სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ყველაზე ღარიბი ქართველი პარლამენტარი?
ვინ არის ყველაზე ღარიბი ქართველი პარლამენტარი?

bpn.ge აგ­რძე­ლებს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას.

ამ სი­ა­ში ყვე­ლა­ზე ღა­რი­ბი პარ­ლა­მენ­ტა­რიც აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვილ­მა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დი 2014 წლის 6 ივ­ნისს შე­ავ­სო. ოჯა­ხის წევ­რე­ბის გრა­ფა­ში ვკი­თხუ­ლობთ: მე­უღ­ლე - ილია ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი. ოჯა­ხის წევრთა სა­კუთ­რე­ბის გრა­ფა­ში მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით კი, ირ­კვე­ვა, რომ პარ­ლა­მენ­ტარ­სა და მის ქმარს სა­კუ­თა­რი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა არ გა­აჩ­ნი­ათ. ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის სა­ხელ­ზე ბინა და მი­წის ნაკ­ვე­თია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა თბი­ლის­ში, აგ­ლა­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე 86 კვ. მ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თობს ილია ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლის გარ­და, სამი თა­ნა­მე­სა­კუთ­რე ჰყავს - ირაკ­ლი და ბე­სიკ ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლე­ბი და ქე­თე­ვან კოს­ტა­ვა. სა­ერ­თო ჯამ­ში, ილია ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი ბი­ნის და მი­წის ნაკ­ვე­თის 25-25%-ის მფლო­ბე­ლია. ასე­ვე, მის სა­ხელ­ზეა ავ­ტო­მან­ქა­ნა მერ­სე­დე­სი CLK, 2002 წლის გა­მოშ­ვე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბან­კო ან­გა­რი­შებს: ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე (თი­ბი­სი ბან­კი) 889.00 ლა­რია, ხოლო იგი­ვე ბან­კში მისი საკ­რე­დი­ტო ან­გა­რი­ში 4 133 ლარს შე­ად­გენს. პარ­ლა­მენ­ტა­რის მე­უღ­ლე რეს­პუბ­ლი­კა ბან­კში "მე­გო­ბა­რი" ანაბ­რით სარ­გებ­ლობს, ან­გა­რიშ­ზე კი 16 დო­ლა­რი აქვს. იგი­ვე ბან­კში სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რი­შიც აქვს, სა­დაც 885 ლარი ფიქ­სირ­დე­ბა. ხოლო "თი­ბი­სი" ბან­კში მის სა­ხელ­ზე ორი საკ­რე­დი­ტო ან­გა­რი­შია გახ­სნი­ლი, სეს­ხის სა­ერ­თო მო­ცუ­ლო­ბა 1 000 ლარს შე­ად­გენს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ვინ არის ყველაზე ღარიბი ქართველი პარლამენტარი?

ვინ არის ყველაზე ღარიბი ქართველი პარლამენტარი?

bpn.ge აგრძელებს თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებში აღმოჩენილი საინტერესო დეტალების გამოქვეყნებას.

ამ სიაში ყველაზე ღარიბი პარლამენტარიც აღმოვაჩინეთ. საპარლამენტო უმცირესობის და "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ქონებრივი დეკლარაციის შესახებ განაცხადი 2014 წლის 6 ივნისს შეავსო. ოჯახის წევრების გრაფაში ვკითხულობთ: მეუღლე - ილია ნიკოლაიშვილი. ოჯახის წევრთა საკუთრების გრაფაში მოცემული ინფორმაციის მიხედვით კი, ირკვევა, რომ პარლამენტარსა და მის ქმარს საკუთარი უძრავი ქონება არ გააჩნიათ. ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლის სახელზე ბინა და მიწის ნაკვეთია დაფიქსირებული. თუმცა თბილისში, აგლაძის ქუჩაზე მდებარე 86 კვ. მ საცხოვრებელი ფართობს ილია ნიკოლაიშვილის გარდა, სამი თანამესაკუთრე ჰყავს - ირაკლი და ბესიკ ნიკოლაიშვილები და ქეთევან კოსტავა. საერთო ჯამში, ილია ნიკოლაიშვილი ბინის და მიწის ნაკვეთის 25-25%-ის მფლობელია. ასევე, მის სახელზეა ავტომანქანა მერსედესი CLK, 2002 წლის გამოშვება.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს: ჩიორა თაქთაქიშვილის სახელფასო ანგარიშზე (თიბისი ბანკი) 889.00 ლარია, ხოლო იგივე ბანკში მისი საკრედიტო ანგარიში 4 133 ლარს შეადგენს. პარლამენტარის მეუღლე რესპუბლიკა ბანკში "მეგობარი" ანაბრით სარგებლობს, ანგარიშზე კი 16 დოლარი აქვს. იგივე ბანკში სახელფასო ანგარიშიც აქვს, სადაც 885 ლარი ფიქსირდება. ხოლო "თიბისი" ბანკში მის სახელზე ორი საკრედიტო ანგარიშია გახსნილი, სესხის საერთო მოცულობა 1 000 ლარს შეადგენს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია