პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სულისშემძვრელი ისტორია ქალისა, რომელმაც აფხაზთა ტყვეობაში 25 ჯოჯოხეთური დღე გაატარა
სულისშემძვრელი ისტორია ქალისა, რომელმაც აფხაზთა ტყვეობაში 25 ჯოჯოხეთური დღე გაატარა

"ტყვე­თა ბა­ნაკ­ში ჯა­ლა­თი ჰყავ­დათ, მეტ­სა­ხე­ლად, ხავ­შამ­ბა, მისი ნაკ­ბე­ნი მა­ჯა­ზე დღემ­დე მამ­ჩნე­ვია."

"პირ­ვე­ლად როცა მოვ­კა­ლი ადა­მი­ა­ნი, შო­კი­დან ორი სა­ა­თი ვერ გა­მო­ვე­დი"

სხე­ულ­ზე არა­ერ­თი ნა­ი­ა­რე­ვი მისი ურ­თუ­ლე­სი, ტკი­ვი­ლით სავ­სე ცხოვ­რე­ბის დას­ტუ­რია. როცა თავს გა­დახ­დე­ნილ ამ­ბებს გიყ­ვე­ბა, რთუ­ლიც კია და­ი­ჯე­რო, რომ ამ ერთი შე­ხედ­ვით სუს­ტმა ქალ­ბა­ტონ­მა ამ­დე­ნი რამ გა­მო­ი­ა­რა, ამ­დენ ფი­ზი­კურ და სუ­ლი­ერ ტკი­ვილს გა­უძ­ლო.

"ჩემ­მა შვილ­მა ტე­ლე­ვი­ზორ­ში და­მი­ნა­ხა თურ­მე და კი­ვი­ლი ატე­ხა, დედა, დე­დაო...ოჯახს მოს­კოვ­ში ვე­გო­ნე და ამ დროს ტე­ლე­ვი­ზი­ით მხე­და­ვენ ტანკზე შე­მომ­ჯდარს ია­რა­ღით ხელ­ში, ბენ­დე­ნა­წაკ­რუ­ლი, ჩემს ოჯახს ბო­დიშს ვუხ­დი­დი, რომ მო­ვა­ტყუე და ომში წა­ვე­დი. ტან­კი მი­დი­ო­და და ჩემს შვილს ხელს ვუქ­ნევ­დი, ნუკა, დე­დი­კო, მალე დავ­ბრუნ­დე­ბი-მეთ­ქი.... მას გან­სა­კუთ­რე­ბულ ბო­დიშს ვუხ­დი, თუმ­ცა, ყვე­ლა­ფერს ისევ თა­ვი­დან, რომ ვი­წყებ­და იგი­ვეს გა­ვი­მე­ო­რებ­დი, 25 - დღი­ან ტყვე­ო­ბა­ში ყოფ­ნას და ტან­ჯვა-წა­მე­ბა­საც ავი­ტან­დი..."- ეს სი­ტყვე­ბი 57 წლის მე­დეა იმ­ნა­იშ­ვილს ეკუთ­ვნის, კი­დევ ერთ-ერთი მე­ო­მარ ქალს, რო­მელ­მაც აფხა­ზე­თის ომის ჯო­ჯო­ხე­თი სა­კუ­თარ თავ­ზე იწ­ვნია. თუმ­ცა, მის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თით­ქმის არა­ფე­რი იცის. – "პირ­ვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ხარ, ვი­საც ინ­ტერ­ვიუ მი­ვე­ცი, არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნის წინ წა­მო­წე­ვი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი," - მი­თხრა სა­უბ­რის და­სას­რულს.

აფხა­ზე­თის ომი

ბა­თუმ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. სკო­ლაც იქვე და­ვამ­თავ­რე. შემ­დეგ პო­ლი­ტექ­ნი­კურ ინ­სტი­ტუ­ტში კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბა­ზე ჩა­ვა­ბა­რე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბა­თუმ­ში, თურ­ქე­თის სა­კონ­სუ­ლო­ში ატა­შედ მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე. ეს ის პე­რი­ო­დია, როცა ქვე­ყა­ნა­ში 1989 წლის აპ­რი­ლის ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბი და­ი­წყო. მე­უღ­ლე და ვა­ჟიშ­ვი­ლი იმ პე­რი­ოდ­ში დავ­კარ­გე, ნუკა კი 3 წლის მყავ­და... ინ­ტე­ლი­გენტ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე, მამა ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტურ­გი­უ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო, დედა ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო ბან­კში ბუ­ღალ­ტრად მუ­შა­ობ­და, ძმა მე­რაბ იმ­ნა­იშ­ვი­ლი აჭა­რის მშე­ნებ­ლო­ბის მი­ნის­ტრი იყო. ბა­თუმ­ში პირ­ვე­ლი თუ არა, მე­ო­რე ოჯა­ხი მა­ინც ვი­ყა­ვით. ამ­დენ კულ­ტუ­რულ ხალ­ხში ერთი "გიჟი"მე გა­მო­ვე­რიე. ია­რა­ღი ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და. 1989 წლის საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი­სას, თბი­ლის­ში მო­შიმ­ში­ლე­ებს ბა­თუ­მე­ლე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი ბა­თუ­მის თე­ატ­რის წინ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მო­შიმ­ში­ლე­ებს შო­რის მეც ვი­ყა­ვი. დედა და ნუკა მი­ტინგზე მა­კი­თხავ­დნენ. ნუ­კას სამ­ლიტ­რი­ა­ნით წყა­ლი მოჰ­ქონ­და და მო­შიმ­ში­ლე­ებს თა­ვი­სი პა­ტა­რა ხე­ლე­ბით წყალს ას­მევ­და...აქ­ცი­ა­ზე გა­ვი­ცა­ნი აწ გარ­დაც­ვლი­ლი ნუგ­ზარ ყელ­ბე­რაშ­ვი­ლი, მეტ­სა­ხე­ლად "გიჟი".

მოგ­ვი­ა­ნე­ბით აფა­ზეთ­ში ვი­თა­რე­ბა რომ და­ი­ძა­ბა, ომში წას­ვლის სურ­ვი­ლი სწო­რედ მას გა­ვუმ­ხი­ლე. არ გე­ში­ნი­აო? - მკი­თხა, - არა-მეთ­ქი. მა­შინ თქვენს გვერ­დით გვი­გუ­ლეთ, თქვე­ნის­თა­ნა ხალ­ხი გვჭირ­დე­ბაო... ამ სა­უბ­რი­დან ერთ თვე­ში ბა­თუ­მი დავ­ტო­ვე. ოჯახს წე­რი­ლი და­ვუ­ტო­ვე, მოს­კოვ­ში, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად, კურ­სებ­ზე მივ­დი­ვარ-მეთ­ქი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

სულისშემძვრელი ისტორია ქალისა, რომელმაც აფხაზთა ტყვეობაში 25 ჯოჯოხეთური დღე გაატარა

სულისშემძვრელი ისტორია ქალისა, რომელმაც აფხაზთა ტყვეობაში 25 ჯოჯოხეთური დღე გაატარა

"ტყვეთა ბანაკში ჯალათი ჰყავდათ, მეტსახელად, ხავშამბა, მისი ნაკბენი მაჯაზე დღემდე მამჩნევია."

"პირველად როცა მოვკალი ადამიანი, შოკიდან ორი საათი ვერ გამოვედი"

სხეულზე არაერთი ნაიარევი მისი ურთულესი, ტკივილით სავსე ცხოვრების დასტურია. როცა თავს გადახდენილ ამბებს გიყვება, რთულიც კია დაიჯერო, რომ ამ ერთი შეხედვით სუსტმა ქალბატონმა ამდენი რამ გამოიარა, ამდენ ფიზიკურ და სულიერ ტკივილს გაუძლო.

"ჩემმა შვილმა ტელევიზორში დამინახა თურმე და კივილი ატეხა, დედა, დედაო...ოჯახს მოსკოვში ვეგონე და ამ დროს ტელევიზიით მხედავენ ტანკზე შემომჯდარს იარაღით ხელში, ბენდენაწაკრული, ჩემს ოჯახს ბოდიშს ვუხდიდი, რომ მოვატყუე და ომში წავედი. ტანკი მიდიოდა და ჩემს შვილს ხელს ვუქნევდი, ნუკა, დედიკო, მალე დავბრუნდები-მეთქი.... მას განსაკუთრებულ ბოდიშს ვუხდი, თუმცა, ყველაფერს ისევ თავიდან, რომ ვიწყებდა იგივეს გავიმეორებდი, 25 - დღიან ტყვეობაში ყოფნას და ტანჯვა-წამებასაც ავიტანდი..."- ეს სიტყვები 57 წლის მედეა იმნაიშვილს ეკუთვნის, კიდევ ერთ-ერთი მეომარ ქალს, რომელმაც აფხაზეთის ომის ჯოჯოხეთი საკუთარ თავზე იწვნია. თუმცა, მის შესახებ საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის. – "პირველი ჟურნალისტი ხარ, ვისაც ინტერვიუ მივეცი, არ ვარ ის ადამიანი, რომელიც საკუთარი პერსონის წინ წამოწევითაა დაინტერესებული," - მითხრა საუბრის დასასრულს.

აფხაზეთის ომი

ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. სკოლაც იქვე დავამთავრე. შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კავშირგაბმულობაზე ჩავაბარე. მოგვიანებით ბათუმში, თურქეთის საკონსულოში ატაშედ მუშაობა დავიწყე. ეს ის პერიოდია, როცა ქვეყანაში 1989 წლის აპრილის ცნობილი მოვლენები დაიწყო. მეუღლე და ვაჟიშვილი იმ პერიოდში დავკარგე, ნუკა კი 3 წლის მყავდა... ინტელიგენტ ოჯახში გავიზარდე, მამა ბათუმის სახელმწიფო დრამატურგიული თეატრის მსახიობი იყო, დედა ბათუმის სახელმწიფო ბანკში ბუღალტრად მუშაობდა, ძმა მერაბ იმნაიშვილი აჭარის მშენებლობის მინისტრი იყო. ბათუმში პირველი თუ არა, მეორე ოჯახი მაინც ვიყავით. ამდენ კულტურულ ხალხში ერთი "გიჟი"მე გამოვერიე. იარაღი ყოველთვის მაინტერესებდა. 1989 წლის საპროტესტო გამოსვლებისას, თბილისში მოშიმშილეებს ბათუმელებიც შეუერთდნენ. საპროტესტო აქციები ბათუმის თეატრის წინ მიმდინარეობდა, მოშიმშილეებს შორის მეც ვიყავი. დედა და ნუკა მიტინგზე მაკითხავდნენ. ნუკას სამლიტრიანით წყალი მოჰქონდა და მოშიმშილეებს თავისი პატარა ხელებით წყალს ასმევდა...აქციაზე გავიცანი აწ გარდაცვლილი ნუგზარ ყელბერაშვილი, მეტსახელად "გიჟი".

მოგვიანებით აფაზეთში ვითარება რომ დაიძაბა, ომში წასვლის სურვილი სწორედ მას გავუმხილე. არ გეშინიაო? - მკითხა, - არა-მეთქი. მაშინ თქვენს გვერდით გვიგულეთ, თქვენისთანა ხალხი გვჭირდებაო... ამ საუბრიდან ერთ თვეში ბათუმი დავტოვე. ოჯახს წერილი დავუტოვე, მოსკოვში, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, კურსებზე მივდივარ-მეთქი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია