. ჩვენ ბა­თუ­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღი­დან და­ვი­წყეთ და იმე­დი გვაქვს, კარ­გი გან­წყო­ბა დღის ბო­ლომ­დე გაგ­ვყვე­ბა.

სე­ზო­ნის და­წყე­ბამ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­ზა­დი­სის შე­სა­ხებ აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში სა­უბ­რო­ბენ. სოფო გუ­ჯა­ბი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა ცხრა ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ა­ტა­რა მარ­კე­ტინ­გუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მელ­თა ფარ­გლებ­შიც ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში ბილ­ბორ­დე­ბი და­იდ­გა და აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­სა­ხებ ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის ჩვე­ნე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და:

სოფო გუ­ჯა­ბი­ძე - აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი

"ჩვენს ქა­ლაქ­ში მა­ი­სი­დან­ვე შე­ი­ნიშ­ნე­ბა ტუ­რის­ტე­ბის სიმ­რავ­ლე, რაც ნიშ­ნავს, რომ ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი რე­გი­ონ­ში გა­ხან­გრძლივ­და. ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და და გა­ზა­ფხუ­ლი­დან ჩვენს სა­მიზ­ნე 9 ქვე­ყა­ნა­ში ინ­ტენ­სი­უ­რი მარ­კე­ტინ­გუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩა­ვა­ტა­რეთ. ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში და­იდ­გა ბილ­ბორ­დე­ბი და ეკ­რა­ნებ­ზე აჭა­რი­სა და ბა­თუ­მის შე­სა­ხებ ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი გა­ეშ­ვა. ჩვენ ასე­ვე, ვუ­მას­პინ­ძლეთ სა­ინ­ფორ­მა­ციო ტუ­რებს - 170-მდე ჟურ­ნა­ლისტს და ტუ­რო­პე­რა­ტორს. იმე­დი გვაქვს, რომ წელს წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­ზო­ნი გვექ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა სოფო გუ­ჟა­ბი­ძემ.

ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად ფრე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც იზ­რდე­ბა. ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნი­დან 10 ფრე­ნა შეს­რულ­დე­ბა. წელს აჭა­რა­ში ტუ­რის­ტებს პო­ლო­ნე­თი­დან, ლიტ­ვი­დან, ბე­ლო­რუ­სი­დან და მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან ელო­დე­ბი­ან.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე, ბა­თუ­მი

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ტურისტებისთვის მიმზიდველი 5 ადგილი ბათუმში

ტურისტებისთვის მიმზიდველი 5 ადგილი ბათუმში

ძველი ბათუმის უბნები, ბოტანიკური ბაღი, საბაგირო გზა, ბულვარი და ევროპის მოედანი ბათუმში მყოფი ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილებია. ბათუმში ტემპერატურის მატებასთან ერთად ვიზიტორების ნაკადმაც იმატა. შავიზღვისპირა კურორტს ტურისტები ბელორუსიდან, ფინეთიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. საზღვაო სეზონი ბათუმში ჯერ არ გახსნილა, თუმცა ბათუმის ცენტრალურ უბნებში ტურისტების სიმრავლე უკვე შეინიშნება. "ამბები.გე" ქალაქის ღირსშესანიშნავ ადგილებში მყოფ ტურისტებს გაესაუბრა. ისინი აცხადებენ, რომ მოხიბლული არიან ბათუმის არქიტექტურით, ადგილობრივების სტუმართმოყვარეობითა და ქართული კერძებით:

იანა კამპარი და ესა კამპარი ფინეთიდან:

ყველაფერი არის შესანიშნავი. ჩვენთვის სიურპრიზი იყო ასეთი სიმწვანე ქალაქში. მე მომწონს არქიტექტურა, ძალიან ლამაზი ქალაქია, ზღვისპირა ზოლი მომწონს განსაკუთრებით.

რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. ბევრი რამ არ ვიცოდით ბათუმის შესახებ და გაოცებული ვართ, იმდენად მოგვეწონა აქაურობა. ხალხი არის განსაკუთრებით კეთილი და ჩვენ ვფიქრობთ, სამომავლოდ საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვას.

რედვილა საკალავსკაია ლიტვიდან (ვილნიუსიდან):

ბათუმი ძალიან მომეწონა. ნამდვილად, ზაფხულის არდადეგების ქალაქია. ძალიან კარგი ხალხია, არა მხოლოდ ბათუმში არამედ საქართველოს სხვა რეგიონებში. საქართველოში მიმოგზაურია და ძალიან მომწონს ქართული სტუმართმოყვარეობა.

ელენა და სვეტლანა უკრაინიდან:

აქ პირველად ვართ. იმდენი სტუმართმოყვარე ადამიანია, ყველაფერი ისეთი კომფორტული და ლამაზია, სურვილი გიჩნდება კიდევ მრავალჯერ ჩამოხვიდე. კარგი სამზარეულო გაქვთ, გემრიელი ქართული კერძებით. ვიყავით ბოტანიკურში, საბაგიროზე, სანაპიროზე, ყველაფერი ვნახეთ და მოგვწონს.

ანასტაცია სავჩენკო უკრაინიდან:

მიხარია, რომ მზიანი დღეა, გასულ კვირას წვიმები იყო. ვტკბები გარემოთი, კარგი რესტორნები და გემრიელი სამზარეულო გაქვთ. სანაპიროზე სამუშაოები დასასრულებელია, საბავშვო ეტლით გადაადგილების დროს პრობლემები გვექმნება, თუმცა ყველაფერი ლამაზია და ზოგადად კარგი ქალაქია ბათუმი.

მუსტაფა ბერქი თურქეთიდან:

ძალიან მომწონს ბოტანიკური ბაღი, ძალიან მწვანე, ლამაზი და საინტერესო გარემოა, აღფრთოვანებული ვართ ამ ტურში მყოფი ტურისტები. ჩვენ ბათუმის დათვალიერება ბოტანიკური ბაღიდან დავიწყეთ და იმედი გვაქვს, კარგი განწყობა დღის ბოლომდე გაგვყვება.

სეზონის დაწყებამდე ჩატარებული სამზადისის შესახებ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში საუბრობენ. სოფო გუჯაბიძის განმარტებით, ტურიზმის დეპარტამენტმა ცხრა ქვეყანაში ჩაატარა მარკეტინგული ღონისძიებები, რომელთა ფარგლებშიც ხალხმრავალ ადგილებში ბილბორდები დაიდგა და აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლების ჩვენება განხორციელდა:

სოფო გუჯაბიძე - აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი

"ჩვენს ქალაქში მაისიდანვე შეინიშნება ტურისტების სიმრავლე, რაც ნიშნავს, რომ ტურისტული სეზონი რეგიონში გახანგრძლივდა. ტურიზმის დეპარტამენტი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობდა და გაზაფხულიდან ჩვენს სამიზნე 9 ქვეყანაში ინტენსიური მარკეტინგული ღონისძიებები ჩავატარეთ. ხალხმრავალ ადგილებში დაიდგა ბილბორდები და ეკრანებზე აჭარისა და ბათუმის შესახებ ვიდეორგოლები გაეშვა. ჩვენ ასევე, ვუმასპინძლეთ საინფორმაციო ტურებს - 170-მდე ჟურნალისტს და ტუროპერატორს. იმედი გვაქვს, რომ წელს წარმატებული სეზონი გვექნება", - აღნიშნა სოფო გუჟაბიძემ.

ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად ფრენების რაოდენობაც იზრდება. ზაფხულის სეზონზე კვირის განმავლობაში უკრაინიდან 10 ფრენა შესრულდება. წელს აჭარაში ტურისტებს პოლონეთიდან, ლიტვიდან, ბელორუსიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ელოდებიან.

ნინო ხოზრევანიძე, ბათუმი

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია