სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ალასანიას სამზადისი: პოლიტიკოსი მსოფლიო რბენაში მიიღებს მონაწილეობას
ირაკლი ალასანიას სამზადისი: პოლიტიკოსი მსოფლიო რბენაში მიიღებს მონაწილეობას

Wings for Life World Run 2015 წლის 3 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის მთე­ლი მსოფ­ლიო გა­ერ­თი­ან­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო კი მისი ნა­წი­ლი გახ­დე­ბა.

რო­გორც ჩანს, ასო­ბით ადა­მი­ან­თან ერ­თად, რბო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად ირაკ­ლი ალა­სა­ნი­აც ემ­ზა­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "მსოფ­ლიო რბე­ნა­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია - რო­გორც მო­ხა­ლი­სე მორ­ბენ­ლებს, ასე­ვე პრო­ფე­სი­ო­ნალ სპორ­ტსმე­ნებს (ასა­კი 18+). სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­სულ წელს და­ახ­ლო­ე­ბით, 2000-ს შე­ად­გენ­და, მსოფ­ლიო მას­შტა­ბით კი ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 200 000-ზე მეტი მორ­ბე­ნალ­მა მი­ი­ღო.

"მსოფ­ლიო რბე­ნის" შე­დე­გად 2 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი (ერთი ქალი და ერთი მა­მა­კა­ცი) გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ისი­ნი Wings for Life World Run-ის გლო­ბა­ლურ ჩემ­პი­ო­ნე­ბად იქ­ნე­ბი­ან აღი­ა­რე­ბულ­ნი და სა­ჩუქ­რად მი­ი­ღე­ბენ ექ­სკლუ­ზი­ურ ტურს მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო. სა­ქარ­თვე­ლოს ეტა­პის ორ გა­მარ­ჯვე­ბულს კი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს 2016 წლის რბე­ნა­ში მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ, მის მიერ არ­ჩე­ულ წერ­ტილ­ში.

Wings for Life World Run-ის უნი­კა­ლუ­რო­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ არ არის გან­სა­ზღვრუ­ლი ტრა­სის მან­ძი­ლი და დრო, არ არ­სე­ბობს ფი­ნი­შის ხაზი. ტრა­დი­ცი­უ­ლი ფი­ნი­შის ხა­ზის მა­გივ­რად იქ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი "ფი­ნიშ მან­ქა­ნა", რო­მე­ლიც სტარ­ტი­დან 30 წუთ­ში და­ი­წყებს სვლას და იმოძ­რა­ვებს წი­ნას­წარ დად­გე­ნი­ლი სიჩ­ქა­რით (15 კმ/ს - 20 კმ/ს - 25 კმ/ს). რო­გორც კი ფი­ნიშ მან­ქა­ნა გა­და­უს­წრებს მორ­ბე­ნალს, ის ავ­ტო­მა­ტუ­რად ეთი­შე­ბა შე­ჯიბრს.

იხი­ლეთ ვი­დეო: ირაკ­ლი ალა­სა­ნია სარ­ბენ ბი­ლიკ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ირაკლი ალასანიას სამზადისი: პოლიტიკოსი მსოფლიო რბენაში მიიღებს მონაწილეობას

ირაკლი ალასანიას სამზადისი: პოლიტიკოსი მსოფლიო რბენაში მიიღებს მონაწილეობას

Wings for Life World Run 2015 წლის 3 მაისს გაიმართება, სადაც ქველმოქმედებისთვის მთელი მსოფლიო გაერთიანდება, საქართველო კი მისი ნაწილი გახდება.

როგორც ჩანს, ასობით ადამიანთან ერთად, რბოლაში მონაწილეობის მისაღებად ირაკლი ალასანიაც ემზადება.

შეგახსენებთ, რომ "მსოფლიო რბენაში" მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია - როგორც მოხალისე მორბენლებს, ასევე პროფესიონალ სპორტსმენებს (ასაკი 18+). საქართველოში მონაწილეების რაოდენობა გასულ წელს დაახლოებით, 2000-ს შეადგენდა, მსოფლიო მასშტაბით კი ღონისძიებაში მონაწილეობა 200 000-ზე მეტი მორბენალმა მიიღო.

"მსოფლიო რბენის" შედეგად 2 გამარჯვებული (ერთი ქალი და ერთი მამაკაცი) გამოვლინდება. ისინი Wings for Life World Run-ის გლობალურ ჩემპიონებად იქნებიან აღიარებულნი და საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო. საქართველოს ეტაპის ორ გამარჯვებულს კი შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს 2016 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ, მის მიერ არჩეულ წერტილში.

Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ფინიშის ხაზი. ტრადიციული ფინიშის ხაზის მაგივრად იქნება სპეციალური "ფინიშ მანქანა", რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიწყებს სვლას და იმოძრავებს წინასწარ დადგენილი სიჩქარით (15 კმ/ს - 20 კმ/ს - 25 კმ/ს). როგორც კი ფინიშ მანქანა გადაუსწრებს მორბენალს, ის ავტომატურად ეთიშება შეჯიბრს.

იხილეთ ვიდეო: ირაკლი ალასანია სარბენ ბილიკზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია