საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიმიტრი ხუნდაძე - ის, რაც უფასოა ხალხისთვის, ასობით მილიონი ლარია ბიუჯეტისთვის
დიმიტრი ხუნდაძე - ის, რაც უფასოა ხალხისთვის, ასობით მილიონი ლარია ბიუჯეტისთვის

მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქმის 700 000-მდე კლე­ბა ძი­რი­თა­დად ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის შე­დე­გია, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ რე­ფორ­მებ­ზე ისა­უბ­რა.

ხუნ­და­ძის თქმით, მთავ­რო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტია დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტა.

"მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, 2002 წელ­თან შე­და­რე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბა 15%-ით შემ­ცირ­და. მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქმის 700 000-მდე კლე­ბა ძი­რი­თა­დად ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის შე­დე­გია. მე არ მინ­და ამას ჩა­ვუღ­რმავ­დე, მაგ­რამ ამის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბი იყო ხელ­მი­უწ­ვდო­მე­ლი ჯან­დაც­ვა, მძლავ­რი მიგ­რა­ცია, ცი­ხე­ე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ხუნ­და­ძემ.

დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ ასე­ვე თხოვ­ნით მი­მარ­თა ჟურ­ნა­ლის­ტებს, შე­მო­ი­ა­რონ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბი და ხალ­ხს მი­მარ­თონ კი­თხვით "რა ღირს ის, რაც უფა­სოა მათ­თვის? ყვე­ლა­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი ჯან­დაც­ვა, უფა­სო წიგ­ნე­ბი, უფა­სო ბა­ღე­ბი, უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბი, გაზ­რდი­ლი სტი­პენ­დი­ე­ბი და პენ­სი­ე­ბი.

"ის, რაც უფა­სოა ხალ­ხის­თვის, ასო­ბით მი­ლი­ო­ნი ლა­რია ბი­უ­ჯე­ტის­თვის. მივ­მარ­თავ მო­სახ­ლე­ო­ბას, ვი­ცით, რომ ქვე­ყა­ნა­ში კერ კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მაა, მაგ­რამ რო­დე­საც ოჯა­ხის შე­მო­სა­ვალ­ზე და გა­სა­ვალ­ზე ვსა­უბ­რობთ, და­ვით­ვა­ლოთ ისიც, რა­საც თქვენს ნაც­ვლად ხარ­ჯავს სა­ხელ­მწი­ფო. კარ­გად გა­ვი­აზ­როთ ის, რაც უფა­სოა თქვენ­თვის", - გა­ნა­ცხა­და ხუნ­და­ძემ.

კი­დევ ერთი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ­ლი­თაც ხუნ­და­ძე გა­მო­ვი­და, პრე­მი­ებ­ზე ცოტა ხნით მა­ინც უა­რის თქმაა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დიმიტრი ხუნდაძე - ის, რაც უფასოა ხალხისთვის, ასობით მილიონი ლარია ბიუჯეტისთვის

დიმიტრი ხუნდაძე - ის, რაც უფასოა ხალხისთვის, ასობით მილიონი ლარია ბიუჯეტისთვის

მოსახლეობის თითქმის 700 000-მდე კლება ძირითადად ყოფილი ხელისუფლების მმართველობის შედეგია, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ ჯანდაცვის სექტორში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

ხუნდაძის თქმით, მთავრობის პრიორიტეტია დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტა.

"მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2002 წელთან შედარებით, მოსახლეობა 15%-ით შემცირდა. მოსახლეობის თითქმის 700 000-მდე კლება ძირითადად ყოფილი ხელისუფლების მმართველობის შედეგია. მე არ მინდა ამას ჩავუღრმავდე, მაგრამ ამის ძირითადი მიზეზები იყო ხელმიუწვდომელი ჯანდაცვა, მძლავრი მიგრაცია, ციხეები", - განაცხადა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძემ ასევე თხოვნით მიმართა ჟურნალისტებს, შემოიარონ საქართველოს რეგიონები და ხალხს მიმართონ კითხვით "რა ღირს ის, რაც უფასოა მათთვის? ყველასათვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, უფასო წიგნები, უფასო ბაღები, უფასო ფაკულტეტები, გაზრდილი სტიპენდიები და პენსიები.

"ის, რაც უფასოა ხალხისთვის, ასობით მილიონი ლარია ბიუჯეტისთვის. მივმართავ მოსახლეობას, ვიცით, რომ ქვეყანაში კერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ როდესაც ოჯახის შემოსავალზე და გასავალზე ვსაუბრობთ, დავითვალოთ ისიც, რასაც თქვენს ნაცვლად ხარჯავს სახელმწიფო. კარგად გავიაზროთ ის, რაც უფასოა თქვენთვის", - განაცხადა ხუნდაძემ.

კიდევ ერთი ინიციატივა, რომლითაც ხუნდაძე გამოვიდა, პრემიებზე ცოტა ხნით მაინც უარის თქმაა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."