პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაბიჯ-ნაბიჯ: გზა ევროპისაკენ - ევროკავშირის ელჩის თვალით დანახული საქართველოს ევროპული მომავალი
ნაბიჯ-ნაბიჯ: გზა ევროპისაკენ - ევროკავშირის ელჩის თვალით დანახული საქართველოს ევროპული მომავალი

მარ­ტის ბო­ლოს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ ევ­რო­კავ­ში­რის სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კის ჩარ­ჩო­ში სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გან­ვლი­ლი პროგ­რე­სის ან­გა­რი­ში წა­რად­გი­ნა. ან­გა­რი­ში შე­ი­ცავ­და რო­გორც გან­ვლი­ლი პროგ­რე­სის შე­ჯა­მე­ბას, ასე­ვე სა­მო­მავ­ლო რე­კო­მენ­და­ცი­ებს. ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნის შემ­დეგ ევ­რო­კავ­ში­რის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელჩს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ია­ნოშ ჰერ­მანს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის ისეთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­კი­თხებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ, რო­გო­რი­ცაა ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის და­ნერგვა/რე­ა­ლი­ზე­ბა, სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბა და ევ­რო­კავ­ში­რის პო­ზი­ცია და წვლი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში.

- სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბით და­ვი­წყოთ, რა­საც მო­სახ­ლე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი დიდი იმე­დე­ბით ელო­დე­ბა. რო­დის­თვის იგეგ­მე­ბა პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბა? მო­ი­აზ­რე­ბო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო რე­ჟი­მი რი­გის სა­მი­ტის­თვის უნდა მი­ე­ღო, თუმ­ცა ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბის ბოლო გან­ცხა­დე­ბე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, შე­იძ­ლე­ბა ასე არც მოხ­დეს...

- ეს სა­კი­თხი მინ­და დე­ტა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლო, რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი, ვფიქ­რობ, მცდა­რად აღიქ­ვამს იმას, თუ რას ნიშ­ნავს სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბა. ეს გუ­ლის­ხმობს ხან­მოკ­ლე ვი­ზი­ტებს, რო­მელ­თა ხან­გრძლი­ვო­ბაც არ სცდე­ბა 90 დღეს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბის თა­რიღს: სა­მოქ­მე­დო გეგ­მის მე­ო­რე, დას­კვნით ფა­ზა­ში ვართ. ვე­ლო­დე­ბით ევ­რო­კო­მი­სი­ის შე­მა­ფა­სე­ბელ ან­გა­რიშს იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბის­თვის­სა­ჭი­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი. ან­გა­რი­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა რი­გის სა­მი­ტამ­დე და შემ­დგო­მი პროგ­რე­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მის ში­ნა­არსზე. თუმ­ცა, და­დე­ბი­თი დას­კვნის შემ­თხვე­ვა­შიც კი, დის­კუ­სია გაგ­რძელ­დე­ბა – ამ­ჯე­რად თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი ქვეყ­ნის დო­ნე­ზე და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც ისი­ნი მი­ი­ღე­ბენ. ასე რომ რი­გის სა­მი­ტის­თვის სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა არც იგეგ­მე­ბო­და.

- "ხან­მოკ­ლე ვი­ზი­ტის" ას­პექ­ტი შე­საძ­ლოა, ბევ­რის­თვის სი­ურპრი­ზი აღ­მოჩ­ნდეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ო­დაა ხალ­ხი, ვინც ფიქ­რობს, რომ სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ შე­უძ­ლი­ათ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში წა­ვიდ­ნენ და იქ იშო­ვონ სამ­სა­ხუ­რი. ასე რომ, რას აძ­ლევს სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბა იმ ქარ­თველ ფერ­მერს, რო­მელ­საც პა­რი­ზის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად არც ფული აქვს და არც დრო, მაგ­რამ ევ­რო­პა­ში სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა­ზე კი უარს არ იტყო­და? ამას გარ­და, არ­სე­ბობს თუ არა რის­კი, რომ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი, ვინც გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სა­ვი­ზო რე­ჟი­მით ისარ­გებ­ლებს, დაბ­რუ­ნე­ბას არა­ლე­გა­ლურ ემიგ­რან­ტად ყოფ­ნას ამ­ჯო­ბი­ნებს?

- რის­კე­ბი არ­სე­ბობს და სწო­რედ მათი შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში ვართ – სა­ჭი­როა გულ­დას­მით გა­მო­ვიკ­ვლი­ოთ რა შე­დე­გებს მო­ი­ტანს სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. რაც შე­ე­ხე­ბა სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნას, სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბის შემ­დე­გაც კი, მათ, ვი­საც ევ­რო­კავ­შირ­ში სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნა სურთ, ვიზა და ხში­რად მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბაც, აუ­ცი­ლებ­ლად და­ჭირ­დე­ბათ.

- გა­და­ვი­დეთ ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე. ხელი უკვე მო­ვა­წე­რეთ, რა­ტი­ფი­კა­ცი­აც მიმ­დი­ნა­რე­ობს, ჯერი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზეა. რო­გო­რია ევ­რო­კავ­ში­რის სტრა­ტე­გია ამ კუ­თხით?

- გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცე­სი ეს-ესაა და­ი­წყო. გვაქვს იმე­დი, რომ და­ახ­ლო­ე­ბით სამი წლის შემ­დეგ, შეგ­ვეძ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე პროგ­რე­სი შე­ვა­ფა­სოთ. ზო­გა­დი პროგ­რე­სი სა­ხე­ზეა. სტრა­ტე­გი­ა­ზე მკი­თხეთ, ამა­ზე პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია – ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა მა­სი­უ­რი დო­კუ­მენ­ტია. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ

ცა­დოს და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს მას­ში გა­წე­რი­ლი ათი ან თორ­მე­ტი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი. მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას დას­ჭირ­დე­ბა ასო­ბით პა­ტა­რა ნა­ბი­ჯი სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. უნდა გა­ვი­აზ­როთ, თუ რა ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ სვლას პროგ­რე­სი­სა­კენ. ჩვენ ვერ გა­მო­ვა­ცხა­დებთ დი­დე­ბუ­ლი მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ ყო­ველ დღე, მაგ­რამ იმე­დი მაქვს რომ ბე­ჯი­თი შრო­მით, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, ძალ­ზე შორს წა­ვალთ. სა­ბო­ლოო შე­დე­გი კი იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა, სა­დაც ცხოვ­რე­ბის დონე გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

- ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ად­გი­ლი უჭი­რავს იმ ცვლი­ლე­ბებ­სა და რე­ფორ­მებს, რაც ად­გი­ლობ­რივ­მა ბიზ­ნეს­მა, ბა­ზარ­მა უნდა გა­ი­ა­როს. რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად რთუ­ლია ქარ­თუ­ლი ბაზ­რის ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­ზე მორ­გე­ბა?

- რე­გუ­ლა­რუ­ლად ვხვდე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს და მინ­და ვთქვა, რომ სრუ­ლად აქვთ გა­აზ­რე­ბუ­ლი იმ გარ­დამ­ტე­ხი ცვლი­ლე­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა, რაც ევ­რო­პულ ბა­ზარ­ზე შეს­ვლის­თვი­საა სა­ჭი­რო. თუმ­ცა, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, გვაქვს დის­კუ­სი­ე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ უნდა გა­ტარ­დეს ესა თუ ის რე­ფორ­მა. მა­გა­ლი­თის­თვის შრო­მი­თი ინ­სპექ­ცი­ე­ბიც გა­მოგ­ვად­გე­ბა. ეს მსოფ­ლიო პრაქ­ტი­კაა და ვფიქ­რობთ, სა­ქარ­თვე­ლო­შიც დრო­უ­ლად უნდა და­ი­ნერ­გოს – უკე­თე­სი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი ბიზ­ნე­სის სტა­ბი­ლუ­რო­ბა­საც უწყობს ხელს და მეტ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­საც მო­ი­ზი­დავს.

- კი­დევ ერთი სფე­რო, რო­მე­ლიც დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბის ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტად მი­იჩ­ნე­ვა - სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა. რო­გო­რია ევ­რო­კავ­ში­რის ხედ­ვა, რო­გორ უნდა გან­ვი­თარ­დეს და გაძ­ლი­ერ­დეს ქარ­თუ­ლი აგ­რი­კულ­ტუ­რა?

- სა­ქარ­თვე­ლო იყო და რჩე­ბა აგ­რი­კულ­ტუ­რულ ქვე­ყა­ნად, ასე რომ ად­გი­ლობ­რი­ვი "ნოუ-ჰაუ" დიდი უპი­რა­ტე­სო­ბაა, რაც სა­თა­ნა­დოდ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ეკო­ნო­მი­კუ­რი ას­პექ­ტე­ბის გარ­და, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სოფ­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა­საც ნიშ­ნავს – მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ისე­თი პი­რო­ბე­ბის შექ­მნას, რომ მას სოფ­ლის და­ტო­ვე­ბის სურ­ვი­ლი აღარ უჩ­ნდე­ბო­დეს. ასე რომ ვე­თან­ხმე­ბი მთავ­რო­ბას მო­საზ­რე­ბა­ში, რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა ქვეყ­ნის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტად დარ­ჩე­ბა მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. სწო­რედ ამი­ტო­მაც, ევ­რო­კავ­ში­რის მიერ გა­ღე­ბუ­ლი გრან­ტე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, აგ­რი­კულ­ტუ­რა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სფე­როა (140 მი­ლი­ო­ნი ლარი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის). ვფიქ­რობთ, ეს გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბებს, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდ იმე­დებს ვამ­ყა­რებთ ასო­ბით თა­ნა­მედ­რო­ვე კო­ო­პე­რა­ტი­ვის შექ­მნის პრო­ექ­ტზე.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი ევ­რო­პულ ბა­ზარ­ზე?

- ექ­სპორ­ტი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ცი­ის კუ­თხით უკვე იზ­რდე­ბა და ვფიქ­რობ, მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა. ჯერ-ჯე­რო­ბით, ზრდა ტრა­დი­ცი­ულ ქარ­თულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე – ღვი­ნო­სა და თხი­ლის ექ­სპორტზე აი­სა­ხა, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ვფიქ­რობ, ბა­ზარ­ზე თავს და­იმ­კვიდ­რებს ქარ­თუ­ლი მწვა­ნი­ლი, ბოსტნე­უ­ლი და ხი­ლიც. ასე­ვე, ვფიქ­რობ, რომ თან­და­თან "ევ­რო­პულ თა­რო­ებ­ზე" გა­მოჩ­ნდე­ბა ქარ­თუ­ლი თაფ­ლი და ყვე­ლი. აქ კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტი მინ­და ვახ­სე­ნო – ფი­ტო­სა­ნი­ტა­რი­უ­ლი ნორ­მე­ბის ჰარ­მო­ნი­ზე­ბა, რო­მე­ლიც ლო­მის წილს ითა­მა­შებს იმა­ში, იქ­ნე­ბა თუ არა ევ­რო­პე­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ნდო­ბით გან­მსჭვა­ლუ­ლი ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მი­მართ. ზო­გა­დად, ვფიქ­რობთ ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი სა­ვაჭ­რო შე­თან­ხმე­ბა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ექ­სპორ­ტო პო­ტენ­ცი­ალს, რაც ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის სა­წინ­და­რია.

ესა­უბ­რა ვაჟა თავ­ბე­რი­ძე

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ნაბიჯ-ნაბიჯ: გზა ევროპისაკენ - ევროკავშირის ელჩის თვალით დანახული საქართველოს ევროპული მომავალი

ნაბიჯ-ნაბიჯ: გზა ევროპისაკენ - ევროკავშირის ელჩის თვალით დანახული საქართველოს ევროპული მომავალი

მარტის ბოლოს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ჩარჩოში საქართველოს მიერ განვლილი პროგრესის ანგარიში წარადგინა. ანგარიში შეიცავდა როგორც განვლილი პროგრესის შეჯამებას, ასევე სამომავლო რეკომენდაციებს. ანგარიშის წარდგენის შემდეგ ევროკავშირის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ვესაუბრეთ, როგორიცაა ასოცირების შეთანხმების დანერგვა/რეალიზება, სავიზო რეჟიმის გამარტივება და ევროკავშირის პოზიცია და წვლილი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო განვითარების პროცესში.

- სავიზო რეჟიმის გამარტივებით დავიწყოთ, რასაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დიდი იმედებით ელოდება. როდისთვის იგეგმება პროცესის დასრულება? მოიაზრებოდა, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი რიგის სამიტისთვის უნდა მიეღო, თუმცა ევროპელი ლიდერების ბოლო განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ასე არც მოხდეს...

- ეს საკითხი მინდა დეტალურად განვიხილო, რადგან მოსახლეობის ნაწილი, ვფიქრობ, მცდარად აღიქვამს იმას, თუ რას ნიშნავს სავიზო რეჟიმის გამარტივება. ეს გულისხმობს ხანმოკლე ვიზიტებს, რომელთა ხანგრძლივობაც არ სცდება 90 დღეს. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გამარტივების თარიღს: სამოქმედო გეგმის მეორე, დასკვნით ფაზაში ვართ. ველოდებით ევროკომისიის შემაფასებელ ანგარიშს იმაზე, თუ რამდენად განხორციელდა საქართველოში სავიზო რეჟიმის გამარტივებისთვისსაჭირო მოქმედებები. ანგარიში გამოქვეყნდება რიგის სამიტამდე და შემდგომი პროგრესი დამოკიდებულია მის შინაარსზე. თუმცა, დადებითი დასკვნის შემთხვევაშიც კი, დისკუსია გაგრძელდება – ამჯერად თითოეული წევრი ქვეყნის დონეზე და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ისინი მიიღებენ. ასე რომ რიგის სამიტისთვის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არც იგეგმებოდა.

- "ხანმოკლე ვიზიტის" ასპექტი შესაძლოა, ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდეს. საქართველოში საკმაოდაა ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივება ნიშნავს იმას, რომ შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში წავიდნენ და იქ იშოვონ სამსახური. ასე რომ, რას აძლევს სავიზო რეჟიმის გამარტივება იმ ქართველ ფერმერს, რომელსაც პარიზის დასათვალიერებლად არც ფული აქვს და არც დრო, მაგრამ ევროპაში სამსახურის შოვნაზე კი უარს არ იტყოდა? ამას გარდა, არსებობს თუ არა რისკი, რომ იმ ადამიანების ნაწილი, ვინც გამარტივებული სავიზო რეჟიმით ისარგებლებს, დაბრუნებას არალეგალურ ემიგრანტად ყოფნას ამჯობინებს?

- რისკები არსებობს და სწორედ მათი შეფასების პროცესში ვართ – საჭიროა გულდასმით გამოვიკვლიოთ რა შედეგებს მოიტანს სავიზო რეჟიმის გამარტივება საქართველოში. რაც შეეხება სამსახურის პოვნას, სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგაც კი, მათ, ვისაც ევროკავშირში სამსახურის პოვნა სურთ, ვიზა და ხშირად მუშაობის უფლებაც, აუცილებლად დაჭირდებათ.

- გადავიდეთ ასოცირების ხელშეკრულებაზე. ხელი უკვე მოვაწერეთ, რატიფიკაციაც მიმდინარეობს, ჯერი განხორციელებაზეა. როგორია ევროკავშირის სტრატეგია ამ კუთხით?

- განხორციელების პროცესი ეს-ესაა დაიწყო. გვაქვს იმედი, რომ დაახლოებით სამი წლის შემდეგ, შეგვეძლება მიმდინარე პროგრესი შევაფასოთ. ზოგადი პროგრესი სახეზეა. სტრატეგიაზე მკითხეთ, ამაზე პასუხი მარტივია – ასოცირების ხელშეკრულება მასიური დოკუმენტია. შეიძლება ვინმემ

ცადოს და ჩამოაყალიბოს მასში გაწერილი ათი ან თორმეტი მთავარი მიზანი. მაგრამ რეალურად, განხორციელებას დასჭირდება ასობით პატარა ნაბიჯი სწორი მიმართულებით. უნდა გავიაზროთ, თუ რა ღირებულება აქვს ნაბიჯ-ნაბიჯ სვლას პროგრესისაკენ. ჩვენ ვერ გამოვაცხადებთ დიდებული მიღწევების შესახებ ყოველ დღე, მაგრამ იმედი მაქვს რომ ბეჯითი შრომით, ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალზე შორს წავალთ. საბოლოო შედეგი კი იქნება ქვეყანა, სადაც ცხოვრების დონე გაუმჯობესდება.

- ასოცირების შეთანხმებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს იმ ცვლილებებსა და რეფორმებს, რაც ადგილობრივმა ბიზნესმა, ბაზარმა უნდა გაიაროს. როგორ ფიქრობთ, რამდენად რთულია ქართული ბაზრის ევროპულ სტანდარტებზე მორგება?

- რეგულარულად ვხვდები ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს და მინდა ვთქვა, რომ სრულად აქვთ გააზრებული იმ გარდამტეხი ცვლილებების მნიშვნელობა, რაც ევროპულ ბაზარზე შესვლისთვისაა საჭირო. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, გვაქვს დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გატარდეს ესა თუ ის რეფორმა. მაგალითისთვის შრომითი ინსპექციებიც გამოგვადგება. ეს მსოფლიო პრაქტიკაა და ვფიქრობთ, საქართველოშიც დროულად უნდა დაინერგოს – უკეთესი სამუშაო პირობები ბიზნესის სტაბილურობასაც უწყობს ხელს და მეტ ინვესტიციებსაც მოიზიდავს.

- კიდევ ერთი სფერო, რომელიც დღევანდელი მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევა - სოფლის მეურნეობა. როგორია ევროკავშირის ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს და გაძლიერდეს ქართული აგრიკულტურა?

- საქართველო იყო და რჩება აგრიკულტურულ ქვეყანად, ასე რომ ადგილობრივი "ნოუ-ჰაუ" დიდი უპირატესობაა, რაც სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ. ეკონომიკური ასპექტების გარდა, სოფლის მეურნეობის განვითარება სოფლის გაძლიერებასაც ნიშნავს – მოსახლეობისთვის ისეთი პირობების შექმნას, რომ მას სოფლის დატოვების სურვილი აღარ უჩნდებოდეს. ასე რომ ვეთანხმები მთავრობას მოსაზრებაში, რომ სოფლის მეურნეობა ქვეყნისთვის პრიორიტეტად დარჩება მრავალი წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომაც, ევროკავშირის მიერ გაღებული გრანტებით თუ ვიმსჯელებთ, აგრიკულტურა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული სფეროა (140 მილიონი ლარი სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის). ვფიქრობთ, ეს გააუმჯობესებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობებს, განსაკუთრებით დიდ იმედებს ვამყარებთ ასობით თანამედროვე კოოპერატივის შექმნის პროექტზე.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ქართული პროდუქტი ევროპულ ბაზარზე?

- ექსპორტი სოფლის მეურნეობის პროდუქციის კუთხით უკვე იზრდება და ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ჯერ-ჯერობით, ზრდა ტრადიციულ ქართულ პროდუქციაზე – ღვინოსა და თხილის ექსპორტზე აისახა, მაგრამ დროთა განმავლობაში, ვფიქრობ, ბაზარზე თავს დაიმკვიდრებს ქართული მწვანილი, ბოსტნეული და ხილიც. ასევე, ვფიქრობ, რომ თანდათან "ევროპულ თაროებზე" გამოჩნდება ქართული თაფლი და ყველი. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი მინდა ვახსენო – ფიტოსანიტარიული ნორმების ჰარმონიზება, რომელიც ლომის წილს ითამაშებს იმაში, იქნება თუ არა ევროპელი მომხმარებელი ნდობით განმსჭვალული ქართული პროდუქციის მიმართ. ზოგადად, ვფიქრობთ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება, მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს საექსპორტო პოტენციალს, რაც ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარია.

ესაუბრა ვაჟა თავბერიძე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."