მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, 3 729 635 ადამიანს შეადგენს
საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, 3 729 635 ადამიანს შეადგენს

2014 წლის 5 ნო­ემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის რი­ცხოვ­ნო­ბა, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გარ­და, 3 729 635 ადა­მი­ანს შე­ად­გენს, რაც წინა, 2002 წლის აღ­წე­რის შე­დეგ­თან (4 371 535) შე­და­რე­ბით 14,7 პრო­ცენ­ტით (641 900) ნაკ­ლე­ბია.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ყო­ველ­თაო აღ­წე­რის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებს დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე საქსტა­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, მერი და­უშ­ვილ­მა გა­აც­ნო.

მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბამ 2 მი­ლი­ონ 140 126 ადა­მი­ა­ნი შე­ად­გი­ნა. სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბამ კი - მი­ლი­ონ 589 509 ადა­მი­ა­ნი. შემ­ცი­რე­ბა ძი­რი­თა­დად - 23, 8 პრო­ცენ­ტით სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბამ გა­ნი­ცა­და, რო­დე­საც იმა­ვე პე­რი­ოდ­ში ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა 6,3 პრო­ცენ­ტით არის გაზ­რდი­ლი.

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში, წინა აღ­წე­რას­თან შე­და­რე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბის კლე­ბაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ერ­თა­დერ­თი რე­გი­ო­ნი, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის მა­ტე­ბა და­ფიქ­სირ­და, 3,4 პრო­ცენ­ტით, თბი­ლი­სია. თუმ­ცა ეს, ძი­რი­თა­დად მცხე­თი­სა და გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის სოფ­ლის ტი­პის და­სახ­ლე­ბე­ბის თბი­ლის­თან შე­ერ­თე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ამ დრო­ის­თვის დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 1 118 035 ადა­მი­ანს შე­ად­გენს. მერი და­უშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბის კლე­ბა ძი­რი­თა­დად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მიგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სე­ბით. გარ­და ამი­სა, მი­სი­ვე თქმით, და­იხ­ვე­წა აღ­წე­რის მე­თო­დე­ბი და ამ აღ­წე­რის შე­დე­გე­ბის ხა­რის­ხი და სან­დო­ო­ბა, გა­ცი­ლე­ბით მე­ტია. რაც შე­ე­ხე­ბა აღ­წე­რის სა­ბო­ლოო შე­დე­გებს, იგი პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ 2016 წლის აპ­რილ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, 3 729 635 ადამიანს შეადგენს

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, 3 729 635 ადამიანს შეადგენს

2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, 3 729 635 ადამიანს შეადგენს, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან (4 371 535) შედარებით 14,7 პროცენტით (641 900) ნაკლებია.

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგები ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქსტატის ხელმძღვანელმა, მერი დაუშვილმა გააცნო.

მონაცემების თანახმად, ქალაქის მოსახლეობამ 2 მილიონ 140 126 ადამიანი შეადგინა. სოფლის მოსახლეობამ კი - მილიონ 589 509 ადამიანი. შემცირება ძირითადად - 23, 8 პროცენტით სოფლის მოსახლეობამ განიცადა, როდესაც იმავე პერიოდში ქალაქის მოსახლეობა 6,3 პროცენტით არის გაზრდილი.

ამასთან, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, წინა აღწერასთან შედარებით, მოსახლეობის კლებაა დაფიქსირებული. ერთადერთი რეგიონი, სადაც მოსახლეობის მატება დაფიქსირდა, 3,4 პროცენტით, თბილისია. თუმცა ეს, ძირითადად მცხეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სოფლის ტიპის დასახლებების თბილისთან შეერთებით არის განპირობებული. ამ დროისთვის დედაქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 1 118 035 ადამიანს შეადგენს. მერი დაუშვილის შეფასებით, მოსახლეობის კლება ძირითადად განპირობებულია მიგრაციის პროცესებით. გარდა ამისა, მისივე თქმით, დაიხვეწა აღწერის მეთოდები და ამ აღწერის შედეგების ხარისხი და სანდოობა, გაცილებით მეტია. რაც შეეხება აღწერის საბოლოო შედეგებს, იგი პირველადი მონაცემების დამუშავების შემდეგ 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია