პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ყიფიანის მოადგილე - მთელი ღამე "ჯაყოს ხიზნებს" ვკითხულობდი და წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება
ლევან ყიფიანის მოადგილე - მთელი ღამე "ჯაყოს ხიზნებს" ვკითხულობდი და წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება

მთე­ლი ღამე "ჯა­ყოს ხიზ­ნებს" ვკი­თხუ­ლობ­დი და წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, რა ხდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ნუგ­ზარ კევ­ლიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც სა­მი­ნის­ტრო­ში ცოტა ხნის წინ მი­ვი­და.

"მთე­ლი ღამე "ჯა­ყოს ხიზ­ნებს" ვკი­თხუ­ლობ­დი და წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს რა ხდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კევ­ლიშ­ვილ­მა. რა შე­ე­ხე­ბა პრე­ტენ­ზი­ებს, რომ­ლე­ბიც სპორ­ტის მი­ნის­ტრის ლე­ვან ყი­ფი­ა­ნის მი­მართ პარ­ლა­მენ­ტის სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა კო­მი­ტეტს აქვს, კევ­ლიშ­ვილს ეს ყვე­ლა­ფე­რი "აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსა­მარ­თლოდ მი­აჩ­ნია".

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ლე­ვან ყი­ფი­ა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში არც უარ­ყო­ფენ და არც ადას­ტუ­რე­ბენ. თუმ­ცა, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, დღეს, 12.00 სა­ათ­ზე ლე­ვან ყი­ფი­ა­ნი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას გა­მარ­თავს. რა იქ­ნე­ბა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის თემა, ამას პრეს­სამ­სა­ხურ­ში არ აკონ­კრე­ტე­ბენ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ორი დღის წინ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე, ელ­გუ­ჯა ხოკ­რიშ­ვი­ლის გარ­და, ლე­ვან ყი­ფი­ან­ზეც იყო სა­უ­ბა­რი. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­და იმ პრე­ტენ­ზი­ებ­ზე, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა კო­მი­ტეტს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ლე­ვან ყი­ფი­ა­ნის მი­სა­მარ­თით აქვს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი დღის წინ ყი­ფი­ა­ნის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი არ დას­მუ­ლა და ით­ქვა, რომ თუკი კო­მი­ტე­ტის პრე­ტენ­ზი­ე­ბი და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბი ობი­ექ­ტუ­რია, ის უნდა გა­მოს­წორ­დეს, ან მი­ნის­ტრმა და­ა­სა­ბუ­თოს, რომ ხარ­ვე­ზე­ბი, რო­მელ­თა თა­ო­ბა­ზეც პარ­ლა­მენ­ტის კო­მი­ტე­ტი სა­უბ­რობს, არ არ­სე­ბობს.

ლე­ვან ყი­ფი­ა­ნის გა­დად­გო­მის შემ­თხვე­ვა­ში, ის იქ­ნე­ბა მეშ­ვი­დე მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის თავ­და­პირ­ველ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იც­ვლე­ბა, კონ­სტი­ტუ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კი, მთავ­რო­ბა პარ­ლა­მენ­ტში ნდო­ბის­თვის 1/3-ის შეც­ვლის შემ­დეგ შე­დის. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი მთავ­რო­ბა­ში ელ­გუ­ჯა ხოკ­რიშ­ვი­ლის შემ­დეგ კი­დევ ერთი მი­ნის­ტრი, ანუ მეშ­ვი­დე მი­ნის­ტრი შე­იც­ვლე­ბა, მთავ­რო­ბა პარ­ლა­მენ­ტში ნდო­ბის მი­სა­ღე­ბად შევა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ლევან ყიფიანის მოადგილე - მთელი ღამე "ჯაყოს ხიზნებს" ვკითხულობდი და წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება

ლევან ყიფიანის მოადგილე - მთელი ღამე "ჯაყოს ხიზნებს" ვკითხულობდი და წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება

მთელი ღამე "ჯაყოს ხიზნებს" ვკითხულობდი და წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნუგზარ კევლიშვილმა განუცხადა, რომელიც სამინისტროში ცოტა ხნის წინ მივიდა.

"მთელი ღამე "ჯაყოს ხიზნებს" ვკითხულობდი და წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება", - განაცხადა კევლიშვილმა. რა შეეხება პრეტენზიებს, რომლებიც სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანის მიმართ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს აქვს, კევლიშვილს ეს ყველაფერი "აბსოლუტურად უსამართლოდ მიაჩნია".

გავრცელებული ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას უწყების პრესსამსახურში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს, 12.00 საათზე ლევან ყიფიანი პრესკონფერენციას გამართავს. რა იქნება პრესკონფერენციის თემა, ამას პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ.

როგორც ცნობილია, ორი დღის წინ, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოზე, ელგუჯა ხოკრიშვილის გარდა, ლევან ყიფიანზეც იყო საუბარი. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა იმ პრეტენზიებზე, რომელიც პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანის მისამართით აქვს. არსებული ინფორმაციით, ორი დღის წინ ყიფიანის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დასმულა და ითქვა, რომ თუკი კომიტეტის პრეტენზიები და უკმაყოფილების მიზეზები ობიექტურია, ის უნდა გამოსწორდეს, ან მინისტრმა დაასაბუთოს, რომ ხარვეზები, რომელთა თაობაზეც პარლამენტის კომიტეტი საუბრობს, არ არსებობს.

ლევან ყიფიანის გადადგომის შემთხვევაში, ის იქნება მეშვიდე მინისტრი, რომელიც მთავრობის თავდაპირველ შემადგენლობაში იცვლება, კონსტიტუციის გათვალისწინებით კი, მთავრობა პარლამენტში ნდობისთვის 1/3-ის შეცვლის შემდეგ შედის. შესაბამისად, თუკი მთავრობაში ელგუჯა ხოკრიშვილის შემდეგ კიდევ ერთი მინისტრი, ანუ მეშვიდე მინისტრი შეიცვლება, მთავრობა პარლამენტში ნდობის მისაღებად შევა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."