პოლიტიკა
მსოფლიო

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიო, მე გავიმარჯვე, შენთვის, გავიმარჯვე!" - ელენე ფოჩხუამ გამარჯვება გარდაცვლილ ძმას მიუძღვნა
"გიო, მე გავიმარჯვე, შენთვის, გავიმარჯვე!" - ელენე ფოჩხუამ გამარჯვება გარდაცვლილ ძმას მიუძღვნა

ის ნი­ჭი­ე­რი, პროფ­სი­ო­ნა­ლი მუ­სი­კო­სია და სცე­ნა­ზე თავი ყო­ველ­თვის ღირ­სე­უ­ლად უჭი­რავს. მას ენ­დო­ბი­ან, რად­გან მსმე­ნე­ლი ყო­ველ­თვის გრძნობს მის გულ­წრფე­ლო­ბას... ასე­თია მომ­ღე­რალ ელე­ნე ფო­ჩხუ­ას შე­ა­ფა­სე­ბა. მან ასე­ვე ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნა თავი პრო­ექ­ტში - "ორი ვარ­სკვლა­ვი" და ასე­თი­ვე პარტნი­ო­რო­ბა გა­უ­წია მე­წყვი­ლეს, ჟურ­ნა­ლისტ გო­დერ­ძი შა­რა­ში­ას და მათი შე­მად­გენ­ლო­ბით, მშვე­ნი­ე­რი დუ­ე­ტიც ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­მელ­მაც კონ­კურ­სში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა...

ელე­ნე ფო­ჩხუა:

- პრო­ექ­ტში აქ­ტი­უ­რად სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი, რი­თაც კმა­ყო­ფი­ლი ვარ... რო­დე­საც და­მი­რე­კე­სა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, გა­მი­ხარ­და და მა­შინ­ვე დავ­თან­ხმდი. ამ საქ­მე­ში ჩარ­თვა იმი­ტომ იყო კარ­გი და სა­სარ­გებ­ლო, რომ პრო­ფე­სი­ულ სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლის გარ­კვე­უ­ლი პა­უ­ზა მქონ­და. ასე დიდ სცე­ნა­ზე, ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე დიდი ხა­ნია, არ გა­მოვ­სულ­ვარ, რად­გა­ნაც მან­მა­დე, თით­ქმის სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი, რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­მო­ვი­ა­რე. მოკ­ლედ, გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბა ყვე­ლას, რომ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცეს. ამ ყვე­ლა­ფერ­მა რა­ღაც მეტი სიძ­ლი­ე­რე მო­მა­ნი­ჭა და ხომ ვამ­ბობ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი დრო იყო ამის­თვის ეს, მჭირ­დე­ბო­და და თავს კი­დევ ერთხელ ჩა­ვუ­ტა­რე დიდი გა­მოც­და...

ამ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე ყო­ვე­ლი დღე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო და ვე­ცა­დე, მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, თუმ­ცა მე­ტიც შე­მეძ­ლო, მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კონ­კურ­სი სა­ო­ცა­რი რამ არის, ნერ­ვი­უ­ლობ, გა­ნიც­დი და ეს ხელს გიშ­ლის. მოკ­ლედ, გო­დერ­ძის­თან ერ­თად, რაც შევ­ძე­ლით, ეს იყო.

- მეტი რაღა უნდა გა­გე­კე­თე­ბი­ნათ, გა­ი­მარ­ჯვეთ... გო­დერ­ძის­თან შენი და­წყვი­ლე­ბა რო­გორ მოხ­და?

- მარ­თლა არ ვიცი, და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, გო­დერ­ძის­თან ერ­თად უნდა იმ­ღე­როო. არა­და, ახ­ლოს არ ვიც­ნობ­დი, თუმ­ცა რა­ღაც გაკ­ვრით მას­ზე წარ­მოდ­გე­ნა კი მქონ­და, ვი­ცო­დი, რომ კარ­გი ჟურ­ნა­ლის­ტი იყო. ეს მა­შინ, მაგ­რამ მისი ახ­ლოს გაც­ნო­ბის შემ­დეგ ვი­ტყვი, რომ დღე­ვან­დელ ცხოვ­რე­ბა­ში ცოტა იშ­ვი­ა­თიც კია ასე­თი კარი ადა­მი­ა­ნე­ბის არ­სე­ბო­ბა, რო­გო­რიც გო­დერ­ძია.

- ორი­ვე ზუგ­დი­დან ხართ ხომ?

- დიახ, ორი­ვე ერთი კუ­თხი­დან გახ­ლა­ვართ...

- ელე­ნე, აღ­ნიშ­ნე, რომ უძი­მე­სი პე­რი­ო­დი გქონ­და, და­ახ­ლო­ე­ბით სამი წლის წინ, ტრა­გი­კუ­ლად და­კარ­გე ძმა, გი­ორ­გი ფო­ჩხუა... თქვენ­მა ოჯახ­მა დიდი ტრა­გე­დია გა­და­ი­ტა­ნა...

- ეს ამ­ბა­ვი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჩემი მო­უ­შუ­შე­ბე­ლი ტკი­ვი­ლი იქ­ნე­ბა. ხომ ამ­ბო­ბენ, დრო ყვე­ლაფ­რის მკურ­ნა­ლი­აო, მაგ­რამ ასე არ ყო­ფი­ლა, უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნი ამ სა­ში­ნე­ლე­ბას ეჩ­ვე­ვი და ეს არის...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

"გიო, მე გავიმარჯვე, შენთვის, გავიმარჯვე!" - ელენე ფოჩხუამ გამარჯვება გარდაცვლილ ძმას მიუძღვნა

"გიო, მე გავიმარჯვე, შენთვის, გავიმარჯვე!" - ელენე ფოჩხუამ გამარჯვება გარდაცვლილ ძმას მიუძღვნა

ის ნიჭიერი, პროფსიონალი მუსიკოსია და სცენაზე თავი ყოველთვის ღირსეულად უჭირავს. მას ენდობიან, რადგან მსმენელი ყოველთვის გრძნობს მის გულწრფელობას... ასეთია მომღერალ ელენე ფოჩხუას შეაფასება. მან ასევე ღირსეულად წარმოაჩინა თავი პროექტში - "ორი ვარსკვლავი" და ასეთივე პარტნიორობა გაუწია მეწყვილეს, ჟურნალისტ გოდერძი შარაშიას და მათი შემადგენლობით, მშვენიერი დუეტიც ჩამოყალიბდა, რომელმაც კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა...

ელენე ფოჩხუა:

- პროექტში აქტიურად სამი თვის განმავლობაში ვიყავი ჩართული, რითაც კმაყოფილი ვარ... როდესაც დამირეკესა და მონაწილეობა შემომთავაზეს, გამიხარდა და მაშინვე დავთანხმდი. ამ საქმეში ჩართვა იმიტომ იყო კარგი და სასარგებლო, რომ პროფესიულ სცენაზე გამოსვლის გარკვეული პაუზა მქონდა. ასე დიდ სცენაზე, ფართო აუდიტორიის წინაშე დიდი ხანია, არ გამოვსულვარ, რადგანაც მანმადე, თითქმის სამი წლის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული, რთული პერიოდი გამოვიარე. მოკლედ, გულწრფელი მადლობა ყველას, რომ ამის საშუალება მომცეს. ამ ყველაფერმა რაღაც მეტი სიძლიერე მომანიჭა და ხომ ვამბობ, აბსოლუტურად სწორი დრო იყო ამისთვის ეს, მჭირდებოდა და თავს კიდევ ერთხელ ჩავუტარე დიდი გამოცდა...

ამ პერიოდის მანძილზე ყოველი დღე განსხვავებული, მრავალფეროვანი იყო და ვეცადე, მაქსიმალური გამეკეთებინა, თუმცა მეტიც შემეძლო, მაგრამ მოგეხსენებათ, კონკურსი საოცარი რამ არის, ნერვიულობ, განიცდი და ეს ხელს გიშლის. მოკლედ, გოდერძისთან ერთად, რაც შევძელით, ეს იყო.

- მეტი რაღა უნდა გაგეკეთებინათ, გაიმარჯვეთ... გოდერძისთან შენი დაწყვილება როგორ მოხდა?

- მართლა არ ვიცი, დამირეკეს და მითხრეს, გოდერძისთან ერთად უნდა იმღეროო. არადა, ახლოს არ ვიცნობდი, თუმცა რაღაც გაკვრით მასზე წარმოდგენა კი მქონდა, ვიცოდი, რომ კარგი ჟურნალისტი იყო. ეს მაშინ, მაგრამ მისი ახლოს გაცნობის შემდეგ ვიტყვი, რომ დღევანდელ ცხოვრებაში ცოტა იშვიათიც კია ასეთი კარი ადამიანების არსებობა, როგორიც გოდერძია.

- ორივე ზუგდიდან ხართ ხომ?

- დიახ, ორივე ერთი კუთხიდან გახლავართ...

- ელენე, აღნიშნე, რომ უძიმესი პერიოდი გქონდა, დაახლოებით სამი წლის წინ, ტრაგიკულად დაკარგე ძმა, გიორგი ფოჩხუა... თქვენმა ოჯახმა დიდი ტრაგედია გადაიტანა...

- ეს ამბავი მთელი ცხოვრება ჩემი მოუშუშებელი ტკივილი იქნება. ხომ ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ ასე არ ყოფილა, უბრალოდ ადამიანი ამ საშინელებას ეჩვევი და ეს არის...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება