პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი შეფ-მზარეული, რომელიც კერძებს საქართველოს სამი პრეზიდენტისთვის ამზადებდა
ქართველი შეფ-მზარეული, რომელიც კერძებს საქართველოს სამი პრეზიდენტისთვის ამზადებდა

"ბა­ტონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან უფრო ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, იმი­ტომ რომ თვი­თონ საკ­მა­ოდ დიდი გურ­მა­ნია. პირ­ვე­ლად 2010 წელს მი­მიწ­ვი­ეს ბა­თუმ­ში და რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­ტო­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ვახ­შამს ვამ­ზა­დებ­დი."

"ზი­და­ნი, რო­ნალ­დო, რო­ნალ­დი­ნიო, ფიგუ და სხვა ბევ­რი ცნო­ბი­ლი პერ­სო­ნა მო­სუ­ლა ჩემ­თან და გემ­რი­ე­ლი კერ­ძის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უხ­დია..."

15 წელ­ზე მე­ტია სამ­შობ­ლო­დან შორს ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს. მას პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში უკე­თე­სად იც­ნო­ბენ, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუმ­ცა ბოლო ხანს უფრო ხში­რად უწევს თბი­ლის­ში ყოფ­ნა და ერთ-ერთ ახ­ლად­გახ­სნილ რეს­ტო­რან­ში თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა. გუ­რამ ბაღ­დოშ­ვი­ლი პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში ერთ-ერთ ცნო­ბილ რეს­ტო­რანს შე­ფობს, ასე­ვე ფლობს პა­ტა­რა ზღვის­პი­რა რეს­ტო­რანს. ჩვენ­ში ცო­ტამ თუ იცის, რომ მას სა­ქარ­თვე­ლოს სამი პრე­ზი­დენ­ტის­თვის უწევ­და კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა. ნი­ჭი­ერ კაცს წარ­მა­ტე­ბულ მუ­სიკ­ლა­ურ კა­რი­ე­რას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ, თუმ­ცა მან არ­ჩია მსოფ­ლიო კუ­ლი­ნა­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბას და­უფ­ლე­ბო­და და გე­მო­თა მუ­სი­კა ეძებ­ნა...

გუ­რამ ბაღ­დოშ­ვი­ლი:

- კა­რი­ე­რა საკ­მა­ოდ ადრე, 14 წლის ასაკ­ში და­ვი­წყე სას­ტუმ­რო "აჭა­რის" სამ­ზა­რე­უ­ლო­ში. მა­შინ ეს სას­ტუმ­რო საბ­ჭო­თა სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელს ინ­ტუ­რისტს, ან რო­გორც იმ დროს ამ­ბობ­დნენ, "ინ­ტუ­რის­ტებს" ეკუთ­ვნო­და. ეს იყო ჩემი კა­რი­ე­რის და­სა­წყი­სი, იქ გა­დავ­დგი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი... მოკ­ლედ, კო­მუ­ნის­ტუ­რი წყო­ბი­დან მოვ­დი­ვარ (იცი­ნის)... თან­და­თან ამ საქ­მემ უფრო და უფრო გა­მი­ტა­ცა, შემ­დეგ იყო მოს­კო­ვი, პე­ტერ­ბურ­გი, ბო­ლოს, ბელ­გი­ის გავ­ლით პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში მოვ­ხვდი და იქ ვი­პო­ვე მე­ო­რე სამ­შობ­ლო. წლე­ბია უკვე იქ ვარ, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ წელს ჩა­მოვ­დი­ვარ.

- მზა­რე­უ­ლო­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, ეს ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცია ხომ არ ყო­ფი­ლა?

- ოჯახ­ში მა­მაც და დე­დაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ამ­ზა­დებ­დნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დედა უკ­რა­ი­ნე­ლი, მო­ტა­ცე­ბუ­ლი ქალი იყო, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და სა­ქარ­თვე­ლო, ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი და სამ­ზა­რე­უ­ლო. 1990 წლი­დან, როცა მამა მო­მიკ­ლეს, გა­დავ­წყვი­ტე ჩე­მით გა­მეკვლია გზა... გო­რის "ინ­ტუ­რის­ტის" დი­რექ­ტო­რი იყო ბი­ძა­ჩე­მი სი­მონ ნას­ყი­დაშ­ვი­ლი და იმან და­მა­წყე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა სას­ტუმ­რო "აჭა­რა­ში", სა­დაც მიშა ლო­ლა­ძეს­თან 16 წლამ­დე არა­ლე­გა­ლუ­რად ვმუ­შა­ობ­დი... ე.წ. შე­გირ­დი ვი­ყა­ვი. სწო­რედ მაგ დროს მო­მი­წია შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ პრე­ზი­დენტ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან. იმ­ჟა­მად ფოთ­ში გა­იხ­სნა სპორ­ტუ­ლი კომ­პლექ­სი "მალ­თაყ­ვა", სა­დაც მიწ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი რო­გორც მზა­რე­უ­ლი, ეს ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც წყალ­ზე სრი­ალ­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ჩა­ტარ­და. პრე­ზი­დენ­ტმა გახ­სნა ღო­ნის­ძი­ე­ბა, შემ­დეგ გა­ჩერ­და რამ­დე­ნი­მე დღე და ჩვენ მას ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, სას­ტუმ­რო "აჭა­რი­დან" ერ­თა­დერ­თი მზა­რე­უ­ლი ვი­ყა­ვი, ვინც ფოთ­ში, ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­ავ­ლი­ნეს, ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მივ­ლი­ნე­ბა.

- მო­გი­წი­ათ უშუ­ა­ლოდ პრე­ზი­დენტ გამ­სა­ხურ­დი­ას­თან შეხ­ვედ­რა?

- კი, რო­გორ არა... ის მე­ტად უშუ­ა­ლო ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და. შემ­დეგ შე­ვარ­დნა­ძის პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას რამ­დენ­მე ბან­კეტ­ზე მაქვს კერ­ძე­ბი მომ­ზა­დე­ბუ­ლი კრწა­ნი­სის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში. ყვე­ლა პრე­ზი­დენტს თა­ვი­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტი აქვს, ე.წ. კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა, რომ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც აგე­მოვ­ნე­ბენ და ანა­ლი­ზებს უტა­რე­ბენ იმ პრო­დუქ­ტებს, რომ­ლი­თაც პრე­ზი­დენ­ტის­თვის მზად­დე­ბა კერ­ძე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი მოწ­მდე­ბა ქი­მი­უ­რად, ბი­ო­ლო­გი­უ­რად და ა.შ... ბა­ტონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან უფრო ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, იმი­ტომ რომ თვი­თონ საკ­მა­ოდ დიდი გურ­მა­ნია. პირ­ვე­ლად 2010 წელს მი­მიწ­ვი­ეს ბა­თუმ­ში და რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­ტო­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ვახ­შამს ვამ­ზა­დებ­დი.

მაგ დრო­ის­თვის მე უკვე ვიც­ნობ­დი სა­ა­კაშ­ვილს, სა­ნამ უცხო­ეთ­ში მო­მი­წევ­და წას­ვლა, მა­ნამ­დე მოგ­ვი­წია შეხ­ვედ­რა. მა­შინ ერ­თა­დერთ ქუ­ჩა­ზე პე­როვ­სკა­ია იყო ღა­მის ბა­რე­ბი, სწო­რედ იქ, ერთ-ერთ ბარ­ში გა­ვი­ცა­ნი. 2010 წლის შემ­დეგ კი­დევ არა­ერ­თხელ მო­მი­წია ისე­თი "ივენ­თებ­ზე" მომ­ზა­დე­ბა, რო­მელ­შიც სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ერთ ზა­ფხულს, მახ­სოვს დიდი სუფ­რა მო­ვამ­ზა­დე, სა­დაც ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი იყო, ვინც სა­ა­კაშ­ვილს მუ­დამ თან ახ­ლდნენ... მა­შინ ვი­ღა­ცამ მკი­თხა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას თუ ვა­პი­რებ­დი, რა­ზეც ვუ­პა­სუ­ხე, რომ არ ვი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რად­გა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა პორ­ტუ­გა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ ავ­ტო­მა­ტუ­რად დავ­კარ­გე. მა­შინ სა­ა­კაშ­ვი­ლი დამ­პირ­და, რომ ორ­მაგ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას მომ­ცემ­და...

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

კატერინა
0

დახვეწილი, თავისუფალი, მოაზროვნე, პროფესიონალი... ჩვენს ქვეყანაში გაჭრა ფანჯარა რომელიც ბევრს აძლევს საშუალებას იპოვოს თავისი სივრცე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქართველი შეფ-მზარეული, რომელიც კერძებს საქართველოს სამი პრეზიდენტისთვის ამზადებდა

ქართველი შეფ-მზარეული, რომელიც კერძებს საქართველოს სამი პრეზიდენტისთვის ამზადებდა

"ბატონ მიხეილ სააკაშვილთან უფრო ახლო ურთიერთობა მქონდა, იმიტომ რომ თვითონ საკმაოდ დიდი გურმანია. პირველად 2010 წელს მიმიწვიეს ბათუმში და რამდენიმე დღის განმავლობაში ბატონი სააკაშვილისთვის ვახშამს ვამზადებდი."

"ზიდანი, რონალდო, რონალდინიო, ფიგუ და სხვა ბევრი ცნობილი პერსონა მოსულა ჩემთან და გემრიელი კერძისთვის მადლობა გადაუხდია..."

15 წელზე მეტია სამშობლოდან შორს ცხოვრობს და მუშაობს. მას პორტუგალიაში უკეთესად იცნობენ, ვიდრე საქართველოში, თუმცა ბოლო ხანს უფრო ხშირად უწევს თბილისში ყოფნა და ერთ-ერთ ახლადგახსნილ რესტორანში თავისი უნიკალური კერძების მომზადება. გურამ ბაღდოშვილი პორტუგალიაში ერთ-ერთ ცნობილ რესტორანს შეფობს, ასევე ფლობს პატარა ზღვისპირა რესტორანს. ჩვენში ცოტამ თუ იცის, რომ მას საქართველოს სამი პრეზიდენტისთვის უწევდა კერძების მომზადება. ნიჭიერ კაცს წარმატებულ მუსიკლაურ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მან არჩია მსოფლიო კულინარული ხელოვნებას დაუფლებოდა და გემოთა მუსიკა ეძებნა...

გურამ ბაღდოშვილი:

- კარიერა საკმაოდ ადრე, 14 წლის ასაკში დავიწყე სასტუმრო "აჭარის" სამზარეულოში. მაშინ ეს სასტუმრო საბჭოთა სასტუმროების ქსელს ინტურისტს, ან როგორც იმ დროს ამბობდნენ, "ინტურისტებს" ეკუთვნოდა. ეს იყო ჩემი კარიერის დასაწყისი, იქ გადავდგი პირველი ნაბიჯები... მოკლედ, კომუნისტური წყობიდან მოვდივარ (იცინის)... თანდათან ამ საქმემ უფრო და უფრო გამიტაცა, შემდეგ იყო მოსკოვი, პეტერბურგი, ბოლოს, ბელგიის გავლით პორტუგალიაში მოვხვდი და იქ ვიპოვე მეორე სამშობლო. წლებია უკვე იქ ვარ, თუმცა საქართველოში ყოველ წელს ჩამოვდივარ.

- მზარეულობა რატომ გადაწყვიტეთ, ეს ოჯახური ტრადიცია ხომ არ ყოფილა?

- ოჯახში მამაც და დედაც არაჩვეულებრივად ამზადებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დედა უკრაინელი, მოტაცებული ქალი იყო, ძალიან უყვარდა საქართველო, ჩვენი ტრადიციები და სამზარეულო. 1990 წლიდან, როცა მამა მომიკლეს, გადავწყვიტე ჩემით გამეკვლია გზა... გორის "ინტურისტის" დირექტორი იყო ბიძაჩემი სიმონ ნასყიდაშვილი და იმან დამაწყებინა მუშაობა სასტუმრო "აჭარაში", სადაც მიშა ლოლაძესთან 16 წლამდე არალეგალურად ვმუშაობდი... ე.წ. შეგირდი ვიყავი. სწორედ მაგ დროს მომიწია შეხვედრა საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან. იმჟამად ფოთში გაიხსნა სპორტული კომპლექსი "მალთაყვა", სადაც მიწვეული ვიყავი როგორც მზარეული, ეს ის პერიოდია, როდესაც წყალზე სრიალში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. პრეზიდენტმა გახსნა ღონისძიება, შემდეგ გაჩერდა რამდენიმე დღე და ჩვენ მას ვემსახურებოდით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი, სასტუმრო "აჭარიდან" ერთადერთი მზარეული ვიყავი, ვინც ფოთში, ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მიავლინეს, ეს იყო ჩემი პირველი სამსახურეობრივი მივლინება.

- მოგიწიათ უშუალოდ პრეზიდენტ გამსახურდიასთან შეხვედრა?

- კი, როგორ არა... ის მეტად უშუალო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. შემდეგ შევარდნაძის პრეზიდენტობისას რამდენმე ბანკეტზე მაქვს კერძები მომზადებული კრწანისის რეზიდენციაში. ყველა პრეზიდენტს თავისი სპეციალური დეპარტამენტი აქვს, ე.წ. კონტროლის პალატა, რომლის წარმომადგენლებიც აგემოვნებენ და ანალიზებს უტარებენ იმ პროდუქტებს, რომლითაც პრეზიდენტისთვის მზადდება კერძები. ყველაფერი მოწმდება ქიმიურად, ბიოლოგიურად და ა.შ... ბატონ მიხეილ სააკაშვილთან უფრო ახლო ურთიერთობა მქონდა, იმიტომ რომ თვითონ საკმაოდ დიდი გურმანია. პირველად 2010 წელს მიმიწვიეს ბათუმში და რამდენიმე დღის განმავლობაში ბატონი სააკაშვილისთვის ვახშამს ვამზადებდი.

მაგ დროისთვის მე უკვე ვიცნობდი სააკაშვილს, სანამ უცხოეთში მომიწევდა წასვლა, მანამდე მოგვიწია შეხვედრა. მაშინ ერთადერთ ქუჩაზე პეროვსკაია იყო ღამის ბარები, სწორედ იქ, ერთ-ერთ ბარში გავიცანი. 2010 წლის შემდეგ კიდევ არაერთხელ მომიწია ისეთი "ივენთებზე" მომზადება, რომელშიც სააკაშვილი მონაწილეობდა. ერთ ზაფხულს, მახსოვს დიდი სუფრა მოვამზადე, სადაც ყველა ის ადამიანი იყო, ვინც სააკაშვილს მუდამ თან ახლდნენ... მაშინ ვიღაცამ მკითხა, საქართველოში ჩამოსვლას თუ ვაპირებდი, რაზეც ვუპასუხე, რომ არ ვიყავი საქართველოს მოქალაქე, რადგანაც საქართველოს მოქალაქეობა პორტუგალიის მოქალაქეობის მიღების შემდეგ ავტომატურად დავკარგე. მაშინ სააკაშვილი დამპირდა, რომ ორმაგ მოქალაქეობას მომცემდა...

იხილეთ გაგრძელება

"მე გამოვხატე უდიერი განწყობა ხაშურის ეპისკოპოსის მიმართ, მერე კი..." - რას ყვება დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი მიტროპოლიტ იობის რეზიდენციაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე

საქართველოში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია გასული 24 საათის სტატისტიკა და ეპიდვითარება ქვეყანაში

გერმანიაში დასაქმების სურვილი 98 443 მოქალაქემ გამოთქვა, ისრაელში კი - 1 427-მა - რა ინფორმაციას ავრცელებს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო