საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ ვესვრით ჩვენს ჯარს დაუსაბუთებლად ტალახს"
"ნუ ვესვრით ჩვენს ჯარს დაუსაბუთებლად ტალახს"

საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი, ეკა სი­რა­ძე-დე­ლო­ნე ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კა­ში ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მხრი­დან, ბავ­შვე­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა.

ეკა სი­რა­ძე-დე­ლო­ნე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და ყვე­ლას მო­უ­წო­დებს, გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე, და­უ­სა­ბუ­თებ­ლად ქარ­თველ ჯა­რის­კა­ცებს "ტა­ლახს ნუ ეს­ვრი­ან".

"მე­გობ­რე­ბო, სამ­წუ­ხა­როა ის სკან­და­ლი, რაც ატყდა ფრან­გულ და შემ­დგომ უკვე ქარ­თულ პრე­სა­ში, ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში, არას­რულ­წლოვ­ნე­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ირ­გვლივ, თით­ქოს ჩვენ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს 16 წლის გოგო. ალ­ბათ სა­ჭი­როა და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას, თუმ­ცა მინ­და და­დას­ტუ­რე­ბით გან­ვა­ცხა­დო, რომ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის პე­რი­ო­დად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია 2013 წლის დე­კემ­ბა­რი - 2014 წლის ივ­ნი­სი, ხოლო ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში მხო­ლოდ 2014 წლის ივ­ნი­სის შუა რი­ცხვებ­ში ჩა­ვიდ­ნენ. ამი­ტომ ყვე­ლას მო­გი­წო­დებთ, და­უ­სა­ბუ­თე­ბელ ტა­ლახს ნუ ვეს­ვრით ჩვენს ჯარს და ჯა­რის­კა­ცებს ამ მათ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს! სა­ნამ ბრა­ლი არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა, უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია ამ­ბობს, რომ ყვე­ლა უდა­ნა­შა­უ­ლოა!", - წერს ელჩი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

"ნუ ვესვრით ჩვენს ჯარს დაუსაბუთებლად ტალახს"

"ნუ ვესვრით ჩვენს ჯარს დაუსაბუთებლად ტალახს"

საფრანგეთში საქართველოს ელჩი, ეკა სირაძე-დელონე ცენტრალურ აფრიკაში ქართველი ჯარისკაცების მხრიდან, ბავშვების გაუპატიურებაში მონაწილეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ეკა სირაძე-დელონე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ყველას მოუწოდებს, გამოძიების დასრულებამდე, დაუსაბუთებლად ქართველ ჯარისკაცებს "ტალახს ნუ ესვრიან".

"მეგობრებო, სამწუხაროა ის სკანდალი, რაც ატყდა ფრანგულ და შემდგომ უკვე ქართულ პრესაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, არასრულწლოვნების გაუპატიურების ირგვლივ, თითქოს ჩვენმა ჯარისკაცებმა გააუპატიურეს 16 წლის გოგო. ალბათ საჭიროა დაველოდოთ გამოძიებას, თუმცა მინდა დადასტურებით განვაცხადო, რომ გაუპატიურების პერიოდად დასახელებულია 2013 წლის დეკემბარი - 2014 წლის ივნისი, ხოლო ქართველი ჯარისკაცები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მხოლოდ 2014 წლის ივნისის შუა რიცხვებში ჩავიდნენ. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, დაუსაბუთებელ ტალახს ნუ ვესვრით ჩვენს ჯარს და ჯარისკაცებს ამ მათთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეს! სანამ ბრალი არ დადასტურებულა, უდანაშაულობის პრეზუმფცია ამბობს, რომ ყველა უდანაშაულოა!", - წერს ელჩი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს