პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იმერეთის გუბერნატორმა ქონება დამალა
იმერეთის გუბერნატორმა ქონება დამალა

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლო" სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბულ-გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბის შე­სა­ხებ კვლე­ვას აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და­ად­გი­ნა, გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იკ­ვე­თე­ბა კავ­ში­რე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ასო­ცი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­სა და ფონ­დებ­თან. რვა მოქ­მე­დი გუ­ბერ­ნა­ტო­რი­დან ორი "ქარ­თუ" ბან­კის, ერთი კი საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "ქარ­თუს" ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია. ასე­ვე, სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ორი გუ­ბერ­ნა­ტო­რი წარ­სულ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სტრუქ­ტუ­რებ­ში მუ­შა­ობ­და. ეს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ ნიშ­ნავს იმას, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უკა­ნო­ნოდ და­ი­ნიშ­ნენ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ან ეს მათი ერ­თა­დერ­თი სამ­სა­ხუ­რი იყო. თუმ­ცა შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან და­კავ­ში­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბამ მათი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნი­სას გარ­კვე­უ­ლი როლი ითა­მა­შა.

გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი წყა­რო­ე­ბის შეს­წავ­ლის შე­დე­გად, ასე­ვე დად­გინ­და, რომ ორი გუ­ბერ­ნა­ტო­რის შემ­თხვე­ვა­ში, ად­გი­ლი ჰქონ­და ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის არას­რულ­ყო­ფილ შევ­სე­ბას და ერ­თის შემ­თხვე­ვა­ში - სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნო ჩარ­თუ­ლო­ბას.

ქვე­მო ქარ­თლის და იმე­რე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რებ­მა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია არას­რულ­ყო­ფი­ლად შე­ავ­სეს, და­მა­ლეს რა სა­კუ­თა­რი და/ან ოჯა­ხის წევ­რის ბიზ­ნეს­წი­ლე­ბი, რაც "სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვას წარ­მო­ად­გენს.

იმე­რე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის გივი ჭი­ჭი­ნა­ძის მიერ 2014 წლის 3 ოქ­ტომ­ბერს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ის და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ფლო­ბენ ოთხ ბი­ნას ქა­ლაქ თბი­ლის­ში, ერთ ბი­ნას ადი­გენ­ში და ერთ სახ­ლს ამ­ბრო­ლა­ურ­ში. გივი ჭი­ჭი­ნა­ძის სა­კუთ­რე­ბა­შია ასე­ვე Suzuki Grand Vitara-ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი.

სა­ჯა­რო რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, გივი ჭი­ჭი­ნა­ძე ამ დრომ­დე შპს "გროსს ტურ ჯორ­ჯი­ას" (ს/კ 400104203) 10%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რია, რი­თიც ირ­ღვე­ვა სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ინ­ტე­რეს­თა შე­უ­თავ­სებ­ლო­ბი­სა და კო­რუფ­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მე-13 მუხ­ლის მე-4 პუნ­ქტი, რო­მე­ლიც თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს რო­მე­ლი­მე სა­წარ­მო­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბას უკ­რძა­ლავს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მას ეს ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი. იგი ასე­ვე არის რაგ­ბის კლუ­ბი "ყო­ჩე­ბის" (ს/კ 202163434) და ააიპ "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" (ს/კ - 401988159) გამ­გე­ო­ბის წევ­რი, რაც ასე­ვე არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში.

გივი ჭი­ჭი­ნა­ძე იმე­რე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2015 წლის 23 თე­ბერ­ვალს და­ი­ნიშ­ნა, მა­ნამ­დე კი ის ქა­ლაქ თბი­ლი­სის ვა­კის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და. ჭი­ჭი­ნა­ძე წლე­ბის მან­ძილ­ზე ან­სამ­ბლ "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" მომ­ღე­რა­ლი და სო­ლის­ტი იყო.

იხი­ლეთ ვრცლად

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორმა ქონება დამალა

იმერეთის გუბერნატორმა ქონება დამალა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორების შესახებ კვლევას აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციამ დაადგინა, გუბერნატორების შემთხვევაში იკვეთება კავშირები ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებსა და ფონდებთან. რვა მოქმედი გუბერნატორიდან ორი "ქართუ" ბანკის, ერთი კი საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" ყოფილი თანამშრომელია. ასევე, საინტერესოა, რომ ორი გუბერნატორი წარსულში შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში მუშაობდა. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები უკანონოდ დაინიშნენ თანამდებობებზე ან ეს მათი ერთადერთი სამსახური იყო. თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილებამ მათი თანამდებობაზე დანიშვნისას გარკვეული როლი ითამაშა.

გუბერნატორების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების შესწავლის შედეგად, ასევე დადგინდა, რომ ორი გუბერნატორის შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა ქონებრივი დეკლარაციის არასრულყოფილ შევსებას და ერთის შემთხვევაში - სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო ჩართულობას.

ქვემო ქართლის და იმერეთის გუბერნატორებმა ქონებრივი დეკლარაცია არასრულყოფილად შეავსეს, დამალეს რა საკუთარი და/ან ოჯახის წევრის ბიზნესწილები, რაც "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის დარღვევას წარმოადგენს.

იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის მიერ 2014 წლის 3 ოქტომბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ ოთხ ბინას ქალაქ თბილისში, ერთ ბინას ადიგენში და ერთ სახლს ამბროლაურში. გივი ჭიჭინაძის საკუთრებაშია ასევე Suzuki Grand Vitara-ს მარკის ავტომობილი.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, გივი ჭიჭინაძე ამ დრომდე შპს "გროსს ტურ ჯორჯიას" (ს/კ 400104203) 10%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია, რითიც ირღვევა საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც თანამდებობის პირს რომელიმე საწარმოში თანამდებობის დაკავებას უკრძალავს. აღსანიშნავია, რომ მას ეს ინფორმაცია არ აქვს დეკლარირებული. იგი ასევე არის რაგბის კლუბი "ყოჩების" (ს/კ 202163434) და ააიპ "ქართული ხმების" (ს/კ - 401988159) გამგეობის წევრი, რაც ასევე არ არის მითითებული დეკლარაციაში.

გივი ჭიჭინაძე იმერეთის გუბერნატორის თანამდებობაზე 2015 წლის 23 თებერვალს დაინიშნა, მანამდე კი ის ქალაქ თბილისის ვაკის რაიონის გამგებლის პოზიციას იკავებდა. ჭიჭინაძე წლების მანძილზე ანსამბლ "ქართული ხმების" მომღერალი და სოლისტი იყო.

იხილეთ ვრცლად

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა