საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე მგონია, რომ ის აფრენს და მას ჰგონია, რომ მე ვაფრენ" - ირაკლი ალასანია და ნათია ფანჯიკიძე სიყვარულზე, "გიჟურ" სურპრიზებსა და თანაცხოვრების მძიმე წლებზე
"მე მგონია, რომ ის აფრენს და მას ჰგონია, რომ მე ვაფრენ" - ირაკლი ალასანია და ნათია ფანჯიკიძე  სიყვარულზე, "გიჟურ" სურპრიზებსა და თანაცხოვრების მძიმე წლებზე

"თუკი მსოფ­ლი­ო­ში სად­მე ვი­წან­წა­ლე ან სად­მე ცხოვ­რე­ბის მძი­მე თავ­გა­და­სა­ვალ­ში გა­ვეხ­ვიე, ყო­ველ­თვის მისი ბრა­ლი იყო და მშვი­დი ვინ გა­მო­დის ვერ გა­ვი­გე", - ასე ახა­სი­ა­თებს პო­ლი­ტი­კოს მე­უღ­ლეს, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე. "ნა­ნუ­კას შო­უ­ში" წამ­ყვან­მა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ფსი­ქო­ლოგ მე­უღ­ლეს ქმრის ინ­ტერ­ვიუ მო­ას­მე­ნი­ნა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა სთხო­ვა.

"ეკ­ლექ­ტუ­რია, არე­უ­ლია, თა­ვი­სი წეს­რი­გი აქვს უფრო სწო­რად, თა­ვი­სი სა­ა­თი აქვს ბი­ო­ლო­გი­უ­რი, რო­მე­ლიც არ ემ­თხვე­ვა ჩემ­სას", - ამ­ბობს ირაკ­ლი ალა­სა­ნია მე­უღ­ლე­ზე.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა ექს-მი­ნისტრს მე­უღ­ლის­თვის მო­წყო­ბი­ლი "გი­ჟუ­რი" სურპრი­ზე­ბის გახ­სე­ნე­ბა სთხო­ვა.

"ასე­თი სურპრი­ზე­ბი თა­ვი­დან უფრო მეტი გვქონ­და, მაგ­რამ ახ­ლაც ყო­ვეთ­ვის რა­ღაც ახალს ვთა­ვა­ზობ. რა­ზეც ან მომ­ყვე­ბა, ან არ მომ­ყვე­ბა. მა­გა­ლი­თად, სად­მე წას­ვლას უეც­რად, გა­რი­დე­ბა რე­ა­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღით და ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მის კე­თე­ბა. თვი­თონ ძაან უყ­ვარს კა­ხეთ­ში, ლო­პო­ტა­ზე სი­ა­რუ­ლი და სი­ახ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც არ ელის, დღის წეს­რიგს რომ აგი­რევს ისე­თე­ბი. ხან დავ­ყვე­ბი, ხან ვერა", - ამ­ბობს ირაკ­ლი ალა­სა­ნია.

ნა­თი­ას თქმით, ის და მისი მე­უღ­ლე კონ­ტრას­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რო­მელ­თა ურ­თი­ერ­თო­ბაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, ვი­ნა­ი­დან ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის გა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

"ზო­გა­დად, მე მგო­ნია, რომ ის აფ­რენს და მას ჰგო­ნია, რომ მე ვაფ­რენ. ამა­შიც მე­გობ­რუ­ლად ვთან­ხმდე­ბით და არ­ცერ­თი არ არის პრობ­ლე­მა", - ხუმ­რობს ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე.

რო­გორც ირაკ­ლი ალა­სა­ნია ამ­ბობს ად­რე­ულ ასაკ­ში (18 ) და­ო­ჯა­ხე­ბა ცხოვ­რე­ბის რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბის სწო­რად გა­ტა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რა.

"ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად ოჯა­ხის წი­ნა­შე ისე­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ავი­ღე, რომ ნაკ­ლე­ბი დრო მრჩე­ბო­და ისე­თი რა­მე­ე­ბის­თვის, რი­თიც იმ დროს ჩემი თა­ო­ბის ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი. ნელ-ნელა მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა მოხ­და. ნი­კუ­შა შეგ­ვე­ძი­ნა, რო­დე­საც 19 წლის ვი­ყა­ვი, ნა­თია 21 წლის. ჩემ­ზე ჭკუ­ამ­ხი­ა­რუ­ლი იყო ყო­ველ­თვის და არის ახ­ლაც. ერ­თმა­ნე­თის მენ­ტო­რე­ბი ვართ, რო­გო­რიც ვარ დღეს დიდ­წი­ლად არის ნა­თი­ას დამ­სა­ხუ­რე­ბა და, ბუ­ნებ­რი­ვია, მეც მას­ში წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნე. ეს დღემ­დე გრძელ­დე­ბა. მე­გობ­რო­ბა, მეტი ტვირ­თის აღე­ბას­თან ერ­თად, უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ხდე­ბა და მე ძაან ვა­მა­ყობ, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ. უკვე 24 წე­ლია ერ­თად ვართ...

ნა­თია იმი­ტომ მო­მე­წო­ნა თა­ვის დრო­ზე, რომ იყო თა­მა­მი და გა­მორ­ჩე­უ­ლი. თა­ვი­სი ღი­მი­ლით, სი­ცი­ლით, იმ დროს თა­მა­მი ჩაც­მუ­ლო­ბი­თაც და ღიად აზ­რე­ბის გა­მოთ­ქმით. მა­შინ თით­ქოს არ ვი­ყა­ვით მიჩ­ვე­უ­ლი ასეთ სი­თა­მა­მეს გო­გო­ნე­ბის­გან. მომ­ხიბ­ლა იმან, რომ მი­ვი­ღე ისე­თი რო­გო­რიც იყო, მეც მი­მი­ღო ისე­თი, რო­გო­რიც ვი­ყა­ვი. ბუ­ნებ­რი­ვია, იყო წვრილ­მა­ნე­ბიც ცოვ­რე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც ახლა უკვე არც გახ­სენ­დე­ბა. მთლი­ა­ნო­ბა­ში, ძა­ლი­ან ჰარ­მო­ნი­უ­ლად ვი­ყა­ვით ერ­თმა­ნეთ­თან", - აცხა­დებს ირაკ­ლი ალა­სა­ნია.

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე არ უარ­ყოფს, რომ მე­უღ­ლის­გან კომ­პლი­მენ­ტე­ბი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლია.

"რომ იძა­ხის, ბევ­რი რამ ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ბო­დი­შით ამ სი­ტყვა­ზე, და მემ­გო­ნი მე­ტე­ნე­ბა და სწო­რა­დაც იქ­ცე­ვა იმი­ტომ, რომ რაც კი სტრე­სი მო­უ­ყე­ნე­ბია ამ თა­ვი­სი გა­უ­თა­ვე­ბუ­ლი ბრძო­ლე­ბით, დი­ა­ხაც მე­კუთ­ვნის კომ­პლი­მენ­ტე­ბი", - ამ­ბობს ნა­თია.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში შეც­დო­მე­ბით და­ინ­ტე­რეს­და.

"ურ­თი­ერ­თო­ბა შეც­დო­მე­ბის­გა­ნაც შედ­გე­ბა და შეც­დე­ო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის­გან. თა­ვი­დან­ვე იმ­დე­ნად დი­ნა­მი­უ­რი იყო ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა, ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე იმ­დე­ნი რა­მის გავ­ლამ მოგ­ვი­წია (აფხა­ზე­თის ომი, ორი­ვემ მამა დავ­კარ­გეთ) ერ­თად იმ­დე­ნი რამ შევ­ქმე­ნით, რომ, რა თქმა უნდა, ეს არის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი. ამის ხე­ლის ხლე­ბა ან დარ­ღვე­ვა ამ ურ­თი­ერ­თო­ბის პე­რი­ოდ­ში არც კი გაგ­ვივ­ლია თავ­ში. ვუვ­ლი­დით ამ ურ­თი­ერ­თო­ბას. ყო­ფი­ლა რა­ღაც, რაც ჩემ­გან წყე­ნია, მე ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ ეს არის ამ ურ­თი­ერ­თო­ბის ნა­წი­ლი. ეს გა­და­ი­ზარ­და არა­მარ­ტო თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ში, ჩვენ თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი ვართ იმ საქ­მე­ში, რა­საც ვა­კე­თებთ, ის თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ში, მე ჩემს საქ­მე­ში. ვა­კე­თებთ იმას, რაც ამ მო­მენ­ტში ჩვენს ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

მე­უღ­ლეს ეთან­ხმე­ბა ნა­თია ფან­ჯი­კი­ძეც და ამ­ბობს, რომ ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის დროს უარ­ყო­ფი­თი მო­მენ­ტე­ბი უნდა გა­და­წო­ნოს იმ ძვირ­ფას­მა რა­ღცებ­მა, რა­საც ადა­მი­ან­ბი ერ­თად ქმნი­ან.

ტე­ლე­წამ­ყვან­მა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლის გაც­ნო­ბის გახ­სე­ნე­ბა სთხო­ვა.

"თა­ვი­დან და­ვი­ნა­ხე მე­გო­ბარ­თან ერ­თად და მო­ვი­ხიბ­ლე, მისი ვი­ნა­ო­ბა არ ვი­ცო­დი. მე­გობ­რებ­საც ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, რომ ვი­ღა­ცა ტიპი გა­ი­ჩი­თა. მერე გა­ვი­და 3-4 თვე და ვნა­ხე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბაღ­ში. სა­ბედ­ნი­ე­როდ, იმ დროს ჩემს გვერ­დით იყო ჩვე­ნი უბ­ნე­ლი ბიჭი, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ ვიც­ნო­ბო და ასე და­ი­წყო ეს ის­ტო­რია. ცოტა შემ­რცხვა ეგ­რე­ვე მის­ვლა, მაგ­რამ მა­ინც გავ­რის­კე. მიხ­ვდა, რომ მორ­ცხვი ვი­ყა­ვი და ინი­ცი­ა­ტი­ვა ერთი პე­რი­ო­დი მა­გან აიღო ხელ­ში. აშ­კა­რად იყო ბე­დის­წე­რა", - ყვე­ბა ალა­სა­ნია.

თუმ­ცა, რო­გორც ნა­თია ამ­ბობს, ირაკ­ლი მორ­ცხვი არ ყო­ფი­ლა და პი­რი­ქით ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი იყო.

"მე მგონია, რომ ის აფრენს და მას ჰგონია, რომ მე ვაფრენ" - ირაკლი ალასანია და ნათია ფანჯიკიძე სიყვარულზე, "გიჟურ" სურპრიზებსა და თანაცხოვრების მძიმე წლებზე

"მე მგონია, რომ ის აფრენს და მას ჰგონია, რომ მე ვაფრენ" - ირაკლი ალასანია და ნათია ფანჯიკიძე  სიყვარულზე, "გიჟურ" სურპრიზებსა და თანაცხოვრების მძიმე წლებზე

"თუკი მსოფლიოში სადმე ვიწანწალე ან სადმე ცხოვრების მძიმე თავგადასავალში გავეხვიე, ყოველთვის მისი ბრალი იყო და მშვიდი ვინ გამოდის ვერ გავიგე", - ასე ახასიათებს პოლიტიკოს მეუღლეს, ირაკლი ალასანიას ნათია ფანჯიკიძე. "ნანუკას შოუში" წამყვანმა ყოფილი მინისტრის ფსიქოლოგ მეუღლეს ქმრის ინტერვიუ მოასმენინა და პროფესიონალური შეფასებების გაკეთება სთხოვა.

"ეკლექტურია, არეულია, თავისი წესრიგი აქვს უფრო სწორად, თავისი საათი აქვს ბიოლოგიური, რომელიც არ ემთხვევა ჩემსას", - ამბობს ირაკლი ალასანია მეუღლეზე.

ნანუკა ჟორჟოლიანმა ექს-მინისტრს მეუღლისთვის მოწყობილი "გიჟური" სურპრიზების გახსენება სთხოვა.

"ასეთი სურპრიზები თავიდან უფრო მეტი გვქონდა, მაგრამ ახლაც ყოვეთვის რაღაც ახალს ვთავაზობ. რაზეც ან მომყვება, ან არ მომყვება. მაგალითად, სადმე წასვლას უეცრად, გარიდება რეალობიდან რამდენიმე დღით და ჩვენთვის საინტერესო საქმის კეთება. თვითონ ძაან უყვარს კახეთში, ლოპოტაზე სიარული და სიახლეები, რომლებსაც არ ელის, დღის წესრიგს რომ აგირევს ისეთები. ხან დავყვები, ხან ვერა", - ამბობს ირაკლი ალასანია.

ნათიას თქმით, ის და მისი მეუღლე კონტრასტული ადამიანები არიან, რომელთა ურთიერთობაც ძალიან საინტერესოა, ვინაიდან ორი განსხვავებული ცხოვრების გატარების საშუალებას იძლევა.

"ზოგადად, მე მგონია, რომ ის აფრენს და მას ჰგონია, რომ მე ვაფრენ. ამაშიც მეგობრულად ვთანხმდებით და არცერთი არ არის პრობლემა", - ხუმრობს ნათია ფანჯიკიძე.

როგორც ირაკლი ალასანია ამბობს ადრეულ ასაკში (18 ) დაოჯახება ცხოვრების რთული პერიოდების სწორად გატარებაში დაეხმარა.

"ძალაუნებურად ოჯახის წინაშე ისეთი პასუხისმგებლობა ავიღე, რომ ნაკლები დრო მრჩებოდა ისეთი რამეებისთვის, რითიც იმ დროს ჩემი თაობის ბიჭები იყვნენ დაკავებული. ნელ-ნელა მეტი პასუხისმგებლობის აღება მოხდა. ნიკუშა შეგვეძინა, როდესაც 19 წლის ვიყავი, ნათია 21 წლის. ჩემზე ჭკუამხიარული იყო ყოველთვის და არის ახლაც. ერთმანეთის მენტორები ვართ, როგორიც ვარ დღეს დიდწილად არის ნათიას დამსახურება და, ბუნებრივია, მეც მასში წვლილი შევიტანე. ეს დღემდე გრძელდება. მეგობრობა, მეტი ტვირთის აღებასთან ერთად, უფრო მრავალფეროვანი ხდება და მე ძაან ვამაყობ, რომ ეს ურთიერთობა შევინარჩუნეთ. უკვე 24 წელია ერთად ვართ...

ნათია იმიტომ მომეწონა თავის დროზე, რომ იყო თამამი და გამორჩეული. თავისი ღიმილით, სიცილით, იმ დროს თამამი ჩაცმულობითაც და ღიად აზრების გამოთქმით. მაშინ თითქოს არ ვიყავით მიჩვეული ასეთ სითამამეს გოგონებისგან. მომხიბლა იმან, რომ მივიღე ისეთი როგორიც იყო, მეც მიმიღო ისეთი, როგორიც ვიყავი. ბუნებრივია, იყო წვრილმანებიც ცოვრებაში, რომლებიც ახლა უკვე არც გახსენდება. მთლიანობაში, ძალიან ჰარმონიულად ვიყავით ერთმანეთთან", - აცხადებს ირაკლი ალასანია.

ნათია ფანჯიკიძე არ უარყოფს, რომ მეუღლისგან კომპლიმენტები დამსახურებულია.

"რომ იძახის, ბევრი რამ ჩემი დამსახურებაა, ბოდიშით ამ სიტყვაზე, და მემგონი მეტენება და სწორადაც იქცევა იმიტომ, რომ რაც კი სტრესი მოუყენებია ამ თავისი გაუთავებული ბრძოლებით, დიახაც მეკუთვნის კომპლიმენტები", - ამბობს ნათია.

ნანუკა ჟორჟოლიანი წყვილის ურთიერთობაში შეცდომებით დაინტერესდა.

"ურთიერთობა შეცდომებისგანაც შედგება და შეცდეომების გამოსწორებისგან. თავიდანვე იმდენად დინამიური იყო ჩვენი ცხოვრება, ადრეული ასაკიდანვე იმდენი რამის გავლამ მოგვიწია (აფხაზეთის ომი, ორივემ მამა დავკარგეთ) ერთად იმდენი რამ შევქმენით, რომ, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ძვირფასი. ამის ხელის ხლება ან დარღვევა ამ ურთიერთობის პერიოდში არც კი გაგვივლია თავში. ვუვლიდით ამ ურთიერთობას. ყოფილა რაღაც, რაც ჩემგან წყენია, მე ნაკლებად, მაგრამ ეს არის ამ ურთიერთობის ნაწილი. ეს გადაიზარდა არამარტო თანაცხოვრებაში, ჩვენ თანამებრძოლები ვართ იმ საქმეში, რასაც ვაკეთებთ, ის თავის პროფესიაში, მე ჩემს საქმეში. ვაკეთებთ იმას, რაც ამ მომენტში ჩვენს ქვეყანას სჭირდება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მეუღლეს ეთანხმება ნათია ფანჯიკიძეც და ამბობს, რომ ხანგრძლივი ურთიერთობის დროს უარყოფითი მომენტები უნდა გადაწონოს იმ ძვირფასმა რაღცებმა, რასაც ადამიანბი ერთად ქმნიან.

ტელეწამყვანმა ირაკლი ალასანიას მომავალი მეუღლის გაცნობის გახსენება სთხოვა.

"თავიდან დავინახე მეგობართან ერთად და მოვიხიბლე, მისი ვინაობა არ ვიცოდი. მეგობრებსაც ველაპარაკებოდი, რომ ვიღაცა ტიპი გაიჩითა. მერე გავიდა 3-4 თვე და ვნახე უნივერსიტეტის ბაღში. საბედნიეროდ, იმ დროს ჩემს გვერდით იყო ჩვენი უბნელი ბიჭი, რომელმაც მითხრა, რომ ვიცნობო და ასე დაიწყო ეს ისტორია. ცოტა შემრცხვა ეგრევე მისვლა, მაგრამ მაინც გავრისკე. მიხვდა, რომ მორცხვი ვიყავი და ინიციატივა ერთი პერიოდი მაგან აიღო ხელში. აშკარად იყო ბედისწერა", - ყვება ალასანია.

თუმცა, როგორც ნათია ამბობს, ირაკლი მორცხვი არ ყოფილა და პირიქით ძალიან აქტიური იყო.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია