პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკითხველის ბლოგი - "4 თვის განმავლობაში მე 16 კილოგრამი დავიკელი"
მკითხველის ბლოგი - "4 თვის განმავლობაში მე 16 კილოგრამი დავიკელი"

რა ცვლი­ლე­ბე­ბი გვე­ლის წო­ნის დაკ­ლე­ბის დროს

მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბობს უამ­რა­ვი დი­ე­ტა და წო­ნის დაკ­ლე­ბის მრა­ვა­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა.

თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ამი­ტომ სა­ჭი­რო­ებს თა­ვი­სე­ბურ მიდ­გო­მას. მე ბევ­რჯერ ვცა­დე წო­ნის დაკ­ლე­ბა, მაგ­რამ შე­დე­გი ხან­მოკ­ლე იყო. ერთი ან ორი თვის შემ­დეგ წონა თან­და­თან უბ­რუნ­დე­ბო­და თა­ვის პირ­ვან­დელ მაჩ­ვე­ნე­ბელს, ზოგ­ჯერ კი მეტ­საც.

გა­მიჩ­ნდა კი­თხვა: არ­სე­ბობს თუ არა რა­ი­მე ხერ­ხი, რო­მე­ლიც წო­ნას­თან ბრძო­ლას მო­უ­ღებს ბო­ლოს?

მო­დით, გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ, რა ცვლი­ლე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში, რო­დე­საც წო­ნა­ში ვიკ­ლებთ: რე­გუ­ლირ­დე­ბა სი­თხის რა­ო­დე­ნო­ბა, უმ­ჯო­ბეს­დე­ბა სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა, ქო­ში­ნი აღარ გა­წუ­ხებთ, ხა­სი­ა­თი და მო­ბი­ლუ­რო­ბა უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, ენერ­გი­ის დო­ნეც იმა­ტებს. ეს იმ პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის სრუ­ლი სია არ არის, რო­მელ­საც ორ­გა­ნიზ­მი გა­ნიც­დის.

წო­ნის დაკ­ლე­ბის დროს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა. თქვენ უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და ლა­მა­ზი ხდე­ბით, იზ­რდე­ბა თვით­შე­ფა­სე­ბა, არ ხართ საჭ­მელ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, იღ­ვი­ძებს უზარ­მა­ზა­რი ენერ­გია, სი­ცო­ცხლის, შე­მოქ­მე­დე­ბის, სიყ­ვა­რუ­ლის, თვით­შე­მეც­ნე­ბის უდი­დე­სი სურ­ვი­ლი.

თუ ფიქ­რობთ, რომ ერ­თკვი­რი­ა­ნი, თუნ­დაც ერ­თთვი­ა­ნი დი­ე­ტა თქვე­ნი წო­ნის პრობ­ლე­მას გა­და­წყვეტს, ძა­ლი­ან ცდე­ბით. ეს თა­ვის მო­ტყუ­ე­ბაა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­აც­ნო­ბი­ე­როთ, რომ წო­ნის დაკ­ლე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის მო­წეს­რი­გე­ბაა.

რა ხდე­ბა, რო­დე­საც წო­ნა­ში ვი­მა­ტებთ?

ჩვე­ნი სხე­უ­ლი ყვე­ლა შე­საძ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბით "გვე­ლა­პა­რა­კე­ბა", გვა­ნიშ­ნებს, რომ და­ი­ღა­ლა ასე­თი უდი­ე­რი მო­პყრო­ბით, რაც ხში­რად გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბით. ეს ჩვე­ნი სხე­უ­ლის ერ­თგვა­რი პრო­ტეს­ტია.

დი­ე­ტე­ბით მა­სი­ურ გა­ტა­ცე­ბას მივ­ყა­ვართ ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბამ­დე. ჩვენ, ადა­მი­ა­ნე­ბი, არ ვა­ფა­სებთ ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას და პა­ტივს არ ვცემთ ორ­გა­ნიზმს, რო­მე­ლიც შე­უ­ჩე­რებ­ლად მუ­შა­ობს და ზრუ­ნავს ჩვენ­ზე. ექ­სპე­რი­მენ­ტებს ვა­ტა­რებთ და არც კი ვფიქ­რობთ შე­დე­გებ­ზე. დრო­ის შემ­დეგ ზოგ­ჯერ კუჭი გვა­წუ­ხებს, ზოგ­ჯერ ნაღ­ვე­ლი და ასე შემ­დეგ (არ შე­ვუდ­გე­ბი და­ა­ვა­დე­ბა­თა ჩა­მოთ­ვლას).

რა­მო­დე­ნი­მე წლის წინ მე უარი ვთქვი ყვე­ლა­ნა­ირ დი­ე­ტა­ზე და და­ვი­წყე წო­ნის შემ­ცი­რე­ბა, ოღონდ უარს არ ვამ­ბობ­დი საყ­ვა­რელ საჭ­მელ­ზე. 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მე და­ვი­კე­ლი 16 კი­ლოგ­რა­მი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო არა დაკ­ლე­ბუ­ლი წო­ნის რა­ო­დე­ნო­ბა, არა­მედ ამ წო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

რა მოხ­და 3 წლის შემ­დეგ?

მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ: თავ­ში ამი­ვარ­და. მე ვი­ფიქ­რე, რომ მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლი იყო და ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ვაქ­ციე ორ­გა­ნიზ­მის მცი­რე მი­ნიშ­ნე­ბებ­საც კი. იცით, რა მოხ­და? წონა იზ­რდე­ბო­და ელ­ვის სის­წრა­ფით და ბო­ლოს განა მარ­ტო და­უბ­რუნ­და, არა­მედ ბევ­რჯერ გა­ას­წრო პირ­ვან­დელ მაჩ­ვე­ნე­ბელს.

იცით, რა ხდე­ბა, რო­დე­საც ჩვენ უდი­ე­რად ვექ­ცე­ვით და ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევთ ორ­გა­ნიზმს? ის შუ­რის­ძი­ე­ბას იწყებს ჩვენ­ზე.

სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი ძა­ლი­ან ბრძე­ნია. ის მთე­ლი სამ­ყა­როა.

წო­ნის მო­მა­ტე­ბის მი­ზე­ზი მხო­ლოდ არას­წო­რი კვე­ბა არ არის.

ჩვე­ნი ში­შე­ბი, სტრე­სი, ეჭ­ვე­ბი ზე­მოქ­მე­დებს ჩვენს ორ­გა­ნიზ­მზე.

თუ უეც­რად შიმ­ში­ლის გრძნო­ბა გა­გიჩ­ნდათ, თქვენს თავს და­უს­ვით კი­თხვა: რო­მელ­მა ემო­ცი­ამ გი­ბიძ­გათ, გა­გე­წი­ათ ხელი საჭ­მლის­კენ?

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

მკითხველის ბლოგი - "4 თვის განმავლობაში მე 16 კილოგრამი დავიკელი"

მკითხველის ბლოგი - "4 თვის განმავლობაში მე 16 კილოგრამი დავიკელი"

რა ცვლილებები გველის წონის დაკლების დროს

მსოფლიოში არსებობს უამრავი დიეტა და წონის დაკლების მრავალი საშუალება.

თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და ამიტომ საჭიროებს თავისებურ მიდგომას. მე ბევრჯერ ვცადე წონის დაკლება, მაგრამ შედეგი ხანმოკლე იყო. ერთი ან ორი თვის შემდეგ წონა თანდათან უბრუნდებოდა თავის პირვანდელ მაჩვენებელს, ზოგჯერ კი მეტსაც.

გამიჩნდა კითხვა: არსებობს თუ არა რაიმე ხერხი, რომელიც წონასთან ბრძოლას მოუღებს ბოლოს?

მოდით, გავაანალიზოთ, რა ცვლილებები მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში, როდესაც წონაში ვიკლებთ: რეგულირდება სითხის რაოდენობა, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ქოშინი აღარ გაწუხებთ, ხასიათი და მობილურობა უმჯობესდება, ენერგიის დონეც იმატებს. ეს იმ პოზიტიური ცვლილებების სრული სია არ არის, რომელსაც ორგანიზმი განიცდის.

წონის დაკლების დროს აბსოლუტურად ყველაფერი იცვლება. თქვენ უფრო თავდაჯერებული და ლამაზი ხდებით, იზრდება თვითშეფასება, არ ხართ საჭმელზე დამოკიდებული, იღვიძებს უზარმაზარი ენერგია, სიცოცხლის, შემოქმედების, სიყვარულის, თვითშემეცნების უდიდესი სურვილი.

თუ ფიქრობთ, რომ ერთკვირიანი, თუნდაც ერთთვიანი დიეტა თქვენი წონის პრობლემას გადაწყვეტს, ძალიან ცდებით. ეს თავის მოტყუებაა. მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, რომ წონის დაკლება სინამდვილეში თქვენი ცხოვრების მოწესრიგებაა.

რა ხდება, როდესაც წონაში ვიმატებთ?

ჩვენი სხეული ყველა შესაძლო საშუალებით "გველაპარაკება", გვანიშნებს, რომ დაიღალა ასეთი უდიერი მოპყრობით, რაც ხშირად გამოიხატება სხვადასხვა დაავადებით. ეს ჩვენი სხეულის ერთგვარი პროტესტია.

დიეტებით მასიურ გატაცებას მივყავართ ჯანმრთელობის დაზიანებამდე. ჩვენ, ადამიანები, არ ვაფასებთ ჩვენს ჯანმრთელობას და პატივს არ ვცემთ ორგანიზმს, რომელიც შეუჩერებლად მუშაობს და ზრუნავს ჩვენზე. ექსპერიმენტებს ვატარებთ და არც კი ვფიქრობთ შედეგებზე. დროის შემდეგ ზოგჯერ კუჭი გვაწუხებს, ზოგჯერ ნაღველი და ასე შემდეგ (არ შევუდგები დაავადებათა ჩამოთვლას).

რამოდენიმე წლის წინ მე უარი ვთქვი ყველანაირ დიეტაზე და დავიწყე წონის შემცირება, ოღონდ უარს არ ვამბობდი საყვარელ საჭმელზე. 4 თვის განმავლობაში მე დავიკელი 16 კილოგრამი. მნიშვნელოვანი იყო არა დაკლებული წონის რაოდენობა, არამედ ამ წონის შენარჩუნება 3 წლის განმავლობაში.

რა მოხდა 3 წლის შემდეგ?

მარტივად რომ ვთქვათ: თავში ამივარდა. მე ვიფიქრე, რომ მიზანი მიღწეული იყო და ყურადღება არ მივაქციე ორგანიზმის მცირე მინიშნებებსაც კი. იცით, რა მოხდა? წონა იზრდებოდა ელვის სისწრაფით და ბოლოს განა მარტო დაუბრუნდა, არამედ ბევრჯერ გაასწრო პირვანდელ მაჩვენებელს.

იცით, რა ხდება, როდესაც ჩვენ უდიერად ვექცევით და ყურადღებას არ ვაქცევთ ორგანიზმს? ის შურისძიებას იწყებს ჩვენზე.

საერთოდ, ადამიანის ორგანიზმი ძალიან ბრძენია. ის მთელი სამყაროა.

წონის მომატების მიზეზი მხოლოდ არასწორი კვება არ არის.

ჩვენი შიშები, სტრესი, ეჭვები ზემოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე.

თუ უეცრად შიმშილის გრძნობა გაგიჩნდათ, თქვენს თავს დაუსვით კითხვა: რომელმა ემოციამ გიბიძგათ, გაგეწიათ ხელი საჭმლისკენ?

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს