საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა გამოცდილება ჰქონდა კეზერაშვილს, როცა თავდაცვა ჩააბარეს" - "ჩამჭრელი"კითხვა აკო მინაშვილს და კომენტარი "დამორჩილებულ" "რესპუბლიკელებზე"
"რა გამოცდილება ჰქონდა კეზერაშვილს, როცა თავდაცვა ჩააბარეს" - "ჩამჭრელი"კითხვა აკო მინაშვილს და კომენტარი "დამორჩილებულ" "რესპუბლიკელებზე"

"იმე­დის კვი­რა­ში" "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა აკო მი­ნაშ­ვილ­მა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე თინა ხი­და­შე­ლის კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნა შე­ა­ფა­სა. ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ხი­და­შელს ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რად მი­იჩ­ნევს. აკა­კი მი­ნაშ­ვილს გა­და­ცე­მის ერთ-ერ­თმა წამ­ყვან­მა და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის მი­ნის­ტრო­ბა შე­ახ­სე­ნა..

"თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არა­ვი­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მარ­თვის, 2001 წელს ქალ­ბა­ტონ­მა თინა ხი­და­შელ­მა გან­ცხა­და, რომ მოს­თვის არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, აფხა­ზე­თი იქ­ნე­ბა თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, მა­შინ, რო­დე­საც გამ­ჟღავ­ნდა მისი მი­ნის­ტრო­ბის ამ­ბა­ვი, ის ირო­ნი­ულ და არა­სე­რი­ო­ზულ კო­მენ­ტა­რებს აკე­თებ­და, - ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­მართ და­მამ­ცი­რე­ბე­ლი პო­ზი­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბაა და ეს ცვლი­ლე­ბა არ მომ­ხდა­რა იმი­ტომ, რომ ჯა­ნე­ლი­ძის პო­ლი­ტი­კა არ მოს­წონ­დათ. ახლა ივა­ნიშ­ვილს დას­ჭირ­და მი­ნის­ტრის პორთფე­ლე­ბი "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი­სათ­ვის", რათა "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" კი­დევ უფრო მორ­ჩი­ლი გა­ე­ხა­დათ.

ბოლო სე­სი­ა­ზე "რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­მა" მხა­რი არ და­უ­ჭი­რეს საყ­დრის­ზე კო­მი­სი­ის შექ­მნას, მა­შინ, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მხა­რი და­უ­ჭი­რეს, ისი­ნი ასე­ვე ხმას აღარ იღე­ბენ სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსთან და­კავ­ში­რე­ბით, მა­შინ, რო­დე­საც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის წინ კრი­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ. ეს პორ­ტფე­ლე­ბი გა­და­ე­ცათ "რეს­პუბ­ლი­კე­ლებს" იმი­ტომ, რომ ისი­ნი უფრო მორ­ჩი­ლე­ბი და დამ­ყო­ლე­ბი გამ­ხად­რიყ­ვნენ.

კე­ზე­რაშ­ვილ­საც და ყვე­ლა იმ მი­ნისტრს, რო­მე­ლიც ჩვენს დროს იყო, ჰქონ­და ძა­ლი­ან ფარ­თო გა­მოც­დი­ლე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში და მე­ნე­ჯმენ­ტში. კე­ზე­რას­ვი­ლი იყო ერთ-ერთი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი. სხვა მი­ნის­ტრებ­საც, ბაჩო ახა­ლა­ი­ა­საც, ჰქონ­დათ ეს გა­მოც­დი­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და აკო მი­ნაშ­ვილ­მა.

"რა გამოცდილება ჰქონდა კეზერაშვილს, როცა თავდაცვა ჩააბარეს" - "ჩამჭრელი"კითხვა აკო მინაშვილს და კომენტარი "დამორჩილებულ" "რესპუბლიკელებზე"

"რა გამოცდილება ჰქონდა კეზერაშვილს, როცა თავდაცვა ჩააბარეს" - "ჩამჭრელი"კითხვა აკო მინაშვილს და კომენტარი "დამორჩილებულ" "რესპუბლიკელებზე"

"იმედის კვირაში" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკო მინაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის კანდიდატურის წარდგენა შეაფასა. ოპოზიციონერმა აღნიშნა, რომ ხიდაშელს ამ თანამდებობისთვის არაკომპეტენტურად მიიჩნევს. აკაკი მინაშვილს გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა დავით კეზერაშვილის მინისტრობა შეახსენა..

"თავდაცვის მინისტრად დაინიშნა ადამიანი, რომელსაც არავითარი გამოცდილება არ აქვს ადმინისტრაციული მართვის, 2001 წელს ქალბატონმა თინა ხიდაშელმა განცხადა, რომ მოსთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, აფხაზეთი იქნება თუ არა საქართველოს შემადგენლობაში, მაშინ, როდესაც გამჟღავნდა მისი მინისტრობის ამბავი, ის ირონიულ და არასერიოზულ კომენტარებს აკეთებდა, - ეს ყველაფერი ერთად თავდაცვის სამინისტროს მიმართ დამამცირებელი პოზიციის გაგრძელებაა და ეს ცვლილება არ მომხდარა იმიტომ, რომ ჯანელიძის პოლიტიკა არ მოსწონდათ. ახლა ივანიშვილს დასჭირდა მინისტრის პორთფელები "რესპუბლიკელებისათვის", რათა "რესპუბლიკელები" კიდევ უფრო მორჩილი გაეხადათ.

ბოლო სესიაზე "რესპუბლიკელებმა" მხარი არ დაუჭირეს საყდრისზე კომისიის შექმნას, მაშინ, როდესაც რამდენიმე კვირის წინ მხარი დაუჭირეს, ისინი ასევე ხმას აღარ იღებენ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც გარკვეული პერიოდის წინ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდათ. ეს პორტფელები გადაეცათ "რესპუბლიკელებს" იმიტომ, რომ ისინი უფრო მორჩილები და დამყოლები გამხადრიყვნენ.

კეზერაშვილსაც და ყველა იმ მინისტრს, რომელიც ჩვენს დროს იყო, ჰქონდა ძალიან ფართო გამოცდილება ადმინისტრაციაში და მენეჯმენტში. კეზერასვილი იყო ერთ-ერთი აღმასრულებელი უწყების ხელმძღვანელი. სხვა მინისტრებსაც, ბაჩო ახალაიასაც, ჰქონდათ ეს გამოცდილება", - განაცხადა აკო მინაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."