სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაისიდან მაღაზიებში პროდუქტი გაძვირდება
მაისიდან მაღაზიებში პროდუქტი გაძვირდება

2-3 დღე­ში თბი­ლი­სის სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში თით­ქმის ყვე­ლა და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტი გაძ­ვირ­დე­ბა. მი­ზე­ზად მა­ღა­ზი­ე­ბის მე­ნე­ჯე­რე­ბი ლა­რის დაღ­მა­ვალ კურსს ასა­ხე­ლე­ბენ. სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის უმე­ტეს ნა­წილ­ში აცხა­დე­ბენ, რომ დის­ტრი­ბუ­ცი­ის სამ­სა­ხუ­რებ­მა პრო­დუქ­ტის მო­რი­გი გაძ­ვი­რე­ბის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ გა­აფრ­თხი­ლეს. სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის მე­ნე­ჯერ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­ლუ­ტო კრი­ზი­სის გამო მა­ღა­ზი­ე­ბის ბრუნ­ვა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და და მისი რენ­ტა­ბე­ლო­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დად­გა.

მა­ღა­ზი­ებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ მუ­შა­ო­ბის ტემ­პის მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ია­ფ­ფა­სი­ა­ნი პრო­დუქ­ტის გა­ყიდ­ვით ახერ­ხე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა ძვი­რი­ან სა­ქო­ნელს, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან სა­ერ­თოდ ამო­ი­ღეს, რად­გან აღარ იყი­დე­ბა და თა­რო­ებ­ზე­ვე ძველ­დე­ბა.

"ბი მარ­ტში" ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის გამო ფა­სე­ბის კო­რექ­ტი­რე­ბა კი­დევ ერთხელ მო­უ­წევთ. მა­ღა­ზი­ის მე­ნე­ჯე­რის, ლალი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­ა­ლი­ზა­ცი­ამ თით­ქმის ყვე­ლა სეგ­მენ­ტში იკლო, ხოლო ქი­მი­უ­რი სა­ქონ­ლის გა­ყიდ­ვა სა­ერ­თოდ გა­ჩერ­და. "სუ­პერ­მარ­კეტს ბრუნ­ვა შე­უმ­ცირ­და, რაც დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ბუ­ნებ­რი­ვია. ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა პო­ზი­ცი­ას გა­ნუ­წყვეტ­ლივ თმობს და ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს მო­სახ­ლე­ო­ბის შე­მო­სა­ვალ­ზე აი­სა­ხე­ბა. მდგო­მა­რე­ო­ბა ჯერ კი­დევ არ არის სა­გან­გა­შო, ძი­რი­თა­დი პრო­დუქ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ხარ­ჯზე სტა­ბი­ლუ­რო­ბას მეტ-ნაკ­ლე­ბად ვი­ნარ­ჩუ­ნებთ. პური, შა­ქა­რი, სი­გა­რე­ტი და სას­მე­ლი მა­ინც იყი­დე­ბა, ხოლო ქი­მი­უ­რი სა­ქონ­ლის სექ­ცია უკვე ვერ მუ­შა­ობს. რაც იყი­დე­ბა, ძი­რი­თა­დად, ია­ფ­ფა­სი­ა­ნი პრო­დუქ­ტია. მა­გა­ლი­თად, ურ­ჩევ­ნი­ათ 2 ლა­რად იყი­დონ და­ბა­ლი ხა­რის­ხის ზეთი, ვიდ­რე უკე­თე­სი, მაგ­რამ ძვი­რი. შე­და­რე­ბა აქაც პი­რო­ბი­თია, მა­ღა­ზი­ას მა­ინც ჰყავს ისე­თი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ არ უყუ­რე­ბენ ფასს. სა­ფა­სო კო­რექ­ცია ბო­ლოს 2 კვი­რის წი­ნათ მო­ვახ­დი­ნეთ. ამ­ჯე­რად დის­ტრი­ბუ­ტო­რებ­მა გაგ­ვაფრხთი­ლეს, რომ მა­ი­სი­დან პრო­დუქტს მო­მა­ტე­ბუ­ლი ფა­სით შე­მო­ი­ტა­ნენ. რაც უნდა ვე­ცა­დოთ, გაძ­ვი­რე­ბა მოგ­ვი­წევს", - აცხა­დებს ლელა სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი.

ანა­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მა­ზე სა­უბ­რობს "ჰაუს მარ­კე­ტის" დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ირი­ნა შა­ვერ­დაშ­ვი­ლი. რო­გორც მან "რე­ზო­ნანსს" გა­ნუ­ცხა­და, თით­ქმის ყვე­ლა პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცია შემ­ცირ­და. "პრობ­ლე­მა მა­ღა­ზი­ის ყვე­ლა სექ­ცი­ას აქვს, რად­გან გა­ყიდ­ვამ ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ნაბ­რად იკლო. ცხა­დია, ბრუნ­ვა­ზე ამან უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­და. კონ­კრე­ტუ­ლი ციფ­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, ფაქ­ტია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა მსყიდ­ვე­ლუ­ნა­რი­ა­ნი აღარ არის. უმე­ტე­სად ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნას ცდი­ლო­ბენ, თა­ნაც, მი­ზე­რუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით, მომ­ხმა­რებ­ლის მხრი­დან რო­მე­ლი­მე პრო­დუქ­ტის დიდი მა­რა­გით ყიდ­ვა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ხალ­ხი საკ­ვებს აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით ყი­დუ­ლობს",- ამ­ბობს შა­ვერ­დაშ­ვი­ლი.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მაისიდან მაღაზიებში პროდუქტი გაძვირდება

მაისიდან მაღაზიებში პროდუქტი გაძვირდება

2-3 დღეში თბილისის სუპერმარკეტებში თითქმის ყველა დასახელების პროდუქტი გაძვირდება. მიზეზად მაღაზიების მენეჯერები ლარის დაღმავალ კურსს ასახელებენ. სავაჭრო ობიექტების უმეტეს ნაწილში აცხადებენ, რომ დისტრიბუციის სამსახურებმა პროდუქტის მორიგი გაძვირების შესახებ წინასწარ გააფრთხილეს. სუპერმარკეტების მენეჯერთა ინფორმაციით, სავალუტო კრიზისის გამო მაღაზიების ბრუნვა მნიშვნელოვნად შემცირდა და მისი რენტაბელობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

მაღაზიებში აცხადებენ, რომ მუშაობის ტემპის მეტ-ნაკლებად შენარჩუნებას იაფფასიანი პროდუქტის გაყიდვით ახერხებენ. რაც შეეხება ძვირიან საქონელს, რამდენიმე მათგანი რეალიზაციიდან საერთოდ ამოიღეს, რადგან აღარ იყიდება და თაროებზევე ძველდება.

"ბი მარტში" ადასტურებენ, რომ ლარის გაუფასურების გამო ფასების კორექტირება კიდევ ერთხელ მოუწევთ. მაღაზიის მენეჯერის, ლალი სულხანიშვილის ინფორმაციით, რეალიზაციამ თითქმის ყველა სეგმენტში იკლო, ხოლო ქიმიური საქონლის გაყიდვა საერთოდ გაჩერდა. "სუპერმარკეტს ბრუნვა შეუმცირდა, რაც დღევანდელ სიტუაციაში ბუნებრივია. ეროვნული ვალუტა პოზიციას განუწყვეტლივ თმობს და ყველაზე მეტად ეს მოსახლეობის შემოსავალზე აისახება. მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის საგანგაშო, ძირითადი პროდუქტების რეალიზაციის ხარჯზე სტაბილურობას მეტ-ნაკლებად ვინარჩუნებთ. პური, შაქარი, სიგარეტი და სასმელი მაინც იყიდება, ხოლო ქიმიური საქონლის სექცია უკვე ვერ მუშაობს. რაც იყიდება, ძირითადად, იაფფასიანი პროდუქტია. მაგალითად, ურჩევნიათ 2 ლარად იყიდონ დაბალი ხარისხის ზეთი, ვიდრე უკეთესი, მაგრამ ძვირი. შედარება აქაც პირობითია, მაღაზიას მაინც ჰყავს ისეთი მომხმარებლები, რომლებიც საერთოდ არ უყურებენ ფასს. საფასო კორექცია ბოლოს 2 კვირის წინათ მოვახდინეთ. ამჯერად დისტრიბუტორებმა გაგვაფრხთილეს, რომ მაისიდან პროდუქტს მომატებული ფასით შემოიტანენ. რაც უნდა ვეცადოთ, გაძვირება მოგვიწევს", - აცხადებს ლელა სულხანიშვილი.

ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობს "ჰაუს მარკეტის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირინა შავერდაშვილი. როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, თითქმის ყველა პროდუქტის რეალიზაცია შემცირდა. "პრობლემა მაღაზიის ყველა სექციას აქვს, რადგან გაყიდვამ ყველაფერზე თანაბრად იკლო. ცხადია, ბრუნვაზე ამან უარყოფითად იმოქმედა. კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავს შევიკავებ, ფაქტია, რომ მოსახლეობა მსყიდველუნარიანი აღარ არის. უმეტესად ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის შეძენას ცდილობენ, თანაც, მიზერული რაოდენობით, მომხმარებლის მხრიდან რომელიმე პროდუქტის დიდი მარაგით ყიდვა წარმოუდგენელია, ხალხი საკვებს აუცილებელი საჭიროების მიხედვით ყიდულობს",- ამბობს შავერდაშვილი.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია