მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მზადდება ხორცპროდუქტები საქართველოში?
როგორ მზადდება ხორცპროდუქტები საქართველოში?

მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ნედ­ლე­უ­ლი და ზუს­ტი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სი - ის, რაც ხა­რისხს გა­ნა­პი­რო­ბებს

სო­სი­სი, სარ­დე­ლი, ძეხ­ვი - მა­ნამ, სა­ნამ ეს ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი სა­წარ­მო­დან სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ქსელ­ში მოხ­ვდე­ბა, საკ­მა­ოდ რთუ­ლი და სკურ­პუ­ლო­ზუ­რად და­გეგ­მი­ლი პრო­ცე­სია გა­სავ­ლე­ლი. ამ პრო­ცეს­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა მათი დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ას ენი­ჭე­ბა. ამ მხრივ უდი­დე­სი ტრა­დი­ცია გერ­მა­ნი­ას აქვს. ხორ­ცის დამ­ზა­დე­ბის კულ­ტუ­რა სწო­რედ ამ ქვეყ­ნი­დან მო­დის. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ, სახ­ლის პი­რო­ბებ­ში პრი­მი­ტი­უ­ლად და­წყე­ბუ­ლი წარ­მო­ე­ბა, დღეს­დღე­ო­ბით 1500 სა­ხე­ო­ბის ძეხ­ვე­ულს მო­ი­ცავს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი გე­მო­თი და ხა­რის­ხით მსოფ­ლი­ო­ში უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

გერ­მა­ნი­ა­ში ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბის სტან­დარ­ტე­ბი უმაღ­ლეს დო­ნა­ზეა აყ­ვა­ნი­ლი. სა­წარ­მოო პრო­ცე­სი, ნედ­ლე­უ­ლი­სა თუ სა­ნე­ლებ­ლე­ბის შერ­ჩე­ვა მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბა და მა­ღა­ზი­ებ­ში მოხ­ვედ­რამ­დე ძა­ლი­ან ბევრ შე­მოწ­მე­ბას გა­დის, შე­სა­ბა­მი­სად, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ძეხ­ვე­უ­ლი ყო­ველ­თვის გერ­მა­ნულ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებ­თან ასო­ცირ­დე­ბა. ძეხ­ვე­უ­ლის ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტია წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შიც, თუმ­ცა მათი დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გია და ხა­რის­ხი მომ­ხმა­რე­ბელ­ში მა­ინც გარ­კვე­ულ კი­თხვებს იწ­ვევს.

არის თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხორ­ცპო­დუქ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბის სტან­დარ­ტე­ბი მი­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი ევ­რო­პულ­თან, რა ნედ­ლე­უ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ხდე­ბა სა­წარ­მოო პრო­ცეს­ში, რა გზას გა­დი­ან ისი­ნი სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ქსელ­ში მოხ­ვედ­რამ­დე - ამ და სხვა კი­თხვე­ბით bpn.ge ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ტექ­ნო­ლოგს ნანა პერ­ტე­ნა­ვას ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც 16 წე­ლია კომ­პა­ნია "ნი­კო­რა­ში" მუ­შა­ობს. მა­ნამ­დე კი შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა ბერ­ლინ­ში, ჰუმ­ბოლ­ტის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო და პრაქ­ტი­კაც გერ­მა­ნი­ა­ში გა­ი­ა­რა.

ნანა პერ­ტე­ნა­ვა: გერ­მა­ნე­ლებს ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მხრივ ძა­ლი­ან დიდი და დახ­ვე­წი­ლი ასორ­ტი­მენ­ტი აქვთ. გერ­მა­ნუ­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცია მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლია და ეს ეხე­ბა არა მარ­ტო ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებს. ხა­რის­ხი ამ ქვეყ­ნის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია. შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ნედ­ლე­უ­ლი აქვთ. ცხო­ვე­ლი სწო­რად გაზ­რდი­ლია, სწო­რად ნაკ­ვე­ბია, ასე­ვე სწო­რად ხდე­ბა მისი დაკ­ვლა. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას სა­სა­ცი­ლოდ მო­ეჩ­ვე­ნოს, მაგ­რამ თუ ცხო­ველ­მა დაკ­ვლის წინ სტრე­სი მი­ი­ღო, შე­ე­შინ­და, ამ შემ­თხვე­ვა­ში ხორ­ცი ისე­თი ხა­რის­ხის არ იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც უნდა იყოს. თუ ცხო­ვე­ლი არას­წო­რად და­იკ­ვლე­ბა, ჩნდე­ბა სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი და ეს ყვე­ლა­ფე­რი ამ ხორ­ცის შე­ნახ­ვის ვა­დებ­სა და მის ხა­რისხზე ძა­ლი­ან ცუ­დად აი­სა­ხე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სა­ქონ­ლის გაზ­რდას, საკ­ვებს, დაკ­ვლის წესს. რო­დე­საც კარ­გი, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ნედ­ლე­უ­ლი გაქვს, შე­სა­ბა­მი­სად, პრო­დუქ­ცი­აც მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­მო­დის.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

როგორ მზადდება ხორცპროდუქტები საქართველოში?

როგორ მზადდება ხორცპროდუქტები საქართველოში?

მაღალი ხარისხის ნედლეული და ზუსტი ტექნოლოგიური პროცესი - ის, რაც ხარისხს განაპირობებს

სოსისი, სარდელი, ძეხვი - მანამ, სანამ ეს ხორცპროდუქტები საწარმოდან სარეალიზაციო ქსელში მოხვდება, საკმაოდ რთული და სკურპულოზურად დაგეგმილი პროცესია გასავლელი. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა მათი დამზადების ტექნოლოგიას ენიჭება. ამ მხრივ უდიდესი ტრადიცია გერმანიას აქვს. ხორცის დამზადების კულტურა სწორედ ამ ქვეყნიდან მოდის. საუკუნეების წინ, სახლის პირობებში პრიმიტიულად დაწყებული წარმოება, დღესდღეობით 1500 სახეობის ძეხვეულს მოიცავს, რომლებიც თავისი გემოთი და ხარისხით მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

გერმანიაში ხორცპროდუქტების დამზადების სტანდარტები უმაღლეს დონაზეა აყვანილი. საწარმოო პროცესი, ნედლეულისა თუ სანელებლების შერჩევა მკაცრად კონტროლდება და მაღაზიებში მოხვედრამდე ძალიან ბევრ შემოწმებას გადის, შესაბამისად, უმაღლესი ხარისხის ძეხვეული ყოველთვის გერმანულ ხორცპროდუქტებთან ასოცირდება. ძეხვეულის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი საქართველოშიც, თუმცა მათი დამზადების ტექნოლოგია და ხარისხი მომხმარებელში მაინც გარკვეულ კითხვებს იწვევს.

არის თუ არა საქართველოში ხორცპოდუქტების დამზადების სტანდარტები მიახლოვებული ევროპულთან, რა ნედლეულის გამოყენება ხდება საწარმოო პროცესში, რა გზას გადიან ისინი სარეალიზაციო ქსელში მოხვედრამდე - ამ და სხვა კითხვებით bpn.ge ხორცპროდუქტების ტექნოლოგს ნანა პერტენავას ესაუბრა, რომელიც 16 წელია კომპანია ”ნიკორაში” მუშაობს. მანამდე კი შესაბამისი განათლება ბერლინში, ჰუმბოლტის სახელობის უნივერსიტეტში მიიღო და პრაქტიკაც გერმანიაში გაიარა.

ნანა პერტენავა: გერმანელებს ხორცპროდუქტების მხრივ ძალიან დიდი და დახვეწილი ასორტიმენტი აქვთ. გერმანული ხარისხის პროდუქცია მსოფლიოში ცნობილია და ეს ეხება არა მარტო ხორცპროდუქტებს. ხარისხი ამ ქვეყნის სავიზიტო ბარათია. შესაბამისად, ძალიან მაღალი ხარისხის ნედლეული აქვთ. ცხოველი სწორად გაზრდილია, სწორად ნაკვებია, ასევე სწორად ხდება მისი დაკვლა. შეიძლება ვიღაცას სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ თუ ცხოველმა დაკვლის წინ სტრესი მიიღო, შეეშინდა, ამ შემთხვევაში ხორცი ისეთი ხარისხის არ იქნება, როგორიც უნდა იყოს. თუ ცხოველი არასწორად დაიკვლება, ჩნდება სისხლჩაქცევები და ეს ყველაფერი ამ ხორცის შენახვის ვადებსა და მის ხარისხზე ძალიან ცუდად აისახება. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს საქონლის გაზრდას, საკვებს, დაკვლის წესს. როდესაც კარგი, მაღალი ხარისხის ნედლეული გაქვს, შესაბამისად, პროდუქციაც მაღალი ხარისხის გამოდის.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია