პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"NDI-ს ნდობა არ მაქვს" - როგორ აფასებს კვლევის ხელისუფლებისთვის დრამატულ შედეგებს "20/30"-ის ეკონომიკის ექსპერტი
"NDI-ს ნდობა არ მაქვს" - როგორ აფასებს კვლევის ხელისუფლებისთვის დრამატულ შედეგებს "20/30"-ის ეკონომიკის ექსპერტი

დღეს NDI-მ ახა­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რე­ი­ტინ­გი 24, ხოლო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" 16%-ია.

რამ გა­ნა­პი­რო­ბა სამ­თავ­რო­ბო პარ­ტი­ის რე­ი­ტინ­გის კლე­ბა, ამის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა Ambebi.ge-მ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, "20/30"-ის კონ­სულ­ტანტს ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში, მი­ხე­ილ დუნ­დუ­ას სთხო­ვა.

ნა­ხეთ| NDI-ს გა­ნა­ჩე­ნი: კვლე­ვის ყვე­ლა­ზე სა­ყუ­რა­დღე­ბო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ კვლე­ვით უნდა გა­მო­ი­ტა­ნოს დას­კვნა და აუ­ცი­ლებ­ლად გა­აქ­ტი­ურ­დეს. რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში არის სა­ვა­ლუ­ტო კრი­ზი­სი და მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი, მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან შე­საძ­ლოა, ბუ­ნებ­რი­ვი იყოს მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტის გა­და­ტა­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ფი­ლის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის მი­მართ. სა­ჭი­როა ნაკ­ლო­ვა­ნი მხა­რე­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად აღ­მო­ფხვრა (მაგ: გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი ტენ­დერე­ბის პრობ­ლე­მა, ბი­უ­ჯე­ტის არა­თა­ნა­ბა­რი ხარ­ჯვა, საპ­რი­ვა­ტი­ზა­ციო პო­ლი­ტი­კის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და სხვა), რე­ა­ლუ­რად უნდა გა­და­იდ­გას ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი. კვლე­ვა მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ქვე­ყა­ნა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი ძა­ლი­ან გამ­წვა­ვე­ბუ­ლია და მო­სახ­ლე­ო­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბელ პი­რად მი­იჩ­ნევს ეკო­ნო­მი­კურ გუნდს, მაგ­რამ ჩემი აზ­რით, ამ შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეროვ­ნუ­ლი ბან­კის რო­ლის და­ნახ­ვაც, რად­გან სა­ვა­ლუ­ტო კრი­ზი­სის გამ­წვა­ვე­ბა­ში ეროვ­ნუ­ლი ბან­კის როლი ძა­ლი­ან დი­დია, თუმ­ცა­ღა ბან­კი კვლე­ვა­ში სა­ერ­თოდ არ ჩანს. მა­შინ, როცა ცალ­სა­ხად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ბრა­ლე­უ­ლო­ბა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ფი­ნანსთა ან ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­სი. ზო­გა­დად, NDI-ის კვლე­ვი­სად­მი მე არ მაქვს დიდი ნდო­ბა, რად­გან ჩვენ გვახ­სოვს ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვა, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ ასა­ხავ­და რე­ა­ლო­ბას და ეს არ­ჩევ­ნებ­მაც და­ა­დას­ტუ­რა.

- NDI-ის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ნდო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად და­ბა­ლი - 24%-ია. ესეც ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი ბრა­ლია?

- მო­სახ­ლე­ო­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლოა მწვა­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის გამო და ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ეს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მთავ­რო­ბის მი­მართ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, ვი­ნა­ი­დან მთავ­რო­ბაა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ სო­ცი­ა­ლურ გა­რე­მო­ზე. ამი­ტო­მაც 2015-16 წელი იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გარ­დამ­ტე­ხი წელი იმი­სათ­ვის, რათა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­სახ­ლე­ო­ბა და­არ­წმუ­ნოს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რათა ქვე­ყა­ნა­ში კრი­ზი­სი აღ­მო­ი­ფხვრას. ეს ნა­ბი­ჯე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად სწრა­ფად უნდა გა­და­იდ­გას, რათა მო­სახ­ლე­ო­ბის კმა­ყო­ფი­ლე­ბა იყოს მა­ღა­ლი.

- წინა კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, რო­დე­საც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­და, პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი ნდო­ბას გა­მო­ხა­ტავ­დნენ კვლე­ვის მი­მართ...

- შე­იძ­ლე­ბა ზოგი სან­დოდ მი­იჩ­ნევ­და კი­დეც, მაგ­რამ პი­რა­დად მე ნაკ­ლე­ბად მაქვს ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კვლე­ვე­ბი­სად­მი ნდო­ბა, რად­გან სულ სხვა იყო ხოლ­მე კვლე­ვის შე­დე­გი და რე­ა­ლო­ბა იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი.

- თქვენ ახ­სე­ნეთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში არის სა­ვა­ლუ­ტო კრი­ზი­სი, რა­საც ხეისუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი პი­რე­ბი არა­სო­დეს აღი­ა­რე­ბენ...

- ჩვენ ვართ რე­გი­ო­ნა­ლურ სა­ვა­ლუ­ტო კრი­ზის­ში, რად­გან ლა­რის გარ­და, გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლია აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მა­ნა­თი, სომ­ხუ­რი დრა­მი და სხვა.

- თუმ­ცა ეს გა­რე­მო­ე­ბა შვე­ბა არ არის მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის...

- ბუ­ნებ­რი­ვია, ეს არ არის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის შვე­ბა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ არ­სე­ბობს რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სა­ვა­ლუ­ტო კრი­ზი­სი, რო­მელ­შიც საქრთვე­ლო მოყ­ვა. ჩვენ რე­გი­ო­ნულ კრი­ზისს ვერ აღ­მოვ­ფხვრით. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ლარი და­უბ­რუნ­დეს ძველ ნიშ­ნულს, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი შემ­სუ­ბუ­ქე­ბა და კურ­სის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბა. ამის ბერ­კე­ტი აქვს ეროვ­ნულ ბანკს და აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ ბერ­კე­ტე­ბის ამოქ­მე­დე­ბა. ამის­თვის კი სა­ჭი­როა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ზე­წო­ლა ეროვ­ნულ ბანკზე და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის დარ­წმუ­ნე­ბა, რომ დიახ, ქა­და­გი­ძის ნა­ბი­ჯე­ბის გა­მოა სი­ტუ­ა­ცია გამ­წვა­ვე­ბუ­ლი, მის სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს შე­ეძ­ლო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა პრო­ცე­სე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ცოტა მწვა­ვედ ვა­ფა­სებ სი­ტუ­ა­ცი­ას და ვი­ყე­ნებ ტერ­მინს - კრი­ზი­სი, შე­საძ­ლოა, ზოგ­მა ამას არც უწო­დოს კრი­ზი­სი. სხვა­თა შო­რის, სეს­ხე­ბის უმე­ტე­სო­ბა რომ არ იყოს ფიქ­სი­რე­ბუ­ლი დო­ლარ­ში, შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ ვერ გვეგ­რძნო ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­ის უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი, რად­გან დო­ლარ­შია სეს­ხე­ბის უმე­ტე­სო­ბა, სწო­რედ ეს გა­ნა­პი­რო­ბებს სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის გამ­წვა­ვე­ბას.

- კვლე­ვის მი­ხედ­ვით, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის რეიტნგებ­ში გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ლი­დე­რობს, მას მოჰ­ყვე­ბი­ან ირაკ­ლი ალა­სა­ნია, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი, და­ვით ბაქ­რა­ძე და მხო­ლოდ ამის მე­რეა აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­ვე­ლი პირი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი...

- კი­დევ ვი­ტყვი, რომ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კვლე­ვე­ბი­სად­მი ნდო­ბა არ მაქვს, შე­სა­ბა­ი­სად, როცა ნდო­ბა და­ბა­ლია, რთუ­ლია და­ბე­ჯი­თე­ბით ვი­სა­უბ­რო მის რე­ა­ლუ­რო­ბა­ზე, ჩა­ნა­ფიქრზე, პო­ლი­ტი­კურ მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე და ასე შემ­დეგ. მე ვფიქ­რობ, რომ ეს კვლე­ვა იყო პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, კი­თხვე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბა გან­ზრახ იყო არას­წო­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, იყო პო­ლი­ტი­კურ კო­ნი­უნ­ქტუ­რას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი და ასე შემ­დეგ...

- კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ლი­დე­რად ისევ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მი­იჩ­ნევს, ესეც სა­ეჭ­ვოდ მი­გაჩ­ნი­ათ?

- ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იყო პო­ლი­ტი­კა­ში, აქვს გავ­ლე­ნა და ავ­ტო­რი­ტე­ტი, რო­გორც პო­ლი­ტი­კურ, ისე სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ზე, ასე­თი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, აღ­ქმუ­ლი იყო, რო­გორც ლი­დე­რი. გა­აჩ­ნია, რო­გორ იყო კი­თხვა ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი და რო­გორ იყო პა­სუ­ხი გან­მარ­ტე­ბუ­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლე­ბია, რო­მე­ლიც კვლე­ვი­სას ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ნა­ხეთ| NDI-ს გა­ნა­ჩე­ნი: კვლე­ვის ყვე­ლა­ზე სა­ყუ­რა­დღე­ბო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"NDI-ს ნდობა არ მაქვს" - როგორ აფასებს კვლევის ხელისუფლებისთვის დრამატულ შედეგებს "20/30"-ის ეკონომიკის ექსპერტი

"NDI-ს ნდობა არ მაქვს" - როგორ აფასებს კვლევის ხელისუფლებისთვის დრამატულ შედეგებს "20/30"-ის ეკონომიკის ექსპერტი

დღეს NDI-მ ახალი კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების" რეიტინგი 24, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" 16%-ია.

რამ განაპირობა სამთავრობო პარტიის რეიტინგის კლება, ამის გაანალიზება Ambebi.ge-მ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საზოგადოების, "20/30"-ის კონსულტანტს ეკონომიკურ საკითხებში, მიხეილ დუნდუას სთხოვა.

ნახეთ| NDI-ს განაჩენი: კვლევის ყველაზე საყურადღებო მაჩვენებლები

- ხელისუფლებამ ამ კვლევით უნდა გამოიტანოს დასკვნა და აუცილებლად გააქტიურდეს. როდესაც ქვეყანაში არის სავალუტო კრიზისი და მძიმე სოციალური ფონი, მოსახლეობის მხრიდან შესაძლოა, ბუნებრივი იყოს მთავარი აქცენტის გადატანა ეკონომიკური პროფილის სამინისტროების მიმართ. საჭიროა ნაკლოვანი მხარეების მაქსიმალურად აღმოფხვრა (მაგ: გაჭიანურებული ტენდერების პრობლემა, ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვა, საპრივატიზაციო პოლიტიკის გააქტიურება და სხვა), რეალურად უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები. კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი ძალიან გამწვავებულია და მოსახლეობა პასუხისმგებელ პირად მიიჩნევს ეკონომიკურ გუნდს, მაგრამ ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში აუცილებელია ეროვნული ბანკის როლის დანახვაც, რადგან სავალუტო კრიზისის გამწვავებაში ეროვნული ბანკის როლი ძალიან დიდია, თუმცაღა ბანკი კვლევაში საერთოდ არ ჩანს. მაშინ, როცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ბანკის ბრალეულობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფინანსთა ან ეკონომიკის სამინისტროსი. ზოგადად, NDI-ის კვლევისადმი მე არ მაქვს დიდი ნდობა, რადგან ჩვენ გვახსოვს ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც აბსოლუტურად არ ასახავდა რეალობას და ეს არჩევნებმაც დაადასტურა.

- NDI-ის კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების" ნდობის მაჩვენებლი კატასტროფულად დაბალი - 24%-ია. ესეც ეკონომიკური კრიზისი ბრალია?

- მოსახლეობა უკმაყოფილოა მწვავე სოციალური ფონის გამო და ბუნებრივია, რომ ეს უკმაყოფილება მთავრობის მიმართ გამოიხატება, ვინაიდან მთავრობაა პასუხისმგებელი ქვეყანაში არსებულ სოციალურ გარემოზე. ამიტომაც 2015-16 წელი იქნება მნიშვნელოვანი და გარდამტეხი წელი იმისათვის, რათა ხელისუფლებამ მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რათა ქვეყანაში კრიზისი აღმოიფხვრას. ეს ნაბიჯები აუცილებლად სწრაფად უნდა გადაიდგას, რათა მოსახლეობის კმაყოფილება იყოს მაღალი.

- წინა კვლევების მიხედვით, როდესაც "ქართულ ოცნებას" მაღალი რეიტინგი ჰქონდა, პარტიის ლიდერები ნდობას გამოხატავდნენ კვლევის მიმართ...

- შეიძლება ზოგი სანდოდ მიიჩნევდა კიდეც, მაგრამ პირადად მე ნაკლებად მაქვს ამ ორგანიზაციის კვლევებისადმი ნდობა, რადგან სულ სხვა იყო ხოლმე კვლევის შედეგი და რეალობა იყო აბსოლუტურად განსხვავებული.

- თქვენ ახსენეთ, რომ ქვეყანაში არის სავალუტო კრიზისი, რასაც ხეისუფლების უმაღლესი პირები არასოდეს აღიარებენ...

- ჩვენ ვართ რეგიონალურ სავალუტო კრიზისში, რადგან ლარის გარდა, გაუფასურებულია აზერბაიჯანული მანათი, სომხური დრამი და სხვა.

- თუმცა ეს გარემოება შვება არ არის მოსახლეობისათვის...

- ბუნებრივია, ეს არ არის მოსახლეობისთვის შვება, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს რეგიონალური სავალუტო კრიზისი, რომელშიც საქრთველო მოყვა. ჩვენ რეგიონულ კრიზისს ვერ აღმოვფხვრით. შეუძლებელია, ლარი დაუბრუნდეს ძველ ნიშნულს, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი შემსუბუქება და კურსის დასტაბილურება. ამის ბერკეტი აქვს ეროვნულ ბანკს და აუცილებელია ამ ბერკეტების ამოქმედება. ამისთვის კი საჭიროა საზოგადოების მხრიდან ზეწოლა ეროვნულ ბანკზე და საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნება, რომ დიახ, ქადაგიძის ნაბიჯების გამოა სიტუაცია გამწვავებული, მის სწორ გადაწყვეტილებებს შეეძლო მნიშვნელოვნად შეემსუბუქებინა პროცესები. შეიძლება ცოტა მწვავედ ვაფასებ სიტუაციას და ვიყენებ ტერმინს - კრიზისი, შესაძლოა, ზოგმა ამას არც უწოდოს კრიზისი. სხვათა შორის, სესხების უმეტესობა რომ არ იყოს ფიქსირებული დოლარში, შეიძლება საერთოდ ვერ გვეგრძნო ლარის დევალვაციის უარყოფითი შედეგები, რადგან დოლარშია სესხების უმეტესობა, სწორედ ეს განაპირობებს სოციალური ფონის გამწვავებას.

- კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების რეიტნგებში გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს, მას მოჰყვებიან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, დავით ბაქრაძე და მხოლოდ ამის მერეა აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი ირაკლი ღარიბაშვილი...

- კიდევ ვიტყვი, რომ ამ ორგანიზაციის კვლევებისადმი ნდობა არ მაქვს, შესაბაისად, როცა ნდობა დაბალია, რთულია დაბეჯითებით ვისაუბრო მის რეალურობაზე, ჩანაფიქრზე, პოლიტიკურ მოტივაციაზე და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ეს კვლევა იყო პოლიტიკურად მოტივირებული, კითხვების ფორმულირება განზრახ იყო არასწორად ჩამოყალიბებული, იყო პოლიტიკურ კონიუნქტურას დაქვემდებარებული და ასე შემდეგ...

- კვლევის მიხედვით, საზოგადოება ლიდერად ისევ ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევს, ესეც საეჭვოდ მიგაჩნიათ?

- ადამიანი, რომელიც იყო პოლიტიკაში, აქვს გავლენა და ავტორიტეტი, როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო სექტორზე, ასეთი ავტორიტეტული პიროვნება შესაძლებელია, აღქმული იყო, როგორც ლიდერი. გააჩნია, როგორ იყო კითხვა ფორმულირებული და როგორ იყო პასუხი განმარტებული. ეს ყველაფერი დეტალებია, რომელიც კვლევისას ძალიან მნიშვნელოვანია.

ნახეთ| NDI-ს განაჩენი: კვლევის ყველაზე საყურადღებო მაჩვენებლები

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."