"ბატონო გამგებელო, მგელი დღისით შუა სოფელში დადის და არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ", - უთხრა ქარელის რაიონის სოფლების - არადეთისა და ახალსოფელის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა გულიაშვილს. "ასეთ შემთხვევაში, მგლის მოკვლა ნებადართულია", - უპასუხა გამგებელმა.
ბოლო ერთი კვირაა, არადეთსა და ახალსოფელში მგლის გამოჩენას უჩივიან. ახალსოფელში ერთ-ერთ მოსახლეს ხუთი ცხვარი გაუნადგურა, ხოლო სოფელ არადეთში მგელმა დაბმული ვირი შეჭამა.