საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუპერტ მერდოკის 10 საუკეთესო ბიზნესციტატა
რუპერტ მერდოკის 10 საუკეთესო ბიზნესციტატა

რუ­პერტ მერ­დო­კი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია. და­მა­არ­სე­ბე­ლი და მფლო­ბე­ლი მე­დი­აჰოლ­დინ­გი­სა News Corporation. მისი ქო­ნე­ბა დღეს 8,3 მლრდ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

ბოლო დროს მერ­დო­კის სა­ხე­ლი დუ­კავ­შირ­და ხმა­უ­რი­ან სკან­დალს, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, სპორ­ტსმე­ნე­ბი­სა და შო­უ­ბიზ­ნე­სის ვარ­სკვლა­ვე­ბის სა­ტე­ლე­ფო­ნო მოს­მე­ნებს მოჰ­ყვა. მერ­დოკ­მა პი­რო­ბა დადო, რომ მოს­მე­ნის ყვე­ლა მსხვერ­პლს კომ­პენ­სა­ცი­ას გა­და­უხ­დის.

მე­წარ­მე, მე­დი­ა­მაგ­ნა­ტი, მა­ს­მე­დი­ის, კი­ნო­კომ­პა­ნი­ი­სა და გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის მფლო­ბე­ლი მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში, რუ­პერტ მერ­დო­კი 1931 წელს მელ­ბურნ­ში და­ი­ბა­და. ავ­სტრა­ლი­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, კიტ არ­ტურ მერ­დო­კის ოჯახ­ში. ელი­ტუ­რი ინ­გლი­სუ­რი სკო­ლის შემ­დეგ ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა ავ­სტრა­ლი­ა­ში, რამ­დე­ნი­მე გა­ზე­თით და­ი­წყო, მერე კი დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ამე­რი­კის მე­დი­ა­ბაზ­რე­ბიც აით­ვი­სა. იქ ყი­დუ­ლობ­და ან ნუ­ლი­დან ქმნი­და გა­მო­ცე­მებს, ძი­რი­თა­დად, ყვი­თელ პრე­სას, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი წარ­მა­ტე­ბით სარ­გებ­ლობ­და.

დღეს მერ­დო­კი კვლავ ენერ­გი­უ­ლად უძღვე­ბა საქ­მეს. რაც შე­ე­ხე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბას, მე­სა­მე ცოლი ჰყავს. სხვა­დას­ხვა ცოლ­მა ოთხი ქა­ლიშ­ვი­ლი და ორი ვაჟი გა­უ­ჩი­ნა.

რუ­პერტ მერ­დო­კის ბიზ­ნეს­ცი­ტა­ტე­ბი:

1. როცა ცდი­ლობთ, რა­ღაც ახა­ლი გა­ა­კე­თოთ და ძვე­ლი და­ამ­სხვრი­ოთ, მტრებს იმ­რავ­ლებთ. ვა­მა­ყობ, რომ ამ­დე­ნი მტე­რი მყავს.

2. მე ფულს არ ვა­კე­თებ. გახ­დით სა­უ­კე­თე­სო თქვენს სფე­რო­ში - მა­შინ თა­ვად მოვა ძა­ლა­უფ­ლე­ბაც და ქო­ნე­ბაც.

3. ის იმარ­ჯვებს, ვინც ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ მი­მარ­თვას ახერ­ხებს.

4. იმოქ­მე­დე გლო­ბა­ლუ­რად, იფიქ­რე ლო­კა­ლუ­რად.

5. პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა დგას.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

რუპერტ მერდოკის 10 საუკეთესო ბიზნესციტატა

რუპერტ მერდოკის 10 საუკეთესო ბიზნესციტატა

რუპერტ მერდოკი თანამედროვეობის ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენია. დამაარსებელი და მფლობელი მედიაჰოლდინგისა News Corporation. მისი ქონება დღეს 8,3 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

ბოლო დროს მერდოკის სახელი დუკავშირდა ხმაურიან სკანდალს, რომელიც ცნობილი პოლიტიკოსების, სპორტსმენებისა და შოუბიზნესის ვარსკვლავების სატელეფონო მოსმენებს მოჰყვა. მერდოკმა პირობა დადო, რომ მოსმენის ყველა მსხვერპლს კომპენსაციას გადაუხდის.

მეწარმე, მედიამაგნატი, მასმედიის, კინოკომპანიისა და გამომცემლობების მფლობელი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, რუპერტ მერდოკი 1931 წელს მელბურნში დაიბადა. ავსტრალიელი ჟურნალისტის, კიტ არტურ მერდოკის ოჯახში. ელიტური ინგლისური სკოლის შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა. ბიზნესსაქმიანობა ავსტრალიაში, რამდენიმე გაზეთით დაიწყო, მერე კი დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის მედიაბაზრებიც აითვისა. იქ ყიდულობდა ან ნულიდან ქმნიდა გამოცემებს, ძირითადად, ყვითელ პრესას, რომელიც საზოგადოებაში დიდი წარმატებით სარგებლობდა.

დღეს მერდოკი კვლავ ენერგიულად უძღვება საქმეს. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მესამე ცოლი ჰყავს. სხვადასხვა ცოლმა ოთხი ქალიშვილი და ორი ვაჟი გაუჩინა.

რუპერტ მერდოკის ბიზნესციტატები:

1. როცა ცდილობთ, რაღაც ახალი გააკეთოთ და ძველი დაამსხვრიოთ, მტრებს იმრავლებთ. ვამაყობ, რომ ამდენი მტერი მყავს.

2. მე ფულს არ ვაკეთებ. გახდით საუკეთესო თქვენს სფეროში - მაშინ თავად მოვა ძალაუფლებაც და ქონებაც.

3. ის იმარჯვებს, ვინც ცვლილებების თავის სასარგებლოდ მიმართვას ახერხებს.

4. იმოქმედე გლობალურად, იფიქრე ლოკალურად.

5. პირადი ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას.

გაგრძელება

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები