საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო მი­მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად თავი შე­ი­კა­ვონ სხვა­დას­ხვა სა­ხის გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და ზე­წო­ლი­სა­გან ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რო­ბის მსურ­ველ პი­რებ­ზე და იმ კო­მი­სი­ის წევ­რებ­ზე, რომ­ლებ­მაც ახლო მო­მა­ვალ­ში ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი უნდა გა­მო­ავ­ლი­ნონ.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბამ ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში ბუბა კუ­და­ვას კან­დი­და­ტუ­რის მხარ­და­ჭე­რის თა­ო­ბა­ზე დად­გე­ნი­ლე­ბა გა­მოს­ცა, სა­მი­ნის­ტრო მი­იჩ­ნევს, რომ ასე­თი მიდ­გო­მით იქ­მნე­ბა არა­ჯან­სა­ღი გა­რე­მო, რაც კონ­კურ­სან­ტებს არა­თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში აყე­ნებს.

სა­მი­ნის­ტრო კა­ტე­გო­რი­უ­ლად აცხა­დებს, რომ მხო­ლოდ გამჭვირ­ვა­ლე პრო­ცე­დუ­რე­ბი­თა და სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დაც­ვით მოქ­მე­დებს და იმოქ­მე­დებს. სწო­რედ ამ მიზ­ნით, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის შე­სარ­ჩე­ვად, შე­იქ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია, რო­მე­ლიც და­კომ­პლექტდა არა მხო­ლოდ სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით, არა­მედ, შე­სა­ბა­მი­სი დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბით. კო­მი­სი­ის ერთ-ერთი წევ­რია ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ზაზა ალექ­სი­ძეც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, თი­თო­ე­უ­ლი კან­დი­და­ტის­თვის სა­მი­ნის­ტრო უზ­რუნ­ველ­ყოფს გა­სა­უბ­რე­ბის ვი­დეო გა­და­ღე­ბას, რისი გა­სა­ჯა­რო­ე­ბის უფ­ლე­ბაც კან­დი­დატს აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა გამჭვირ­ვა­ლეა და უზ­რუნ­ველ­ყოფს თი­თო­ე­უ­ლი კან­დი­და­ტის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას. სა­მი­ნის­ტრო კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს მხა­რე­ებს თავი შე­ი­კა­ვონ პრო­ცე­სის გარ­თუ­ლე­ბი­სა­გან, რათა კო­მი­სი­ას მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში შე­ას­რუ­ლოს ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმართავს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლებს და ყველა დაინტერესებულ პირს, შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ სხვადასხვა სახის განცხადებებისა და ზეწოლისაგან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორობის მსურველ პირებზე და იმ კომისიის წევრებზე, რომლებმაც ახლო მომავალში ცენტრის დირექტორი უნდა გამოავლინონ.

აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტო განცხადებას ავრცელებს.

"გამომდინარე იქიდან, რომ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებამ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში ბუბა კუდავას კანდიდატურის მხარდაჭერის თაობაზე დადგენილება გამოსცა, სამინისტრო მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომით იქმნება არაჯანსაღი გარემო, რაც კონკურსანტებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

სამინისტრო კატეგორიულად აცხადებს, რომ მხოლოდ გამჭვირვალე პროცედურებითა და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით მოქმედებს და იმოქმედებს. სწორედ ამ მიზნით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის შესარჩევად, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდა არა მხოლოდ სამინისტროს წარმომადგენლებით, არამედ, შესაბამისი დარგის სპეციალისტებით. კომისიის ერთ-ერთი წევრია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაზა ალექსიძეც. აღსანიშნავია ისიც, რომ სურვილის შემთხვევაში, თითოეული კანდიდატისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს გასაუბრების ვიდეო გადაღებას, რისი გასაჯაროების უფლებაც კანდიდატს აქვს. შესაბამისად, პროცესი იქნება გამჭვირვალეა და უზრუნველყოფს თითოეული კანდიდატის ინტერესების დაცვას. სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარეებს თავი შეიკავონ პროცესის გართულებისაგან, რათა კომისიას მიეცეს საშუალება თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია