უმრავლესობის დეპუტატ მანანა კობახიძეს ბოლო დეკლარაცია, მიმდინარე წლის 5 იანვარს აქვს შევსებული.
დეკლარაციის თანახმად, დეპუტატი თბილისში ორ საცხოვრებელ - 95.56 კვ.მ ფართობისა და 180.00 კვ. მ ფართობის ბინას ფლობს. სხვა სახის უძრავ-მოძრავი ქონება მის სახელზე არ ირიცხება.
კობახიძეს "ქართუ ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 2 366.00 ლარი აქვს. სამუშაოს შესრულებით კი წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, შემოსავლის სახით, 76 845.00 ლარი აქვს მიღებული. გასავლის გრაფაში კი, რომელიც 1500 ლარს აღემატება, კობახიძეს მითითებული აქვს, რომ შვილის, ნინო ორაგველიძის სწავლის გადასახადი გადაიხადა, რომელმაც 6 645.00 ლარი შეადგინა.
დეკლარაციის თანახმად, დეპუტატის მეუღლე ზაზა გოგიჩაიშვილი ავტომანქანა HONDA CRV-ს ფლობელია. მის "თიბისი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე კი 53.00 ლარი ირიცხება. იგი ნაღდი ფულის სახით 25 000.00 ლარს ფლობს.
მანანა კობახიძემ 2013 წელს 130 000.00 ლარის ღირებულების ბინა იყიდა.