საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უჭირთ ქართველ ექიმებს ზუსტი დიაგნოზის დასმა
რატომ უჭირთ ქართველ ექიმებს ზუსტი დიაგნოზის დასმა

"დედა მი­წევს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, სას­წრა­ფომ კლი­ნი­კუ­რი ქი­რურ­გი­ი­სა და ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრში მიგ­ვიყ­ვა­ნა ორი სა­ვა­რა­უ­დო დი­აგ­ნო­ზით: ფა­რუ­ლი სის­ხლდე­ნა და ინ­სულ­ტი.­ სა­ბედ­ნი­ე­როდ, არც ერთი არ და­დას­ტურ­და, მაგ­რამ ისეთ­მა პრობ­ლე­მამ­ იჩი­ნა­ თავი, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შეყ­ვა­ნი­სას არ ჰქო­ნია. ამი­ტომ სხვა კლი­ნი­კა­ში გა­და­სა­ყვა­ნად ვე­ძებ ფარ­თო პრო­ფი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფოს თე­რა­პი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის რე­ა­ნი­მა­ცი­ას, კარ­გი რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გით, რო­მე­ლიც მიხ­ვდე­ბა, რა­ტომ შე­ექ­მნა დე­დას პრობ­ლე­მა...­ და­ვი­ა­რე თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი და აღ­მოჩ­ნდა, რომ რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში­ ად­გი­ლი არ იყო. რა ხდე­ბა, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია?" - სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ამ წე­რი­ლის ავ­ტო­რი ერ­თა­დერ­თი არ არის, ვინც სან­თლით და­ე­ძებს ექიმს, რო­მელ­საც ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზის დას­მა და სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბა შე­უძ­ლია.

მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ქი­რურ­გი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი მე­რაბ კილ­აძე:

- ამე­რი­კა­ში ჩა­ა­ტა­რეს ექს­პე­რი­მენ­ტი:­ რე­ზი­დენ­ტებს მის­ცეს 20 პა­ცი­ენ­ტის ლაბო­რ­ატო­რი­უ­ლი ანა­ლი­ზის პა­სუ­ხე­ბი და აპა­რა­ტ­ურით ნაჩ­ვე­ნე­ბი მა­სა­ლე­ბი. დი­აგ­ნო­ზი მათ 25%-იანი სი­ზუს­ტით და­ად­გი­ნეს... გა­მოცდ­ი­ლ­მა ექი­მებ­მა იმა­ვე პა­ცი­ენ­ტებ­თან მხოლ­ოდ­­ გა­სა­უბ­რე­ბით 85%-იანი შე­დე­გი მი­ი­ღეს,­ დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი­ კვლე­ვით კი ­99%-იანი სიზ­უ­სტით დას­ვეს დი­აგ­ნო­ზი. კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია მა­ღა­ლი დო­ნის გა­ნათ­ლე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა. თუმ­ცა, 20-25 წლის წინ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა არ კმა­რა. თა­ნა­მედ­რ­ოვე მე­დი­ცი­ნა უს­წრა­ფე­სად ვი­თარ­დე­ბა და თუ ფეხ­და­ფეხ არ მიჰ­ყე­ვი, კონ­კუ­რენ­ტუ­ნარ­იანი ვერ იქ­ნე­ბი. ­ამე­რი­კა­ში,­ უმაღ­ლე­სი სას­წა­ვლებ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, სტუ­დენტს არა­ვინ მის­ცემს 25 წლის წინ გა­მო­ცე­მულ წიგ­ნებს, რად­გან მათი კი­თხვა დრო­ის და­კ­არ­გვად მი­აჩ­ნი­ათ, ჩვენ­თან კი გა­ნათ­ლე­ბას­ ხში­რად ძვე­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბით იღე­ბენ. თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას მხო­ლოდ ისი­ნი ახერ­ხე­ბენ, ვინც სა­კუ­თა­რი­ სახ­სრე­ბით შეძ­ლო უცხო­ეთ­ში წას­ვლა. ჩვენ­თან ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზის და­სასმ­ელად არ არ­სე­ბობს უმაღ­ლე­სი კლ­ასის სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, უახ­ლე­სი­ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი.

ეს არის ფუ­ფუ­ნე­ბა, არც ერთ­­ კლი­ნი­კას არ შეუძ­ლია ორმი­ლი­ო­ნევ­რო­ი­ა­ნი­ და­ნად­გა­რის შე­ძე­ნა. რომც შეიძ­ი­ნონ, კვლევ­ებს იმ ფასს ვერ და­ა­დე­ბენ, რომ და­ნა­ხარ­ჯი­ კი არა, ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ხარ­ჯე­ბი მა­ინც ამოი­ღო. 2002 წელს თურ­ქეთ­ში კერ­ძო კლი­ნი­კამ მი­იწ­ვია ცნო­ბი­ლი ამე­რი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც სა­მე­დი­ცი­ნო მომს­ახუ­რე­ბის ხა­რის­ხის მე­ნე­ჯმენ­ტი უნდა შე­ეც­ვა­ლა. კლი­ნი­კა ნელ-ნელა და­სავ­ლურ სტან­დარ­ტებ­ზე გა­და­ე­წყო და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. სა­ხელ­მწი­ფომ გა­და­წყვი­ტა, ეს სტან­დარ­ტე­ბი სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­ე­ხა­და ყვე­ლა თურ­ქუ­ლი კლი­ნი­კის­თვის. შე­დე­გად მი­ი­ღეს უაღ­რე­სად­ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო.

ცოტა ხნის წინ ირან­ში გახ­ლდით, კონფ­ერენ­ცი­ა­ზე. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ ვნა­ხე: უმნ­ი­შვნე­ლო­ვა­ნე­სი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და­ნად­გა­რე­ბის 90%-ს თვი­თონ­ვე ამ­ზა­დე­ბენ. ამას­თან, ჰყავთ სა­უ­კე­თე­სო ექი­მე­ბი. თურ­ქე­თის და ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რომ ექი­მებ­მა ბრი­ტა­ნეთ­სა თუ ამერ­იკა­ში მი­ი­ღონ სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. რუს მე­დი­კოს­ებს ამ­პარ­ტავ­ნე­ბამ სძლია და მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ისე­დაც ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან. შეს­აბა­მი­სად, რუსი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მუ­შა­ო­ბის­ ხა­რის­ხიც შე­სუს­ტდა, რუსი პა­ცი­ენ­ტე­ბი კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დი­ან ოპე­რა­ცი­ის გასა­კ­ეთებ­ლად. მათ აქვთ ინ­ფორ­მა­ცია ჩვე­ნი სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­სა­ხებ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რატომ უჭირთ ქართველ ექიმებს ზუსტი დიაგნოზის დასმა

რატომ უჭირთ ქართველ ექიმებს ზუსტი დიაგნოზის დასმა

"დედა მიწევს რეანიმაციაში, სასწრაფომ კლინიკური ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში მიგვიყვანა ორი სავარაუდო დიაგნოზით: ფარული სისხლდენა და ინსულტი.­ საბედნიეროდ, არც ერთი არ დადასტურდა, მაგრამ ისეთმა პრობლემამ­ იჩინა­ თავი, რომელიც საავადმყოფოში შეყვანისას არ ჰქონია. ამიტომ სხვა კლინიკაში გადასა­ყვანად ვეძებ ფართო პროფილის საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების რეანიმაციას, კარგი რეანიმატოლოგით, რომელიც მიხვდება, რატომ შეექმნა დედას პრობლემა...­ დავიარე თბილისის საავადმყოფოები და აღმოჩნდა, რომ რეანიმაციულ განყოფილებებში­ ადგილი არ იყო. რა ხდება, სრულიად საქართველო რეანიმაციაშია?" - სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ამ წერილის ავტორი ერთადერთი არ არის, ვინც სანთლით დაეძებს ექიმს, რომელსაც ზუსტი დიაგნოზის დასმა და სწორი მკურნალობა შეუძლია.

მსოფლიოში ცნობილი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მერაბ კილ­აძე:

- ამერიკაში ჩაატარეს ექს­პერიმენტი:­ რეზიდენტებს მისცეს 20 პაციენტის ლაბო­რ­ატორიული ანალიზის პასუხები და აპარა­ტ­ურით ნაჩვენები მასალები. დიაგნოზი მათ 25%-იანი სიზუსტით დაადგინეს... გამოცდ­ი­ლ­მა ექიმებმა იმავე პაციენტებთან მხოლ­ოდ­­ გასაუბრებით 85%-იანი შედეგი მიიღეს,­ დიაგნოსტიკური­ კვლევით კი ­99%-იანი სიზ­უ­სტით დასვეს დიაგნოზი. კვალიფიკაციისთვის აუცილებელია მაღალი დონის განათლება და გამოცდილება. თუმცა, 20-25 წლის წინ მიღებული ცოდნა არ კმარა. თანამედ­რ­ოვე მედიცინა უსწრაფესად ვითარდება და თუ ფეხდაფეხ არ მიჰყევი, კონკურენტუნარ­იანი ვერ იქნები. ­ამერიკაში,­ უმაღლესი სასწა­ვლებლის ბიბლიოთეკაში, სტუდენტს არავინ მისცემს 25 წლის წინ გამოცემულ წიგნებს, რადგან მათი კითხვა დროის და­კ­არგვად მიაჩნიათ, ჩვენთან კი განათლებას­ ხშირად ძველი სახელმძღვანელოებით იღებენ. თანამედროვე განათლების მიღებას მხოლოდ ისინი ახერხებენ, ვინც საკუთარი­ სახსრებით შეძლო უცხოეთში წასვლა. ჩვენთან ზუსტი დიაგნოზის დასასმ­ელად არ არსებობს უმაღლესი კლ­ასის სადიაგნოსტიკო საშუალებები, უახლესი­ ტექნოლოგიები.

ეს არის ფუფუნება, არც ერთ­­ კლინიკას არ შეუძ­ლია ორმი­ლიონევროიანი­ დანადგარის შეძენა. რომც შეიძ­ი­ნონ, კვლევ­ებს იმ ფასს ვერ დაადებენ, რომ დანახარჯი­ კი არა, ექსპლუატაციის ხარჯები მაინც ამოი­ღო. 2002 წელს თურქეთში კერძო კლინიკამ მიიწვია ცნობილი ამერიკული ორგანიზაცია, რომელსაც სამედიცინო მომს­ახურების ხარისხის მენეჯმენტი უნდა შეეცვალა. კლინიკა ნელ-ნელა დასავლურ სტანდარტებზე გადაეწყო და ძალიან პოპულარული გახდა. სახელმწიფომ გადაწყვიტა, ეს სტანდარტები სავალდებულო გაეხადა ყველა თურქული კლინიკისთვის. შედეგად მიიღეს უაღრესად­ განვითარებული სამედიცინო სფერო.

ცოტა ხნის წინ ირანში გახლდით, კონფ­ერენციაზე. წარმოუდგენელი რამ ვნახე: უმნ­ი­შვნელოვანესი ტექნოლოგიური დანადგარების 90%-ს თვითონვე ამზადებენ. ამასთან, ჰყავთ საუკეთესო ექიმები. თურქეთის და ირანის ხელისუფლებები ყველაფერს აკეთებენ, რომ ექიმებმა ბრიტანეთსა თუ ამერ­იკაში მიიღონ სამედიცინო განათლება და პრაქტიკული გამოცდილება. რუს მედიკოს­ებს ამპარტავნებამ სძლია და მიიჩნევენ, რომ ისედაც ყველაფერი იციან. შეს­აბამისად, რუსი სპეციალისტების მუშაობის­ ხარისხიც შესუს­ტდა, რუსი პაციენტები კი საქართველოში ჩამოდიან ოპერაციის გასა­კ­ეთებლად. მათ აქვთ ინფორმაცია ჩვენი საუკეთესო სპეციალისტების შესახებ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია