პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თათია შარანგიას ცხოვრების სევდიანი პერიოდი - ''ჩემი შვილები შევარდნაძეები არიან...''
თათია შარანგიას ცხოვრების სევდიანი პერიოდი - ''ჩემი შვილები შევარდნაძეები არიან...''

თა­თია შა­რან­გია ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­იც­ნო, რო­დე­საც ის ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის რძა­ლი გახ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი თა­თია სან­დრო შე­ლი­ას გაჰ­ყვა ცო­ლად.

თა­თია და სან­დრო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რო­ბენ. პი­ა­ნისტს ბევ­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბა აქვს და­გეგ­მი­ლი. 20 აპ­რილს პირ­ვე­ლი დიდი კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა და შე­მო­სუ­ლი თან­ხა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ბავ­შვე­ბის ფონდში გა­და­რი­ცხა.

- თა­თია, ცხოვ­რე­ბა ქველ­მოქ­მე­დე­ბას რომ და­უ­კავ­ში­რე, ეს მშობ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა?

- რა თქმა უნდა, შენ­ში რა­საც ჩა­დე­ბენ, მერე მო­უ­ლოდ­ნე­ლად იჩენს თავს. შე­იძ­ლე­ბა, ჩემი ნათ­ქვა­მი ცუ­დად ჟღერ­დეს, მაგ­რამ ჩემს მშობ­ლებს მარ­თლა ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ სი­კე­თის კე­თე­ბა. ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და სურ­ვი­ლი, რი­თაც შევ­ძლებ­დი, სხვებს დავ­ხმა­რე­ბო­დი. დიდი მას­შტა­ბით მხო­ლოდ 20 აპ­რილს მო­მე­ცა ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

- რა ხდე­ბო­და შენს ბავ­შვო­ბა­ში?

- წარ­მო­შო­ბით აფხა­ზე­თი­დან ვარ. ოჯახ­მა ბევ­რი პრობ­ლე­მა გა­მო­ვი­ა­რეთ. გაგ­ვი­ჭირ­და აფხა­ზე­თის და­ტო­ვე­ბა. რაც გვქონ­და, ყვე­ლა­ფე­რი სო­ხუმ­ში დავ­ტო­ვეთ. ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან და­ვი­წყეთ. მა­მა­ჩემ­მა თბი­ლის­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. დედა ექი­მია და ისიც მუ­შა­ობ­და. ხუთი წლის ასაკ­ში მუ­სი­კა­ლურ სა­ბავ­შვო ბაღ­ში და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი. ექ­ვსი წლი­სა შე­ვე­დი მუ­სი­კა­ლურ კო­ლე­ჯში. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვსწავ­ლობ­დი სხვა­დას­ხვა სა­განს, დავ­დი­ო­დი ცეკ­ვა­ზე, მაგ­რამ მუ­სი­კი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი არ და­მი­კარ­გავს.

- მშობ­ლებ­მა შენი მიყ­ვა­ნა მუ­სი­კა­ლურ ბაღ­ში რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს?

- ეს იყო კერ­ძო ბაღი, სა­დაც ბევ­რი ჩემი მე­გო­ბა­რი ერ­თად დავ­დი­ო­დით. მუ­სი­კო­სი ნა­თე­სა­ვე­ბი არ მყო­ლია და ოჯახს არ გა­უთ­ვლია, რომ მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რას გა­ვი­კე­თებ­დი. მუ­სი­კის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბი შემ­ხვდნენ, რა­მაც ფაქ­ტობ­რი­ვად ჩემი მო­მა­ვა­ლი გა­ნა­პი­რო­ბა.

13 წლის რომ ვი­ყა­ვი, ერთ-ერთი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­და. ფრან­გი ქალ­ბა­ტო­ნი იყო ჟი­უ­რის ერთ-ერთი წევ­რი, მას სხვა დრო­საც ვყავ­დი მოს­მე­ნი­ლი კონ­კურ­სებ­ზე და მირ­ჩია, საფ­რან­გეთ­ში, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი სას­წავ­ლებ­ლად. პა­რიზ­ში წას­ვლის ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და. კი­დევ ორი დედ­მა­მიშ­ვი­ლი მყავს და დედა ვერ წა­მომ­ყვე­ბო­და, ძა­ლე­ბი მო­ვიკ­რი­ბე და თო­თხმე­ტი წლის ასაკ­ში ჩემს ახ­ლო­ბელ მუ­სი­კოს­თან ერ­თად საფ­რან­გეთ­ში გა­ვემ­გზავ­რე სა­ცხოვ­რებ­ლად. ძა­ლი­ან რთუ­ლი კონ­კურ­სი გა­ვი­ა­რე და პა­რი­ზის ნა­ცი­ო­ნა­ლურ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში და­ვი­წყე სწავ­ლა. პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ვი­ყა­ვი, რო­მელ­მაც ეს სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ამ­თავ­რა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ედიკა
0

როგორ მომწონს ეს გოგო

თათია შარანგიას ცხოვრების სევდიანი პერიოდი - ''ჩემი შვილები შევარდნაძეები არიან...''

თათია შარანგიას ცხოვრების სევდიანი პერიოდი - ''ჩემი შვილები შევარდნაძეები არიან...''

თათია შარანგია ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როდესაც ის ედუარდ შევარდნაძის რძალი გახდა. მოგვიანებით კი თათია სანდრო შელიას გაჰყვა ცოლად.

თათია და სანდრო რამდენიმე წელია, საქართველოში ცხოვრობენ. პიანისტს ბევრი საქველმოქმედო ღონისძიება აქვს დაგეგმილი. 20 აპრილს პირველი დიდი კონცერტი გამართა და შემოსული თანხა შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების ფონდში გადარიცხა.

- თათია, ცხოვრება ქველმოქმედებას რომ დაუკავშირე, ეს მშობლების დამსახურებაა?

- რა თქმა უნდა, შენში რასაც ჩადებენ, მერე მოულოდნელად იჩენს თავს. შეიძლება, ჩემი ნათქვამი ცუდად ჟღერდეს, მაგრამ ჩემს მშობლებს მართლა ძალიან უყვარდათ სიკეთის კეთება. ბავშვობიდან მქონდა სურვილი, რითაც შევძლებდი, სხვებს დავხმარებოდი. დიდი მასშტაბით მხოლოდ 20 აპრილს მომეცა ბავშვების დახმარების საშუალება.

- რა ხდებოდა შენს ბავშვობაში?

- წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ. ოჯახმა ბევრი პრობლემა გამოვიარეთ. გაგვიჭირდა აფხაზეთის დატოვება. რაც გვქონდა, ყველაფერი სოხუმში დავტოვეთ. ცხოვრება თავიდან დავიწყეთ. მამაჩემმა თბილისში დაიწყო მუშაობა. დედა ექიმია და ისიც მუშაობდა. ხუთი წლის ასაკში მუსიკალურ საბავშვო ბაღში დავიწყე სიარული. ექვსი წლისა შევედი მუსიკალურ კოლეჯში. ჩვეულებრივად ვსწავლობდი სხვადასხვა საგანს, დავდიოდი ცეკვაზე, მაგრამ მუსიკისადმი განსაკუთრებული სიყვარული არ დამიკარგავს.

- მშობლებმა შენი მიყვანა მუსიკალურ ბაღში რატომ გადაწყვიტეს?

- ეს იყო კერძო ბაღი, სადაც ბევრი ჩემი მეგობარი ერთად დავდიოდით. მუსიკოსი ნათესავები არ მყოლია და ოჯახს არ გაუთვლია, რომ მუსიკალურ კარიერას გავიკეთებდი. მუსიკის არაჩვეულებრივი მასწავლებლები შემხვდნენ, რამაც ფაქტობრივად ჩემი მომავალი განაპირობა.

13 წლის რომ ვიყავი, ერთ-ერთი საერთაშორისო კონკურსი საქართველოში ჩატარდა. ფრანგი ქალბატონი იყო ჟიურის ერთ-ერთი წევრი, მას სხვა დროსაც ვყავდი მოსმენილი კონკურსებზე და მირჩია, საფრანგეთში, კონსერვატორიაში წავსულიყავი სასწავლებლად. პარიზში წასვლის ძალიან მეშინოდა. კიდევ ორი დედმამიშვილი მყავს და დედა ვერ წამომყვებოდა, ძალები მოვიკრიბე და თოთხმეტი წლის ასაკში ჩემს ახლობელ მუსიკოსთან ერთად საფრანგეთში გავემგზავრე საცხოვრებლად. ძალიან რთული კონკურსი გავიარე და პარიზის ნაციონალურ კონსერვატორიაში დავიწყე სწავლა. პირველი ქართველი ვიყავი, რომელმაც ეს სასწავლებელი დაამთავრა.

იხილეთ გაგრძელება

ბათუმში მიკროავტობუსი არხში გადავარდა

გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები დაკორექტირდა

საქართველოში ამინდი გაუარესდება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი